Page 14 of 15

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 29 ივნ 2010, 19:21
by ლეონტი
Mariam
გეთანხმები.მე ვიგულისხმე რომ ხატი წმინდა მხატვრული კანონიკური მანერით არ შეესაბამება კლასიკურ ხატებს, რეალისტური ევროპულ-რენესანსურლი ზეთხატვის სტილშია.
ამავე დროს საღვთისმეტყველო შეუსაბამობა მასში სრულებით არაა.
და საერტოდ კაცს თუ ლოცვა უნდა და იცის უხატოდაც ილოცებს.
ივირონსი გიორგი მთაწმინდელი 1 ხატის უფლებას იძლეოდა კელიაში , როგორც გამონაკლისს და უმრავლესობას სულაც არ ჰქონდა.
(ზოგს კი იმდენი აქვს რომ არ ეტევა :P )

მეორედ გადავიკითხე წინა პოსტი და ეს მომხვდა თვალში.
Mariam wrote:ერთი შეხედვით ვითომ არაკანონიკურ ხატებს სასწაულები მოუხდენია.
არსებობდა ქრისტიანობის ისტორიაში 1 ჭკუისსასწავლი პერიოდი და მას ერქვა ხატმებრძოლობა.
მაგრამ ისტორი მეორდება და კაცობრიობა იგივე შეცდომებს უშვებს.
იმის გამო რომ სულიერების უკიდურესი დაცემის პერიოდში იმუოფება, ებღაუჭება ყველაფერს: ქვას, ნივთს , ხატს, მიწას.
სასწაულებს მხოლოდ ღმერთი ახდენს.
არცერთ საგანს რამდენად ამაღლებული არ უნდა იყოს , სასწაულის მოხდენა არ შეუძლია.
და თუ ეს სასწაული ამა თუ იმ საგანს უკავშირდება , ეს მხოლოდ იმიტომ რომ უფალი ყოვლისა მპყრობელი, დასაწყისი და დასასრული,მიგვანიშნებს, თუ ვისი , რომელი წმინდანის შემწეობაა ღვთის მიერ.

(გავასწწწწარიიი..... :arrow: )

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 29 ივნ 2010, 23:12
by Mariam
ლეონტი
ცხადია, "ხატის მიერ მოხდენილი სასწაული" პირობითი ტერმინია. სასწაულს ყოველთვის ღმერთი ახდენს, მაგრამ ხშირად ხილულად ეს რომელიმე წმინდანს ან ხატს უკავშირდება, მათი მეშვეობით გადმოგვეცემა. ამიტომაც ჰქვია ზოგს ხატს "სასწაულთმოქმედი ხატი" და ზოგ წმინდანს "საკვირველთმოქმედი". თორემ საწყისამდე თუ ჩაჰყევი, ცხადია, ბოლოს მაინც ღმერთთან მიხვალ.

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 30 ივნ 2010, 06:24
by Makena
ლეონტი
Mariam

გააჩნია რას დავარქმევთ სასწაულს.
რას ემსახურება სასწაული, სასწაულით რაიმე იცვლება ადამიანში, უკეთესი ხდება სასწაულს რომ ნახულობს?
ისე ადამიანის უგვანობას და არასრულყოფილებას სასწაული თუ უშველის თორემ სხვა არაფერი ალბათ 8)
ვფიქრობ ღმერთს არ სჭირდება სასწაულები, ეს ადამიანის სურვილია მხოლოდ.

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 30 ივნ 2010, 10:06
by ლეონტი
Mariam wrote:ამიტომაც ჰქვია ზოგს ხატს "სასწაულთმოქმედი ხატი" და ზოგ წმინდანს "საკვირველთმოქმედი"
დავაზუსტებ , მაგას ვამბობ სწორედ რომ სასწაულმოქმედი ხატი არის ხატთაყვანისმცემლური ტერმინი, რადგან ხატი ნივთია, მატერიის ნაწილი , და მეტი არაფერი.ხოლო ის წმინდანი რომელიც ზედ არის გამოსახული არის "საკვირველმოქმედი" პირობითად ,თუმცა აქ ღვთის ხელია ყველაფერში და ღმერთი მოქმედებს. ადამიანებისთვის რომლებიც ვერ შედიან ქრისტიანობის არსში , არამედ მის ძალას გარედან ჭვრეტენ და გარედან სცემენ თაყვანს, სწორედ ნივთიერი, მატერიალური საგნები ხდება თაყვანისცემის, კოცნის ლოშნის მუხლხოხვის და ასე შემდეგ საგანი.ხატებისა ეშინიათ და არა ღმერთის, ხატების წინაშე იწურებიან და არა ღმერთის რომელიც ხატების გარეშეც ყველგანაა და ყველაფერს ხედავს.
ხატმებრძოლობის მერე ხატების გაკერპება რუსეთში მოხდა რაც ჩვენთვის საერთოდ უცხო იყო,აქ არც ხატები იყო იმ რაოდენობით და არც მუხლხოხვა. მაგრამ , ეჰ ძალა აღმართს ხნავს.რომ გადაგვაგვარეს ფაქტია.
მოკლედ ხატი სასწაულებს არ ახდენს.
შევთანხმდით? თუ ამოვქექო ქრისტიანობის ისტორიის წიგნები?
დავდო ციტატები/
ტყვილა ვიქადნი, მაგის დრო არ მაქვს.
:P
Makena

სასწაული რას უნდა დავარქვათ?
მაგალითად ანომალურ მოვლენას, აი მაგალითად კიბოს ბოლო სტადია მორჩა 24 საათში და გაქრა უკვალოდ.
ანდა, ვალი მქონდა 10 000 დოლარი და მოკვლას მიპირებდნენ და უცბათ ლოტოში მოვიგე.
ანდა 100 მეტრი ვიფრინე კლდეზე მანქანით და 1 ნაკაწრი არა მაქვს.
რას ემსახურება სასწაული?
რას და ადამიანის გაკეტილსობილებას და გადარჩენას.
ეს ვის თავზეც ხდება, დანარჩენებისთვის კი ძირითადად შოუა,ფოკუსი, საღადაო.
რათქმაუნდა ღმერთს არ ჭირდება სასწაული, ადამიანებისთვის ხდება.

