Page 1 of 4

ეს რა მოვისმინე, კაცოუ!!!!

Posted: 16 აპრ 2009, 13:37
by Tamari-ch.
მოუსმინეთ კორსიკულ მუსიკას და

კარგად დაფიქრდით...

:shock:


http://bin.ge/file/27472/Corsican-1.wav.html

http://bin.ge/file/27473/Corsican-2.mp3.html


http://bin.ge/file/27474/Corsican-3.wav.html

ეს რა მოვისმინე, კაცოუ!!!!

Posted: 16 აპრ 2009, 13:40
by Tamari-ch.
http://bin.ge/file/27475/Basque-song.mp3.html

ესეც ბასკური მუსიკა!
ცოტა წააგავს ირლანდიურს...

ეს კი ბასკური იავნანა!
ლუა ლუა
:shock:
http://bin.ge/file/27484/Haizea---Loa-Loa.mp3.html

ეს რა მოვისმინე, კაცოუ!!!!

Posted: 16 აპრ 2009, 14:53
by MIRANDA
Tamari-ch.
ქართული ხმების მიერ შესრულებული კორსიკული მუსიკა არ გაქვს მოსმენილი?

ატვირთვა ვცადე, მაგრამ ახლა არ მიტვირთავს და ბმულს დაგიდებ ავოედან... მოუსმინე აუცილებლად, მოგეწონება :)

http://www.avoe.ge/music/index3.php?gr= ... galb=12748

ეს რა მოვისმინე, კაცოუ!!!!

Posted: 16 აპრ 2009, 15:04
by Tamari-ch.
MIRANDA
არ იხსნება :(

ეს რა მოვისმინე, კაცოუ!!!!

Posted: 16 აპრ 2009, 15:55
by Naia
Tamari-ch.
ბმულები ვერ გავხსენი მაგრამ, კორსიკულ მუსიკას რაც შეეხება გეტყვი, რომ 2 წლის წინ შემთხვევით მოვუსმინე კორსიკულ ფოკლორს და გავვოცდი:

ეს იყო კახური მრავალჟამიერი:) ძალიან ძალინ გავს ქართულ, ხალხურ, მრავალხმიან ფოლკლორს. ვერ გეტყვი რატომ და საიდან, მაგრამ ფაქტია :)

ეს რა მოვისმინე, კაცოუ!!!!

Posted: 16 აპრ 2009, 16:04
by Tamari-ch.
Naia
რად არ გაიხსნა?
ალბათ ინტერნეტის პრობლემაა
გადმოგიგზავნი თუ გინდა სკაიპით
ძალიან მაგარია!

ეს რა მოვისმინე, კაცოუ!!!!

Posted: 16 აპრ 2009, 16:15
by MIRANDA
Tamari-ch. wrote:MIRANDA
არ იხსნება :(
აი, ეს ნახე.. წესით ახლა უნდა გახსნას :)

ქართული ხმები - კორსიკული სიმღერა
პირველივე სიმღერაა - corsican song

http://www.avoe.ge/music/index3.php?gr= ... galb=12748

ეს რა მოვისმინე, კაცოუ!!!!

Posted: 16 აპრ 2009, 16:17
by qvevri
ეგ მოსმენილი მაქვს და გეტყვით, რომ შესაძლოა მართლაც მაგონოს ქართული პოლიფონია, მაგრამ ზოგადად ქართული სულ სხვა რამაა. ისე, რატმღაც ამ ბილო დროს ქართველები გალობენ ბერძნულად და იმას ამტკიცებენ, რომ "ეს არის რაც არისო" და "რა ქართული გალობა რის ქართული გალობაო". მე მაგ ვიღაც გონება მოწამლულ ბერძნოფილებს არანაირად არ ვეთანხმები.... :!:

ეს რა მოვისმინე, კაცოუ!!!!

Posted: 16 აპრ 2009, 16:30
by Tamari-ch.
არა რაის ბერძნული -
ბერძნული მუსიკა სულ სხვაგვარია...
კორსიკულს რომ ვუსმენდი უცებ სვანური მეგონა-
სვანებთან ბერძნება რა უნდათ..

MIRANDA
მოვისმინე.
:)

ეს რა მოვისმინე, კაცოუ!!!!

Posted: 16 აპრ 2009, 17:12
by Druides
qvevri
ბასკებთან ნათესაობა უკვე ესპანელმა ეთნოლოგებმა დააამტკიცეს

ეს რა მოვისმინე, კაცოუ!!!!

Posted: 16 აპრ 2009, 17:28
by Tamari-ch.
Druides
რომლებმა?
საპირისპირო აზრიც არსებობსო -
მაგრამ ჩემთვის პირადად ეს აბსურდია-
იმდენად აშკარაა მსგავსება მედიტერანულ ხალხებთან რომ

მე პირადად ვიზიარებ ამ მოსაზრებას -

http://www.amsi.ge/istoria/zg/missia.html

როგორია ვითარება ქართველთა ეთნოგენეზისთან დაკავშირებით? მეოცე საუკუნეში ჩვენი მეცნიერების დიდი კორიფეების აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარრის მიერ გამოკვლეული იქნა გენეტიკური ძირები ქართული მოდგმისა, ქართველი ერისა და გამოტანილი იქნა შემდეგი დასკვნები, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ორთოდოქსული საბჭოთა მეცნიერება. ამავე დროს, როგორც მოგახსენეთ, მიჩქმალული იყო დიდი გერმანელი მეცნიერის ვილჰელმ ჰუმბოლდტის გამოკვლევები. რაში მდგომარეობს ამ გამოკვლევათა არსი და რად არ ვითარდება თანამედროვე ეთნოლოგიური, ენათმეცნიერული კვლევა ამ მიმართულებით?

