:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 06 თებ 2009, 21:19

გაზაფხულის წვიმა

გაზაფხულის წვიმის მოსვლა
ნეტავ ვის არ აამღერებს,
მზის სხივებთან ერთად მოსავს
ამწვანებულ მთებს და სერებს.

_წკაპ-წკაპ!_ ფოთოლს,
_წკუპ-წკუპ!_ ყვავილს,
_კაკ-კუკ! კაკ-კუკ! _ ფანჯრის მინას
უალერსებს უამრავი
წვიმის წვეთი პაწაწინა.

ამ დროს ჩემი ჭრელი ქოლგაც
სიხარულით ფრთებს შლის თითქოს,
დატყვევებულ ფრინველს მოჰგავს
და ქუჩაში გასვლას ითხოვს.

აბა, როგორ გავაწბილებ,
იმწამშივე ვუღებ კარებს.
_ დიმ-დიმ! დამ-დამ! _ ეს ხმა ტკბილი
ეფინება არემარეს.

შევერცხლილი სივრცე ბრწყინავს
და ხასხასებს ყველაფერი.
მღერის ქოლგა, მღერის წვიმა
და მეც მათთან ერთად ვმღერი.

გ. ჭიჭინაძე
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 06 თებ 2009, 21:28

მზეო, დობილო მთვარისა

თავზე ვეება გვირგვინი
გადგას, მომჭრელო თვალისა...
და ყველას გულს გვიხალისებ,
მზეო, დობილო მთვარისა.

საიდან ამობრწყინდები
და საით მიგიხარისა?!
შენა ხარ ბატონ- პატრონი
ამ ჩვენი მთა და ბარისა.

გ. ჭიჭინაძე
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 06 თებ 2009, 21:36


ქროლია

ნიავქარსა ქროლიას
ეს რა ძალა ქონია!
კუდით ქვა ასროლინა
ღრუბლის ურჩხულს გოლიათს.

დაუნგრია ქალაქი,
გაუფანტა ლაშქარი.
ახლა კრიალა ცაზე
დაჰქრის სიცილ- ხარხარით.

ავდრის ღრუბელს კი არა,
ნისლსაც არ მიაკარებს
ტყვეობიდან გამოხსნილ
მთვარესა და ვარსკვლავებს.

ხვალ კი აყვავილებულ
მინდორსა და იალაღს
საზეიმოდ ეწვევა
ცხრათვალა მზე ბრიალა.

გ. ჭიჭინაძე
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 06 თებ 2009, 21:42

წყარო

მთებიდან ჩამოიმღერა
წყარუკა-წყარუკელამა
კბილები დაგვჭრა ყინულით,
თვალები დაგვიელამა.

იმ წყაროს დოქი შეუდგა
ციცქნა გოგონა ლელამა,
ავადმყოფ პაპას მიართვა,
სიცოცხლე გაუგრძელა მან.

გ. ჭიჭინაძე
esec gaivlis....

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by Sarajistka » 06 თებ 2009, 23:07

lali wrote:ანაო

ანაო,
ანა-ბანაო,
არ მინდა
პირის ბანაო.

-თუ პირის ბანა
არ გინდა,
ვერ წახვალ
ბებოსთანაო.


მ. მრევლიშვილი
ჩემმა დისშვილმა იცის ეს ლექცი თურმე, არად ბავშვი ქართUლად ხმას ვერ იღებს :cry:
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by Sarajistka » 06 თებ 2009, 23:11

http://www.press.tsu.ge/GEO/sabavshvo/i ... vshvo.html

ვფიქრობ ბავშვებისთVის ერთ-ერთი საუკეთესო საიტია.
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 07 თებ 2009, 00:49

Sarajistka


მესმის შენი გულისტკივილი

ბავშვი, ალბათ, ამ ლექსს ერთი ამოსუნთქვით ამბობს, თუმცა, როგორც მივხვდი,
ქართული არ იცის :(

მას ლექსის მუსიკალობა, მისი რითმა ხიბლავს

აი კიდევ ერთი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ მართლაც დავდოთ ამ თემაში
ეს მშვენიერი ლექსები. პატარებსაც გაუხარდებათ და დიდებსაც ესიამოვნებათ
უდარდელი ბავშვობის გახსენება :)
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 09 თებ 2009, 15:54

მოდიდგულობს მდინარე

მოჩითულა კორდები
თვალხატულა იებით...
მოდიდგულობს მდინარე-
თოვლზე შურისძიებით.

