:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by Ninukala » 22 დეკ 2010, 18:00

დღეს სკოლაში მივდივარ
და ვერ ველევი თოჯინას.
ვიცი მასთან განშორება
ბევრ საფიქრალს მომიტანს.

ახლა წიგნი, ასოები,
გვერდზე მრჩება თამაში,
მერე როგორ დავეხმარო
ჩემს თოჯინას ჭამაში?

მაინც ასე გადავწყვიტე
შევიყვარო წიგნები.
როცა დიდი გავიზრდები
კარგი დედა ვიქნები.


მარინა ბლიაძე (ჩემი დედიკო.... :*)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lama » 22 დეკ 2010, 19:00

ლეონტი
არც ერთი ბმული არ იხსნება :(
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by ლეონტი » 22 დეკ 2010, 21:13

Sarajistka wrote:http://www.press.tsu.ge/GEO/sabavshvo/i ... vshvo.html

ვფიქრობ ბავშვებისთVის ერთ-ერთი საუკეთესო საიტია.
აი ეს იხსნება.
ესეც ;

მაგდანას ლურჯა"

http://www.gio-gio.ucoz.com/load/1-1-0-32

ესეც
ქაჯანა" ნიკო ლომოურის მიხ.

http://allshares.ge/download.php?id=0AD316337

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by Ninukala » 22 დეკ 2010, 23:42

პატარა ქართველის სიმღერა

ჰერი ბიჭებო ჰერიო,
მოვდივარ მოვიმღერიო,
ჩემს ლამაზ მთა-ბარს ვფიცავარ
არ გავახარო მტერიო.

სადაც არ უნდა წავიდე
ვიქნები ქვეყნის მცველიო.
არ შეგარცხვინო მამულო,
შენს აყვავებას ველიო.

თუნდ მწყემსი ვიყო, ან მეზვრე,
მეფოლადე თუ მხვნელიო,
ყველგან სიკეთე დავთესო,
ვიყო, მამულის მცველიო.

სწავლული გავხდე დიადი,
ზეცას შევახო ხელიო,
თუ გიღალატო მამულო,
არ მერქვას მე ქართველიო.

დათუნია დრუნჩა

ზოოპარკში წაიყვანა
დედამ ცელქი უჩა.
გაუხარდა როცა ნახა
დათუნია დრუნჩა.

უთრხა - დათვო, დათუნია
თუ გაჭმევენ თაფლსო?
წამო ჩემთან მე გასწავლი
ფუტკრებიან სკასო.

დათვმა უთრა - ჩემო უჩა
ვფიცავ ამ ჩემს თათსო,
ახლა თაფლს სჯობს,
თუ გამიღებ, ამ გალიის კარსო.

მარინა ბლიაძე
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by Ninukala » 22 დეკ 2010, 23:51

მოდა, მოდა...

რა სჯობია როცა კოხტად
მაცვია და ვკეკლუცობ.
თან ყველასგან მოწონებას
აღტაცებას ვღებულობ.

მაგრამ რა ვქნა, მამიკო და
ჩემი ტკბილი ბებია,
ასეთ საქციელის გამო
ბევრჯერ გამბრაზებია.

მაინც მოდის ტრფიალი ვარ,
მაინც მოდით ვამაყობ,
ხშირად, ხშირად ჩემს სარკის წინ
ქალობანას ვთამაშობ.

შემომხედეთ... თუნდაც ახლა
როგორ გარდავიქმნები,
ეს პატარა ციცქნა გოგო
ქალად გადავიქცევი.

შემოვიცმევ მაღალ ქუსლებს
და დედიკოს ბეწვის ქურქს,
შემდეგ ყელზე შემოვიგდებ
ჩემს ბებიკოს მელის კუდს

ტუჩზე პომადას წავიცხებ,
გავიკეტებ ყელსაბამს,
ქურქის გარეთ შემოვირტყავ
ულამაზეს გრძელ ქამარს.

რა სჯობია როცა კოხტად
მაცვია და ვკეკლუცობ.
თან ყველასგან მოწონებას
აღტაცებას ვღებულობ.

მიყვარს მზერა ფარული და
მიყვარს თვალის პაჭუნი,
ამას მაშინ ვიმსახურებ
როცა ვარ გაპრანჭული.

მარინა ბლიაძეა
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by Ninukala » 23 დეკ 2010, 00:10

ეს ლექსი დედიკოსი ძალიან მომწონს, რადგან ქართულ ანბანის მიხედვით არის დაწერილი :)

ფრინდა უდიდან ნოლი,
ალი ფერება არდს,
ვინთან რითინა წვევდა
ურდღელს, ომსა და აჩვს.

იორს, ხრახუშსა და რასს,
ირაფი იონით რწყავს.
ტვენს ოროლა და მღერის
ერდობს, ედსა და ვარს.

აყაჩოს აშვი ასცქერის,
იდან ერა ეძებს ყალს.
იხვი არჯიხვთან იდაობს
იმნი უმღეროთ მათ.

მარინა ბლიაძე
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by optimisti » 23 დეკ 2010, 10:54

გმადლობ გვალდა გამოხმაურებისათვის!!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by Naia » 23 დეკ 2010, 11:24

Ninukala
რა კარგი ლექსია, ნინ :*

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by Ninukala » 23 დეკ 2010, 17:02

Naia
მადლობა ნინ.... :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by chuna » 20 იან 2011, 09:15

მხატვარი მელა.


ახლოს დამიჯექ ყარყატო.
უნდა ლამაზად დახატო!

სანამ წინ დაგიჯდებოდე,
მანამ გაგიხმეს ყანყრატო!


გივი ჭიჭინაძე

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]