აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას

Post by Nika » 22 თებ 2009, 00:16

qvevri
ალაგ ალაგ ძირითადი მომენტები :D

კვაში რაკაცია ამ ფოტოზე.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას

Post by Nika » 22 თებ 2009, 00:26

ცდილობენ ამ საიტის განადგურებას.

Confused
ვინ?
ჯერ არ ვიცით...
აი ეს კი ძაან საინტერესოა. ამ საიტის ბაზა MySQL-ში იქნება და ბექაპის აღებას რა უნდა. HTML-ის შენახვა კიდე საერთოდ უადვილესია.

მარა ყველაფრისგან წამებულის იმიჯის შექმნაა ხოლმე პოპულარული.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას

Post by Tamari-ch. » 22 თებ 2009, 00:30

აი ეს კი ძაან საინტერესოა
ეგ მეც მაინტერესებს.
თუ ეს აღმოჩენა არაა -
ვინ მიაქცევს ყურადღებას -
და ამ საიტის არსებობას რა აზრი აქვს?
მაგრამ რომ აქცევენ ყურადღებას -
ესე იგი ღირს ამად.
:wink:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას

Post by ARCHILI » 22 თებ 2009, 00:43

რა ვართ ეს მეგრელები!!!


:lol:
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას

Post by lama » 22 თებ 2009, 12:36

Tamari-ch. wrote:
აი ეს კი ძაან საინტერესოა
ეგ მეც მაინტერესებს.
თუ ეს აღმოჩენა არაა -
ვინ მიაქცევს ყურადღებას -
და ამ საიტის არსებობას რა აზრი აქვს?
მაგრამ რომ აქცევენ ყურადღებას -
ესე იგი ღირს ამად.
:wink:
მყარი ლოგიკაა

:roll: :roll: :roll: :roll:

ღირს დაფიქრებად :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას

Post by ARCHILI » 22 თებ 2009, 13:19

lama wrote:

მყარი ლოგიკაა

:roll: :roll: :roll: :roll:

ღირს დაფიქრებად :roll:
შენი ლოგიკის პატრონი სხვაზე ამბობ?

:lol: :lol: :lol:
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას

Post by Tamari-ch. » 25 თებ 2009, 09:55

1. საენათმეცნიერო სემინარის თავმჯდომარე აკად. თ. გამყრელიძე;
მდივანი პროფ. მ. ჯიქია;
წევრები: პროფ. ირ. მელიქიშვილი, პროფ. ნ. შენგელაია, პროფ. ნ. ჭანიშვილი, პროფ. მ. ივანიშვილი, პროფ. ეთ. სოსელია, პროფ. თ. ასათიანი, პროფ. რ. ბოლქვაძე, პროფ. ზ. კიკნაძე, პროფ. ინ. შადური და სხვები.

მარიკა ჯიქია, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ
ფესტოსის დისკოს ქართველი წამკითხველი საენათმეცნიერო სემინარზე

