ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 10 იან 2009, 10:25

ჩემო კარგებო, მოდით ამ თემაში დავაწყოთ ის სურათები და ინფორმაციები, რომლების შესაძლოა გამოადგეთ ჩვენს თანაფორუმელებს. რადგან იდეის ავტორი მე გახლავართ, მინდა გითხრათ, რომ ამ თემას მოდერთან შეთანხმებით შიგა და შიგ მეც გავაკონტროლებ და თუ თემა არასწორ მიმართულებას მიიღებს შესაბამის ზომებს მივიღებთ. მოდით ამ თემაშI ვისაუბროდ ძველ ქართულ არქიტექტურულ და ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე(ტაძარ-მონასტრები, ციხეები, ძველი ხიდები, ფრესკები, კოშკები და სხვა ძველი ნაგებობები), რომლებიც შესაძლოა ახლო მომავალში ჩვენი კარვული გასვლის მიზეზიც კი გახდეს. თემაში შეიძლება დაიდოს ასევე სხვა საინტერესო ინფორმაციაც, რაც კი შესაძლოა ვინმეს გამოადგეს, მაგალითად(ეს თემა უკვე გახსნილია, მაგრამ მაინც) ფუტკარი ან რომელიმე ქართული ხეხილის, შინაური ცხოველის, ვაზის, ბოსტნეულისა და სხვათა შესახებ. თავი შევიკავოთ იმგვარი ინფორმაციისაგან, როგორიც მაგალითად ქართულ და ყოვლად სამარცხვინო ჟურნალ-გაზეთებში(როგორიცაა "გზა", "სარკე") იბეჭდებ, იგულისხმება: ამა და ამ კაცის ცოლი გაბოზდა; ამა და ამ ქალს ბებია გაუთხოვდა; ქართველი პარლამენტარი ბატონი ესა და ეს თურმე პედარასტი ყოფილა; ვიღაცის ცოლმა ვიღაცის ქმართან ამდენჯერ და ამდენჯერ იკოტრიალა კოგინში და ასე შემდეგ. გთხოვთ ამ საკითხს სრული სერიოზულობით მოვეკიდოთ. შევეცადოთ, რომ სურათების ხარისხი დავხვეწოთ(არამარტო ამ თემისათვის, არამედ საერთოდ კარავში, რაც ამჟამად ხდებ ეს ნამდვილი მარაზმია :!: ) მოკლედ ამ თემას გავხსნი ჩემსავე მიერ გადაღებული ერთი ძალიან საინტერესო ხიდით, რომელიც ქუთაისიდან სულ რამოდენიმე კილომეტრშია. ეს ხიდი გახლავთ სოფელ ნაგარევში, მდინარე ჭიშურაზე. მას, გარდა იმისა, რომ არის შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობა ერთი საინტერესო წარწერაც აქვს.
Image
Image
Image
Image
Image
Image
წარწერა ამბობს, რომ ხიდი აუშენებია გაენათელ გედეონ ლორთქიფანიძეს...
Image
Last edited by qvevri on 26 იან 2010, 11:24, edited 8 times in total.

User avatar
tamar-kali
ბოდიალა
Posts: 165
Joined: 26 სექ 2008, 19:52
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by tamar-kali » 11 იან 2009, 11:49

Image
ეს გახლავთ ახმეტის რაიონის სოფ: მატნის (ქაქუცა ჩოლოყაშვილის სამშობლოა)ცხრაკარა
საქართველოს და მის სილამაზე-სიდიადეს ვეთაყვანები!!!

User avatar
tamar-kali
ბოდიალა
Posts: 165
Joined: 26 სექ 2008, 19:52
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by tamar-kali » 11 იან 2009, 11:53

Image
ეს კი ალავერდი
საქართველოს და მის სილამაზე-სიდიადეს ვეთაყვანები!!!

User avatar
tamar-kali
ბოდიალა
Posts: 165
Joined: 26 სექ 2008, 19:52
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by tamar-kali » 11 იან 2009, 11:57

Image
ეს კი კვეტერაა(კვეტარი-რომელია სწორი თქვენ განსაჯეთ)რომელსაც შველა სჭირდება,რეკონსტრუქციას მოითხოვს :cry:
საქართველოს და მის სილამაზე-სიდიადეს ვეთაყვანები!!!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 11 იან 2009, 13:46

ეს გახლავთ ქალაქ სიღნაღში არსებული ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი, რომელიც ეხლა ხანს "შეასახლეს" სანდრო მირიანაშვილის სახლმუზეუმში. იგი შედარებით უცნობია საზოგადოებისათვის და ამავდროულად ძალიან საინტერესოა. მუზეუმში დაცულია ქართული ეთნოგაფიის ძველი ნიმუშები: ხალხური საკრავები, საღვინე და სხვა კერამიკისა თუ სპილენძის ჭურჭელი, ფარდაგები, სურათები, წიგნები და ხალხური ყოფის სხვა ძალზედ საინტერესო ნიმუშები. მუზეუმი ორ სართულიანია.
Image
ამხსნელი(გიდი) ქალბატონი გოზაურით ხელში
Image
Image
ძველი ქართული მუსიკალური საკრავები, ხოლო დაბლა კუთხეში თქვენ ხედავთ ფირუზისფერ ტუჩმოტეხილ დოქს, როლიდანაც მან ბოლოჯერ დალია წყალი სიკვდილის წინ
Image
ეს პაწია ჩონგური ლუკა რაზიკაშვილის ხელითაა გათლილი. Image
პორტრეტი
Image
Last edited by qvevri on 29 იან 2009, 21:27, edited 3 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 11 იან 2009, 14:03

ღრმად პატივცემულებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ამ თემაში ვაწყობთ ისეთ ტექსტებსა და სურათებს, რომელიც შედარებით ნაკლებადაა ცნობილი. სურათს უნდა ახლდეს შესაბამისი ტექსტი იმის შესახებ თუ რითია გამორჩეული ეს ადგილი, და სად მდებარეობს იგი, კიდევ ერთხელ გადახედეთ ჩემს მიერ დადებულ წინა ორ თემას და იმის მიხედვით იხელმძღვანელეთ. ამის გარდა თავი შევიკავოთ ისეთი სურათებისა და მასალისაგან, რითიც ისედაც გადატენილია ჩვენი ფორუმი. მადლობთ ყურადღებისათვის. :!:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ლეონტი » 11 იან 2009, 14:16

qvevri wrote: მადლობთ ყურადღებისათვის. :!:
რავა გეკადრებათ?

ა ეს თუ წავა:

ფანდური


ამოჭიკჭიკდი ფანდურო
გული შაბურე ნისლითა,

მაშფოთოს ხმამა მკვნესარმა,

ჩემს საყვარელზე ფიქრითა,

შენ რო გულს მამფენ ნათელსა,
არ იყიდება ფულითა.

იმით მიყვარხარ, ტიალო,

იმით ყურს გიგდებ გულითა
ვაჟა-ფშაველა

ფანდური სამ სიმიანი ჩამოსაკრავი საკრავია, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა კუთხეში, ფანდური ძირითადად სააკომპანიმენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები_საგმირო, სახუმარო და სატრფიალო სიმღერები, შაირები. ფანდურზე სრულდება საცეკვაო სიმღერებიც. ამ “საცეკვაოებს” ცეკვის დროს ახლავს ტაში, რომელიც ხაზს უსვამს რითმს. ცეკვას, ფანდურისა და ტაშის თანხლებით “ტაშფანდურას” ეძახიან.

Image

ფანდურის ძირითადი ნაწილებია: კორპუსი, ტარი და დამხმარე ნაწილები. კორპუსი შედგება მუცლისა(1) და ზედა დეკისაგან(2), ტარი__თავისა(3) და ყელისაგან(4); დამხმარე ნაწილებია მოქლონები(5), ხარაკი(6), საქცევები(7), ჯორა(8) და ღილი(9). ფანდური გამოთლილია მთლიანი ხისაგან. კორპუსი (მუცელი(1)) სხვადასხვა კუთხის ფანდურებს სხვადასხვაგვარი აქვთ. ხევსურული ფანდურის კორპუსი ნიჩბისებურია და მასიური, დანარჩენი კუთხეებისა კი _ ნავისებური ან ოვალური, ან მსხლისებრი. ზედა დეკაზე(2) წრიულად ან ოვალურად გაკეთებულია ნახვრეტები. ხევსურულ ფანდურს მეტი ნახვრეტი აქვს, სხვა კუთხეების ფანდურებს_ნაკლები. ტარის თავი(3) ოდნავ გადახრილია უკან ან ნიჟარისებულია. მასზე გაკეთებულია ოთხი ნახვრეტი, სამი სიმების დამჭერი მოქლონებისათვის, ერთი-პატარა თასმისთვის, რომლითაც ფანდურს კედელზე ჰკიდებენ. ფანდურის ყველა ნაწილი ერთი მასალისაგან კეთდება, მაგრამ ხევსურეთში ამჯობინებენ ზედა დეკის გაკეთებას განსხვავებული ხისგან (კერძოდ ფიჭვისა ან ნაძვისგან). ფანდურის თითოეული სიმის ბგერათრიგი დიატონურია. ხევსურული ფანდურის დიაპაზონია სექსტა, ხოლო ბარის ფანდურისა_ოქტავა ან ნონა. ფანდურის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. I და II სიმების მიერ გამოცემული ბგერები იძლევა მცირე ტერციას, II და III სიმების მიერ გამოცემული ბგერები_დიდ სეკუნდას. მთხრობელთა გადმოცემით, წინათ წარმოუდგენელი იყო ოჯახი უფანდუროდ. თუ ვინმეს ფანდური არ ჰქონდა, აჩუქებდნენ ან იყიდდა. ფანდურის ჩუქების შემთხვევები ძალიან ხშირი ყოფილა. ფანდური ითვლებოდა საუკეთესო სამახსოვრო ნივთად. შეიძლებოდა აგრეთვე ფანდურის ყიდვაც. ხევსურეთში «კარგი ფანდური ერთ ცხვრად ან 5კგ ერბოდ ფასობდა», ყველა კუთხეში ერთხმად აღნიშნავენ, რომ წინათ იშვიათად თუ აკეთებდნენ ფანდურებს გასაყიდად. ზედმეტ ფანდურს კი არ ჰყიდდნენ, არამედ ვინმეს აჩუქებდნენ. ძალიან ხშირად საგანგებოდ აკეთებდნენ ფანდურებს საჩუქებად. ყოველ ოჯახში ფანდური თვალსაჩინო ადგილას ინახებოდა, ჩამოკიდებული კედელზე. ადვილად შეამჩნევდით, რომ ღრუბლიან ამინდში სიმები სუსტ და დახშულ ხმას გამოსცემენ. ფანდურზე უკრავენ როგორც ქალები ისე კაცებიც. ფანდური ძირითადად სააკომპანემენტო საკრავს წარმოადგენს. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერებიც, საგმირო ლექსები. ფანდურის გარეშე წარმოუდგენელი იყო ყოველგვარი შეკრება ხალხისა - ლხინი, ქორწილი თუ ხატობა. კახეთში ფანდურის თანხლებით სრულდებოდა «ბატონებიან» ავადმყოფთან. როგორც წესი, ეს საგალობელი, ინსტრუმენტის თანხლების გარეშე სრულდება; ფანდური გაცილებით გვიანდელ დანართს უნდა წარმოადგეგდეს ამ წეს-ჩვეულებაში. მაგრამ თავისთავად ფანდურის გამოყენება «ბატონების» კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში, საკრავის სიძველეზე უნდა მიუთითებდეს. ფანდური გამოიყენებოდა ხატობა-დღეობაში, სხვადასხვა რიტუალებში. ფანდური ყველა ოჯახის აუცილებელ ნივთს წარმოადგენდა. იგი იყო მხიარულების სიმბოლო, სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა ფანდურზე დაკვრა მგლოვიარე ოჯახში. არამც თუ დაკვრა, ფანდურის გამოჩენაც კი არ შეიძლებოდა ამ დროს. ოჯახში რომ ვინმე გარდაიცვლებოდა, ფანდურს გადამალავდნენ და წლის ხარჯამდე არ გამოაჩენდნენ. წლის ხარჯზე ოჯახის უფროსი ხელში აიღებდა ფანდურს, ჩამოჰკრავდა თითებს სიმებზე და იმღერებდა: ამით «ლხინი გატეხილი იყო». გადასცემდა ფანდურს სხვას და ამის შემდეგ ამ ოჯახს, მის ნათესავებს და მთელ სოფელს უფლება ჰქონდა დაკვრისა და სიმღერისა.

