უდიდესი მოგზაურები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
უდიდესი მოგზაურები

Post by Ketevan Guliashvili » 13 დეკ 2011, 23:08

ვილემ ბარენცი

(დაახლ. 1550—1597)

1594 წელს ბარენცი 2 გემისაგან შემდგარი ესკადრით გავიდა ამსტერდამიდან. გადაწყვეტილი ჰქონდა ჩინეთისაკენ ჩრდილოეთის გზა გაეკვალა (სამხრეთის გზა აფრიკის გავლით ძალსედ გრძელი და სახიფათო იყო). 1594 წლის 14 ივლისს ბარენცი ახალ მიწათან ახლოს მივიდა და კუნძულის დასავლეთ სანაპიროს დაუყვა. ყინულმა იძულებული გახადა კუნძულამდე მიუღწევლად უკან მიბრუნებულიყო.

მომდევნო წელს ბარენცი ჰოლანდიური ფლოტის ექსპედიციასთან ერთად მიემგზავრება როგორც ერთ-ერთი გემის კაპიტანი. ექსპედიციის მიზანია კუნძულ ვაიგაჩისა (ციმბირის ჩრდილოეთ სანაპირო) და ახალი მიწის შორის არსებული სრუტის გავლით კარის ზღვაში მოხვედრა. ცდა უშედეგო გამოდგა.

ჩინეთში მოკლე ჩრდილო-აღმოსავლეთის გზის გაკვლევის იდეა არ ასვენებს ჰოლანდიელებს. 1596 წელს ჰოლანდიელმა ვაჭრებმა ახალი ექსპედიციის ორგანიზება მოახდინეს ბარენცისა და იოჰან რაიპის მეთაურობით. ამჯერად გეზი ნორვეგიის სანაპიროებიდან ჩრდილოეთით აიღეს. 19 (სხვა მონაცემებით 10 ივნისს) დათვის კუნძული აღმოაჩინეს. კუნძულმა სახელწოდება თეთრი დათვის გამო მიიღო რომელიც გემზე ამოსვლას ცდილობდა. ჰოლანდიელებისათვის თეთრი დათვი მანმდე უცნობი იყო. 29 ივნისს იქნა აღმოჩენილი შპიცბერგენი (სახელი მიიღო მთის წვეტიანი მწვერვალების გამო). აქედან გემმა გეზი აღმოსავლეთისაკენ აიღო და ახალ მიწას მიუახლოვდა. 31 აგვისტოს ზღვაოსნებმა შეძლეს შემოეარათ კუნძულისავის (მოგვიანებით მას ჟელანიას კონცხი ეწოდა). აქ ისინი კვლავ ყინულს გადააწყდნენ და იძულებულები გახდნენ შეჩერებულიყვნენ. მოგზაურები ხანგრძლივი დროით შეჩერდნენ ამ ადგილას, ყინულს გემები მყარად ყავდა დატყვევებული ზამთრისა და გაზაფხულის განმავლობაში, ამიტომ გადაწყდა გზა კონტინენტისაკენ ორი ნავით გაეგრძელებინათ. ბარენცმა და ორმა მისმა თანამგზავრმა ვერ გაუძლეს რა მოგზაურობის სიძნელეებს გარდაიცვალენენ. დანარჩებემა მიაღწიეს კოლის ნახევარკუნძულის, სადაც შეხვდნენ იოჰან რაიპს.

ნორვეგიელმა მოგზაურმა ე. კარლსენმა, 1871 წელს ახალი მიწის შესწავლისას მიაგნო ბარენცის გამოზამთრების ადგილს. ნივთები კარგადიყო შემონახული. მათ შორის გემის ჟურნალი, წიგნები და ხელსაწყოები. ახლა ეს ყველაფერი იმყოფება ჰააგაში, ზღვის დეპარტამენტის მუზეუმში.