11 ივნისი 2007 (ამონარიდი):
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენათმეცნიერების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ სემინარზე _ ივნისს მოისმინეს გია კვაშილავას მოხსენება თემაზე ფესტოსის დისკოს გაშიფვრა...
გია კვაშილავამ მოკლე ექსკურსით გააცნო დამსწრეთ 1908 წელს კუნძულ კრეტაზე, ქ. ფესტოსში აღმოჩენილი დისკოს საუკუნოვანი ისტორია, დაახასიათა მისი გაშიფვრის მცდელობები და დისკოს მკვლევართ ღირსეული პატივი მიაგო. მას არც საკუთარი გარჯა დავიწყებია გამშიფრავთა წამოწყებულ საქმეში, კერძოდ კი წაკითხვის დაწყება ცენტრიდან და არა გარეთა ხვეულიდან მომხსენებელმა დამაჯერებლად დაასაბუთა. წინამორბედ მკვლევართა თანახმად ამავე რიგის აღმოჩნდა წარწერის დასასრულის ნიშანი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთიც: მომხსენებელმა წინამორბედთაგან განსხვავებით ყურადღება გაამახვილა ერთი და იმავე ნახატ-ნიშნების ძნელად შესამჩნევ განსხვავებულ მდებარეობაზე, რაც მის ფაქიზ მკვლევრისეულ უნარზე მეტყველებს. მოხსენების ეს ნაწილი დიდი ინტერესით იქნა მოსმენილი...
... ახალგაზრდა მკვლევარს თავის კვლევა-ძიებაში დიდად წაადგა მათემატიკური განათლება, მდიდარი წარმოსახვისა და ლოგიკური აზროვნების უნარი, რამაც მას საშუალება მისცა 17 წლის ფაქტიურად უწყვეტი შრომის შედეგი ალგორითმის სახით მოეწოდებინა საზოგადოებისათვის. ამასობაში ბ-ნმა გიამ აითვისა არეალით მოტივირებული ყველა დამწერლობითი სისტემა და შტუდირების წესით გაეცნო დიდძალ სპეციალურ ლიტერატურას. შესაშურია მისი თვალსაწიერი და ინტელექტის დონე საკვლევი საკითხის შესახებ...~


რისმაგ გორდეზიანი, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი

11.06.2007 (ამონარიდი):
`2007 წლის 17 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსიტუტში ჩატარდა მათემატიკოს გია კვაშილავას ფესტოსის დისკოს დეშიფრირებასთან დაკავშირებული მოხსენების განხილვა, რომელსაც ესწრებოდნენ ინსტიტუტის თანამშრომლები: რისმაგGგორდეზიანი, ნანა ტონია, ლევან გორდეზიანი, ეკატერინე კობახიძე, ლელა ჩოთალიშვილი, თამარ ჭეიშვილი, ნიკოლოზ შამუგია და სხვები. განხილვა წარიმართა რამდენიმე საათის განმავლობაში. მომხსენებელს შესაძლებლობა მიეცა, დეტალურად წარმოედგინა თავისი კვლევის შედეგები. გაიმართა საინტერესო დისკუსია.
ინსტიტუტის თანამშრომლების საერთო აზრი ამგვარია:
1. ბატონმა გია კვაშილავამ ჩაატარა ძალზე მნიშვნელოვანი და შრომატევადი სამუშაო ფესტოსის დისკოს დეშიფრირების ისტორიის, პრობლემების შეწავლისა და კრიტიკული ანალიზის მიმართულებით.
2. საყურადღებოა ის არგუმენტები. რომლებსაც იგი გვთავაზობს ამ წარწერის წაკითხვის მიმართულებასთან დაკავშირებით.
3. დამაჯერებელია მისი თვალსაზრისი გარკვეულ ნიშანთა პოზიციისა და მათი სემანტიკური თუ მორფოლოგიური ფუნქციების ურთიერთმიმართების შესახებ.
4. დამაჯერებელია ნიშანთა ფონოლოგიური მნიშვნელობების დადგენის ის პრინციპეპი, რომელსაც ბატონი გია გვთავაზობს...~


ფესტოსის დისკოს აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის შესახებ

ნანა შენგელაია

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი


კონფერენცია ჩატარდა საერთაშორისო ჟურნალ "მინერვას" თაოსნობით. უმაღლესი პოლიგრაფიული დონის ეს ჟურნალი მკითხველს აწვდის ძველი ხელოვნებისა და არქეოლოგიის საკითხების მიმოხილვას. მისი სათავო ოფისებია: დიდ ბრიტანეთში, ლონდონში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში; ამას გარდა, იგი ვრცელდება მთელს ევროპაში, კანადაში და სხვა ქვეყნებში.

