უდიდესი მოგზაურები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by გვალდა » 27 თებ 2009, 15:24

უი მე ერთხელ დისკუსიას შევესწარი, გოგა ჩანადირი უფრო მეტს მოგზაურობსო თუ პაატა ნაცვლიშვილიო? :)
სვანეთოლოგი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
უდიდესი მოგზაურები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 თებ 2009, 15:29

guruli wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილს
ახლა იაპონიაშია. :)
2007-ში რიოში ერთად ვიყავით, ოღონდ ეგ ჩემზე ცოტა ადრე ჩავიდა ბრაზილიაში - რამდენიმე დღით სან პაულოში გაჩერდა და იქ ერთი საოცარი მოგზაურობაც მოიწყო - დილით გადაფრინდა სამხრეთში, იქ სადაც არგენტინისა და ურუგვაის საზღვრები უერთდება ბრაზილიას, გადავიდა არგენტინაში, მერე - ურუგვაიში და საღამოს ისევ სან პაულოში დაბრუნდა. კაცმა ისაუზმა ბრაზილიაში, ისადილა არგენტინაში და ივახშმა ურუგვაიში. :lol: :lol:
ჰაჰა, მართლა?
ეგეთი სიგიჟეები მომწონს
გვალდა wrote:უი მე ერთხელ დისკუსიას შევესწარი, გოგა ჩანადირი უფრო მეტს მოგზაურობსო თუ პაატა ნაცვლიშვილიო? :)
არა, რა, ამ მხრივ პაატამდე მისასვლელად კიდევ დიდი გზაა საჭირო.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Jimmy » 27 თებ 2009, 16:59

მარკო პოლო (15 სექტემბერი, 1254, ვენეცია; 8 იანვარი, 1324, ვენეცია) – ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური, ერთ-ერთი პირველი ევროპელთაგანი, რომელმაც აბრეშუმის გზის გავლით ჩინეთს მიაღწია. მისი მოგზაურობა აღწერილია რუსტიჩელო პიზელის Milione–ში, რომელიც მარკო პოლომ თავად უკარნახა ავტორს 1298–1299 წლებში გენუაში ციხეში ყოფნისას.

Image

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Jimmy » 27 თებ 2009, 17:04

ეს კიდე უფრო დაწვრილებით :)

მარკო პოლო
იტალიელი მოგზაური მარკო პოლო 1254 წელს ადრიატიკის ზღვაში მდებარე კუნძულ კორჩულაზე (ამჟამად ხორვატიის ტერიტორია) დაიბადა. დაახლოებით იმავე წლებში (ზუსტი თარიღი უცნობია) მარკოს მამა ნიკოლო და ბიძა მატეო სავაჭრო კავშირების დასამყარებლად აღმოსავლეთ აზიისაკენ გაემართნენ. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ძმები პოლოები მონღოლი ყუბილაი-ყაენის - ჩინეთის დამპყრობლის სამეფო კარზე აღმოჩნდნენ. მათ ჩინგიზ ყაენის ყველაზე ძლევამოსილი შთამომავლის კეთილგანწყობა მოიპოვეს. ყუბილაიმ ისინი მრავალი პრივილეგიითა და ზოგიერთი წყაროს ცნობით, თავადის წოდებებით დააჯილდოვა. ყუბილაი ბუდისტი იყო, მაგრამ მას ქრისტიანული სარწმუნოებაც აინტერესებდა, ამიტომ სამშობლოში გამომგზავრების წინ მან ძმებს ჩინეთში დაბრუნებისა და სასულიერო პირთა ჩამოყვანის პირობა ჩამოართვა. მრავალ საჩუქართან ერთად ყუბილაიმ ძმებს ოქროს დაფა უბოძა საკუთარი ბეჭდით, რომელიც მათ მის ტერიტორიაზე უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას აძლევდა.

1269 წელს ძმები პოლოები ვენეციაში დაბრუნდნენ. მათ რომის პაპს ყუბილაის საჩუქრები გადასცეს. 4 წლის შემდეგ კი ძმებმა კვლავ ჩინეთისაკენ აიღეს გეზი. ამჯერად მათ 17 წლის მარკოც ახლდათ თან. გამგზავრებამდე ისინი რომის პაპს გრიგორი X შეხვდნენ, რომელმაც მათ ორი ბერი პიკოლო ვიჩენცოელი და გილიომ ტრიპოლელი გამოაყოლა. მათ ყუბილაისთვის პაპის წერილი უნდა გადაეცათ.

იერუსალიმამდე მოგზაურები გემით ჩავიდნენ, შემდეგ კი აქლემებით განაგრძეს გზა. როცა სომხეთს მიუახლოვდნენ, შეიტყვეს, რომ ბეიბარსმა, ყოფილმა ყმამ, მამლუქთა ტახტი დაიკავა და საკუთარი არმიით მიმდებარე ტერიტორიებს აოხრებდა. მოგზაურებს რეალური ხიფათი ელოდათ, მაგრამ მათ გზის გაგრძელება გადაწყვიტეს, ბერებმა კი უარი განაცხადეს. მათ პაპის საჩუქრები და წერილი უფროს პოლოს დაუტოვეს, თავად კი სამშობლოსკენ მიმავალ გზას დაადგნენ.

მშიშარა ბერების წასვლას მოგზაურობაზე გავლენა არ მოუხდენია. ნიკოლო და მატეო პოლოებმა გზაც კარგად იცოდნენ, ადგილობრივ ენებზეც საუბრობდნენ და რაც მთავარია, მათ ყუბილაის ბეჭდით დამშვენებული ოქროს დაფა ჰქონდათ. ამ დაფის წყალობით ძმებს ყყველგან ხელგაშლილი დახვედრა, საჭმელი და სასმელი გარანტირებული ჰქონდათ.

კილიკიისა და ანატოლიის გავლით მოგზაურები სპარსეთში გადავიდნენ. მათ მოიარეს ქალაქები მოსული, თავრიზი, ქერმანი. სპარსეთში მოგზაურობა სახიფათო იყო, რადგანაც ქვეყანაში მძრაცველები (ყარაუნასები) თარეშობდნენ. ყარაუნასებთან შეხვედრა მოგზაურებს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. მძარცველებმა ნისლით ისარგებლეს და ქარავანს გამთენიისას მოულოდნელად დაესხნენ თავს. მარკომ, ნიკოლომ, მატეომ და კიდევ 4-მა გამცილებელმა თავი მახლობელ სოფელს შეაფარეს. მოგზაურობის დანარჩენი წევრები კი ყარაუნასებმა დაატყვევეს. მათი ნაწილი მძარცველებმა მოკლეს, ნაწილი კი მონებად გაყიდეს.

