:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by ლეონტი » 02 თებ 2009, 19:49

თუ ვინმეს რამე რესურსი გაქვთ რაც პატარებს გაახარებს, გაართობს, და ამავე დროს ქართულ კულტურას აზიარებს, გთხოვთ აქ დააბმულოთ (დალინქოთ), რადგან ბევრი ქართველი თუ ნახევარქართველი პატარა, უცხოეთში იმყოფება, ხოლო ბევრი აქაა, მაგრამ ისეა როგორც უცხოეთში, ქართულს მონატრებული.

http://children.iatp.ge/ ან ასლი: http://children.wanex.net/

http://1tv.ge/kids/



ბუა.
ბებომ იმდენი მაშინა,
– მოვა და შეგჭამს ბუაო,
მე მგონი თვითონ შეშინდა
და წნევამ გააბრუაო.
ნუ გეშინია, ბებიკო,
მაგას ვასწავლი ჭკუასა
და შენი შეშინებისთვის,
მე თვითონ შევჭამ ბუასა.


ნოდარ დუმბაძე.


ქეთინო.
დედიკომ და მამიკო
დამიტოვეს ქეთინო,
ასე მითხრეს: – მიხედე,
არაფერი ეტკინოს;
არაფერი გატეხოს,
არ დაკუწოს კაბები,
არ მოხატოს კედლები,
არ აბურდოს ძაფები;
დაუმალე ნემსები,
დაუმალე ღილები,
მაკრატელიც დამალე,
არ დაიჭრას ფრჩხილები;
არ გააღოს კარადა,
არ დახიოს წიგნები,
ფანჯარა თუ გატეხა,
დამნაშავე იქნები;
არ მიუშვა ღუმელთან,
არ დაგვღუპო, მანანა!
არ დახაზოს პარკეტი,
დაუმალე მანქანა;
არ ჩაუშვა ეზოში,
სურდო არვინ დამართოს,
დაუმალე ფანქრები,
ხელში დანა არ ანდო;
როცა გავალთ, კარები
გადაკეტე რაზებით,
განჯინაში ჩაკეტე
ჭიქები და ვაზები.
მეტი რა დაგიბაროთ,
თვით მიხვდები დანარჩენს...
ჰო, ასანთი არ ანდო,
თორემ ხანძარს გააჩენს.
– ჰოდა, ასე თუ გინდათ,
დედიკო და მამიკო:
არაფერი შეემთხვეს
ჩემს პატარა დაიკოს;
თუ გინდათ, რომ ქეთინოს
არაფერი ეტკინოს,
მე გამიშვით კინოში,
თქვენ მიხედეთ ქეთინოს.


მანანა და ლალი.
მანანა – ლალი, ლალი, ჩემო ლალი!
ლალი – რაო, ჩემო მანანა?
მანანა – ეგ თოჯინა დედაშენმა ჩემთან გამოგატანა?
ლალი – რასა ბრძანებ, ქალბატონო!
არ გათხოვებ არასდროს,
გინდა ისევ გააცივო,
ისევ სურდო დამართო?
მანანა – რადგან ასე მეუბნები,
რადგან ასე მაჯავრებ,
დამიბრუნე ჩემი ვაშლი,
მე რომ გუშინ გაჭამე.
ლალი – არაფერიც, არაფერიც,
არაფერსაც არ მოგცემ,
იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს,
ლოყაზე რომ გაკოცე?
მანანა – მე რომ წიგნი მოგიტანე
კარგი წასაკითხავი?..
ლალი – მერე მე რომ მოგარჩინე,
ექიმი რომ ვიყავი?
მანანა – ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე
სულ არ იცი თამაში
გახსოვს, მე რომ მოგეხმარე
კანფეტების ჭამაში?
ლალი – მერე მე რომ შენს თოჯინას
გავუკეთე ნემსები?
მანანა – მერე მე რომ წაგიკითხე
დიდი, გრძელი ლექსები?!
ლალი – როგორც ვხედავ, ქალბატონო,
უმადური ბრძანდები,
დაგავიწყდა, გუშინწინ რომ
გამომართვი ბაფთები?
მანანა – არც თოჯინა მინდა შენი,
აღარც შენი ვაშლები,
ბუტე, ბუტე, გაგებუტე,
აღარ გეთამაშები.

