უდიდესი მოგზაურები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Jimmy » 27 თებ 2009, 19:56

სულხან-საბა ორბელიანი (დ. 4 ნოემბერი, 1658 (ტანძია) ― გ. 26 იანვარი, 1725 (მოსკოვი), ქართველი მთავარი, ბერი, საერო და აპოლოგეტური მწერალი და პოლიტიკოსი. იყო სამეფო ოჯახს დაახლოვებული პირი და გიორგი XI-ის მომხრე ერეკლე I-ის წინააღმდეგ. თავად სულხან-საბას აღზრდაში გიორგი XI-ს შეუტანია წვლილი, რომელიც მისი მამიდაშვილია. ამ მეფის თანამოაზრე რჩება საბა მთელი ცხოვრება, განსაკუთრებით რაც შეეხება დაუფარავ დასავლურ ორიენტაციას და კათოლიციზმთან დაახლოებას.

1698 წლიდან სულხან-საბა ხდება ბერი დავით-გარეჯაში. მანამდე კი, 1692 წელს ხდება კათოლიკე და ამის გამო მისი აპოლოგეტური მწერლობა ემსახურება კათოლიკე ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში. განიცდიდა დევნასა და შევიწროებას ქართული მართლმადიდებლური წრეების მხრიდან. თავდაპირველი ფარული აღმსარებლობის შემდეგ საქვეყნოდ აღიარებს კათოლიკურობას 1702 წლიდან. ამ პერიოდიდან საბას იხსენიებენ როგორც ქართული კათოლიკური წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად.

სულხან-საბას ცხოვრების გზას საქართველოს სიყვარული წარმართავდა. ამ სიყვარულმა ააღებინა ხელში კალამი, ამ სიყვარულის გამო გაემართა ევროპისაკენ, ამავე სიყვარულმა შემოსა ბერის სამოსით... იგი იყო მწიგნობარი, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, ღვთისმეტყველი, მჭევრმეტყველი, საერო და სასულიერო მოღვაწე, ელჩი, მოგზაური. კითხულობ ამ ჩამონათვალს და გიკვირს - ნუთუ ერთ ადამიანს შეეძლო მოეცვა ყოველივე ეს ერთ არსებაში? დასტურს ჩვენამდე მოღწეული ეს ორიოდე პწკარი გვაძლევს:

„სულხან-საბა ორბელისძე
სიბრძნით აღხდა ორბებისზე“.
Image

1703 წლიდან ქართლში მეფდება მისი აღზრდილი და თანამოაზრე ვახტანგ VI. ორივენი ცდილობენ მიაღწიონ პოლიტიკურ და რელიგიურ ალიანსს დასავლეთის განმანათლებლურ-აბსოლუტისტურ მონარქიებთან, პირველ რიგში კი საფრანგეთთან. ამ მიზნების მისაღწევად ჩადის სულხან-საბა პაპ კლიმენტი XI-სა და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-თან 1713—1714 წლებში. მართალია უკან დაბრუნებული აგრძელებს აპოლოგეტურ მოღვაწეობას, მაგრამ ძლიერ ავიწროებენ, ვინაიდან ვახტანგის პოზიციებიც უკვე შესუსტებული იყო. საბოლოოდ იძულებულია სულხან-საბა იგივე ვახტანგ VI-თან ერთად დატოვოს ქვეყანა 1724 წელს რუსეთის მიმართულებით.

გარდა ჩამოთვლილი მოღვაწეობებისა სულხან-საბა ორბელიანი ითვლება ახალი ქართული ენობრიობისა და ლიტერატურის განმაახლებლად. ამ კუთხით განსაკუთრებით გამოირჩევა მისი ქართული ლექსიკონი, რომელიც ნაწილობრივ ენციკლოპედიურ ხასიათს ატარებს.

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Jimmy » 27 თებ 2009, 20:08

burdula wrote:Jimmy
მალადეც!

:wink:

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Jimmy » 27 თებ 2009, 20:09

pauna wrote:Jimmy
აი მესმის ინფორმაცია.... :) ეს თუ არ ამოვბეჯდე... ისე ვერ ავიკითხავ :)

კუმირ :)


:)

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Jimmy » 28 თებ 2009, 08:15

ჯუმბერი ლეჟავა.

დაბადების ადგილი: საქართველო, ქ თბილისი.

დაბადების თარიღი: 23.07.1939წ.

განათლება: უმაღლესი, სასწავლებელი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1962-1966წწ., სპეციალობა: ინჟინერ_ელექტრიკოსი.

ფიზიკური დახასიათება: სიმაღლე 170 სმ. წონა 70კგ.

ორიგინალობის დომინანტი: 10 ცნება + მოძრაობა, მოძრაობა, მოძრაობა

ჰობი:

სპორტი, ხატვა, ხის მხატვრული დამუშავება, მოტო და ავტოსპორტი.

წოდებები: 1987 წელს მიიღო საქართველოს სახელმწიფო პრემია.

1993 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადაეცა რწმუნების სიგელი, რომლითაც მიენიჭა ,,მოგზაური დიპლომატის~ სტატუსი.

1999 წელს იუნესკომ გადასცა ,,მსოფლიო სპორტსმენის” დიპლომი.

არის მრავალი ასოციაციის და აკადემიის საპატიო წევრი, დაჯილდოვებულია ორდენებით და მედლებით.

სპორტი

1986 წელს 46 წლის ასაკში ჯუმბერ ლეჟავა დაავადდა ნაწლავების განგრენით

1986_1987 წლეებში ორი ოპერაციის შედეგად ამოაჭრეს 4,25 მეტრი სიგრძის ნაწლავები. 1987_1990 წლეებში საკუთარი ვარჯიშების მეთოდით დაამარცხა გარდაუვალი სიკვდილი. 1990_1992 წლეებში ამყარებს მსოფლიო და გინესის რეკორდებს ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში.

1 საათი-5 011 აზიდვა.

6 საათი-19 378 აზიდვა.

12 საათი-34 955 აზიდვა.

24 საათი-44 144 აზიდვა.

100 დღის გან-ში-1 730000 აზიდვა.

1 წლის გან-ში-4 800000 აზიდვა.

1 საათი-2 806 მუცლის პრესის ვარჯიში უწყვეტ რეჟიმში.

ყველა ეს რეკორდი დაფიქსირებულია მსოფლიოსა და გინესის რეკორდების რუსული გამოცემის წიგნებში.

დევიზი: ,,ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”
შოთა რუსთაველი.


მოგზაურობის პროგრამა:

საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა მსოფლიოსათვის.

ადამიანის ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გამოცდა ექსტრემალურ პირობებში.

მსოფლიოსა და გინესის სხვადასხვა ახალი რეკორდების დამყარება. გავლილი სახელმწიფოების რაოდენობის, ველოსიპედით გავლილი კილომეტრაჟისა და მათი უმოკლეს დროში გავლის მიხედვით.

მსოფლიოში ადამიანთა მასობრივი გაჯანსაღების და ჰარმონიული განვითარების სამკურნალო უმარტივესი ვარჯიშის დანერგვა (მკლავებზე აზიდვა).

მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის, ველოსიპედის მასიური

დამკვიდრება და პოპულარიზაცია.

მოგზაურობის ინფორმაციული, ფოტო, ვიდეო და სხვა მასალების შეგროვება.

მსოფლიოს ხალხთა შორის მეგობრობისა და კეთილი ურთიერთობების

განმტკიცებისათვის ხელის შეწყობა.

მოგზაურობა მსოფლიოში ჯუმბერ ლეჟავამ ველოსიპედით დაიწყო მარტოდმარტომ და ასევე გაიარა ბოლომდე.

მოგზაურობის დასაწყისი 13. 08. 93წ.

