Page 1 of 2

ჰიმნი ლობიოს!

Posted: 25 აპრ 2009, 14:02
by Tamari-ch.
:D

ჰიმნის ავტორი -
ნოდარ ალანია!


ჩვენი მგოსნები კოცნაზე წერენ,
გაიძახიან - ჰოი, სოფიო!
შენ დაგივიწყეს, არც გახსენებენ,
სასიქადულო ჩემო ლობიოვ!

შენ გაგინებენ, მასხრად გიგდებენ,
ბევრი და ბევრი ზიზღით გიცქერის,
მე კი მიყვარხარ როდესაც ქვაბში,
გულამობსკვნილი თუხთუხით მღერი!

და მინდა ქებით ახლა შეგაქო,
ყოველ კუთხეში ხშირდათესილო,
გაქო, გადიდო ჩემო ლობიოვ,
ნიგზიანო და ამოლესილო,

ეეჰ, რომელ კოცნას არა სჯობიხარ,
რის ანგელინა ან რის სოფიო,
სჯობს ყოველ კოცნას, სჯობს ყოველ ალერსს
ცხელი ღომი და ცივი ლობიო!

უშენოდ სუფრა რის მაქნისია,
თუ არ ანათებ წითელ თვალებით,
ყველა საჭმელი დამივიწყნია
და მხოლოდ შენ ერთს გენაცვალები.

ცხელი ღომი და ცივი ლობიო,
ხახვი, ბოლოკი და მჟავე პრასა,
სჯობს ყოველ კოცნას,
სჯობს ყოველს ალერსს
და ღირს უთუოდ სიცოცხლის ფასად.

ატოკებული გავცქერი სუფრას,
შენს მოლოდინში თვალებს ავანთებ,
და გავიხარებ, როცა ქოთნიდან
მადლიან სხივით შემომანათებ...

ყველგან გინატრებ - სადაც ვიქნები,
თვით საცივზედაც წინ დაგაყენებ,
და თუკი კაცად მე შევიქნები,
მხოლოდ და მხოლოდ შენ მოგაშენებ.

შენს ძირს დავკოცნი ჩემო ლობიო,
გაგზრდი, გახარებ, ფრთხილად მოგივლი,
ჰიმნებს გიმღერებ, გაქებ გადიდებ,
და ყველა სურვილს შენ ერთს მოგიძღვნი....

ჩვენი მგოსნები კოცნაზე წერენ,
გაიძახიან - ჰოი, სოფიო!
მე კი მწყურია შენ გიძღვნა კოცნა
გამაძღე, გამბერე, გამხეთქე, მომკალი
- ჩემო ლობიო!!!

ჰიმნი ლობიოს!

Posted: 25 აპრ 2009, 14:39
by anano
აბა ამასაც მოუსმინეთ!


http://www.link.ge/file/240864/Chemo-ga ... o.mp3.html

ჰიმნი ლობიოს!

Posted: 25 აპრ 2009, 23:12
by lama
Tamari-ch.
რა აზრი აქვს ამ თემას?

იქნება ამიხსნათ?

ჰიმნი ლობიოს!

Posted: 26 აპრ 2009, 10:15
by Tamari-ch.
lama
აი ასეა - აი !!

ლობიო არ იმსახურებს ცალკე თემას?
:lol:

ჰიმნი ლობიოს!

Posted: 27 აპრ 2009, 10:30
by lama
Tamari-ch. wrote:lama
აი ასეა - აი !!

ლობიო არ იმსახურებს ცალკე თემას?
:lol:
რატომ? :? :roll:

ჰიმნი ლობიოს!

Posted: 27 აპრ 2009, 11:48
by Tamari-ch.
ლობიომ გადაარჩინა საქართველო!

ვოტ!

დღეს დაგიწერ ლობიოს სამკურნალო თვისებებზე...

ჰიმნი ლობიოს!

Posted: 27 აპრ 2009, 11:49
by lama
Tamari-ch. wrote:ლობიომ გადაარჩინა საქართველო!

ვოტ!

დღეს დაგიწერ ლობიოს სამკურნალო თვისებებზე...
ხოოოოოოოოოო

აი მეც ამას ვფიქრობდი :D

მარა კარავთან რა შუაშია?
:?
:D:D:D:D:D

ჰიმნი ლობიოს!

Posted: 27 აპრ 2009, 11:49
by Tamari-ch.
კარავთან ყველაფერი შუაშია...

:wink:

ჰიმნი ლობიოს!

Posted: 27 აპრ 2009, 11:51
by lama
Tamari-ch. wrote:კარავთან ყველაფერი შუაშია...

:wink:
ცეცხლის დანთება არ შეიძლება კარავში და

როგორ უნდა მოადუღო ან კიდევ მოამზადო ლობიო? :roll:

ჰიმნი ლობიოს!

Posted: 27 აპრ 2009, 11:53
by Tamari-ch.
lama
გარეთ დაანთე -
კარავებს შუაში
და თან იმღერე -

შენ გაგინებენ, მასხრად გიგდებენ,
ბევრი და ბევრი ზიზღით გიცქერის,
მე კი მიყვარხარ როდესაც ქვაბში,
გულამობსკვნილი თუხთუხით მღერი!


უფრო გემრიელი იქნება..

:lol:

ჰიმნი ლობიოს!

Posted: 27 აპრ 2009, 11:55
by lama
Tamari-ch.

:D:D:D:D:D:DD:

მაგარი ლექსია :D:D:D:D:D:D:

კალორიებსაც ბევრს შეიცავს ხომ ეს ჩვენი ლობიო
:?


თუ ვცდები?>


გაზების დაგროვებასაც უწყობს ხელს და რატომ? :roll:

ჰიმნი ლობიოს!

Posted: 27 აპრ 2009, 11:57
by Tamari-ch.
კალორია უახლოვდება ხორცისას

დიაბეტს მკურნალობს მისი ფოჩები -

გაზები კი არა მუზიკა!

ლობიოს მერე!
ეს ჰიმნის მუზიკაა!

ჰიმნი ლობიოს!

Posted: 27 აპრ 2009, 11:58
by lama
Tamari-ch.
და გაზებს არ აგროვებს? :roll:

ჰიმნი ლობიოს!

Posted: 27 აპრ 2009, 11:58
by Tamari-ch.
lama
რავა არ აგროვებს!
ამა მუზიკა საიდან?
:lol:

ჰიმნი ლობიოს!

Posted: 27 აპრ 2009, 11:59
by lama
Tamari-ch. wrote:lama
რავა არ აგროვებს!
ამა მუზიკა საიდან?
:lol:
აუუუუუუუუუუუუუ
:D:D:D:D:D:D

მაგარია

:D:D:D:D:D:D:D:D:D:D