ჩრდილოეთ ავღანეთში მოგზაურობისას ვენეციელებმა აზიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ბალხი მოინახულეს. თავის დროზე ქალაქი უბრძოლველად ჩაბარდა ჩინგიზ ყაენს, მაგრამ მონღოლის რისხვას მაინც ვერ გადაურჩა. ჩინგიზ ყაენის ბრძანებით ქალაქის ახალგაზრდობა მონებად გაყიდეს, ხოლო დანარჩენი ამოჟლიტეს. ვენეციელთა წინაშე ერთ დროს ძლიერი ქალაქის ნაცვლად ნანგრევებიღა იყო.

ქაშმირის ველის გავლის შემდეგ მოგზაურებმა ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ და პამირის მთიანეთში აღმოჩნდნენ. გამცილებლები არწმუნებდნენ მარკო პოლოს, რომ პამირი მსოფლიოს უმაღლესი ადგილი იყო. თავად მარკომ საკუთარ ჩანაწერებში აღნიშნა, რომ ასეთი ცივი ჰაერი მას არსად შეხვედრია, ხოლო მის მიერ გაჩაღებული ცეცხლი ისე ბჟუტავდა, რომ მასზე საჭმლის მომზადებაც ძალიან ძნელი იყო.

პამირიდან ვენეციელები მდინარე გიოზდარიას ხეობით აღმოსავლეთ თურქესტანის ფერდობზე გავიდნენ (დღევანდელი სინ ცზიანი). მათ მცირე ხნით ქალაქ კაშგარში შეისვენეს. შემდეგ კი უდაბნოებისა და ოაზისების გავლით გზა განაგრძეს. ხანგრძლივი მოგზაურობა, რომელიც სამწელიწადნახევარს გაგრძელდა, დასასრულს უახლოვდებოდა. ამ დროის განმავლობაში მათ უამრავი ხიფათი შეხვდათ, ამიტომ ყუბილაის ცხენოსანი რაზმის გამოჩენას მოგზაურები სიხარულით შეხვდნენ. გზის დარჩენილმა ნაწილმა შეუმჩნევლად ჩაიარა. ყოველ ქალაქში ვენეციელებს დიდი პატივით ხვდებოდნენ და გადაღლილ მოგზაურებს დასვენების საშუალება მიეცათ.

ოფიციალური მიღების შემდეგ ყუბილაი ვენეციელ სტუმრებს დიდხანს ესაუბრა. მან ნიკოლოსა და მატეოს მათი მოგზაურობის ამბები გამოჰკითხა. შემდეგ ვენციელებმა მას პაპის საჩუქრები, წერილი და იერუსალიმში მაცხოვრის საფლავიდან მოტანილი წმინდა ზეთი მიართვეს.

ყუბილაის წესად ჰქონდა ნიჭიერი უცხოელების სამეფო კარზე დაწინაურება. მამისა და ბიძის შემდეგ მსგავსი პატივი მარკო პოლოსაც ერგო. როგორც მარკო პოლო წერს, ყაენმა მისი გამოცდა გადაწყვიტა და ქვეყნის სასაზღვრო ქალაქ ყარაჟანში (პროვინცია იუნ ნანი) ელჩის რანგში გააგზავნა. ახალგაზრდა ვენეციელი 6 თვის შემდეგ დაბრუნდა და ყუბილაის დავალება ბრწყინვალედ შეასრულა.

მარკო პოლომ ყუბილაის სამსახურში 17 წელიწადს დაჰყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოცემულ წიგნში ის წერს, რომ ყაენის დავალებების შესრულების მიზნით მან ჩინეთში ბევრი იმოგზაურა. მარკომ აღწერა ჩინეთის პროვინციებისა და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობის წეს-ჩვეულებანი, ტიბეტელთა შეხედულებები მორალზე. მარკო პოლოს ყაენის ერთგულება დაუფასდა - ყუბილაიმ ის ქალაქ იანჩჟოუს მმართველად დანიშნა. იანჩჟოუ სავაჭრო ქალაქი იყო, რომელიც მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა, თუმცა ამ პერიოდის შესახებ მარკო პოლოს თითქმის არაფერი აქვს ნათქვამი. მას წინგში იანჩჟოუს შესახებ მხოლოდ ის უწერია, რომ 3 წლის განმავლობაში (დაახლოებით 1284-87 წლები) ამ ქალაქის მმართველი იყო.

ვენეციელები ყუბილაის მფარველობით სარგებლობდნენ, ყაენის სამსახურში მათ დიდძალი ქონება და ძალაუფლება მოიპოვეს. ყოველივე ეს ადგილობრივ დიდმოხელეებში შურსა და სიძულვილს იწვევდა. ვენეციელთა მტრების რიგები დღითიდღე იზრდებოდა. ცხადი გახდა, რომ ყუბილაის სიკვდილის შემთხვევაში მათ ხიფათი ელოდათ, ამიტომ პოლოებმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს. ყუბილაი წინააღმდეგი იყო. ვენეციელები იძულებულნი გახდნენ, ჩინეთში დაბრუნების პირობა დაედოთ. მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს მათ ჩინეთის დატოვების უფლება. მოგზაურებმა კვლავ მიიღეს ოქროს დაფა ყუბილაის ბეჭდით, მათ გამცილებლებიც გამოაყოლეს და სამივე მათგანი რომის პაპთან, საფრანგეთისა და ესპანეთის მეფეებთან ყუბილაის ელჩების სტატუსით მიიღეს. ყყაენის ბრძანებით 14-გემიანი ესკადრა შეიქმნა.

1292 წელს ესკადრა ირანისკენ დაიძრა. ვენეციელებს თან ახლდნენ ჩინეთისა და მონღოლეთის პრინცესები, რომლებიც ირანის მონღოლ მბრძანებელს ილხანსა და მის შვილს უნდა შეერთოთ ცოლად. ამ მოგზაურობის დროს მარკო პოლომ ინდონეზია აღწერა. კუნძულ სუმატრაზე მათ 5 თვე გაატარეს. სუმატრას შემდეგ ისინი შრი-ლანკაზე შეჩერდნენ, 1294 წელს კი ირანში ჩავიდნენ. აქ მათ ყუბილაის სიკვდილის ამბავი გაიგეს, რის გამოც ვენეციელები მიცემული ფიცისგან გათავისუფლდნენ.