საქმე ის გახლავთ, რომ ვილჰელმ ჰუმბოლდტი მისმა გამოკვლევებმა ბასკური ენის სფეროში და პირინეის ნახევარკუნძულის უძველესი მოსახლეობის ვინაობის კვლევის ვფეროში მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ სამხრეთ ევროპის: პირინეების, იტალიის, ხმელთაშუა ზღვის კუნძულების პირველადი ავტოქტონური მოსახლეობა იყო იბერიული მოსახლეობა. ამ მოსახლეობას უწოდებენ პროტოიბერებს, მათგან მომდინარეობს გვიანდელი ევროპული მოსახლეობა. მეცნიერებაში მიღებულია აგრეთვე ტერმინი-ხმელთაშუა ზღვის რასსა, მედიტერანული რასსა, ანუ მედიტერანული მოდგმა. იმ მოდგმის აღსანიშნავად, რომელიც იდენტურია ტერმინისა კავკასიური რასსა, არის აგრეთვე ტერმინები: პალეოკავკასიური რასსა, ანუ უძველესი კავკასიური რასსა, უძველესი მედიტერიანული რასსა, რაც ურთიერთის იდენტურია. საუბარია იმ მოსახლეობაზე, იმ მოდგმაზე, რომელიც სახლობდა პირინეების ნახევარკუნძულიდან ხმელთაშუა ზღვის აუზში, ბალკანებზე, თანამედროვე საბერძნეთში, კავკასიაში და ინდოეთის თანამედროვე ტერიტორიაზე, აგრეთვე, მცირე აზიაში და პალესტინაში. ეს არის გავრცელების არეთლი იმ პროტოიბერიული მოდგმისა, რომელსაც ვილჰელმ ჰუმბოლდტის გამოკვლევების მიხედვით ჰქონდა მრავალი განშტოება. ენა ამ მოდგმისა, ამ რასსისა იყო ერთი ძირითადი, რომელსაც ჰქონდა მრავალი დიალექტური განშტოება და თუ ეს ენაკავები ღებულობდნენ ცალკე ენების ხასიათს, ისინი იყვნენ მონათესავენი და ვითარდებოდნენ როგორც ურთიერთმონათესავე ენები. ამიტომ დამკვიდრდა ტერმინი პროტოიბერიული, რომელთანაც არის დაკაშირებული უცველესი მოსახლეობა, როგორც მოგახსენეთ, პირინეებისა, იტალიისა, კერძოდ, ბასკური, ლუზიტანური, ტურდეტანული, ეტრუსკული, პელაზგური და სხვა, რასაც ნიკო მარრის შტუდიებით დაემატა მცირე აზიაში, მესოპოტამიაში უძველესი იბერიული ტომების-სუმერების ენის გამოკვლევა და, აგრეთვე, დიდი ქართველი მეცნიერის მიხეილ წერეთლის გამოკვლეული გენეტიური ნათესაობა სუმერულსა და თანამედროვე ქართულს შორის.

ეს რა მოვისმინე, კაცოუ!!!!

Posted: 17 აპრ 2009, 03:13
by Archil
Tamari-ch.

ბასკურ იანვნანას მოვუსმინე...

ებრაულ ჰანგს უფრო მომაგონებს ვიდრე ქართულს და.. მომკალი ეხლა და ეგრეა :) ჩემი ვერ ვიგრძენი მაგაში და... ეტყობა გურულად ვერ უქცევენ და მაგის ბრალია ;)

ეს რა მოვისმინე, კაცოუ!!!!

Posted: 17 აპრ 2009, 03:32
by Archil
MIRANDA

მაგან რატომღაც "დაიგვიანეს" გამახსენა...

ეს რა მოვისმინე, კაცოუ!!!!

Posted: 17 აპრ 2009, 12:29
by ლეონტი
პროტო ქართული მოსახლეობა გვრცელებული იყო კავკასიიდან პირინეებამდე, აქედან კუნძულები, რომლებზეც შემორჩა მსგავსი 3 ხმიანი მუსიკა, ასევე წარწერები რომლებიც მხოლოდ ქრთულად იშიფრება.

და საერთოდ ბაბილონის გოდოლის დაშლამდე კაცობრიობა პროტოქართულად მეტყველებდა მოვა დრო როცა ისევ პროტოქართულად იმეტყველებს, ეს დღევანდელი ქართული არა, არამედ ცვენ ვერ გავიგებთ.
სვანებმა შეილება უფრო გაიგონ.
მაგალითად წყალს ქვია ლი.
ქარტულში დღესა წყა-ლი ქვია.
სვანურში კი შემორჩა.

ეს რა მოვისმინე, კაცოუ!!!!

Posted: 17 აპრ 2009, 12:47
by Wanderer
ლეონტი
ძალიან მაინტერესებს ძველი ქართული და ძველი ქართველები!


მდინარეს თურმე რიო რქმევია. აქედან სახელწოდება რიონი, ანუ მდინარენი. :)

და ამტკიცებენ, რომ რიო დე ჟანეირო, რიო ნეგრო და ეგეთებიც ქართული რიო-დან მოდისო და რამდენად მართალია არ ვიცი. :roll: