:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by Bivrili » 16 თებ 2009, 22:46

თხუპნია

უკვირს შალვას, გაიძახის:
ანის ეს რა უქნია,
ცხვირი ლოყა,ხელები
სულ მთლად გაუთხუპნია.
სასაცილოდ დატანტალებს,
შუბლზეც მური აცხია
ბებოს კაბა უპოვნია
და ამაყად აცვია.
გურიკოსაც არ ასვენებს,
ცელქია და ანცია.
პრანჭიკელა იქნება,
ზედ კოჭებზე ატყვია.

ჯ.მაღრაძე
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by Bivrili » 16 თებ 2009, 22:49

ვინ არის მხატვარი?


კომბოსტოს, ჭარხალს,სტაფილოს,-
მინდა ვიცოდე ყველაფერს,
ბოსტანში სხვადასხვაფერად,
ნეტავი ვინ აფერადებს?

პამიდორს წითლად ვინ ღებავს,
კიტრს ხან ყვითლად და ხან მწვანედ?
საზამთროს ასე რა ატკბობს,
წიწაკას რაღა ამწარებს?

ფერიც სხვა აქვს და სურნელიც,
რეჰანს,ქინძსა და კამასა,
მაკრატლით მათი ფოთლები,
ნეტავ ვინ შეალამაზა?

სულ ბოსტანში ვარ ჩამჯდარი,
სადაც დგას ჩემი ჩინარი,
ვდარაჯობ უცხო მხატვარს და
ვერ დავინახე ვინ არი?

ნ.თარგამაძე
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by Bivrili » 16 თებ 2009, 22:56

გამოცანები


1.
კუდაბზიკა,თავმომწონე
ყველის ნახვამ აამჩატა,
მსუნაგია თაგვის მტერი,
ღნავილა და ჰქვია .........
კატა


2.
კუდნამგალა დეზებით,
კრუხ-წიწილის ამალით,
დაბრძანდება ეზოში,
თქვი რა ჰქვია?
მამალი


3.
ავმუცელა,მსუნაგი
დედალ-მამლის მტერია,
ტყუილების გუდაა,
კუდფუმფულა.....
მელია


4.
ნაცრისფერი ქათიბი
უხდება ჩვენს პრანჭიას,
ბაფთასავით ყურები
ალამაზებს პაწიას,
კომბოსტო და სტაფილო
ურჩევნია ვარდს,იას.
გამოიცან, სახელად
მას რა ჰქვია?
ბაჭია
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by ლეონტი » 01 მარ 2009, 15:46

ვიმეორებ წინა გვერდებზე დადებულ ბმულებს;

http://children.iatp.ge/ ან ასლი: http://children.wanex.net/

http://1tv.ge/kids/


http://www.press.tsu.ge/GEO/sabavshvo/i ... vshvo.html

და ვამატებ ფილმის გადმოსაქაჩ ბმულს:

"მაგდანას ლურჯა"

http://www.gio-gio.ucoz.com/load/1-1-0-32

Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by ლეონტი » 09 მარ 2009, 09:57

საბრალო დედაბრისასა
თაგვნი ყანასა მკიანო,
ლომნი უგრეხენ ულოსა
და ვეფხვნი შეუკვრიანო;
დევნი ურემსა უბიან,
ირემნი ძნასა ჰყრიანო,
შველნი კევრებში შებმულან,
კალოს გარს დარბენიანო;
ზედ ანგელოზნი უსხედან,
ტკბილ ხმაზედ დასძახიანო,
ჭინკები მარდად უქცევენ,
ყანასა გაჰფორცხიანო;
ტახნი მისწევენ კალოსა,
მელები კუდით ჰგვიანო,
წერონი ანიავებენ
და ბატნი დაჰკაზმიანო;
დათვებს ჰკიდიათ ტომრები,
ორმოში პურსა ჰყრიანო,
მგლები წისქვილში გაგზავნეს,
პურს მალე დაუფქვიანო;
შაშვი ფქვილს მტკიცავს,გნოლი ჰზელს,
კაჭკაჭნი ამოჰქნიანო,
მტრედნი ჩააკვრენ ლავაშსა
და გვრიტნი ამოჰყრიანო;
ვარიები ამზადებენ,
იხვნი სუფრასა შლიანო,
ზეცას ტოროლა გაგზავნეს,
სტუმრები მოჰკრიბიანო,
შენს მადლსა,ჩხიკვნი ნუ გვინდა,
სუფრასა აგვიშლიანო;
სილამაზითა ხოხობი
შუაში ჩაისვიანო,
ბულბული გალობისათვის
სულ თავსა დაისვიანო,
საწყალი ბერი ქედანი
ბოლოში მოიგდიანო,
ერთად სმენ,სჭამენ,ლხინობენ,
„ჰარალეს“ დასძახიანო.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by Kakha » 09 მარ 2009, 11:02