სამშობლოში ვენეციელები 1295 წელს დაბრუნდნენ. 23-წლიანი მოგზაურობის დროს მარკო პოლომ მრავალი გეოგრაფიული ობიექტიც აღწერა. მართალია, მის მიერ მოწოდებულ კოორდინატებში გარკვეული შეცდომები იყო, თუმცა მარკო პოლოს გეოგრაფიულ ჩანაწერებს იმ დროისთვის მაინც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

მოგზაურობის შესახებ წიგნის წერა მარკო პოლომ 1298 წელს დაიწყო. იმ დროს პოლო გენუელთა ტყვეობაში იმყოფებოდა (გენუასა და ვენეციას შორის საზღვაო ომი მიმდინარეობდა), შემდეგ ის ვენეციაში დაბრუნდა. მისი ცხოვრების უკანასკნელი წლების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, რადგანაც მარკო პოლოს პირველი ბიოგრაფიული ცნობები X|| საუკუნის ბოლოშია დაწერილი. ცნობილია, რომ მარკო პოლო საშუალო შეძლების ვენეციელი იყო. მის ახლობლებს ეგონათ, რომ მას სახლში ჩინეთიდან ჩამოტანილი განძი ჰქონდა დამალული, თუმცა 1324 წლის იანვარში შედგენილ ანდერძში ის ოფიციალურად უარყოფს განძის არსებობას.

მაგრამ განძი მართლაც არსებობდა - ეს იყო მარკო პოლოს წიგნი მისი მოგზაურობისა და დაკვირვებების შესახებ. ამ წიგნში ბევრი უცნაურობაც არის. მაგალითისათვის ისიც კმარა, რომ მარკო პოლოს არსად აქვს მოხსენიებული ჩინეთის დიდი კედელი, ჩაის კულტურა. ზოგიერთი გეოგრაფიული მონაცემი არასწორად იყო შეტანილი. მიუხედავად ამისა, X||-X| საუკუნეებში მარკო პოლოს წიგნი ევროპელ მეზღვაურთათვის სახელმძღვანელოდ იქცა. ამ წიგნმა დიდი როლი ითამაშა გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში. ესპანელი და პორტუგალიელი მეზღვაურები რუკებს ამ წიგნზე დაყრდნობით ადგენდნენ, მათ შორის, თვით კოლუმბიც.
Image

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Jimmy » 27 თებ 2009, 17:43

ქრისტეფორე კოლუმბი
ქრისტეფორე კოლუმბი, წარმოშობით გენუელი. 1476-84 წ. ცხოვრობდა ლისაბონში და პორტუგალიის კუნძულებზე: მადეირასა და პორტუ-სანტუზე. 1485წ. გადავიდა კასტილიაში. აქ ანდალუსიელი ვაჭრების ბანკირების დახმარებით შეძლო საოკეანო ექსპედიციის ორგანიზება, რადგან განეხორციელებინა ევროპიდან ინდოეთში მოგზაურობა, მისი აზრით უმოკლესი დასავლეთის გზით მოგზაურობის პროექტი.
1492 წ. 3 აგვისტოს კოლუმბი 90 კაცთან ერთად შემდგარ ჯგუფთან ერთად 3 გემით: „სანტა- მარია“, „პიპნტა“ და „ნინია“ გავიდა ესპანური ნავსადგურიდან გადალახა ატლანტის ოკეანე და მიაღწია კუნძულ სან-სალვადორს (ბაჰამის არქიპელაგი) შემდეგ ნახა ბაჰამის არქიპელაგის სხვა კუნძულები, აღმოაჩინა და შეისწავლა კუბა და ჰაიტი.
Image
II ექსპედიცია 1493-96 წ. რომელიც შედგებოდა 17 გემისა და1500 კაცისგან აღმოაჩინა მცირე ანტილიის კუნძულების მთელი რიგი: პუერტო-რიკო, იამაიკა.
Image
III ექსპედიციამ 1498-1500 წ. 6 გემით აღმოაჩინა კ. ტრინიდადი და სმ. ამერიკის სანაპიროს ნაწილი
Image
1502-04 წ. კოლუმბმა განაგრძო რა დასავლეთის გზების ძებნა ჩაატარა IV ექსპედიცია
Image
კოლუმბის აღმოჩენებს თან მოჰყვა მიწების კოლონიზაცია და ესპანელთა დასახლებების დაარსება. კოლუმბს ეგონა რომ იმყოფებოდა ინდოეთში და მკვიდრ მოსახლეობას ეძახდა ინდოელებს, ამ პერიოდში მოხდა ინდიელების მასობრივი დამონება და განადგურება.

Image

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Jimmy » 27 თებ 2009, 17:44

ვინ აღმოაჩინა ამერიკა?

ამ კითხვაზე ყველა ერთხმად უპასუხებს: როგორ თუ ვინ? - რა თქმა უნდა, ქრისტეფორე კოლუმბმა. მართლაც, XV საუკუნის მიწურულს კოლუმბი მიადგა სამხრეთ ამერიკის სანაპიროს (თუმცა თავად სიცოცხლის ბოლომდე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ინდოეთში იმყოფებოდა). ამიტომ თვლიან მას ამერიკის პირველაღმომჩენად. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში სულაც არ აღიარებენ, რომ კოლუმბია ამ მატერიკის პირველაღმომჩენი. ამ პატივს მიაწერენ ნორმან ლეივ ერიქსონს, რომელმაც გაცილებით ადრე - X-XI საუკუნეში - დადგა ფეხი უცნობ მიწაზე. ეს დასტურდება ნორმანების ნამოსახლარების გათხრებით. სწორედ ამის გამო, აშშ ოფიციალურად ამერიკის პირველაღმომჩენად აღიარებს ლეივ ერიქსონს და ამერიკის აღმოჩენის დღედ - 9 ოქტომბერს. კოლუმბის ღვაწლის აღსანიშნავად კი კოლუმბის დღე - 12 ოქტომბერია დადგენილი, როგორც ამერიკის ხელახალი აღმოჩენის დღე.

და მაინც, ეს მიწა არც კოლუმბის და არც ერიქსონის სახელს არ ატარებს. მას სულ სხვა ზღვაოსნის სახელი ჰქვია - ამერიგო ვესპუჩისა. მაგრამ რატომ? მას ხომ არ აღმოუჩენია ამერიკა? ან იქნებ თვითონ უწოდა ამ მიწას თავისი სახელი, პატივმოყვარეობისა გამო? მსგავსი არაფერი ყოფილა. ვერსპუჩიმ სიცოცხლეში არც კი იცოდა, რომ ახალ მატერიკს მისი სახელი ეწოდა. ეს იდეა წამოაყენა ლოთარინგელმა კარტოგრაფმა მ. ვალდზემიტურელმა იმ განზრახვით, რომ მართალია, მატერიკი კოლუმბმა აღმოაჩინა, მაგრამ მან ეს არ იცოდა და ამტკიცებდა, ინდოეთს მივადექიო, ხოლო ვესპუჩიმ დაამტკიცა, რომ უცხო მიწა იყო არა ინდოეთი, არამედ სულ სხვა, დანარჩენი მსოფლიოსათვის იქამდე უცნობი მიწა. ამ აზრით, ამერიგო ვესპუჩი მართლაც ითვლება ამერიკის აღმომჩენად.

ვესპუჩი პორტუგალიის მეფის დავალებით 1501 წლის 14 მაისს გავიდა ოკეანეში და ორი თვე და ორი დღე იარა. იგი მიადგა ნაყოფიერ, მდიდარ, მცენარეებითა და ცხოველებით მრავალფეროვან მიწას, სადაც ველური მოსახლეობა ცხოვრობდა. ვესპუჩი ამ მიწას „მიწიერ სამოთხეს“ უწოდებს, სადაც გაცილებით რბილი და სასიამოვნო ჰავაა, ვიდრე აქამდე ცნობილ მიწებზე. მის მიერ აღწერილი ეს „სამოთხე“ წარმოადგენს დღევანდელ ბრაზილიას, სადაც არ იყვნენ მეფეები და თავადები, ადამიანი არ იბრძოდა ფულის, საკუთრებისა და ბატონობისათვის, ადამიანი არ იყო ადამიანის მტერი, ლუკმა პურის საშოვნელად კი უხვი ბუნება შეგეძლო გამოგეყენებინა, უმძიმესი და სატანჯველი შრომა სულაც არ იყო საჭირო. აი, ასეთად აღწერდა ამერიგო ვესპუჩი ამ უცხო ქვეყანას. ამდენად, სწორედ მას ერგო პატივი, გამხდარიყო ახალი სამყაროს - ამერიკის ნათლია.

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Jimmy » 27 თებ 2009, 18:00

ამერიგო ვესპუჩი (Amerigo Vespucci; 19 მარტი, 1454 - 22 თებერვალი, 1512) — იტალიელი ვაჭარი, მკვლევარი და კარტოგრაფი. მას ეჭირა მთავარი როლი ორ რეისში, რომელიც იკვლევდა სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს 1499-1502 წლებში. მეორე რეისის დროს აღმოაჩინა, რომ სამხრეთ ამერიკა უფრო ფართოვდებოდა სამხრეთისკენ, ვიდრე ევროპელებმა იცოდნენ. ამ ფაქტმა დაარწმუნა იგი, რომ ეს მიწა იყო ახალი კონტინენტის ნაწილი.

ვესპუჩის მოგზაურობანი ცნობილი გახდა ევროპისათვის, როდესაც მისი ანგარიშები გამოქვეყნდა 1502 - 1504 წლებში. 1507 წელს მარტინ ვოლდსიმიულერმა გამოაქვეყნა მსოფლიო რუკა, სადაც ახალ კონტინენტს მან "ამერიკა" უწოდა, ვესპუჩის პირველი სახელი. დანართ წიგნში ვოლდსიმიულერმა გამოაქვეყნა ვესპუჩის ერთ-ერთი ანგარიში, რომელმაც გამოიწვია კრიტიკა ვესპუჩის მიმართ,როგორც კრისტოფერ კოლუმბის დიდების მიმთვისებელი. შემდგომ აღმოჩენებში, მეთვრამეტე ასწლეულში ვესპუჩის სხვა წერილების ნახვისას გაირკვა, რომ ადრე გამოქვეყნებული ბალანსი იყო გაკეთებული არა ვესპუჩის, არამედ სხვების მიერ.

ცხოვრება

ვესპუჩი დაიბადა ფლორენციაში, იტალია, დიდგვაროვან ოჯახში. მამამისი იყო ნოტარიუსი ფულის გადამცვლელ გილდთა ფლორენციაში. ამერიგო მუშაობდა ლორენცო დი პერფრანცესკო დი'მედიჩისა და მის ძმასთან ჯოვანისთან. 1491 წელს მათ გაგზავნეს ვესპუჩი, რათა ემუშავა მათ სააგენტოში სევილიაში, ესპანეთი.

1508 წელს, მისი ორი მოგზაურობის შემდეგ ამერიკაში, ვესპუჩისათვის შეიქმნა ექპერიმენტალი მაიორის წოდება, პასუხისმგებლობით ოკეანეში რეისისთვის გასაწვრთნელი პილოტების.
Image

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Jimmy » 27 თებ 2009, 18:12

ვასკო და გამა (პორტ. Vasco da Gama; დ. 1460 ან 1469 – გ. 24 დეკემბერი, 1524) იყო პორტუგალიელი მკვლევარი, რომელმაც პირველად გაცურა ევროპიდან ინდოეთამდე.
Image

სამწუხაროდ ამ ადამიანზე მეტი ვერაფერი მოვიძიე :(

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Jimmy » 27 თებ 2009, 18:15

ვასკო და გამას ხიდი (პორტ. Ponte Vasco da Gama, IPA: ['põt(ɨ) 'vaʃku dɐ 'gɐmɐ]) — ნაწილობრივ ვანტური, ვიადუკის ტიპის ხიდი მდინარე ტახოზე ლისაბონის ჩრდილოეთით. ვიადუკების ჩათვლით ყველაზე გრძელი ხიდია ევროპაში 17.2 კმ-ით. ხიდის ძირითადი ნაწილი 0.829 კმ-ს შეადგენს, 11.5 კმ ვიადუკს, ხოლო 4.8 ასასვლელ გზებს. მისი დანიშნულება ლისაბონის მეორე ხიდის (25 აპრილის ხიდი) განტვირთვა და ლისაბონიდან მომავალი გზების ერთმანეთთან დაკავშირება იყო.