როცა ხატში რაიმე დღეობა იქნებოდა, სადაც აუცილებელი იყო მხიარულება და სიმღერა, ან სოფელში რომელიმე ოჯახს უნდა ქორწილი გადაეხადა, მაგრამ ჭირისუფლის ხათრით ვერ იხდიდა ქორწილს, მაშინ თვითონ ჭირისუფალი "გატეხდა ფანდურს": ხალხში მივიდოდა, ფანდურს მიიტანდა (ან მოატანინებდა), დაუკრავდა და იმღერებდა. შემდეგ სხვებსაც შეაძლევდა ფანდურს დასაკრავად. დიდი შეპატიჟების შემდეგ ჩამოართმევდნენ ფანდურს და სხვებიც დაუკრავდნენ და დაიწყებდნენ სიმღერა-თამაშს. ასე "გატყდებოდა ფანდური" სოფლელთათვის, ახლობლები კი "გვლოვას" განაგრძნობდნენ.
1934 წელს, ცნობილმა ქართველმა ხელოვნებათმცოდნე, კირილ ვაშაკიძემ, რთული მათემატიკური გათვლების შედეგად წარმოადგინა ფანდურის ახალი სრულყოფილი სახე. მან გამოიკვლია 6 დანაყოფიანი ფანდური (ხალხური) და დაუმატა ბემოლი და ძიეზი ნახევარტონები. ამით შექმნა ფანდური პრიმა და ტენორი 12 დანაყოფით, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ფანდურს. სწორედ ამ ვითარებამ ხელი შეუწყო ქართველ მუსიკოსებს ფანდურზე დაეკრათ არა მხოლოდ სააკოპანემენტო მელოდიები, არამედ სოლო მელოდიებიც. კირილ ვაშაკიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეროვნული მუსიკალური ორკესტრის ჩამოყალიბებაში.კირილეს წაუხდენია ასაქმე , სულგანათლებულს (შენიშვნა ლეონტისა) თუ შევეკითხებით მთიელს ფანდურისა და ჩონგურის მსგავსება განსხვავებაზე, გვიპასუხებს, რომ განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამ საკრავს ხევში ფანდურს ეძახიან, ბარში კი ჩონგურს. ფანდურის მუცელი ღრუდ არის ამოჭრილი და მთლიანია, ჩონგურისა კი (ხშირად ფანდურიც) ნაწილ-ნაწილ არის აწყობილი და მუცელი ნაწილებშეწებებული აქვს. ჩვენში ფანდური ფართოდ იყო გავრცელებული. იგი გამოიყენებოდა როგორც შრომითი პროცესის, ისე საწესჩვეულებო რიტუალების შესრულებისას. ფანდური მწყემსებსაც მიჰქონდათ ცხვარში და იქ «იმით ერთობოდნენ». ამას ცხადყოფს მთელი რიგი მეცნიერული გამოკვლევები ქართული ეთნოგრაფიის დარგში. ფანდური ხალხური მელექსეობისა და სიმღერისათვის აუცილებელ თანმხლებ საკრავს წარმოადგენდა. ამის დასამტკიცებლად მრავალი ხალხური ლექსი არსებობს. რა წამს მეცხვარეს მინდორში მოზღვავებული გრძნობა მოაწვებოდა და მისი გამოთქმის შეუკავებელი წყურვილი მოიცავდა, იმ წამსვე თავისი ფანდური მოაგონდებოდა, რომლის ჰანგი აუცილებლად თავისი აზრის წყობილსიტყვაობით გამოთქმა იყო. მას ვერც კი წარმოედგინა უფანდუროდ ყოფნა. ეს გარემოება არაერთ ხევსურულ ლექსშია აღნიშნული: «დავჯე ლექსობა დავიწყი, ფანდურ ავიღე ხელშია». «გარმოგიტანე ფანდურო, დაგიკარ მაძახურაო». კარგი მეფანდურე მთაში მცხოვრებთა შორის ქებულია. მის გარეშე ლხინი არ შედგება. ამიტომ არის, რომ ეს საკრავი მამა-პაპეულ საკრავად დარჩა ჩვენში. ფანდური საუკუნეების მანძილზე მოსდევს ქართველ ხალხს და დღესაც საპატიო ადგილი უკავია მას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

«ლექსო გამოქთქომ ოხერო,

თორო იქნება ვკვდებოდე,

და შენ კი ჩემად სახსოვრად

სააქაოსა რჩებოდე,

გიმღერდნენ ჩემებრ სწორები

ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე».
ავტორი: მეზღაპრე: Mar 4 2008, 06:33 PM
Last edited by ლეონტი on 11 იან 2009, 14:32, edited 1 time in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ლეონტი » 11 იან 2009, 14:27

ეს პოსტები ვინმე მეზრაპრისაა და გოლ.გე ზე დევს, რა უნდა იქ ამ პოსტებს , დავაბინავე. მეზღაპრეს ვთხოვ შემოგვიერთდეს.

ბუკი


Image



ბუკი გაკეთებულია თუნუქისაგან (თითბერი). მილძაბრიდან საყვირის პირველ ნახევრამდე ჩასმულია ხის შტამბი. მეორე ნახევარში კი ბოლომდე მიმაგრებულია შიგნით თუნუქის მილი. საყვირის სიმაღლეა 1270მმ. მილძაბრის დიამეტრი 220მმ. ჩაბერვის ადგილი 28მმ.

“ვეფხისტყაოსნიდან” ირკვევა, რომ მეფედ კურთხევის დროს ბუკის კვრა წესად იყო მიღებული. მაგალითად, როდესაც როსტევანმა თინათინი თანამოსაყდრედ (ხელმწიფედ) დასვა: “ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა”, ან “ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ჰხმასა დაატკბობდეს”. ბუკი უმეტესად ლაშქრობისას გამოიყენებოდა. “ვეფხისტყაოსანში” ნათქვამია: “გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზერაო”, ხოლო “ვისრამიანში” რამინის ლაშქრად გამგზავრების აღწერილობასი აღნიშნულია: “გაემართნეს დიდითა ლაშქრითა, ასაყრელთა ბუკთა სცემდეს, ქოს-ალამნი ჯეონისამებრ მოდიოდეს”, ე.ი. ბუკს ისე ახმაურებდნენ, რომ ყველას სცოდნოდა ჯარის აყრა-გამგზავრებისთვის მზადების დაწყება. ირანულ “ვისრამიანში” გამოთქმა “ასაყრელთა ბუკთა სცემდეს” არ არის. იგი ქართველ ავტორს ეკუთვნის. ბუკის ირანული შესატყვისი შაჰ-მოაბადისა და ვიროს ომის აღწერილობაში გვხვდება. იქ ნათქვამია: “ორგნითვე დაიწყეს ცემა ქოსთა და ყუირილი ბუკთა და ყვიროსტვირთა ხმა იყო”. ქართული ბუკი ირანული “ვისრამიანის” სურს უდრის, რომელიც, საყვირს და ნესტვს ნიშნავს.