კონფერენციის ჩატარების ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ: ჯერომ აიზენბერგი, ფილოსიფიის დოქტორი, ჟურნალ "მინერვას" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ფესტოსის დისკოსადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის თავმჯდომარე; მარკ მერონი, ფილოსოფიის დოქტორი, ჟურნალ "მინერვას" რედაქტორი, კონფერენციის კოორდინატორი; დოქტორი პიტერ კლეიტონი, ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალის კონსულტანტი და რედაქტორი, კონფერენციის კოორდინატორი; ნიკლას რიდი, ხელოვნების მაგისტრი და ფილოსოფიის მაგისტრი. უნდა ითქვას რომ კონფერენცია შესანიშნავად იყო ორგანიზებული: ეს შუა ხნის ადამიანები დაუღალავად მოქმედებდნენ და იღწვოდნენ იმისათვის, რომ კონფერენციის მიმდინარეობა სანიმუშო ყოფილიყო.

კონფერენციაზე მოხსენების წასაკითხად წარმოდგენილი ყოფილა 100-მდე თეზისი, საიდანაც სამოხსენებოდ საორგანიზაციო კომიტეტმა აარჩია სულ 12. მათ შორის ბ-ნ გია კვაშილავას მიერ წარმოდგენილი მოხსენება "ფესტოსის დისკო - კოლხური ოქროდამწერლობის ნიმუში"; ამ მოხსენებით მან სპეციალისტების წრეს გააცნო თავისი 17 წლის მუშაობის შედეგი - მე-20 საუკუნის მეცნიერთათვის ენიგმატური ტექსტის ამოკითხვა პროტო-ქართველურ (კოლხურ) ენაზე.

თავიდანვე ცხადი გახდა, რომ მოხსენება დიდ ინტერესს გამოიწვევდა, რადგან წინასწარი გამოძახილები ძალიან დადებითი და იმედის მომცემი იყო: "მივიღეთ თქვენი ბრწყინვალე თეზისი..."

დოქტორ ციგენფუსმა (ავსტრია) მოსწერა გ. კვაშილავას: "დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი კვლევა და აღმოჩენები დრამატულად შეცვლის მრავალ ადრინდელ შეხედულებას ისტორიაზე";

ჯერომ აიზენბერგი (აშშ): "მოუთმენლად ველოდები თქვენთან და თქვენს კოლეგასთან შეხვედრას კონფერენციაზე; ვგრძნობ რომ მოხსენება ძალიან საინტერესო იქნება". ჟურნალ "მინერვაში" ჯ. აიზენბერგის სტატიაში ფესტოსის დისკოს დეშიფრირების მცდელობების რჩეულ ჩამონათვალში დასახელებულია გ. კვაშილავას დეშიფრირებაც.

პიტერ კლეიტონი (დიდი ბრტანეთი): "... [თქვენი მოხსენება] გამორჩეულად საინტერესო ჩანს, ვფიქრობ, მას დიდი კამათი მოჰყვება. ...დოქტორ აიზენბერგი, დოქტორ მერონი და მე მივესალმებით თქვენ მიერ ამ მნიშვნელოვანი კონფერენციის მსვლელობაში შეტანილ წვლილს".

კონფერენციას ესწრებოდა 60-ზე მეტი მსმენელი, რომელიც უდიდესი ყურადღებით უგდებდა ყურს გამომსვლელებს. ყოველი მოხსენების მერე გამოდიოდნენ მონაწილეები და თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, მშვიდად და არგუმენტირებულად იცავდნენ თავიანთ პოზიციას.

მომხსენებლები ჩამოსულნი იყვნენ გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, შეერთებული შტატებიდან, საბერძნეთიდან (კრეტიდან) და საქართველოდან (ბ-ნი გია კვაშილავა და ამ სტრიქონების ავტორი). სამწუხაროდ იტალიიდან, რომიდან ავადმყოფობის გამო კონფერენციაზე ვერ ჩამოვიდა ფილოლოგიის დოქტორი ლუი გოდარი, რომელიც დღეს გერეთ ოუენსთან და ივ დიუოსთან ერთად ითვლება ფესტოსის დისკოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მკვლევარად მსოფლიოში. სწორედ ლუი გოდარის იუბილეს მიეძღვნა ორგანიზატორების მიერ გამართული საზეიმო სადილი. ლუი გოდარის მოხსენება "ფესტოსის დისკო და ეგეოსური ცივილიზაცია" კონფერენციის გახსნის დროს წაიკითხა მარკ მერონიმ.