გაიარა კონტინენტები: აზია, ავსტრალია_ოკეანეთი, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ევროპა, აფრიკა, იყო ანტარქტიდაზე (2-ჯერ).

ქვეყნები და დამოკიდებული ტერიტორიები: _234.

მოგზაურობის დასასრული _ 3. 11. 2003წ.

მოგზაურობის პერიოდში დამყარებული მსოფლიოს რეკორდები:

უწყვეტი მოგზაურობის პერიოდი _ 9 წელიწადი და 3 თვე; სულ 111 თვე ანუ 476 კვირა, ანუ 3333 დღე;

გავლილი ქვეყნების და დამოკიდებული ტერიტორიების რაოდენობა 234.

გავლილი დისტანცია ველოსიპედით 270 ათას კმ_მდე.

12 საათის განმავლობაში სამთო ველოსიპედით გაიარა 353 კმ. ქ. სანტიაგო (ჩილე), _ 1997წ.

4 ჯერ გააუმჯობესა ერთ წუთში პორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში მსოფლიოსა და გინესის რეკორდი, ბოლო რეკორდი აზიდვა _ 2001 წლის 28 დეკემბერი. შვედეთი.

ველოსიპედები:

სულ ისარგებლა 9 ველოსიპედით.

უკრაინა, ,,სპორტულ_ტურისტული” - მოგზაურობისათვის მოსამზადებელ პერიოდში.

უკრაინა, ,,სპორტულ_ტურისტული” - გაიარა 5 სახელმწიფო საქართველოდან ისრაელამდე _ 9 000 კმ-მდე.

უკრაინა, ,,სპორტულ_ტურისტული” - გაიარა 7 სახელმწიფო თურქეთიდან არაბთა გაერთიანებულ საემიროებამდე _ 10 000 კმ-მდე.

იტალია, ,,ბენოტო” - გაიარა 37 სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ტაივანამდე _ 75 000 კმ-მდე.

ფილიპინები, ,,ბენოტო” - გაიარა 1 სახელმწიფო, ლუსონის კუნძული-500 კმ-მდე.

ტაივანი, ,,ჯაიენტი” - გაიარა 16 სახელმწიფო, ტაივანიდან მექსიკამდე-30 000 კმ-მდე.

მექსიკა, ,,ბენოტო” - გაიარა 16 სახელმწიფო, მექსიკიდან არგენტინამდე 20 000 კმ-მდე.

არგენტინა, ,,ბენოტო” - გაიარა 25 სახელმწიფო, არგენტინიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე-25 000 კმ-მდე.

ამერიკა, ,,ქენონდეილი” - გაიარა 127 სახელმწიფო და დამოკიდებული ტერიტორია, აფრიკა, ევროპა და აზიის ნაწილი-100 000 კმ-მდე.

მოგზაურმა სულ გადაიღო 50 000_ზე მეტი ფოტო_კადრი და 200 საათზე მეტი ვიდეო ფირი. მოგზაურობის განმავლობაში სისტემატიურად წერდა დღიურს, რომელიც 7 000 გვერდს შეადგენს.

მოგზაურს ვიზა არ მისცა 6 სახელმწიფომ: საუდის არაბეთი, ერაყი, ავღანეთი, ბრუნეი, ჩრდილოეთ კორეა და ლიბია.

მოგზაურობა გააშუქა მსოფლიოს რამდენიმე ათასმა გაზეთმა, ტელე და რადიო კომპანიამ.