თუმცა ბარენცმა ვერ მოახერხა მთავარი მიზნის - ჩინეთისაკენ მოკლე ჩრდილო -აღმოსავლეთის გზის გაკვალვა, მაგრამ მისი მეშვეობით ჩრდილოეთის ზღვის მხირდან ნავიგაციის შესაძლებლობა დადასტურდა, ასევე მან აღმოაჩინა დათვისა და შპიცბერგენის კუნძულები, ასევე შეისწაავლა ახალი მიწის სანაპირო. ამ გამოჩენილი მოგზაურის სახელი ეწოდა ზღვას - სკანდინავიას, ახალ მიწასა და შპიცბერგენს, ასევე მოგვიანებით აღმოჩენილ ფრანც იოსეფის მიწას შორის. ბარენცის სახელი მიიღო ასევე კუნძულმა შპიცბერგენის აღმოსავლეთ სანაპიროს სიახლოვეს.

Image

წყარო: http://traveller-world.pp.ua/villem-barents
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
უდიდესი მოგზაურები

Post by Ketevan Guliashvili » 13 დეკ 2011, 23:09

ჯონ კაბო (ჯოვანი კაბოტო)

(დაახ. 1451—1498 წწ.)

წარმოშობით იტალიელი (დაიბადა გენუაში და ცხოვრობდა ვენეციაში) ვაჭარი. 1477 წელს სავაჭროდ ინგლისსში, ბრისტოლში გაემგზავრა და იქვე დასახლდა. შეისისხლხორცა ინგლისური ენა და ქვეყნის ტრადიციები, ამიტომ ინგლისელ მოგზაურად ითვლება.

კაბოს პირველი მოგზაურობები სავაჭრო ხასიათს ატარებდა. ძირითადად ეს იყო ბრისტოლსა და ისლანდიას შორის მიმოსვლა. ის ფაქტი რომ დედამიწა მრგვალია ამ დროისათვის უკვე ცნობილი იყო, ამან ბიძგი მისცა კაბოს ჩინეთამდე უმოკლესი გზის ძიების შესახებ ეფიქრა. მეფე გენრიხ VII კაბოს ექსპედიციის ორგანიზებაში ეხმარება, მოგზაურმა 1496 წელს თავის მხრივ მეფეს ახალ აღმოჩენილ ქვეყნებთან ვაჭრობის მონოპოლიის უფლება გამოსთხოვა.

1797 წლის მაისში ბრისტოლის პორტიდან 4 გემისაგან შემდგარი ფლოტილია დასავლეთის მიმართულებით გაემგზავრა. ერთი თვეში კაბომ ხმელეთს მიაღწია. ეს იყო ცივი, ტყით დაფარული ქვეყანა, რომლის აბორიგენი მოსახლეობა თეთრი დათვის ტყავ შემოსილეი დადიოდა. ეს იყო ლაბრადორი და მისი მცხოვრები ესკიმოსები. იმ დროში ნაკლებად ჰქონდათ წარმოდგეა როგორ გამოიყურებოდნენ ჩინელები, ამიტომ აგვისტოს თვეში ბრისტოლში დაბრუნებული მოგზაური სრულიად იყო დარწმუნებული რომ ჩინეთში დასავლეთის გზა აღმოაჩინა. ახალ აღმოჩენილ მიწას უწოდა "Terra Prima Vista" (მიწა პირველად ნახული) და ინგლისის მეფის სამფლობელოდ გამოაცხადა.

1498 წლის აპრილში კაბომ ახალ აღმოჩენილ ქვეყანაში მეორე ექსპედიციის ორგანიზება მოახდინა, თუმცა მოგზაურობის დასაწყისში გარდაიცვალა და ექსპედიციის მეთაურობა თავის შვილს სებასტიანს (1472—1557) გადააბარა. ამჯერად ექსპედიციამ ნიუფაუნდლენდს (ახალაღმოჩენილ მიწას) მიაღწია, ჩაუყვა ამერიკის სანაპირო ზოლს ფლორიდამდე.

ჯონ კაბო - ლაბრადორის პირველ აღმომჩენი - უმეტესად ცნობილია როგოც ადამიანი რომელმაც პირველმა შეაბიჯა ამერიკის კონტინენტზე, თუმცა თავად ეს არც იცოდა. სებასტიან კაბომ 1517 წელს აღმოაჩინა ყურე და სრუტე, რომელიც ახლა გუძონის სახელწოდებას ატარებს. 1526-1530 წწ. ესპანეთის მეფის კარლ V-ს დავალებით სებასტიან კაბომ იმოგზაურა სამხრეთ ამერიკის სანაპირო ზოლის გასწვრივ, ლა პლატა-დან მაგელანის ყურემდე. კაბოს სახელი ეწოდა არკანზასის შტატის ერთ-ერთი ქალაქს, ა.შ.შ.-ში.