ხიდი საავტომობილო მოძრაობისთვის 1998 წლის 29 მარტს გაიხსნა, მშენებლობის დაწყებიდან 18 თვეში, ექსპო-98-ის დაწყების წინ. ამ წელს აღინიშნებოდა ვასკო და გამას მიერ ევროპიდან ინდოეთში საზღვაო გზის გახსნის 500 წლისთავი.
Image

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Jimmy » 27 თებ 2009, 18:27

ვახუშტი ბატონიშვილი (1696-1757)

გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი.
ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის შვილი. მის აღზრდა-განათლებას მეურვეობდნენ ძმები იესე და გიორგი გარსევანიშვილები და თბილისში მცხოვრები ფრანგი კათოლიკე მისიონერები.

ვახუშტი ბატონიშვილმა ქართულის გარდა იცოდა ბერძნული, ლათინური, ფრანგული, თურქული, რუსული და სომხური ენები. ბევრს მოგზაურობდა მშობლიურ ქეყანაში. აქტიურად მონაწილეობდა ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1724 წელს მამას გაჰყვა რუსეთში, მოსკოვში დაბინავდა და სახელმწიფო ჯამაგირი დაენიშნა. მთელი დარჩენილი სიცოცხლე რუსეთში გაატარა და სამეცნიერო საქმეს მიუძღვნა. მისი ინტერესის სფერო იყო ისტორია, გეოგრაფია, კარტოგრაფია, მათემატიკა, ასტრონომია და სამხედრო საქმე. 1745 წელს დაამთავრა უნიკალური თხზულება "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", რომელიც საქართველოს ისტორიაა უძველესი დროიდან ("დასაბამიდან", "ქვეყნის შექმნიდან") XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე. ნაშრომში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს პოლიტიკური და ეთნიკური ერთიანობის იდეას. საქართველოს დაშლის მიზეზს ბატონიშვილი XIII-XIV საუკუნეების მოვლენებში ხედავდა.

ვახუშტი ისტორიის პირველი პერიოდის წყარო "ქართლის ცხოვრებაა", მეორე ნაწილი კი ძირითადად ორიგინალურია. ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი და არსებითი ნაწილია "საქართველოს გეოგრაფიული აღწერა". მან მოგვცა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის პირველი საფუძვლიანი და დეტალური გეოგრაფიული აღწერილობა, ორი გეოგრაფიული ატლასი - ხუთრუკიანი და ცხრამეტრუკიანი. ამ რუკებს ავტორის სიცოცხლეშივე მაღალი შეფასება მისცეს ევროპელმა კარტოგრაფებმა, ისინი ითარგმნა ფრანგულ და რუსულ ენებზე, გამოიყენეს XVIII საუკუნეში შედგენილი ევროპის რუკებისათვის. ეს გეოგრაფიული თხზულება და რუკები მნიშვნელოვანი წვლილია მსოფლიო გეოგრაფიულ მეცნიერებაში. 1752 წელს ვახუშტი ბატონიშვილმა რუსულიდან ქართულად თარგმნა "მოკლეპოლიტიკური გეოგრაფია" 27-რუკიან მსოფლიო ატლასთან ერთად, ამ სახელმძღვანელოთი ასწავლიდნენ გეოგრაფიას თელავის სემინარიაში.

ვახუშტი ბატონიშვილი სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა დიდი მცოდნე იყო. ზუსტად ჰქონდა შესწავლილი საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური, ნიადაგურ-რელიეფური და სხვა სამეურნეო-ეკონომიკური თავისებურებანი. მის თხზულებებში, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, საქართველო დაყოფილია ხუთ ბოტანიკურ-აგრონომიულ ზონად. ამ დაყოფას იგი საფუძვლად უდებდა ნიადაგების ნაყოფიერებასა და მოსავლიანობას.

ვახუშტი მოგვითხრობს თბილისის პოლიტიკურ ისტორიას და თავის თანამედროვე ქალაქს საკმაოდ დაწვრილებით აღწერს, მოჰყავს გეგმაც. მის შრომებს დღემდე არ დაუკარგავთ მნიშვნელობა.

დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტერში.
Image

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
უდიდესი მოგზაურები

Post by burdula » 27 თებ 2009, 18:35

Jimmy
მალადეც!

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Jimmy » 27 თებ 2009, 19:02

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი, (დ. 5 აგვისტო/17 აგვისტო, 1875, გორი ― გ. 22 იანვარი, 1973, თბილისი), ქართველი გეოგრაფი და ანთროპოლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), სსრკ გეოგრაფიის საზოგადოების პრეზიდენტის მოადგილე (1924-1940), პროფესორი (1920), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1940-1970) და საპატიო პრეზიდენტი (1970-იდან).

ბიოგრაფია

1900 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1899-1917 მუშაობდა ამავე უნივერსიტეტსა და მოსაკოვის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. კითხულობდა ლექციებს საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტსა (1918-1921), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1920-1973), ბათუმის (1936-1938), გორის (1943-1949), ქუთაისის (1933-1936), ბაქოს (1934-1936) პედაგოგიურ ინსტიტუტებში. იყო საქართველოს ცენტრალური პედაგოგიური მუზეუმის (1918-1922), საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტის (1926-1932), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გეოგრაფიის ინსტიტუტის (1933-1938), ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის (1945-1962) დირექტორი.

ჯავახიშვილი საბჭოთა საქართველოში გეოგრაფიის მეცნიერებისა და განათლების ფუძემდებელია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის შრომები, რომლებიც ეძღვნება საქართველოს და კავკასიის მრავალფეროვანი ბუნების გეოგრაფიის შესწავლას, აშუქებენ გეოგრაფიულ მეცნიერების თეორიულ საკითხებს: გეოგრაფიის მეცნიერული სტრუქტურა, მისი დამოკისებულება მომიჯნავე მეცნიერებებთან, გეოგრაფიის შემადგენელი დარგების ამოცანები და მომავალი, ლანდშაფტთმცოდნეობის, აგრეთვე სამხედრო გეოგრაფიის საგანი და ამოცანები, გეოგრაფიის მეცნიერული და განათლების ისტორია საქართველოში და სხვა. დიდია მისი დამსახურება საქართველოსა და კავკასიის გეოგფრაფიული რუკების შედგენაში.