კონფერენცია გახსნა და მოხსენება წაიკითხა ჯერომ აიზენბერგმა (ნიუ-იორკი, აშშ). უნდა ითქვას, რომ მომხსენებლები მართლაც მკაცრად იყვნენ შერჩეულები. ლუი გოდარის გარდა აქ მოწვეული იყვნენ და ჩამოვიდნენ ფესტოსის დისკოს ყველაზე ცნობილი და სახელიანი მკვლევარები: გერეთ ოუენსი (ჰერაკლიონი, კრეტა, საბერძნეთი), ტომ პალაიმა (ოსტინი, ტეხასი, აშშ), დიტერ რუმფელი (დიუსელდორფი, გერმანია), ჯონ კოლმანი (ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი), რიჩარდ სპროუტი (ურბანა, ილინოისი, აშშ), ნიკლას რიდი (ფოლკსტოუნი, კენტი, დიდი ბრიტანეთი), აგრეთვე მოხსენებით გამოვიდა პიტერ კლეიტონი (ჰემელ ჰემპსტედი, დიდი ბრიტანეთი).

ამ მეცნიერებმა მრავალი წელი მიუძღვნეს ფესტოსის დისკოს შესწავლას, მისი შესრულების ტექნიკის ანალიზს, ტექსტის წაკითხვის მიმართულების დადგენას, დათარიღებას, მისი ავთენტურობის გარკვევის საკითხს, მისი პალეოგრაფიული პარალელების ძიებას; ისინი გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს ტექსტის სავარაუდო ენის თაობაზე და სხვა. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები სწორედ ამ საკითხებს ეძღვნებოდა, უაღრესად ზუსტად, ნათლად იყო ჩამოყალიბებული და ამიტომაც უაღრესად საინტერესო იყო. როდესაც ორგანიზატორებს ვუთხარი, რომ კონფერენცია ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა, მიპასუხეს, რომ ეს განაპირობა მოხსენებათა მკაცრმა არჩევამ და შედარებით მცირე რაოდენობამ.

როგორც კონფერენციაზე ისე არაოფიციალურ შეხვედრებზე არაერთგზის იმეორებდნენ ფესტოსის დისკოს პირველი და უაღრესად ნაყოფიერი მკვლევარის სერ ართურ ევანსის, ასევე B-ხაზოვანი წარწერების ამომკითხავი მაიკლ ვენტრისისა და ჯონ ჩედვიკის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ დისკოს ენა მათთვის უცნობია და რომ A-ხაზოვანი წარწერისა და ფესტოსის დისკოს ტექსტის ენა ერთიდაიგივეა, განსხვავებულია მხოლოდ შრიფტი.

ზოგი მათგანი ამბობდა, რომ შეუძლებელია დისკოს ტექსტის წაკითხვა იმის გამო, რომ ასეთი წარწერის მხოლოდ ეს ერთი ნიმუშია აღმოჩენილი - ვლადიკავკაზში ნაპოვნი ნატეხი, რომელიც დისკოს ნიშნებს იმეორებს, როგორც ჩანს, ყალბად ითვლება.

სერ ევანსის, ლუიჯი პერნიესა და სხვათა მიერ თავის დროზე გამოთქმული აზრი იმის თაობაზე, რომ დისკოს ტექსტი ჰიმნია, გაზიარებულია ყველა მკვლევარის მიერ. როგორც კონფერენციაზე ითქვა, დისკოს ტექსტი, როგორც ჩანს, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო მისი შემქმნელებისათვის, რადგანაც მათ დიდი ყურადღება დაუთმეს ტექსტის სიზუსტეს ან იქნებ კანონიკურ ხასიათსაც და მისი დამზადების საგანგებო ტექნოლოგიას, რომელიც დისკოს დროის გამანადგურებელი მოქმედებისაგან დაიცავდა (დ. რუმფელი). ("რა არის ისეთი ამ ტექსტში, რაც მის მბეჭდავს სურდა უსათუოდ გადარჩენილიყო ჟამთა სიავეს?" კითხულობდნენ მკვლევარები).