Image

Image

წყარო: http://traveller-world.pp.ua/publ/velik ... to/4-1-0-8
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
უდიდესი მოგზაურები

Post by Ketevan Guliashvili » 13 დეკ 2011, 23:10

ფრანსისკო ორელიანა

ფრანსისკო დე ორელიანა (დაახ. 1511-1546) ესპანელი კონკისკადორი და ამაზონის მკვლევარი.

ფრანსისკო დე ორელიანა დაიბადა ტრუხილიოში, ესპანეთის პროვინციაში - ესტრემადურაში. მოზარდობის ასაკში (15 წლისამ) მიიღო მონაწილეობა პერუს დაპყრობაში, სადაც ბრძოლისას დაკარგა თვალი. 1538 წელს ფრანსისკო პისაროსთან ერთად მონაწილეობდა ორთაბრძოლაში მარილიან ტბებთან. აქ ის დატყვევებულ იქნა დიეგო ალმაგროს მიერ. მომავალში ეს უკანასკნელი ორელიანამ სიკვდილით დასაჯა.

ფრანსისკო დე ორელიანა ძლიერ იყო დამოკიდებული თავის ნათესავზე, კიტოს გუბერნატორ გონსალო პისაროზე. გონსალომ თავისი ძმისაგან - ფრანსისკო პისაროსაგან მიიღო შეკვეთა დარიჩინის პლანტაციების მოძებნის შესახებ. რომელიც როგორც ცნობილი იყო ანდების აღმოსავლეთით მდებარეობდა. 1541 წელს შემდგარ ექსპედიციაში ორელიანა როგოც მეთაურის თანაშემწე იღებს მონაწილეობას. მკვლევარებმა ადვილად მიაღწიეს მდინარე ნაპოს (ამაზონის შენაკადს). რომლის პირველაღმომჩენადაც ითვლება ორელიანა.

ორელიანა 60 კაცის თანხლებით ნავებით აუყვა მდინარეს. პისაროსაგან მათ დაევალათ კეთილგანწყობილი ინდიელების მოძებნა და საკვების მომარაგება. თუმცა იმის მერე რაც ინდიელები ვერ აღმოაჩინეს, თავისი სურვილით თუ ქვეშევრდომების წყალობით ორელიანა აგრძელებს გზას ამაზონის სათავეებისაკენ. 1542 წელს ავანტიურისტებმა მიაღწიეს კუნძულ კუბაგუას. ორელიანა კვლავ ესპანეთში მიემგზავრება, მისი თანმხლები ჯგუფის უმეტესობა პერუში რჩება.

ამაზონზე მოგზაურობისას ესპანელებს არაერთგზის დაესხნენ თავს ინდიელები. ხშირად უწევდათ მანდილოსან ინდიელებთან ორთაბრძოლაც. ექსპედიციის თანმხლები მღვდელი აღწერს ქალ ინდიელებს, რომლებიც ათი იდიელი მამაკაცივით ომობდნენ. ამ ძალამ და სიმამაცემ ბერძნული მითოსის ამაზონკები გაახსენათ. სწორედ ამიტომ დაარქვეს ესპანელებმა ამ ადგილს "ამაზონკა", რომელიც შემდგომში მდინარის სახელწოდება გახდა.

ესპანეთში ორელიანამ მიიღო ნებართვა, ახალი ანდალუზიის (მდინარიდან სამხრეთით მდებარე მიწაზე იყო საუბარი) კვლევასა და მართვაზე.

ახალი მოგზაურობა დაიწყო 1545 წლის მაისში. ექსპედიციის მომზადება ცუდად მიმდინარეობდა.