ტყეში ქარი ფოფინებს
თბილი და სასურველი,
არემარეს ედება
გაზაფხულის სურნელი.

ოლეგ გველესიანი
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 09 თებ 2009, 16:13

ზამთარს გამოპარვიან

იებმა და ენძელებმა,
კორდებს ლამაზთმიანებს,
გაზაფხული მიულოცეს,
დღე გამოამზიანეს.

ხეობებში მზის სხივებმა
სითბო უხვად ჩაღვარეს,
მარტის დილა მიულოცეს,
გაზაფხული ახარეს.

აწკრიალდნენ რუები და
კისრისტეხით გარბიან,
მდინარისკენ იჩქარიან,
ზამთარს გამოპარვიან.

ო. გველესიანი
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 09 თებ 2009, 16:58

საქართველოს ღიმილი

ეს მზე,
ეს ცა
და მინდორში
გადაშლილი ნაზი ია,
ეს ცაცხვი და ეს მუხნარი
საქართველოს ღიმილია.

ეს კორდები,
ეს ჩანჩქერი,
ეს წყარო და ნაკადული,
საქართველოს სიმღერაა,
საქართველოს ცხელი გული.

ო. გველესიანი
esec gaivlis....

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by ლეონტი » 09 თებ 2009, 19:55

ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე,
ვარსკვლავებსა დავენახე,
მთვარემ კაცი მომიგზავნა:
- თუ იქ იყავ, რათ არ მნახე!

ცაში მიდგან კიდობანი,
ელვისანი, გელვისანი,
შიგა სხედან ქორნი, კვერნი,
თხისანი და ვერძისანი.

წამავალ სანადიროდა, ჯიხვებს დაუწყებ ჭერასა;
შამავხვდი დევებისასა ვაი-ვაგლახსა მღერასა.
ახალ-ზალ მაუყვანავის, აქორწილებდეს ბერასა,
მიაც იქ დამიპატიჯეს, უყურეთ ბედისწერასა!

გირწყილებმა ქორწილი ქნეს, ჩალა-ბურდი აღრიესო;
ერთი წიხლი მიაც დამცეს, ქვე-ხოყანას ჩამრიესო;
კეცეულებ დააცხვესო, იმით ნაყრსა წამრიესო;
პირ-ჩაღმისკე გამამიგდეს, უკვენ სარებ დამრიესო.

თაგვებმ ციხე ააშენეს, წვერი ცასა ხევდა მისა;
მაუვლიეს გალავანი ფიჩხისა და მუხის ხისა.
ციცა დედას ეუბნების: - ე სიზმარი რამ იცისა?
წუხელ მოსულიყო თაგვი, ძაფით მიზომავდა ცხვირსა.”
-“თაგვთ ხემწიფე გეომება, ეგ სიზმარი მან იცისა.”
დაჯდა, დაწერა წიგნები, გაუგზავნა თეთრი ციცა.
უპასუხოდ გამობრუნდა ე საწყალი თეთრი ციცა.
გზაზე მოსწია წიგნები, წასაკითხი უართქმისა.
ციცამ შაყარა ლაშქარი: ცხენოსანი, ქვეითისა,
შამუარეს გალავანსა, გუგუნ დადგა ზარბაზნისა.
დატრიალდა თეთრი ციცა, როგორც ელვა იყო ცისა,
თაგვთ ხემწიფე გადმაიღეს, ლაფში გაუსვრიდენ ცხვირსა.

