Page 4 of 29

ბრძნული აზრები

Posted: 01 მაი 2009, 11:30
by აცაბაცა
ამ თემას უნდა ერქვას სხვისი ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

Posted: 02 მაი 2009, 14:41
by Makena
paata_ wrote:Makena

ამ ბოლო დროს რა ბრძენი გახდი

:lol: :lol: :lol: :lol: :lol:
paata
შეგშურდა ხომ? :lol: :lol: მუეჰეჰეჰეჰე :wink:

ბრძნული აზრები

Posted: 02 მაი 2009, 15:23
by ZVIOSULI
აცაბაცა
იიი
აბა კი
მე სულ ჩემსბს ვდებ
ქურდი კი არ ვარ აკადემიიკოსების 90%-ივით :D
სხვის ნაშემოქმედარს შეისავლიანდა ზიან ინდაურებივით :D
სამეცნიერო ნაშრომზე დიდი პლაგიატი არ ვიცი მე :D

ხოდა მორიგი სიბრძნე:
სიბრძნეთა ცოდნა და სიბრძნით გამობრძმედა ისეთივე განსხვავებულია
როგორც პრავის აღება და ფორმულა 1ის ჩემპიონობა :)

ბრძნული აზრები

Posted: 02 მაი 2009, 15:27
by ZVIOSULI
KSOVRELI
ზარა ჩემი საყვარელი წიგნია
ლარნახევრად ნაყიდი თავის დროზე :)

ეჟე ლეცის დაუბარცხვენი აზრები იშოვე
თუ ზარა მოგწონს ეგეც მოგეწონება
მაგალითად:
"სამშობლოსადმი სიყვარულმა საზღვრები არ იცის" :D :D :D

ბრძნული აზრები

Posted: 08 მაი 2009, 10:04
by KSOVRELI
თუ ადამიანებს ვერ აუტანიათ შენი კარგად ყოფნა და ცდილობენ ჩაგიშხამონ, იცოდე, რომ ეს ცხოვრება ასეთია და ამას ვერსად გაექცევი. ნუ დაგაღონებს ეს – სხვაგვარად არც იქნება.

იოჰან ვოლფგანგ გოეთე

ბრძნული აზრები

Posted: 09 მაი 2009, 16:48
by Tamari-ch.
არასოდეს სთქვა - არასოდეს!

(ავტორი არ ვიცი)


არ არსებობს "არ შემიძლია",
არსებობს მხოლოდ - არ მინდა.

(აღმოსავლური სიბრძნე)

ბრძნული აზრები

Posted: 14 მაი 2009, 14:11
by Makena
კეთილსაც სიკეთეს მივაგებ და ბოროტსაც, ერთგულსაც ვერთგულებ და ორგულსაც.

ლაო ცზი

ბრძნული აზრები

Posted: 15 მაი 2009, 22:06
by ttt
ილიას სიბრძნის პროზაული ნიმუშები:

აწმყოს, რომელსაც წარსული არა აქვს, - არც მომავალი აქვს.

ღონე ქვეყნისა მარტო ნიჭიერი და მხნე კაცია;

მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი;

ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია;

ბრძნული აზრები

Posted: 17 მაი 2009, 10:53
by Makena
ვისაც მლიქვნელობა შეუძლია მას არც ცილისწამება გაუჭირდება

ნაპოლეონ ბონაპარტე

ბრძნული აზრები

Posted: 17 მაი 2009, 14:52
by tiko_r
ეხლა სიბრძნილის კბილი ამომდის
და მერე მეც დავიწყებ ბრძნული აზრების წერას

ბრძნული აზრები

Posted: 18 მაი 2009, 18:29
by KSOVRELI
შენ მახინჯი ხარ, მაგრამ საკუთარი სახე გაქვს.

ბრძნული აზრები

Posted: 18 მაი 2009, 18:31
by VANO
tiko_r wrote:ეხლა სიბრძნილის კბილი ამომდის
და მერე მეც დავიწყებ ბრძნული აზრების წერას

დედა რა კარგიააააა....

კიდე 1 ბრძენით მეტი ეყოლება ჩვენ ქვეყანას :)


მინდა გითხრა რო ეგ აზრი ნამეტნავად არ უნდა შეეფერებოდეს სიმართლეს. იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ შარშანწინ ამომივიდა მაგრამ ...

ბრძნული აზრები

Posted: 18 მაი 2009, 18:36
by KSOVRELI
რომელი კეთილთა შორის ცხოვრობს, მას შებრალება სიცრუეს ასწავლის. შებრალება ჰაერს ამძიმებს თავისუფალ სულთათვის. რეგვენობა კეთილთა ხომ განუზომელია (ფრიდრიხ ნიცშე).

ბრძნული აზრები

Posted: 18 მაი 2009, 19:14
by Tamusia
KSOVRELI

ბრიყვული სიკეთე სირეგვნეა

სიკეთე საქმის ცოდნით, ჭკუითა და შედეგზე გათვლით უნდა ჩაიდინო (tamusia)

შებრალება კი არა, შეცოდება მართლა აუტანელია

ბრძნული აზრები

Posted: 19 მაი 2009, 10:35
by KSOVRELI
Tamusia wrote: სიკეთე საქმის ცოდნით, ჭკუითა და შედეგზე გათვლით უნდა ჩაიდინო
ე.ი. შედეგზე........

გათვლილ სიკეთეს სიკეთედ არავის ჩავუთვლი, თუმცა მადლობელი ვიქნები.

თავს უფლებას არ მივცემ ვიფიქრო, რომ ვინმეს სიკეთე გავუკეთე - უფროსად საკუთარი თავისთვის ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ.

მაგრამ ესეც სისულელე და თვალთმაქცობაა, თავისებური შენიღბვაა, კეკლუცობაა.

აი, ეგეთი გაფუჭებული კაცი ვარ :D