ჯავახიშვილი ქართული მეცნიერული ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელიცაა. მისი გამოკვლევები ძირითადად ეხება ეთნიკურ ანთროპოლოგიას.მან პირველმა საკმაოდ სრული ანთროპოლოგიის პროგრამის მიხედვით შეისწავლა საქართველოს თითქმის ყველა ძირითადი ეთნიკური ჯგუფი (ქართლის, კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭისა და სამეგრელოს რეგიონები). დაადგინა საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგისებურებები და განსაზღვრა მისი ადგილი ზოგად რასობრივ სისტემაში. შეისწავლა ქართველი ებრაელების ანთროპოლოგიის თავისებურებანი, სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა საქართველოს მოსახლეობაში დოლიქოკეფალიის პრობლემას.

ჯავახიშვილი არის თსუ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტი (1926, იარსება 1933-მდე), გეოგრაფიის ინსტიტუტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი (1945), საქართველოს სსრ გეოგრაფიის საზოგადოება (1924).

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971)

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Jimmy » 27 თებ 2009, 19:18

ჯეიმს კუკი
გამოჩენილი ინგლისელი მეზღვაური ჯეიმს კუკი 1728 წელს სოფელ მარტონში (იორკშირის საგრაფო) ღარიბ ოჯახში დაიბადა. მამამისი დაქირავებული მუშა იყო, რომელიც მდიდარი ინგლისელების მამულებში მიწას ამუშავებდა. პატარა ჯეიმსს ბავშვობიდანვე მოუწია მძიმე სამუშაოების შესრულებამ. 7 წლის ასაკში ის მამასთან ერთად მუშაობდა. პარალელურად ჯეიმსი სკოლაშიც დადიოდა, სადაც წერა-კითხვა ისწავლა. 17 წლის ასაკში კი ის ერთ-ერთ ზღვისპირა სოფელში თევზის გამყიდველის შეგირდად მოეწყო. სწორედ აქ დაინახა მან პირველად ზღვა - მისი მომავალი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი.


ჯეიმსი ზღვით მოიხიბლა. საზღვაო მოგზაურობაში წასვლის სურვილი მას ერთი წუთითაც არ ტოვებდა. საკუთარი მიზნის მისაღწევად კუკი ყველაფერზე იყო მზად. თავდაპირველად ის ნახშირის გადამზიდავ გემზე იუნგად მოეწყო. აქ მან კაპიტნის თანაშემწეს წოდებას მიაღწია. თავისუფალ დროს კუკი თვითგანათლებასა და საზღვაო საქმის ნიუანსების შესწავლას უთმობდა. 1755 წელს მან ბრიტანეთის სამხედრო უწყებასთან კონტრაქტი გააფორმა და მატროსის რანგში დაიწყო სამსახური. ორი წლის შემდეგ ჯეიმს კუკი სამხედრო გემის შტურმანი გახდა. კუკის აღმასვლა ამით არ დასრულებულა. მან ოცნება აისრულა და კაპიტნის წოდება მიიღო. ის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ექსპედიციის მეთაურად დაინიშნა. 1762-67 წლებში მან კუნძულ ნიუფაუნდლენდის სანაპიროები, წმინდა ლავრენტისა და ჰონდურასის ყურეები გამოიკვლია. ექსპედიციიდან დაბრუნებულ კუკს 1768 წელს ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს.


იდუმალი მისიები

მრავალრიცხოვანი დამსახურებების გამო ბრიტანეთის ადმირალიტეტმა კუკი იდუმალი სამხრეთის მიწის საძიებელ ექსპედიციაში ჩართო. თითქმის საუკუნით ადრე მეცნიერ-გეოგრაფმა აბრაჰამ ორტელიმ რუკაზე მონიშნა აღნიშნული მიწა და მას "ტერა აუსტრალის ინკოგნიტა" უწოდა. ორტელის მოსაზრებით, ის წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. სწორედ ამ მიმართულებით გაემართა კუკი, რომელმაც ექსპედიციის ერთ-ერთი გემი "ინდევერი" ჩაიბარა. თავდაპირველად მოგზაურები კუნძულ ტაიტის ეწვივნენ. ის უკვე ცნობილი იყო მსოფლიოსათვის. მეცნიერები კუნძულზე ვენერის ორბიტის გამოსათვლელად ჩავიდნენ, რაც მზესა და დედამიწას შორის მანძილის დასადგენად სჭირდებოდათ. ტაიტიზე კუკმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საერთო ენა სწრაფად გამოძებნა. მან ერთ-ერთი ადგილობრივი ქურუმი, სახელად ტუპია, თარჯიმნადაც კი აიყვანა.

ზღაპრულად ლამაზი და სტუმართმოყვარე ტაიტი უკან დარჩა, ხოლო "ინდევერი" წყნარი ოკეანის სამხრეთისაკენ დაიძრა. 1769 წლის 8 ოქტომბერს მიწა გამოჩნდა. ეს აბელ ტასმანის მიერ აღმოჩენილი ახალი ზელანდია იყო. სანაპიროს შესწავლას კუკმა 3 თვე მოანდომა. საბოლოოდ მან დაასკვნა, რომ ახალი ზელანდია ორი დიდი კუნძულისაგან შედგებოდა, მათ შორის კი ვიწრო სრუტე მდებარეობდა. ამ სრუტის არსებობის შესახებ მანამდე არაფერი იცოდნენ, მოგვიანებით მას კუკის სახელი ეწოდა. ადგილობრივი მოსახლეობა, მაორები, უცხოელებს მტრულად შეხვდნენ. თუმცა ინგლისელები ამისათვის მზად იყვნენ. რამდენიმე შეიარაღებული შეტაკება სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ექსპედიციის წევრთაგან არავინ დაღუპულა.