ცხადია, ბ-ნი გია და მეც ცოტას ვნერვიულობდით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა სახით ჩატარდებოდა მოხსენება, როგორი აღსაქმელი იქნებოდა რთული და გადატვირთული მასალა მსმენელისათვის. რეგლამენტი შეზღუდული იყო და ძალიან მკაცრიც - დიდი თხოვნის შემდეგ სულ სამი-ოთხი წუთი მოგვიმატეს, რაც ოდნავი შეღავათი იყო მხოლოდ. ამიტომ იქაც, ლონდონში ყოფნისას დიდი დრო მოვანდომეთ მოხსენების ტექსტის შემცირებას, ისეთნაირ გამარტივებას, რომ არ დაკარგულიყო მნიშვნელოვანი დებულებები, რომლებიც წარმოადგინა გ. კვაშილავამ.

სამწუხაროდ ამ შემოკლების გამო ვერ მოხერხდა სრულად ყოფილიყო ნახსენები ის ქართველი მეცნიერები (მრავალი მათგანი აწ გარდაცვლილია), რომლებიც ამდენს იღწვოდნენ და იკვლევდნენ საქართველოს უძველეს ისტორიას (ესენი პირველ რიგში იყვნენ: ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, იოსებ ყიფშიძე, პავლე ინგოროყვა, სიმონ ყაუხჩიშვილი და თინათინ ყაუხჩიშვილი, აკაკი შანიძე, გიორგი ჩიტაია, ვარლამ თოფურია, სიმონ ჯანაშია, აკაკი ურუშაძე, პანტელეიმონ ბერაძე, ოთარ ლორთქიფანიძე, გივი მაჭავარიანი, თამაზ გამყრელიძე); ისინი თავიანთი ნაშრომებით ადასტურებენ და მხარს უჭერენ გ. კვაშილავას კვლევის დასკვნებს.

უნდა ითქვას, რომ მოხსენებათა განრიგი საკმარისად ჭკვიანურად იყო შედგენილი. 12 მოხსენებიდან ჩვენი მე-11 იყო, ტომ პალაიმას, გერეთ ოუენსისა და ნიკლას რიდის შემდეგ, რაც ძალიან სასიამოვნო იყო, ჯერ ერთი, იმის გამო, რომ ჩვენ "გამორჩეულ საზოგადოებაში" მოვხვდით, მეორეც იმიტომ, რომ წინა დღეს მოვასწარით შევჩვეოდით კონფერენციის საერთო ტონს, შევაფასეთ აუდიტორია (პროფესიონალური!) და ა.შ.

მოხსენების დროს წარმოდგენილი იყო მტკიცებულებებისათვის ძლიერ მნიშვნელოვანი მდიდარი კომპიუტერული მასალა - ეს მასალა საგანგებოდ მოიწონეს მოხსენების შემდეგ მსმენელებმა და ორგანიზატორებმა.

მოკლედ ვიტყვი, რომ მოხსენებაში წარმოდგენილი იყო გ.კვაშილავას არგუმენტები დისკოს ტექსტის წაკითხვის მიმართულების შესახებ დისკოს ცენტრიდან პერიფერიისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციაზე ტექსტის წაკითხვის მიმართულებად უმრავლესობის მიერ არაერთგზის დასახელდა პერიფერიიდან ცენტრისაკენ წაკითხვა, ტიპოლოგიური კომპიუტერული მასალით გამაგრებული გ. კვაშილავას ექვსი არგუმენტი არავისათვის არ გამხდარა საკამათო...

წარმოდგენილი იყო ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშანთა წაკითხვისათვის გ. კვაშილავას მიერ შექმნილი ალგორითმი, რომელიც ბუნებრივად ეყრდნობა თვით მასალის გრაფიკულ მონაცემებს და მარტივად, ცალსახად მოიცავს არა მარტო დისკოს ტექსტს, არამედ ვრცელდება, აგრეთვე, იმ სამ წარწერაზეც, სადაც გამოყენებულია ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშნები. ესენია: წარწერა არქალოხორის ცულზე, მალიის ქვის ბლოკზე და ფესტოსის ლარნაკზე.