ფრანსისკო და ორელიანა და მისი ცოლი ანა დე აიოლა, მთელ თავის ჯგუფთან ერთად ტროპიკული დაავადებით გარდაიცვალა 1546 წელს.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
უდიდესი მოგზაურები

Post by Ketevan Guliashvili » 13 დეკ 2011, 23:10

ბენედიქტ პოლიაკი

ამ ფრანცისკანელი ბერის წარმომავლობაზე, დაბადებისა და გარდაცვალების ადგილისა და დროის შესახებ ცნობები არ მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ რომ "ბენედიქტე" სახელია, ხოლო "პოლიაკი" ალბათ მის პოლონურ წარმომავლობაზე მიანიშნებს. ბენედიქტე ვროცლავის მონასტერში მოღვაწეობდა.

1245 წელს ვროცლავს ორი ფრანცისკანელი ბერი - პლანო კარპინი და ლავრენტი - ეწვია. ისინი რომი პაპის დავალებით მონღოლთა ხანთან დიპლომატიური მისიით მიემგზავრებოდნენ.

ელჩებს თათრების,საომარი, საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობის მცოდნე ადამიანი დასჭირდათ. არჩევანი ბენედიქტზე მიდგა. ლავრენტი მალევე გარდაიცვალა და მოგზაურობა კარპინიმ და ბენედიქტმა განაგრძეს. მივიდნენ კიევში, იქიდან შავი ზღვის სანაპიროებისაკენ გაემართნენ.

" 1246 წელს ფრანცისკანელებმა (ვოლგის ნაპირზე) დატოვეს მიწა, რომელიც დასახლებული იყო კომანებით (ე.ი. ყივჩაყებით). “ძმებს, რომლებიც მიდიოდნენ კომანიის გავლით, თავიანთგან მარჯვნივ ჰქონდათ საქსინების მიწა, რომლებსაც ჩვენ ვთვლით გუთებად და, რომლებიც წარმოადგენენ ქრისტიანებს; შემდეგ მოდიან (ბინადრობენ) ალანები, რომლებიც ქრისტიანები არიან; შემდეგ – გაზარები (ე.ი. ხაზარები), რომლებიც ასევე ქრისტიანები არიან; ამ ქვეყანაში მდებარეობდა მდიდარი ქალაქი ორანამი, რომელიც თათრებმა დაიპყრეს და ჩაძირეს წყალში; შემდეგ ჩირკასები (როგორც ჩანს, ჩერქეზები), რომლებიც ქრისტიანები არიან; შემდეგ გეორგიანები, რომლებიც ქრისტიანები არიან” (ალემანი 2003: 208).

წყარო: http://expertclub.ge/portal/cnid__6214/ ... fault.aspx

მათ მოინახულეს ვოლგის სათავეებთან მდებარე ქალაქები ამზტარაკანი და ხოზიტარაკანი მოინახულეს. (ამ ქალაქების ადგილას საუკუნე ნახევრის შემდეგ ასტრახანის სახანოს დედაქალაქი ასტრახანი გაშენდა). ასტრახანიდან ყაზახებით ნაკლებ დასახლებული სტეპებით არალის ზღვამდე მივიდნენ. 1246 წელს გობის უდაბნოს გავლით მიაღწიეს მონღოლთა სახანოს დედაქალაქს - ყარაყორუმს.

ხანმა გუიუქი რომის პაპთან კეთილგანწყობილი ურთიერთობით იყო დაინტერესებული, ამიტომ ელჩები გულთბილად მიიღო. ეს იყო ამ ორი მძლავრი მხარის პირველი დიპლომატიური ნაბიჯები. მოგზაურები შეჩერდნენ კარაკორუმში. აგროვებდნენ მონაცემებს მეზობლად მდებარე იმ დროის მსხვილი სახელმწიფოების შესახებ. განცვიფრებით აკვირდებოდნენ დედაქალაქის მდიდრულ არქიტექტურას, აგროვებდნენ ცნობებს აზიელი ხალხის ყოფა-ცხოვრებასა და ჩვეულებებზე. მოგზაურობამ ორივე მხარეს 2 წელი წაიღო. 1247 წელს ბერები იგივე გზით დაბრუნდნენ პოლონეთში. მოხსენება მოგზაურობის შესახებ ორივე ბერის სახელითაა შედგენილი , თუმცა უცნობია იყო თუ არა ბენედიქტი რომში. ასევე უცნობია მისი შემდგომი ბედი. სავარაუდოა რომ ის ვროცლავის მონასტრში გარდაიცვალა.

