Page 1 of 6

ორგანული ბუნების ძეგლები

Posted: 22 სექ 2005, 23:55
by Gvalva
ტაბაწყურზე საუბრისას საინტერესო რამეები გაირკვა:
მითხრეს რომ ფარავანის ტბა სიღრმეში 3მ-ია(?) და ძლიერი ქარის დროს 1,5 მ ტალღებს აკეთებსო. ამ უნიკალური თვისების გამო ორგანული ბუნების ძეგლებშია შესულიო.
აქ მე ძალიან ბევრი კითხვები დავსვი რომელთა პასუხებიდან ასეთი აზრი გამოვიტანე: საქართველოში 200მდე ორგანული ბუნების ძეგლია, მოქანავე კლდე, უზარმაზარი ლოდები ველზე, დაკიდებული სკალები და სხვა.
ეს ჩამონათვალი თავისი აღწერებით და სლაიდებით სადღაც არსებულა. მე ვეცდები მივაკვლიო, მარა იქამდე თუ ვინმემ უფრო მეტი იცით გაგვიზიარეთ. მე ვფიქრობ, ასეთი ადგილების მონახულება (და დაკეშვა)საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს.
ხო, შეიძლება ავენისის ურთხმელიც მათ შორის არის.

ორგანული ბუნების ძეგლები

Posted: 23 სექ 2005, 08:51
by Kakha
კი, ავენისიც ნამდვილად არის. კიდევ გავიკითხე ბოტანიკოსებში და თურმე განთქმული ყოფილა.

გვალვა, თუ ჩამონათვალს იშოვი დიდებული იქნება.

ორგანული ბუნების ძეგლები

Posted: 23 სექ 2005, 09:12
by toga
Gvalva
საინტერესოა ისე მეც თუ გავიკითხე რამე ინფორმაცია მოგაწვდით

ორგანული ბუნების ძეგლები

Posted: 23 სექ 2005, 09:30
by Nika
Gvalva
ისე ტბა წყლითაა შევსებული რომელიც ყოველთვის არაორგანული ნივთიერება მეგონა :D

ორგანული ბუნების ძეგლები

Posted: 23 სექ 2005, 20:46
by Druides
ასევე საინტერესოა განმარხებული ტყე გოდერძის უღელტეხილზე!

ორგანული ბუნების ძეგლები

Posted: 24 სექ 2005, 16:09
by Gvalva
koza-nostra

რა ენაზე ლაპარაკობ დღეს შენ? განმარხებული რაღაა?

ორგანული ბუნების ძეგლები

Posted: 24 სექ 2005, 18:22
by Mao
Gvalva
გუშინ მყვინთავების ჯგუფი წავიდა ფარავნის ტბაზე. პარასკევს მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას.

ორგანული ბუნების ძეგლები

Posted: 24 სექ 2005, 19:49
by Nika
Mao
3 მეტრზე ყვინთვა გაასწორებს :D

ორგანული ბუნების ძეგლები

Posted: 24 სექ 2005, 20:44
by kotetbeli
Gvalva
ფარავნის ტბაზე დაახლ.1 წლის წინ წასული იყო ჯგუფი, მათ შორის ერთი ჩემი ახლობელი, უნდა ჩაეყვინთათ მთელი რიგი მოწყობილობებით, ვარაუდობდნენ, რონ ტბის შუაწელი ამოზნექილია და ფორმის მიხედვით აუცილებლად ყორღანი უნდა იყოსო მანდ, რამდენად სარწმუნოე მაგას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ აპარატურამ ვერაფერი გადაიღო მღვრიე წყალში. მხოლოდ იმათი ვარაუდი დარჩა :wink:

ორგანული ბუნების ძეგლები

Posted: 24 სექ 2005, 22:04
by Mao
kotetbeli
სპელეოლოგიის მამაა წასული, რომელიც ყვინავს.
მე მისი იმედი მაქვს :D
ზუსტად მაგას არკვევენ არის თუ არა რამე :)

ორგანული ბუნების ძეგლები

Posted: 24 სექ 2005, 23:56
by Gvalva
Mao

ეს რომელია მამა, წონაში რომ იკლებს და ცოტა რომ თმა შეთხელებული აქვს ის? :)

ორგანული ბუნების ძეგლები

Posted: 26 სექ 2005, 13:40
by kotetbeli
Mao
რო ჩამოვლენ, დაწერე რა რა ამბებს ჩამოიტანენ

ორგანული ბუნების ძეგლები

Posted: 26 სექ 2005, 13:45
by Druides
Gvalva
განმარხებული არის გეოლოგიური ტერმინი და ე.ი. ეს განმარხებული ტყე წარმოადგენს ვულკანურ ამონაფრქვევში განმარხებულ ტყეს უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ჯავახეთი წარმოადგენს ვულკანურ პლატოს, ოდესღაც აქ იყო ტყე ვულკანის ამოფრქვევისას ეს ტყე დაიფარა ვულაკნური მტვერით ასევე დიდი ზომის ქვებით შემდეგ მაღალი ტემპერატურის გამო ამ ტყემ მოდიფიცირება განიცადა მართალია თვითონ ტყე როგრც ცოცხალი ორგანიზმი აღარ ფუნქციონირებს მაგრამ წარმოიდგინე კლდის ქანებს შორის ხე რომ იყოს გაჭედილი ან კიდევ უცებ კლდეში დაინახო განმარხებული ფოთოლი.....ან კიდევ ხის რგოლები როგორია ჰააა????თუ სურათს ვიშოვი სადმე დავპოსტავ....

ორგანული ბუნების ძეგლები

Posted: 26 სექ 2005, 14:42
by lama
koza-nostra
მართალი ხარ ჯავახეთის ზეგანზე ნამდვილად არის ასეთი სახის ლანდშაფტი რაც ძალიან საინტერესოა

ორგანული ბუნების ძეგლები

Posted: 26 სექ 2005, 15:38
by Nika
koza-nostra
განმარხებული
ჩამარხული გეთქვა და ეგრევე გავიგებდით :D