მოხსენებაში წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, უმნიშვნელოვანესი ლინგვისტური მასალა, რომელიც მიღებულია თ.გამყრელიძისა და გ.მაჭავარიანის მიერ შედარებითი მეთოდებით პროტო-ქართველური (კოლხური) ენის აღდგენისას. მთელი ეს მასალა ადეკვატურად ასახულა ფესტოსის დისკოს წარწერაში, რაც მტკიცედ უჭერს მხარს გ. კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს კოლხურ (პროტო-ქართველურ) ენაზე წაკითხვას. ტექსტი თარიღდება იმ პერიოდით, როდესაც ჯერ არ არის მომხდარი საერთო-ქართველურის დაშლა ერთი მხრივ მეგრულ-ჭანურ, ხოლო მეორე მხრივ ქართულ განშტოებებად (ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეული).

წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, დისკოს ტექსტის როგორც ზოგადი ინგლისური თარგმანი, ისე ცალცალკე ნახატ-ნიშნების ზოგჯერ მორფოლოგიური ღირებულების მარცვლოვანი წაკითხვაც. შეჯამებული იყო, აგრეთვე, დისკოს ორივე მხარიá

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას

Post by ZVIOSULI » 25 თებ 2009, 10:15

Tamari-ch.

გაშიფრული ქექსტი სად არის?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას

Post by Tamari-ch. » 01 მარ 2009, 04:06

http://kvashilava-gia.com/

დაბრიდეს საიტი -
თქვენ კი არ გჯეროდათ.
:twisted:


ZVIOSULI
იმ საიტზე იდო ტექსტი
აი ატვირთული
აი ესაა


kolxuri okrodamcerlobis nimushis festosis diskos.rar

http://bin.ge/file/13376/kolxuri-okroda ... s.rar.html

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას

Post by ZVIOSULI » 02 მარ 2009, 12:06

Tamari-ch.


სენსაცია რაში მდგომარეობს, რომ ყველა "ენები" ერთმანეთში გადახლართულია როგორც მსოფლიო ფინანსები მსოფლიო ბანკებში?

ეგ ისედაც ვიცოდი.... :(
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას

Post by Tamari-ch. » 04 მარ 2009, 20:43

ZVIOSULI wrote:Tamari-ch.


სენსაცია რაში მდგომარეობს, რომ ყველა "ენები" ერთმანეთში გადახლართულია როგორც მსოფლიო ფინანსები მსოფლიო ბანკებში?

ეგ ისედაც ვიცოდი.... :(

სენსაცია იმაშია,
რომ თუ დადასტურდა ეს აღმოცენა -
ეს ნიშნავს, რომ ბიძია მარი, ჰუმბოლტი და გამსახურდია მართალნი იყვნენ....
კვაშილავამ უკვე მიიღო მოწვევა სხვა ქვეყნებშიც.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას

Post by kotetbeli » 04 მარ 2009, 20:58

Tamari-ch.

ადრე ამ თემაზე ფორუმ.გე-ზეც ვწერდი.

როგორ ვთქვა, მოკლედ, ფესტოს დისკო არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი თემა, თავისდროზე ყაუხჩიშვილის კაბინეტშიც გადაჯეგილი მაქვს რაც კი რამე მაგაზე ლიტერატურა იყო და ინტერნეტშიც სულ ვკითხულობდი ვინ რას როგორ ცდილობდა ამ დისკოზე.

სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი როგორ გაშიფრა, ანუ რა მეთოდით? აი, ეს არის პირველი კითხვა, რასაც მეცნიერი კითხავს.
ხოლო თუ ის ამბობს მეთოდი გასაიდუმლოებულიაო, მაშინ მეც გამოვაცხადებ ხვალ საიდუმლო მეთოდის გავშიფრე ფესტოს დისკო და მინოსის სახლის შიდააღწერილობის ნუსხა-ჩამონათვალიათქო, ან უბრალოდ სამარჩიელო ნივთი, ან საზღვაო რუკა ერთგვარი და ა.შ.