ასეთი დანიშნულება ბუკს მარტო არაბეთსა და ირანში კი არ ჰქონდა, როგორც ეს ზემოთმოყვანილი ამონაწერების მიხედვით იყო საფიქრებელი, არამედ ჩვენშიც. ამის დამტკიცება ისტორიული და პოეტური თხზულებებითაც შეიძლება. მაგალითად, უკვე შავთელის “აბდულმესიანიდან” ჩანს, რომ ბუკი და ტაბლაკი XII ს-ში საქართველოში სამხედრო საკრავთა ჯგუფს ეკუთვნოდა:


“დრო შამოიგო:
დროშა მოიგდო;
მტერნი დახოცნის
აოხრებითა,
ბუკ-ტაბლაკობით საარაკობით
მედგრად იბრძოდის
გამწყაძრებითა-ო.”

ლაშა გიორგის არზრუმის მხარეს ლაშქრობის დროსაც იქაურებმა “ვითარცა განთენდა, ჰკრეს ბუკთა და დაფდაფთა (დაირა) და შეიქმნა ხმა ქალაქთა შინა, დამასკუნელნი სისხლთა, მათთა დათხევისანი”. თამარ მეფის პირველ ისტორიკოსს, მოთხრობილი აქვს, რომ როდესაც საქართველოს ძლევამოსილი ჯარი ირანში ლაშქრობიდან საქართველოში დაბრუნდა თამარი “მიეგება ზეიმითა და დიდებითა: იყო ხმა ბუკთა და დუმბულთა”.

რასაკვირველია, მაშინაც კარგად ესმოდათ, რომ ბუკის ხმა მეტისმეტად ძლიერი და გამაყრუებელი იყო. ამიტომ ბუკთა ტკრციალი ლხინისა და ნადიმის დროს უმთავრესად ზეიმის გამომხატველი უნდა ყოფილიყო. ეს გარემოება თვით შოთა რუსთაველსაც აქვს აღნიშნული. მგოსნის სიტყვით: “სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა, მოსამატებლად ზარისად”.

სამეგრელოში ბუკს დიდი დღესასწაულების დროს უკრავდნენ, მაგალითათ, სააღდგომო ლიტანიას წინ ორი მებუკე მიუძღოდა ხოლმე, არქანჯელო ლამბერტის (იტალიელი მისიონერი) ცნობით: “ნათლიღების დღესასწაულის წყალკურთხევის ლიტანიობის დროს წირვა რომ დასრულდება, მთელი პროცესია მახლობელ მდინარეზე მიდის, რათა დიდის ამბით წყალი აკურთხოს. ყველაზე წინ მედროშე მიდის, რომელსაც ხელში დროშა უჭირავს. მას მისდევს ორი კაცი, რომელნიც ბუკს უკრავენ და ბოლოს მიდის დანარჩენი ხალხი”.

ბუკის ახმაურების გამოსახატავად ძველ ძეგლებში სხვადასხვა გამოთქმაა ნახმარი. მაგალითად: “შაჰ-ნამეში” ქექაოზის მაზანდარანს გამგზავრების აღწერილობაში ნათქვამია: “მეორეს დღეს გაემართნეს ქოსსა ჰკრეს და ბუკი ყუირსა”. ბუკის ხმობა “იოსებ ზილიხანიანის” მეორე ვერსიაშიც არის: “მათ დროშები გაუშალეს, ქოსსა სცემდეს, ბუკი ხმობდეს”. ქექაოზის, როსტომისა და მაზანდარანელის ომის აღწერილობაში კი სწერია: “დარაზმეს და ბუკსა სცემდეს, გამოიღებს ქოსი ხმასა”. სულხან-საბა ორბელიანსაც თავის იგავ-არაკებში ბუკის ცემა აქვს ნახმარი: “თუმცა ამ საკრავს ხმობა და ყუირილი უფრო შეეფერება, ვიდრე ცემანი საყვირთა”, ს. ორბელიანის განმარტებით საყვირთა სახეობანი ერთმანეთისაგან სიდიდითაც განირჩეოდნენ, მაგ. “ბუკი საყვირია დიდი”, ხოლო “ზროხაკუდი საყვირია მომცრო”.
Last edited by ლეონტი on 11 იან 2009, 18:33, edited 2 times in total.