Image
Image

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
უდიდესი მოგზაურები

Post by optimisti » 02 მარ 2009, 17:13

მოგზაურთა შორის რ არის ნახსენები მე-18 საუკუნის ქართველი მოგზაური ტიმოთე გაბაშვილი. მან იმოგზაურა მცირე და შუა აზიაში და მისი მოგზაურობანი " მიმოსვლანი" გამოსცა პლატონ იოსელიანმა. იგივე გამოქვეყნდ საბჭოთა ხანაშიც 50- თუ 60-იან წლებში. მე კარგა ხნის წინ მაქვს წაკითხული და ახლა ზუსტ ინფორმაციის ვერ ვდებ. ისე ქართულ ენციკლოპედიში არი მასზე ლაპარაკი

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Jimmy » 02 მარ 2009, 17:16

optimisti wrote:მოგზაურთა შორის რ არის ნახსენები მე-18 საუკუნის ქართველი მოგზაური ტიმოთე გაბაშვილი. მან იმოგზაურა მცირე და შუა აზიაში და მისი მოგზაურობანი " მიმოსვლანი" გამოსცა პლატონ იოსელიანმა. იგივე გამოქვეყნდ საბჭოთა ხანაშიც 50- თუ 60-იან წლებში. მე კარგა ხნის წინ მაქვს წაკითხული და ახლა ზუსტ ინფორმაციის ვერ ვდებ. ისე ქართულ ენციკლოპედიში არი მასზე ლაპარაკი

იქნებ მონახო სადმე და გაგვაცნო :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
უდიდესი მოგზაურები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 მარ 2009, 01:14

Jimmy
10იანი შენ მოგზაურთა მრავალი საინტერესო ცნობის მოწოდებითვის.
იმედია, თავადაც გახდები მოგზაური
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Jimmy » 05 მარ 2009, 09:01

ტიმოთე გაბაშვილი (XVIII)

მწერალი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, დიპლომატი, კარტოგრაფი და მხატვარი. ათონსა და იერუსალიმში ნახა და აღწერა ქართული კულტურის ძველი კერები და ამით საფუძველი ჩაუყარა უცხოეთში ქართული კერების შესწავლას.

1729 წლამდე დავითგარეჯის მონასტრის ბერი იყო, შემდეგ იმერეთში მთავარეპისკოპოსად აკურთხეს. 1738 წელს ალექსანდრე V-მ ტიმოთე გაბაშვილი მის მიერვე შედგენილი დასავლეთ საქართველოს რუკებითა და წერილით რუსეთში გააგზავნა ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარების სათხოვნელად, მაგრამ ეს დახმარება ვერ მიიღეს. უკან მომავალი ტიმოთე ჩერქეზებმა დაატყვევეს. ექვსი თვის შემდეგ გამოიპარა და იმერეთში დაბრუნდა.

ქართლის მთავარეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ ჩაება ერეკლე II-ისა და ანტონ I-ის სახელმწიფო და კულტურულ საქმიანობაში. მათი ხელშეწყობით, საგანგებო პოლიტიკური მისიით, 1755 წელს სამოგზაუროდ წავიდა კონსტანტინოპოლში, ათონსა და იერუსალიმში.

ტიმოთე გაბაშვილმა თავისი მოგზაურობა აღწერა თხზულებაში "მიმოსვლა წმიდათა და სხუათა აღმოსავლეთისა ადგილთა". პოლიტიკურის გარდა მის მოგზაურობას შემეცნებითი მიზანიც ჰქონდა. გაბაშვილმა გადაცურა შავი, მარმარილოს, ეგეოსის ზღვები, მოინახულა მცირე აზია, ბალკანეთი, პალესტინა და მრავალი ქალაქი. ათონსა და იერუსალიმში ნახა და აღწერა ქართული კულტურის ძველი კერები და ამით საფუძველი ჩაუყარა უცხოეთში ქართული კერების შესწავლას. "მიმოსვლაში" მოცემულია ათონის ივერთა მონასტრის გეგმა, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკათა ჩანახატები, მათ შორის რუსთაველის გამოსახულება. იერუსალიმში გაბაშვილმა შეისწავლა 18 მონასტერი, სადაც ქართველებს უმოღვაწიათ და "მიმოსვლაში" შეიტანა მათი აშენების ისტორია.