მოკლედ, სანამ არ გავიგებ რა მეთოდით გაშიფრა, მანამდე არასერიოზულად მეჩვენება.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას

Post by Tamari-ch. » 04 მარ 2009, 21:16

kotetbeli
ორი სიტყვით აგიხსნი როგორ გაშიფრა-

ანუ ჯერ უნდა წაეკითხა ნახატ ნიშნები ძველქათულად.
ანუ მაგალითად როგორ ჟღერდა ძველად ლომი, კაცი -
ანუ ყველა ის ფიგურა - რაც გამოსახული იყო დისკოზე.

შემდეგ -
საიდან უნდა წაიკითხო ცენტრიდან თუ პერიფერიიდან -
შეადარა რა სხვა უძველეს დამწერლობებს - 9 პუნქტით დაადასტურა რომ იკიხება ცენტრიდან

შემდეგ -
გაკეთდა დასკვნა, რომ დამწერლობა იყო სილაბური.
ვინაიდან ნახატ - ნიშები იყო 48 -
ეს კი ძალიან ბევრია ანბანისათვის და ძალიან ცოტა იეროგლიფისათვის.
ამიტომ რჩება ერთი - ეს სილაბური დაწერლობაა
არის კიდევ ერთი დეტალი -
ანუ ზოგი ნახატი სამ ან ორ პოზიციაში გვხვდება
მაგალითად ქორი-
ეს სილაბურ დამწერობას ახასიათბს.
ანუ ლომი (ჯილო ძველ ქართულად) ერთ პოზიციაში იკითხება როგორ ჯლ
ამორტიალებულ ვარიანტში კი ლჯ

აი აქ კარგად ჩანს ეს პოზიციები-
Image

შემდეგ -
დაიწყო კითხვა ასეთი სილაბური წესით ნახატ ნიშნების
და შედეგად მიიღო ტექსტი
ძველქართული ტექსტი
უაზრობა რომ გამოსულიყო ან ნახატნიშნებით და ტექსტი არ გამოსულიყო-
ესე იგი მცდარ გზაზე იყო.

მაგრამ ყველაზე სენსციური იყო ის,
რომ კვაშილავას წესით წაკითხული იქნა სხვა კრეტული წარწერაც -
მაგალითად არკალოხორის ცული.

აი ესაა არკალოხორის ცული-
აქ შემოხაზული უბანი იკითხება კვაშიალავს მეთოდით
Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას

Post by kotetbeli » 05 მარ 2009, 10:26

Tamari-ch.

1. რომელი 9 პუნქტით დაადასტურა, რომ ცენტრიდან იწყება ფესტოს დისკოს ნაწერი?

2. დამწერლობის სილაბურობა მხოლოდ იმ გარემოებით დაასკვნა, რომ 48 სიმბოლო იყო გამოყენებული, რაც ძალიან ბევრია ანბანისთვის და ძალიან ცოტა იეროგლიფისთვის?
მაშ რა ვუყოთ პიქტოგრამების და იდეოგრამების არსებობას, რომელიც იეროგლიფურ დამწერლობამდე ეტაპებია? რით გამოირიცხა ეს ორი მოდელი?

3. დავუბრუნდები ისევ დასაწყისს: რომელ ძველქართულად წაიკითხა ნიშნები, დეეტერსის სქემის მიხედვით ფუძე ენასთან ყველაზე ახლოსმყოფი სვანურად ან ჭანურად? ანუ ,,ძველქართულში" რა იგულისხმება კონკრეტულად?

4. რომელ სხვა უძველეს დამწერლობებს შეადარა ფესტოს დისკო, აი ეს მაინტერესებს კიდევ?