1770 წლის 29 აპრილს "ინდევერი" ულამაზეს უბეში გაჩერდა. გემზე სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ბოტანიკოსი ჯოზეფ ბენქსი იმყოფებოდა. ის იმდენად მოიხიბლა სანაპიროს ფლორით, რომ კუკს უბისათვის უკვე შერქმეული სახელის შეცვლა მოითხოვა. ამ უბეს ბოტანი-ბეი, ანუ ბოტანიკური ჰქვია. უბეში "ინდევერი" 8 დღე იდგა. ამ ხნის განმავლობაში ბენქსმა უამრავი ახალი მცენარის აღწერა შეადგინა და აბორიგენების წეს-ჩვეულებებიც შეისწავლა. ისინი არც პოლინეზიელებს ჰგავდნენ და არც ზანგებს. მაორების მსგავსად, სტუმრების გამოჩენა არც ავსტრალიელ აბორიგენებს გახარებიათ. მაგრამ თოფის რამდენიმე გასროლამ ისინი მალევე დააწყნარა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მეცნიერთა ასეთი დიდი რაოდენობა არც ერთ ექსპედიციას არ წაუყვანია. ბენქსის გარდა "ინდევერზე" შვედი ნატურალისტები სოლანდერი და სპერინგი, ორი გეოგრაფი და მათი თანაშემწეები - სულ 11 ადამიანი. თავად კუკიც ბრწყინვალე კარტოგრაფი და ასტრონომი იყო.

ბოტანი-ბეიდან ჩრდილოეთ კუკმა კიდევ ერთი უბე აღმოაჩინა. ეს იყო იდეალური ადგილი ნავსადგურის გასაშენებლად. კუკმა მას პორტ ჯექსონი უწოდა. თავის ჩანაწერებში კუკმა პორტ ჯექსონი და მის უპირატესობანიც მოიხსენია. ბრიტანეთის მთავრობამ მისი რეკომენდაციები გაითვალისწინა და წლების შემდეგ ამ ადგილას დაარსდა პირველი ავსტრალიური ქალაქი სიდნეი. ექსპედიცია ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს შესწავლას შეუდგა. კუკმა პირადად შეადგინა სანაპიროს რუქა, რომელზეც თანდათანობით გამოჩნდა ახალი ყურეები, სრუტეები და კონცხები. დიდი ბარიერული რიფი ექსპედიციამ დიდი სიფრთხილით გადალახა და იმ დროს, როდესაც თავი სამშვიდობოს ეგონა, კატასტროფა განიცადა - "ინდევერი" რიფს შეეჯახა. გემის შეკეთებას 7 კვირა დასჭირდა. 1770 წლის 22 აგვისტოს კუკმა მის მიერ აღმოჩენილ მიწას ახალი სამხრეთ უელსი უწოდა და მეფის გეორგ |||-ის სახელით დიდი ბრიტანეთის სამფლობელოდ გამოაცხადა.

საერთო ჯამში კუკმა რუკაზე ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს 4.000-კილომეტრიანი ზოლი და დიდი ბარიერული რიფის 2.300 კილომეტრი აღწერა. აღსანიშნავია, რომ კუკმა ახალ სამხრეთ უელსში მტკნარი წყალი ვერ იპოვა - მან მხოლოდ სანაპიროს ვიწრო ზოლი გამოიკვლია. ამიტომ კუკმა საკუთარ მოხსენებაში განაცხადა, რომ ავსტრალია საცხოვრებლად უვარგისი იყო. საბედნიეროდ, ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც გამოცდილი მეზღვაური შეცდა. 1771 წლის 13 ივლისს "ინდევერი" სამშობლოში დაბრუნდა. ინგლისისკენ მიმავალი გზა სირთულეებით აღსავსე აღმოჩნდა. მეზღვაურებს ტროპიკული ციებ-ცხელება დაერია. 18 მათგანი გარდაიცვალა, მაგრამ რომ არა კუკის გამჭრიახობა, დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა.

მეორე ავადმყოფობა, რომელიც მეზღვაურთა ხშირი სტუმარი გახლდათ, სურავანდი იყო. შორეული საზღვაო ექსპედიციების დროს მეზღვაურთა ერთადერთი საკვები დამარილებული ღორის ხორცი, ორცხობილა და მოხარშული ბარდა გახლდათ. მაცივარი მაშინ არ არსებობდა, ამიტომ საჭმელი მალე ფუჭდებოდა, არც სასმელი წყალი ვარგოდა დასალევად. ასეთი "მენიუს" პირობებში მეზღვაურები სურავანდით ავადდებოდნენ. ჯეიმს კუკი საკმაოდ გამოცდილი იყო, ამიტომ მან ყველაფერი ეს ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნის დროს გაითვალისწინა. პლიმუტიდან გასვლის წინ კუკმა მჟავე კომბოსტო და ხახვი მოიმარაგა. ხორცსა და ხილს კი ის კუნძულების მოსახლეობისაგან ყყიდულობდა. ასეთი წინდახედულობის წყალობით "ინდევერის" ეკიპაჟის არც ერთი წევრი სურავანდით არ დაავადებულა.

წარუმატებელი ცდა

ინგლისში დაბრუნების შემდეგ ჯეიმს კუკი ყველაზე პოპულარული ადამიანი გახდა. ექსპედიციის შედეგები სამეცნიერო წრეებში ფართოდ განიხილებოდა. თუმცა თავად მეზღვაური უკმაყოფილო იყო. ის დარწმუნებული იყო, რომ ახალი სამხრეთ უელსი არ გახლდათ მდიდარი სამხრეთის მატერიკი. კუკმა ადმირალიტეტი მეორე ექსპედიციის აუცილებლობაში დაარწმუნა. ის ამტკიცებდა, რომ იდუმალი მიწა კიდევ უფრო სამხრეთით უნდა მოეძებნათ.

კუკის ავტორიტეტმა თავისი გაიტანა. 1772 წელს ორმა ხომალდმა "რეზოლუშენმა" და "ადვენჩერმა" ინგლისის ნაპირები დატოვა და სამხრეთისკენ გაემართა. ამჯერად ექსპედიცია წარუმატებლად დასრულდა. 1773 17 იანვარს კუკმა სამხრეთ პოლარული წრეც გადალახა, მაგრამ მიწა არსად ჩანდა. ჰაერის ტემპერატურა კი სულ უფრო ეცემოდა, თუმცა კუკს ეს სულაც არ ადარდებდა. შესაძლებელი იყო, რომ მას ანტარქტიდის სანაპირო აღმოეჩინა, მაგრამ ყინულის ლოდებმა გემებს წინსვლის საშუალება არ მისცეს. გულგატეხილი კუკი უკან დაბრუნდა. მან ახალი კალედონია, ნორფოლკი და კიდევ რამდენიმე კუნძული აღმოაჩინა, მაგრამ მისთვის ეს ნუგეშად არ გამოდგებოდა. სამწლიანი ხეტიალის შემდეგ კუკი ნისლიან ალბიონზე დაბრუნდა.