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Giorgi Bagrationi » 11 იან 2009, 14:58

qvevri
ძალიან საინტერესო რუბრიკა წომოგიწყვია. სიამოვნებით გავეცნობი და ხანდახან რაიმეს გამოვდებ ხოლმე.
ერთი კითხვა გამიჩნდა. ვანო სარაჯიშვილის სტატიაში, ბოლო ნახატზე მიწერილია "ავტოპორტრეტი" და მართალი გითხრა უცებ გამიკვირდა "რა კარგი ხატვა ცოდნია მეთქი!", მერე კი ეჭვმა შემიპყტო, შემთხვევით "პორტრეტი" ხომ არ უნდა ეწეროს? რაღაცით ჯიბსონ ხუნდაძის სტილს ჩამოგავს, თუმცა დარწმუნებული არ ვარ.

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Giorgi Bagrationi » 11 იან 2009, 15:21

მაპატიეთ, მაგრამ ერთი რაღაცაც შევნიშნე, :wink: ქუჩიდან გადაღებულ ფოტოზე კომპოზიტორ სანდრო მირიანაშვილის სახლია, რომელიც ასევე სიღნაღში მდებარეობს იმავე ქუჩაზე, დაახლოებით ვანო სარაჯიშვილის სახლის მოპირდაპირე მხარეს. თუ ფოტოს მოვძებნი გამოვდებ.

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Giorgi Bagrationi » 11 იან 2009, 15:33

ესეც ვანოს სახლი სადაც დაიბადა და აბრაა წარწერით (შესაძლოა ეხლა მუზეუმი სხვაგან გადაიტანეს)
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ლეონტი » 11 იან 2009, 16:33

Giorgi Bagrationi wrote: "ავტოპორტრეტი" და მართალი გითხრა უცებ გამიკვირდა "რა კარგი ხატვა ცოდნია მეთქი!", მერე კი ეჭვმა შემიპყტო, შემთხვევით "პორტრეტი" ხომ არ უნდა ეწეროს? რაღაცით ჯიბსონ ხუნდაძის სტილს ჩამოგავს, თუმცა დარწმუნებული არ ვარ.
სწორი შენიშვნაა, ქვევრს შეეშალა, რადგან "საქართველოს ბულბული" ნამდვილად არ ხატავდა.
ოპერაში მღეროდა.

აი მისი მოკლე ბიოგრაფია:

ვანო სარაჯიშვილი (1879-1924)

Image


ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი.

1887 წლიდან ვანო სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, აქვე მღეროდა მოსწავლეთა გუნდში. 1898 წელს თბილისის სამუსიკო სასწავლებლის ჩელოს კლასში შევიდა. 1898-1900 წლებში იყო ქართული ხალხური გუნდის (ხელმძღვანელი ს. კავსაძე) მომღერალი-სოლისტი. 1903 წელს ვანო პეტერბურგს გაემგზავრა და სიმღერას სწავლობდა ჯერ ი. პრიანიშკინოვთან, შემდეგ კი - ა. პანაევა-კარცევასთან. მისი დებიუტი პეტერბურგში 1907 წელს შედგა ჯ. ვერდის ოპერა "ტრავიატაში". პარალელურად, 1906-08 წლებში, იტალიაში კასტელანოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ბელკანტოს ხელოვნებას და იტალიის სხვადასხვა ქალაქში გამოდიოდა. პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ მუშაობა იტალიურ დასში განაგრძო.