მამალი.
როცა ავად ვიყავი,
ვსვი და ვყლაპე წამალი
და დედიკომ საჩუქრად
მომიყვანა მამალი.
ერთხელ ძია გვესტუმრა,
ბაბუამ თქვა: – რა ვქნათო? –
ბებიამ თქვა: – სასწრაფოდ
მამლაყინწა დავკლათო. –
ჰოდა, ეს რომ გავიგე,
მამალს ხელი დავავლე
და ბებიას უჩუმრად
კარადაში დავმალე.
მერე იცით, რა მოხდა?
ბებომ შიშით იკივლა...
იმ სულელმა მამალმა
კარადაში იყივლა.

ბაღი.
მე ბაღი ბაღი მეგონა,
ყვავილებით და პეპლებით,
აქ კი რა დამხვდა? – მაგიდა,
წიგნი და მასწავლებელი,
ვაშლის ფაფა და სტაფილო,
კატლეტები და სუპები,
არა, ბატონო, ამ ბაღში
უთუოდ დავიღუპები.
არ მინდა თქვენი საწოლი,
არც ეს ფაფუკი ბალიში,
ან ნამდვილ ბაღში წავიდეთ,
ან არა – სახლში გამიშვით.




ყმაწვილი და პეპელა.
ჭრელი პეპელა დაათრო
და გააბრუა იამა...
მას მიეპარა ყმაწვილი,
დაიჭირა და იამა...
ალერსით უთხრა: „პეპელა,
თავს რითი ირჩენ შენაო?
როგორ არა გღლის მთელი დღე
მოუსვენარი ფრენაო?“
პეპელამ უთხრა: „მინდორში
ვსცხოვრობ მე უზრუნველადო...
იქ ყვავილები გაშლილან
ჩემ საზრდოდ, საწუწნელადო.
რაც დღე მაქვს, ტკბილად ვატარებ,
ჩემს ნებაზედაც დავფრენო,
მაგრამ დღეგრძელი არა ვარ...
გამიშვი... ნუღა მაცდენო!“
ყმაწვილმა ხელი გაუშვა,
გაფრინდა ნაზი პეპელა...
და თითქოს ნიშნად მადლობის,
თავს ევლებოდა ნელ-ნელა.


აკაკი წერეთელი


გაზაფხული.
გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას,
თავს იწონებს ნაზი ია;
ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც
ეშხით გული გაუღია.
ხავერდივით მწვანე ბალახს
აბიბინებს სიო ნაზად,
თითქოს უნდა დაეფინოს
იმ ყვავილებს ფიანდაზად.
მაღალ მთიდან წმინდა წყარო
მოცქრიალებს ჩუხჩუხითა,
თითქოს ნანას ეუბნება
ძუძუმწოვრებს ტკბილი ხმითა.
ხის ტოტებზედ ჩიტუნები
ფრთხიალობენ, სრიალობენ;
იშენებენ მაღლა ბუდეს,
დაჰხარიან და გალობენ.
და მხლობლად იქვე თავი
მოუყრიათ ყმაწვილებსა,
იმღერიან და თან ჰკრეფენ
სხვადასხვაფერს ყვავილებსა.

ვაშლი.
ფოთლებში გამოუყვია
თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს.
ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი,
და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს.
ამბობს: „ნეტავი ეს ვაშლი
თავისით ჩამოვარდესო!
ისე მომეცეს სიკეთე,
როგორც ის გამეხარდესო!“
ამ დროს გრიგალმა დაჰბერა,
ხე შეარხია შრიალით;
კუნწში მოსწყვიტა ნაყოფი,
ძირს მოდის ბზრიალ-ბზრიალით.
ყმაწვილმა ხელი დასტაცა,
ქარს მადლი უძღვნა გულითა
და სახლისაკენ მოჰკურცხლა
ავსილმა სიხარულითა.