კულინარიული აღსასრული

ჯეიმს კუკის მესამე და უკანასკნელი ექსპედიცია წყნარი და ატლანტიკის ოკეანეების ჩრდილო-დასავლეთის შემაერთებელი გზის მოძებნას ისახავდა მიზნად. კუკი ამჯერადაც ორი გემით გაემგზავრა. "რეზოლუშენს" მხარი "დისკავერიმ" დაუმშვენა. ექსპედიციამ აღმოაჩინა პრინც უილიამის, კუკის, ბრისტოლისა და ნორტონის ყურეები, წმინდა ილიას მთები, ნახევარკუნძულები კენაი, ალიასკა და სიუარდი, ალიასკისა და ალეუტის ქედები. კუკი ბერინგის სრუტის გავლით ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეში გავიდა, მაგრამ მალევე უკან დაბრუნდა, რადგანაც მას კვლავ ყინულმა შეუშალა ხელი.

გამოზამთრებისა და სურსათის მარაგის შევსების მიზნით ექსპედიციამ ჰავაის კუნძულებს მიაშურა. კუნძულ კეალკეკუას მოსახლეობა ინგლისელებს თბილად შეხვდა. "რეზოლუშენისა" და "დისკავერის" ტრიუმები ბოლომდე აივსო საჭმელ-სასმელით. დატვირთული გემები სამშობლოსაკენ დაიძრნენ. მოულოდნელად საშინელი შტორმი დაიწყო. კუკმა კეალკეკუაზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

1778 ჰავაის კუნძულებზე კაპიტანი ჯეიმს კუკი პირველი ევროპელი გახდა, რომელმაც მაუი აღმოაჩინა.

ამჯერად გემების გამოჩენა არავის გახარებია. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მეზღვაურებით უკმაყოფილო იყო - ინგლისელებმა ძალიან ბევრი პროდუქტი წაიღეს. კონფლიქტი თანდათან მწიფდებოდა. გამოირკვა, რომ ერთ-ერთი გემიდან ნავები გაქრა. კუკის აზრით, ამის გაკეთება მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლო, ამიტომ მან მათი დასჯა გადაწყვიტა. თუმცა კუკი მათ მიმართ ყოველთვის თბილად იყო განწყობილი. 1779 წლის 14 თებერვალს კაპიტანი რამდენიმე მეზღვაურთან ერთად ნაპირზე ჩავიდა, რათა კუნძულელთა ბელადთან კალანიოპუსთან მოლაპარაკებები გაემართა, ნავების დაბრუნება და დამნაშავეთა დასჯა მოეთხოვა. გემზე დარჩენილი მეზღვაურები ამაოდ ელოდნენ კუკის დაბრუნებას - შერიგების ნაცვლად ინგლისელებსა და კუნძულელებს შორის ჩხუბი დაიწყო, რომელსაც შეეწირა კიდევ ჯეიმს კუკის სიცოცხლე.

მეორე დღეს ინგლისელებმა კაპიტნის ცხედრის გადმოცემა მოითხოვეს. კუნძულელებმა მათ კუკის ნარჩენები გადასცეს - მხოლოდ მაშინ გაიგეს მეზღვაურებმა, რომ კეალკეკუა კანიბალებით იყო დასახლებული. დიდი ინგლისელი მეზღვაურის ნარჩენები საზღაო წესის მიხედვით ოკეანის ფსკერზე ჩაუშვეს.

ჯეიმს კუკს ცოლი და 6 შვილი ჰყავდა (ყველა მათგანი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა). ჯეიმს კუკის აღმოჩენები მომავალმა თაობამ ღირსეულად დააფასა. მის სახელს ატარებს 20-ზე მეტი გეოგრაფიული ობიექტი, მათ შორის 3 ყურე, კუნძულთა 2 ჯგუფი და 2 სრუტე.
Image

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
უდიდესი მოგზაურები

Post by pauna » 27 თებ 2009, 19:24

Jimmy
აი მესმის ინფორმაცია.... :) ეს თუ არ ამოვბეჯდე... ისე ვერ ავიკითხავ :)

კუმირ :)
ImageImage

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
უდიდესი მოგზაურები

Post by Jimmy » 27 თებ 2009, 19:42

რუალ ამუნდსენი (16 ივლისი 1872 - 18 ივნისი 1928) ნორვეგიელი მოგზაური, პოლარეთის მკვლევარი.

დაიბადა ვერვენის გემთსაშენის მფლობელი კაპიტნის ოჯახში. 1890-1892 წლებში სწავლობდა ქალაქ კრისტიანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პირველმა გაიარა (1903-1906 წწ) ხომალდით "იოა" ამერიკის ჩრდილოეთ სანაპირო გრენლანდიიდან ალასკამდე (ჩრდილო-დასავლეთ გასასვლელით) და გამოიკვლია კანადის არქტიკული არქიპელაგის რამდენიმე კუნძული . ჩაატარა ანტარქტიკული ექსპედიცია (ხომალდით "ფრამი"), პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსს 1911 წლის 14 დეკემბერს (ერთი თვით დაასწრო ინგლისელ რობერტ სკოტს). 1918-1920 წლებში ხომალდ "მოდით" გაიარა ევრაზიის ჩრდილოეთ სანაპირო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. 1926 წელს განახორციელა პირველი ტრანსარქტიკული გადაფრენა დირიჟაბლით "ნორგე" - მარშრუტით: შპიცბერგენი - ჩრდილოეთ პოლუსი - ალასკა. 1928 წელს ჰიდროთვითმფრინავ "ლატამით" გაემგზავრა უ. ნობილეს იტალიური ექსპედიციის მოსაძებნად და დაიღუპა ეკიპაჟთან ერთად ბარენცის ზღვაში. ამუნდსენის პატივსაცემად მისი სახელი დაერქვა ზღვას, მტასა და აშშ-ს სამეცნიერო სადგურს (ამუნდსენ-სკოტი) ანტარქტიდაში, აგრეთვე ყურესა და ქვაბულს ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]