თაგვებმ დასვიან ხელმწიფე, სახელად კეისარია.
წავიდნენ ცოლი მოჰგვარეს, მზეთუნახავი ქალია.
შვიდ დღე-ღამე ქნეს ქორწილი, აწვიეს მთა და ბარია.
თორმეტი დაკლეს ფურბერწი, სხვა უთვალავი ცხვარია.
იმდენი ღვინო დახარჯეს, რამდენიც ალაზანია.
გზაზე გამოჩნდნენ ნაწვევნი, გადმოაბნელეს მთანია.
ციცას დაჭერას ფიქრობენ, მძიმე შეჰყარეს ჯარია.
ციცას მიუხდნენ კარზედა, კვირა-შაბათის ძალია.
ციცა ციხეში შევარდა, წელთით დაკეტა კარია.
- ციცავ, ციხეში რად შეხველ, თუ გულ არ გიძევ მხდალია!
ორშაბათ დილა გათენდა, ციცამ გალესა ხმალია,
ყელს ლარი გადაიკიდა, ბროლით ნაჭედი ფარია.
გამოერია თაგვებში, დადგა ცოდო და ბრალია.
გაწყვიტა დიაც-ყმაწვილი, ცამდი ააგო მკვდარია.
თაგვებს მოუკლა ხელმწიფე, გააგდებინა თავია.

წისქვილს საფქვავი წავიღე, ავკიდე სამსა კატასა,
წინ თაგვნი შემომეყარნენ, ჩამოსხდნენ ალგ-ალგსა.
ერთსა ვკარ, ფეხი მოვტეხე, მეორე ადგა ალასა,
მესამე მემუქრებოდა:- კიდევ დათესავ ყანასა?
ისე მოგიჭამთ ერთიან, ცელს ვერ ავლებდე ჩალასა!

წუხელი რწყილმა მიკბინა გათენებისა ხანსაო,
ავდექ, ავანთე სანთელი, გავუდექ იმის კვალსაო.
გავიხედე და გასულა, აზამბურისა თავსაო,
დავუჩოქე და ვესროლე, მოვარტყი ბეჭის ფრთასაო.
ასსა ურემზე დავუდებ სამას უღელსა ხარსაო,
მიჰქონდეს გაჭირვებითა, ამტვრევდეს ფერსო-ჭალსაო.
ამას ქალაქში ჩავიტან დიდი ვეზირის კარსაო,
ლიტრას აბაზად გავყიდი, უყურე მოგებასაო!
Last edited by ლეონტი on 09 თებ 2009, 22:04, edited 2 times in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by ლეონტი » 09 თებ 2009, 20:38

ხოვლეში სამი რწყილია,
გასუქებულან ხრილითა,
ისეთი გასუქებულან,
ღობეს ამტვრევენ კბილითა.

გადავუფრინდი, დავაჯექ, დავინარჩუნე კალია.
ათასი ედგა ფეხები, ათიათასი მხარია!
ასეთი ედგა კბილები, როგორც ალმასი ხმალია.
მე რომ იმას შევეჭამე, ღმერთო რა დიდი ბრალია!

ჭინჭველა დავიძმობილე, დავიწყეთ მასხარაობა,
არ მომეწონა ძმობილი, სცოდნიყო კვანტალაობა.
ერთი წავარტყი კისერში, დაიწყო ჯღანჯალაობა.
იმანაც ხელი მიბრუნა, გახდა ხმალ-ხანჯალაობა.

ძერამ წაიღო წიწილა, კრუხმა ვერ უყო ჩხუბია?!
თუ მე ეს შენ შეგარჩინე, ჩემი სილაჩრე ცუდია.
თავს დაიხურა ჩაჩქანი, ვით რომ ბოხოხი ქუდია'
წელს შემოირტყა ხანჯალი, ხელში აიღო შუბია.
ზევიდან ძერა მოვიდა, ძირს გაიმართა ჩხუბია.
კრუხმა სცა ხმალი ფრანგული, წავიდა სისხლის გუბეა.
იხმარეს შუბი და ფარი, ლახტების ტკაცა-ტკუცია..