ვაშლი და შაქარა.
მაღლა ფოთლებში ელვარებს
ვაშლი სისხლივით წითელი,
მას აქეთ-იქით აქანებს
სიო საამო და ნელი.
დიდი ხანია შესცქერის
მაღლა ვაშლს ცელქი შაქარა,
ოჰ, ნეტავ ერთი მოსწყდესო,
ამბობს თვის გულში პატარა.
თითქოს უსმინა ქარმაო,
ხე შეარხია გრიალით,
ყუნწში მოსწყვიტა ნაყოფი,
ძირს მოდის ბზრიალ-ტრიალით.
ყმაწვილმა ხელი დასტაცა,
ქარს მადლი უძღვნა გულითა
და სახლისაკენ მოჰკურცხლა
აღვსილმა სიხარულითა.



optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by optimisti » 03 თებ 2009, 12:06

ხომ არ გახსოვთ ლექსი :
"დათუნია დრუნჩასა,
ქილა ერგი თაფლისა...."

მე აღარ მახსოვს. არადა ამერიკელი ქართველისთვის მინდა

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by pataputina » 03 თებ 2009, 12:11

ზღაააარბო ზღაააარბო ქაცვიააა
ეგ რა ქურქი გაცვიააა
დამიკაწრა ხელები
მაგ ჩხუტუნა ნემსებმა
ნეტავ შენი დედიკო
როგორ გეალერსება?

:roll: :oops: :oops:


და ისა...


ინკლი ბინკლი კიბესა
ბლაბლაბლა
ბაჭიები სკუპიან

:oops: :oops: :oops:


ვუი..ეგ ლექსი ხომ არ გახსოვთ ვინმეს
ბაჭიები სკუპიან

:oops:

და ისა.. ჩემი ბავშვობის კოშმარი

გულთეთრას ჰყავდა ორი ბაჭია
ორივე იყო მეტად პააწიაა
დედას ახსოვდა დღეები მწარე
და
არ უშვებდა ბაჭიებს გარეთ და ბლაბლაბლა ......: )))
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by ლეონტი » 03 თებ 2009, 19:34

optimisti wrote:ხომ არ გახსოვთ ლექსი :
"დათუნია დრუნჩასა,
ქილა ერგი თაფლისა...."

მე აღარ მახსოვს. არადა ამერიკელი ქართველისთვის მინდა
დათუნია დრუნჩა
გივი ჭიჭინაძე

დათუნიას ერგო
ერთი ქილა ერბო.

მიდიოდა გზაზე,
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

უცებ შეხდა ვირთხა _
არ უცდია დიდხანს,
თქვა: _ დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!

რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ერთი მუჭა.

მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

წინ დაუხვდა ზღარბი,
მშიერ და ხარბი,
თქვა: _ დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!

რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.


მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!



გადმოუდგა მელია,
გაუწვდინა ყელია,
თქვა: _ დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!


რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.

მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

ბოლოს შეხდა კოდალა,
დათვს კი არა ჰქონდა რა!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lama » 03 თებ 2009, 22:20

ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო
ჭალას ჩიტი მომკვდარიყო
მაღლა შევდე დამპალიყო
დაბლა დავდე გამხმარიყო

დიდ ქვაბში არ ეტეოდა
პატარაში ლაღად იყო
ასმა კაცმა ვერ შეჭამა
პატარძალმა ლუკმად იგდო
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by ლეონტი » 04 თებ 2009, 11:01

pataputina wrote: და ისა...


ინკლი ბინკლი კიბესა
ბლაბლაბლა
ბაჭიები სკუპიან

:oops: :oops: :oops:


ვუი..ეგ ლექსი ხომ არ გახსოვთ ვინმეს
ბაჭიები სკუპიან

:oops:
კიკლი-კიკლი კიბესა,
ყურცქვიტების ციხესა,
ბაჭიები სკუპიან, მელა კბილებს ილესავს.
სტაფილო მაქვს ჩანთითო,
აქეთ ჩამობრძანდითო,
არ ჩამოვალთ არაო,
მელა მატყუარაო.