კარპინისა და ბენედიქტის მოგზაურობა მეტად მნიშვნელოვანი იყო. ეს გახლდათ აღმოსავლეთ ევროპელთა პირველი ექსპედიცია აზიის ქვეყნების სიღრმეში. ბენედიქტ პოლიაკის ღვაწლი მნიშვნელოვანი არა მხოლოდ იმიტომ რომ მან შემდგომ ექსპედიციებს გაუკვალა გზა, არამედ ფასდაუდებელია მოგზაურობის შესახებ უტყუარი და ფასეული ცნობების გამო.

წყარო: http://traveller-world.pp.ua/publ/velik ... ak/2-1-0-1
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
უდიდესი მოგზაურები

Post by Ketevan Guliashvili » 13 დეკ 2011, 23:11

ბილემ რუბრუკვისი

(დაახლ. 1215—1270)

ფლამანდიელი მოგზაური. დაიბადა ბრიუსელის მახლობლად ქალაქ რეისბრუკში. მშობლირუი ქალაქის ლათინური დასახელება ფსევდონიმად აიღო.

ის ადრეული ასაკიდან ბერად აღიკვეცა ავგუსტიანელთა მონასტერში. მალე რუბრუკვისი საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო IX-ს ნდობთ აღჭურვილი პირი გახდა. მეფის გეგმები ფანტასტიურ ხასიათს ატარებდა, სურდა რა საფრანგეთის პოზიციები გაეძლიერებინა და კონკურენტულ ბრძოლაში დაეჯაბნა ინგლისი, ჯვაროსნული ლაშქრობისას მან მიიღო გადაწყვეტილება მონღოლები მოკავშირედ გაეხადა, დიპლომატიური მისიის შესრულება რუბრუკვისს დაევალა.

1252 წელს რუბრუკვისი იტალიელ სასულიერო პირთან ბარტოლომეოსთან ერთად პალესტინიდან (აკრი?დან) კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. აქედან ისინი ყირიმში გადავიდნენ. შემდეგ სახმელეთო გზებით ბათო ყაენს საყაენოს დედაქალაქ სარაი-ბათუში ესტუმრნენ, რომელიც მდინარე ვოლგის ქვემოწელზე მდებარეობდა.

ამის შემდეგ ბერები აღმოსავლეთისაკენ გაემართნენ, გასცდნენ არალის ზღვას, მდინარე სირდარიას და ტიანშანის გავლით ყარაყუმში - "დიადი ხანის" მუნკეს სატახტო ქალაქში ჩავიდნენ. ხანმა ისინი თავაზიანად მიიღო და საფრანგეთის მეფის შემოთავაზებაზე საპასუხოდ შესთავაზა საფრანგეთის მეფე მისი ვასალი გამხდარიყო.

რუბრუკვისის თანაშემწე ყარაყუმის კათოლიკურ ეკლესიაში დარჩა. უკანა გზა - რომელშიც 1255 წელს გაემგზავრა - მან მარტომ გაიარა. ამჯერად გეზი უფრო სამხრეთით აიღო, ყაზახური სტეპებისა და ტბა ბალხაშის გავლით. მდინარე ურალზე იმავე გზაზე დადგა რითაც მოვიდა. სარაი-ბათუდან ისევ მისთვის უჩვეულო გზით წავიდა- კასპიის ზღვის გასწვრივ. გაიარა დაღესტანი და კავკასია, მიაღწია არაქსის დაბლობს და მცირე აზიის გავლით 1256 წელს მეფეს პალესტინაში შეხვდა. რუბრუკვისის შემდგომი ბედი უცნობია. შესაძლოა აკრის? მონასტერში გარდაიცვალა.

რუბრუკვისი იმ პირველი ევროპელების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც მცირე აზიაში გაკვალეს გზა. მათი ჩანაწერები და დაკვირვებები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის მაშინდელ მოვლენათა და მონახულებულ ადგილთა ტოპოგრაფიის შესახებ.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]