გზაზე შემხვდა დღეს ჭინჭრაქა, ამოუწყდეს იმას გვარი,
მხრიდან თოფი გადმოვიღე, ზარბაზანის შესადარი.
დავუმიზნე და ვესროლე, კაკალ გულში ტყვია ვკარი.
იქვე დავცი ტრიალ მინდვრად, მიწა გასკდა, ვით მეწყერი.
მერე მისი ბუმბულისგან დოშაკები გამოვტენე,
ქვეშ გავუშალე სტუმარსა და მეც ზედვე მოვისვენე.
მე ჭინჭრაქის ნისკარტისგან საცეხვავი გამოვჩარხე,
თუმც მასში რომ ღომი ცეხვოს, მე ის ქალი ვერსად ვნახე.
დღეს ჭინჭრაქას ფრთები ავჭერ და ინგურზე გავდე ხიდად,
გაველ სამურზაყანოშიც მე იმ ხიდზე ურმით მშვიდად.

ჭალას ჩიტი მომკვდარიყო, მაღლა შევდე გამხმარიყო,
დაბლა დავდე დამპალიყო. დიდ ქვაბში არ ჩამივიდა,
პატარაში ლაღად იყო. ასმა კაცმა ვერ შეჭამა,
პატარძალმა ლუკმად იღო.

ყანაშია ყარანაო ტურფად გასუქებულაო.
წავალ ყარანას დავიჭერ, თოკ მოვაბამ ყელზედაო.
შევჯდები და შევაგოგებ ამ პიტალო კლდეზედაო.
წინ კაცი შემეეყრება: “გამიცვალე ცხენზედაო.”
- ყარანას მაინც არ მოგცემ, ორი მომცე ერთზედაო!
ამოვიღე და დავკალი თათრის მოედანზედაო,
ფრანგული ცული გავტეხე იმის ყელის ჭრაზედაო,
ფრანგული დანა გავტეხე იმის ტყავებაზედაო.

აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ,
იქით გორასა ძვრას ვუზამ,
აზვირთებულსა დიდს მტკვარსა
დავაყენებ და ყლაპს ვუზამ.
ას ლიტრა რკინას დავღეჭავ
კევივითა და ყლაპს ვუზამ.

იქით მთასა და აქეთ მთას
ხელსა მოვავლებ, - ქარს ვუზავ,
სამოცსა ლიტრა რკინასა
კბილ ქვეშ ჩავიდებ კნაწს ვუზავ,
თავსა გასულსა დიაცსა დაეხსენ,
- ვეღარას უზავ!

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 11 თებ 2009, 18:02

ძილისპირულზე

ძილისპირული რომ მორჩა,
ახლა იწყება კინოო...
ბებიამ მითხრა: -მაცაცო,
დრო არის - დაიძინოო!

რა დროს ძილია, ბებიკო,
რვა საათი თუ შვიდია,
მამიკომ ხომ თქვა, ზამთარში
ღამე ისედაც დიდია.

ო. გველესიანი
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by lali » 11 თებ 2009, 18:08

გაზაფხული

ჭიკ-ჭიკ - სტვენა-გალობით
ეზო- ბაღი აივსო,
მოფრენილა შოშია
კენწეროზე ხალისობს.

ფარფაშებენ ტყემლები,
რაკრაკებენ რუები,
უთენია მღერიან
შაშვის სალამურები.

ეს რა კარგი დღე დადგა,
ხევში თოვლი დამდნარა,
გიხაროდეთ, ფრთოსნებო,
გაზაფხული დამდგარა.

ო. გველესიანი
esec gaivlis....

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
:!: თემა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანებისთვის :!:

Post by Bivrili » 16 თებ 2009, 22:43

მიიპარება ცუნცულით

მიიპარება ცუნცულით,
სად მიდის ნეტავ მელაო?
საქათმე უნდა? კარები
დაკეტილია ყველაო.

მელამ თქვა:იქნებ სოფელში
საქათმე დარჩათ ღიაო,
რა ჩემი ბრალი იქნება
მე ხომ არ გამიღიაო?!

ჯემალ მაღრაძე
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]