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by optimisti » 04 თებ 2009, 16:05

Leonti, დიდი მადლობა ლექსისთვის

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 04 თებ 2009, 21:25

...
Last edited by lali on 04 თებ 2009, 21:28, edited 1 time in total.
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 04 თებ 2009, 21:26

ლეონტი

რა სასიამოვნო და საყვარელი თემაა :)

ის დრო გამახსენა , პატარებთან რომ მქონდა ურთიერთობა. რა უშუალოები და მიმდობები არიან :)

ახლანდელ პატარებში კი ისეტ აგრესიას ვხედავ. არა თუ საზღვარგარეთ მყოფ პაწიებს, არამედ აქ, საქართველოში მცხოვრებ პატარებსაც არ აწყენდათ ასეთი თბილი და მართლაც საბავშვო ლექსების წაკითხვა. :)

დიდი სიამოვნებით მოგაწვდით ცნობილ თუ არაცნობილი პოეტების საბავშვო ლექსებს :)

სხვათა შორის, ''კიკლი კიკლი'' - მაყვალა მრევლიშვილის ლექსია

:)
esec gaivlis....

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by Linda » 04 თებ 2009, 21:30

კაკ-კუკ, კაკ-კუკ

მე ვარ ხურო

სახლს ვაშენებ

კი არ ვხუმრობ :D :D

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 04 თებ 2009, 21:35

მონადირე ფისო

უყურეთ, ფისოც პირს იბანს,
სულ გაილოკა თათები,
გადაიბზინა ქათიბი,
ბრძანდება ღამენეთევი.

თვალები ამოიწმინდა,
ყური ასწია-დასწია,
ულვაშზე თათი გადისვა,
სათაგვეთისკენ გასწია.


მ. მრევლიშვილი
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 04 თებ 2009, 21:39

ანაო

ანაო,
ანა-ბანაო,
არ მინდა
პირის ბანაო.

-თუ პირის ბანა
არ გინდა,
ვერ წახვალ
ბებოსთანაო.


მ. მრევლიშვილი
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 04 თებ 2009, 21:42

ყვინჩილა

ყვინჩილამ თქვა:
ვსინჯავდი
ფერად-ფერად
ნაყინებს,

გამიცივდა
ჩიჩახვი
წარამარა
მაყივლებს.

მ. მრევლიშვილი
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 04 თებ 2009, 21:51

საქანელა

ახლა ჩემი ჯერია,
ჩამობრძანდი, მელია!
გელოდები, ლოდინით
გული გადამელია.

ეგ რა მეგობრობაა,
მარტო შენ რომ ქანაობ?
ქანაობა მეც მინდა,
დამსვი ხანდახანაო.

- აბა რა ვქნა, გენაცვა,
ძლიერ მინდა ჩამოსვლა,
ხომ ვერ ჩამოვფრინდები,
თუ ილომ არ ჩამომსვა?!

ავქანდი და დავქანდი,
ოდელია, დელია!-
ულვაშებში იცინის
ეშმაკუნა მელია.

მ. მრევლიშვილი
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 06 თებ 2009, 21:05

მზის სხივი და წვიმის წვეთი

მზის სხივს შეხვდა
წვიმის წვეთი,
მოეწონათ
ერთმანეთი.

-წვეთო, წვეთო,
თქვი მართალი,
საით მიჰქრი,
სად იჩქარი?

-ღრუბლის ფთილამ
გამაგზავნა,
ყვავილებთან
მიმაქვს წყალი.

ჰეი, სხივო,
გზას რომ მითმობ,
შენ საითღა
მიხვალ თვითონ?

- ცხრათვალა მზემ
გამაგზავნა
ყვავილებთან
მიმაქვს სითბო.

გ. ჭიჭინაძე
esec gaivlis....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]