თავისი შრომები გაბაშვილმა გააერთიანა კრებულში, რომელსაც შემდეგ "ტიმოთიანი" უწოდეს. ამ კრებულში "მიმოსვლის" გარდა შესულია ისტორიულ-პოლიტიკური, დოგმატური და რელიგიური თხზულებები. სამივე თხზულება გამსჭვალულია ანტიმაჰმადიანური სულისკვეთებით.

ოთხი წლის შემდეგ მოგზაურობიდან ქართლში დაბრუნებულს ანტონ I რუსეთში გაძევებული დახვდა. სინოდმა ტიმოთეს საცხოვრებლად ასტრახანი მიუჩინა, იქვე გარდაიცვალა, დაკრძალულია ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Druides » 20 მარ 2009, 13:11

მიკლუხო-მაკლაი ნიკოლაი ნიკოლაევიჩ (1846-1888),რუსი ანთროპოლოგი და ეთნოგრაფი...იკვლევდა ახალ გვინეას და ოკეანეთს. პირველმა გამოიკვლია ახალი გვინეის ჩრდ. აღმოსავლეთ სანაპიროზე ბუნება მოსახლეობა. ამ სანაპიროს დღემდე ჰქვია მაკლაის სანაპირო. ახალ გვინეაში გაატარა რამოდენიმე წელიწადი (1871-72; 1876-77; 1883);შემდგომ იმოგზაურა ფილიპინებში ინდონეზიაში და სხვ. მისი დამსახურებააა რომ დაამტკიცა ადამიანთა რასები მონათესავეა და მისი სახეობის ერთიანობა.
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
უდიდესი მოგზაურები

Post by optimisti » 31 მარ 2009, 10:10

ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტმა კობა ხარაძის ავტორობით გამოსცა "[b]ოცდათორმეტი წელი აზიის ქვეყნებში" [color=red]რაფიელ დანიბეგაშვილის[/color] უჩვეულო მოგზაურობანი 1795-1827წწ.[/b] მან ინახულა: თურქეთი, სირია, ერაყი, ომანი,ინდოეთი, შრი-ლანკა, ბირმა, პაკისტანი, ჩინეთი, ყაზახეღი რუსეთი, ირანი, ავღანეთი, უზბეკეთი

იყიდება 6ლ.

მაპატიეთ, მაგრამ შინაარსს ვერ დავდებ (ჯერ არც წამიკითხავს)

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by ZVIOSULI » 31 მარ 2009, 10:26

გურჯიევი :D :D
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by ZVIOSULI » 31 მარ 2009, 10:26

და ისა კიდევ მაკედონელი
ეგ მართლა უდიდესია
ნუ გურჯიევი მეორეა
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Druides » 11 აპრ 2009, 21:45

ლაპერუზ ჟან ფრანსუა(1741-1788?),ფრანგი მეზღვაური, ხელმძღვანელობდა მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო გამოიკვლია წყნარი ოკეანის კუნძულები, ჩრდ. დასავლეთ ამერიკის სანაპიროები აღმოაჩინა სრუტე კ. ხოკაიდოსა და კ. სახალინს შორის. მისი ექსპედიცია უკვალოდ გაჰქრა, ამ ექსპედიციის სხვ. ნარჩენები აღმოაცინეს კუნძულ ვანიკოროზე. დაიბადა 22 აგვისტოს 1741წ. 1756 წლიდან მსახურობდა საფრანგეთის სამხედრო ფლოტში.
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უდიდესი მოგზაურები

Post by ARCHILI » 26 სექ 2009, 00:51

Druides

კიდევ რა იცი ამ თემის შესახებ?

:roll:

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
უდიდესი მოგზაურები

Post by optimisti » 17 იან 2011, 16:57

გამოვიდა და გაზეთის ჯიხურებში იყიდება ჯუმბერ ლეჟავას ჟურნალი მოგზაური,
საინტერესო ინფორმაციებია მოგზაურობის მოყვარულთათვის

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]