ლეონტი
გაიხარე. ამაზე უკეთესი რა უნდა წამეკითხა ამ დილას.....

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lama » 09 მარ 2009, 19:35

ლეონტი
გაიხარეეეეეეეეეეეეეეეეე


მადლობა


გადამისროლე ღრმა ბავშვობაში

კარგი ადამიანი ხარ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში


GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 მარ 2009, 00:56

ლეონტი
ვიტყოდი, რომ ძნ კეთილი თემაა.
დიდი იმედი მაქვს, მუდმივად განაახლებ.
მეც რაღაცეებს მოვძებნი და შემოგთავაზებ.
მათ შორის, ბმულებსაც
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by Lola » 26 მარ 2009, 05:57

lama wrote:ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო
ჭალას ჩიტი მომკვდარიყო
მაღლა შევდე დამპალიყო
დაბლა დავდე გამხმარიყო

დიდ ქვაბში არ ეტეოდა
პატარაში ლაღად იყო
ასმა კაცმა ვერ შეჭამა
პატარძალმა ლუკმად იგდო
გასაკვირი არაა შეშინებული რატო დავდიოდი ბავშობაში....
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by ლეონტი » 03 აპრ 2009, 22:15

კიდე 1 ფილმი პატარებისთვის:

აქ ათეისტური გაჭედვებია, მაგრამ საერთოში ფილმი უნიკალურია.
ხარისხიც არ ვარგა, მაგრამ სულ არარაობას ჯობია:
"ქაჯანა" ნიკო ლომოურის მიხ.

http://allshares.ge/download.php?id=0AD316337
Last edited by ლეონტი on 04 აპრ 2009, 00:27, edited 1 time in total.

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 04 აპრ 2009, 00:01

წუხელი რწყილმა მიკბინა
გათენებისა ხანსაო,
ავდექ, ავანთე სანთელი,
გავუდექ იმის კვალსაო.

გავიხედე და გასულა
აზამბურისა თავსაო,
დავუჩოქე და ვესროლე,
მოვარტყი ბეჭის ფთასაო.

ასსა ურემზე დავუდებ
სამას უღელსა ხარსაო,
მიჰქონდეს გაჭირვებითა,
ამტვრევდეს ფერსო-ჭალსაო.

ამას ქალაქში ჩავიტან
დიდი ვეზირის კარსაო,
ლიტრას აბაზად გავყიდი,
უყურე მოგებასაო.

ხალხური
esec gaivlis....

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by optimisti » 22 დეკ 2010, 17:23

ვინმე ხომ ვერ დამეხმარება ამ ლექსის გახენებაში:

"კარი გამიღეთ მეკვლე ვარ,
ახალწლის მახარებელი......"

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by გვალდა » 22 დეკ 2010, 17:39

მეკვლე

კარი გამიღეთ!
მეკვლე ვარ
სულს ღაფავს
ღამე ბებერი!
ისმის მამლების
ყივილი
ახალწლის მაუწყებელი!

ჩვენც ავიშალეთ,
ბალღებო,
და შევხვდეთ
როგორც შეჰფერის!
ხარობდეთ!
ფეხი შემოვდგი!
გილოცავთ
ხონჩა-ძღვენითა!
დაიზარდენით,
ისწავლეთ,
დრო გაატარეთ
ლხენითა!

გიორგი ქუჩიშვილი
სვანეთოლოგი

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by გვალდა » 22 დეკ 2010, 17:43

optimisti
მაგრამ შენ მგონი ამ ლექსს არ ეძებ:

http://children.wanex.net/

აქ უნდა იყოს შენ რასაც ეძებ, ის.
სვანეთოლოგი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]