1908 წლიდან სარაჯიშვილი თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ის გამოდიოდა თბილისის საოპერო სცენაზე, სადაც მღეროდა ევროპელი და რუსი კომპოზიტორების ოპერებში, ასევე ასრულებდა ქართველი კომპოზიტორების რომანსებს. 1923 წლის 28 მაისს მან მონაწილეობა მიიღო ზ. ფალიაშვილის ოპერის "აბესალომ და ეთერის" ახლადშექმნილი ფრაგმენტების შესრულებაში.

1910-1920 წლები სარაჯიშვილის შემოქმედების აყვავების ხანა იყო. ის მონაწილეობდა ზ. ფალიაშვილის ოპერების დადგმებში, მღეროდა აბესალომისა ("აბესალომ და ეთერი") და მალხაზის ("დაისი") პარტიებს. ცნობილია, რომ მალხაზის არია "თავო ჩემო" ფალიაშვილმა დაწერა და ოპერაში შეიტანა სწორედ სარაჯიშვილის თხოვნით.

ვანო სარაჯიშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, ხალხი მას სიყვარულით "საქართველოს ბულბულსაც" ეძახდა. მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ვანო სისტემატურად მართავდა კონცერტებს. მისი რეპერტუარი ძალიან მრავალფეროვანი იყო. ის თანაბარი ოსტატობით ასრულებდა ქართველი და რუსი კომპოზიტორების რომანსებს, ქართულ ხალხურსა და ნეაპოლურ სიმღერებს. სარაჯიშვილი ქართული პროფესიული ვოკალის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. ასეთი პოპულარობა მას ულამაზესმა ხმამ, დახვეწილმა ვოკალურმა ოსტატობამ და ნათელმა სცენურმა ნიჭმა მოუტანა.

გადაღებულია კინოფილმ "მამის მკვლელში" (1923), შემორჩენილია რამდენიმე გრამფირფიტა მისი ხმით, თუმცა ჩანაწერები არასრულყოფილია.

სარაჯიშვილის სახელი მიენიჭა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას (1947). დაკრძალულია თბილისის ოპერის თეატრის ბაღში.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 11 იან 2009, 20:46

სარაჯიშვილის მუზეუმი იმ სახლში არაა გახსნილი(რატომღაც) სადაც იგი დაიბადა და გაიზარდა. მისი მუზეუმი რატომღაც მთლად უყურადღებოდ იყო მიტოვებილი და როგორც უკვე ვთქი ეხლახანს შეასახლეს სანდრო მირიანაშვილის სახლში.Image
Last edited by qvevri on 29 იან 2009, 21:32, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 11 იან 2009, 21:21

იცოდით თუ არა, რომ კასპის(კავთისხევის) ციხიაგორას საკულტო ნაგებობის ქვევრებიანი მარანი 28 000 ლიტრ ღვინოს იტევდა, ხოლო ვარძიის "შიდა ქალაქის" ქვევრები 90 ტონ ღვინოს იტევდა???
მაგარია არა? ეს ნიშვანს რომ ვარძიაში ყოველ თვე 1.7 ტონა ღვინოს ხარჯავდნენ.
ეს ციხიაგორას მარანია
Image
Last edited by qvevri on 12 იან 2009, 09:25, edited 1 time in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ლეონტი » 12 იან 2009, 09:48

qvevri wrote: ვარძიის "შიდა ქალაქის" ქვევრები 90 ტონ ღვინოს იტევდა???
მაგარია არა? ეს ნიშვანს რომ ვარძიაში ყოველ თვე 1.7 ტონა ღვინოს ხარჯავდნენ.
ვარძია ძირითადად სამონასტრო კომპლექსი იყო, იქვე იყო საერო დასახლებაც, მაგრამ ეგ მარანი ბერებისა იყო, ხოლო ბერები მკაცრი ტიპიკონით ცხოვრობდნენ და მარხვაში სულაც არ სვამდნენ ღვინოს.
აქედან გამომდინარე 1.7 ტონა ღვინო არ ისმებოდა არამედ წლიდან წლამდე, მრავალ წლობითაც, ინახავდნენ და ამიტომ იყო საჭირო ამხელა მოცულობის ჭურჭელი.
:P

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]