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 30 ივნ 2010, 13:17
by Makena
ლეონტი
ადამიანის გაკეთილშობილება სასწაულებით არ ხდება, ასე რომ იყოს უკვე მთელი კაცობრიობა გაკეთილშობილებული იქნებოდა, იესოს მოსვლის შემდეგაც კი საზოგადოება დიდად არ შეცვლილა კეთილშობილებისკენ.
ადამიანი ან არის კეთილშობილი ან არა, კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოდინდების.
კეთილშობილი ვერ გახდები, ასეთი უნდა დაიბადო.

არამგონია ვალის დასაბრუნებელი თანხის გასასტუმრებლად ლოტოში ფული ღმერთის შემწეობით მოიგო, ეგ უფრო მამონას დახმარებაა
:wink:
24 საათში კიბოს მორჩენა ვინ შეძლო ნეტა, ღმერთს კიბოს მორჩენა რომ უნდოდეს სულ გააქრობდა, მსოფლიოში დღეში რამდენი ათასი უდანაშაულო ბავშვი იღუპება სიმსივნით, ლეიკემიით და მსგავსი დაავადებებით, რატომ არ ხდება სასწაულები და არ იკურნებიან ეს ბავშვები?
სადღაც ვიღაც მანქანით გადავარდა და გადარჩა... რამდენი გადავარდა და ვერ გადარჩა, თუ ვინც ვერ გადარჩა არ იმსახურებდა სიცოცხლეს?
რაღაც ვერ ვხედავ მე სასწაულებს, ჩვეულებრივ ცხოვრებას ვხედავ რომელიც თავისი გზით მიდის და არც არავის ეკითხება რამეს...ადამიანებს კი სასწაულები სწყურიათ მაგრამ... ნეთუ :)

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 11 ნოე 2010, 11:41
by pauna
ეს ხელოვნების ნიმუში მიწისძვრამ შექმნაა

Image
Image

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 11 ნოე 2010, 12:04
by pauna
Image

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 10 თებ 2011, 20:39
by ლეონტი
ახალი კუსტარული ნარკოტიკი
10.02.11 15:18

საქართველოში ახალი ნარკოტიკული საშუალება "ნიანგი" გამოჩნდა. მის დასამზადებლად ტოქსიკური ნარევი "კროტი" გამოიყენება.

დოზის გადაჭარბების ყოველი შემთხვევა შესაძლოა სიკვდილით დასრულდეს.

ფსიქოანალიტიკოსები შიშობენ, რომ ის განსაკუთრებით მოზარდებში გავრცელდება, რადგან კუსტარული ნარკოტიკი აფთიაქებში ხელმისაწვდომი პრეპარატისგან მზადდება.

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 10 თებ 2011, 21:36
by Tamari-ch.
Image
ვაზის გავრცელების რუკა
შეფერადებულია ვაზის გავრცელების არეალი
სპეციალური ნიშნით ღვინის ჭურჭლის აღმოჩენის შემთხვევები,
იასამნისფერი ყურძნის მტევნით აღნიშნულია ნეოლითური და გვიანი ურუქის პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლები, სადაც აღმოჩენილია ყურძნის ნაშთები, წიპწების სახით
თვალსაჩინოებისათვის რომ კავკასია და საქართველო უძველესი მევენახეობის რეგიონია
http://forum.tsu.ge/lofiversion/index.php/t11138.html

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 11 თებ 2011, 09:12
by qvevri
Tamari-ch.
რუკა გარკვეული ხარვეზებითაა წარმოედგენილი, არ ვიცი ვისი შექმნილია ეს რუკა(სინამდვილეში კი ვიცი ვისიცაა და მეცა მაქვს სახლში იგივე რუკა, რომელიც ერთ-ერთ წიგნშია), მაგრამ ყველაზე ძველი საღვინე ჭურჭელი საქართველოშია ნაპოვნი, შულავერში და ეს ამ რუკაზე რატომღAც არაა დატანილი.

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 11 თებ 2011, 09:12
by Tamari-ch.
qvevri
მაიტა შენი რუკა
:wink:

ერთ ადგილას დავდებ...

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 17 თებ 2011, 09:20
by qvevri
Tamari-ch.
ჩემი რუკა ელოდება ჩემს კომენტარს და როდესაც მოვიცლი და დავწერ მერე ერთად გამოუშვებ, თორემ მხოლოდ რუკას აიღებენ და ვისაც არ ეზარება იმას დაწერს და გამოიყენებს სადმე სხვაგან.

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 17 თებ 2011, 09:43
by ლეონტი
qvevri
და რომ გაასაიდუმლო საავტორო უფლების დაცვის მიზნით, და მარტო ერთეულ განდობილებს აჩვენო, არა?

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 17 თებ 2011, 09:51
by qvevri
ლეონტი wrote:qvevri
და რომ გაასაიდუმლო საავტორო უფლების დაცვის მიზნით, და მარტო ერთეულ განდობილებს აჩვენო, არა?
ერთეულ განდობილებს უკვე ვაჩვენე :?

ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Posted: 17 თებ 2011, 09:54
by ლეონტი
qvevri
მაშინ მეც მაჩვენე და ამაზე გაჩერდი.