ჯერ-ჯერობით ესაა ჩემი კითხვები პირველ ეტაპზე
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას

Post by Tamari-ch. » 05 მარ 2009, 12:41

kotetbeli
კი ბატონო ,
ვეცდები გაგცეთ პასუხი -
მართალია მე კვაშილავა არა ვარ,
:D
მარა მისი თეორიის ბევრ დეტალში გარკვეული ვარ...

1) 9 - ვე პუნქტი ზეპირად არ მახსოვს- ერთ ერთი იყო დისკოზე ნახატ ნიშნების ზედდება - მერე გაჩვენებთ ამ ადგილს - სადაც გარკვეულ ითანმიმდევრობით ხდება ნახატების ზედდება.

2) ეს რომ პიქტოგრამები არაა - ამაზე მეტყველებს ერთი და იგივე ნახატ ნიშნის სხვადასხვა პოზიცია, ასევე მათი გარკვეული თანმიმდევრობით დალაგება-
ანუ მაგალითდა ქორი გვხვდება რამდენიმე ადგილას, რამდენიმე პოზიციაში - და სხვადასხვა სეგმენტებში
პიქტოგრამებში ასე არაა - პიქტოგრამა ასე ხშირად არ მეორდება ტექსტში.
ერთი სეგმენტი რომ ერთი სიტყვაა - ეს ცხადზე ცხადია -
და მაშინ ერთ სეგმენტში ჩახატული სამი ოთხი ნახატ-ნიშანი სხვა არაფერი არ უნდა იყოს, თუ არა ბგერები. შეიძლება ვიფიქროთ რომ ეს ნახატები იეროგლიფებია - ნაწილობრივ ასეცაა - სილაბური და იეროგლიფური წერა ახლოსაა ერთმანეთთან. კვაშილავას გაკეთებული აქვს ამ ნახატ ნიშნების შედარებები ეგვიპტურ იეროგლიფებთან - თავისი მოხსენების დროს

3) სვანურ- ჭანურით წაიკითხა - ანუ ჯერ მოხდა რეკონტსრუქცია ძველქართული ძირების და ცალკეული სიტყვების და გამოსახული ნახატების უძველეს პროტოიბერიულამდე.
და მერე მათი წაკითხვა -
მისი თქმით ამ პროტოიბერიული ენის დაახლოებით 55 - 60 % ლაზური ძირებიდანაა რეკონტრუირებული, და 40 - 45 % ქართული და სვანურიდან. ეს ლოგიკურია,
ვინაიდან მეგრულში ყველაზე კარგადაა შემონახული უძველესი ქართული ძირები გეოგრაფიული მდებარეობის გამო -
სვანურმა განიცადა ადიღეურის გავლება - ბაალს ზემო სვანურში ბევრია ადიღეური ძირები -
და აღმოსავლეთ საქართველოში კი საკმაოდ ბევრი შემოსევები იყო და ენამ განიცადა ირანულის, სომხურის, ოსურის და ა.შ. სხვა ენების გავლენა...

4) ეს კვაშილავას არ სჭირდება.
საქმე იმაშია, რომ კვაშილავამდე ეს ბევრმა მეცნიერმა უკვე გააკეთა-
ანუ ის მეცნიერები, რომლებიც მუშაობდნენ ფესტოს დისკოზე -
ნახატ ნიშნების გამოსაცნობად იყენებდნენ ყველა იმ ენას, რომელიც არსებობდა დედამიწაზე 3600 - 4000 წლის წინ.
კოლხურზე მხოლდო ერთმა მეცნიერმა - ძებიშმა გამოიკვლია და თქვა, რომ კოლხური ყველაზე ახლოსაა პელაზგების ენასთანო.
ინდოევროპული ენები გამოირიცხა, ლუვიური, ხეთური, ეგვიპტური და ასე შემდეგ -
ყველა ამ ენებზე ნამუშევარია ეს ხალხი, და ნატახ ნიშნების ამ ენაზე წაკითხვამ -
შედეგი არ გამოიღო -
ანუ აზრიანი ტექსტი ბოლოს არ გამოვიდა.

გიამ კი მარტო ფესტოს დისკო კი არა - არკალოხორის ცულიც კი წაიკითხა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]