ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 19 აპრ 2010, 10:01

ქართულ იარაღზე და კონკრეტულად ხმალ-სატევარზე ერთობ საინტერესო ეთნოგრაფიულ სალექსიკონო მასალას ვხვდებით წიგნში "ფშაური ლექსიკონი", გიგი ხორნაული, თბილისი 2000წ. მასალების მიხედვით სატევარის ქარქაშის იმ დეტალს, რომელიც ისრითაა აღნიშნული ეწოდება ჭავლი.
ჭავლი - კუთხ. (ფშავ.) ხანჯრის ქარქაშზე შემოვლებული სალტე (უმეტესად ვერცხლისა).
Image
კიდევ ბევრი საინტერესო მასალაა ამ წიგნში არა მარტო იარაღებზე არამედ საერთოდ მთის ამ მხარის კულტურაზე და თუ ვინმეს დააინტერესებს საჯაროში...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 29 აპრ 2010, 22:18

საინტერესო მასალა ვიგდე ხელთ. ამ მასალებში ჩემი დიდი წინაპარი მოიხსენიება - პროკოპი ბარისაშვილი.
"ახალი ამბავი
მცხეთა. ორ თიბათვეს აქ ფრიად სასიამოვნო ამბავი მოხდა- აკურთხეს საჯარო წიგნთსაკიხავი, რომელსაც ბევრი ხალხი დაესწრო და დიდის სიამოვნებით მიეგება გახსნას და კურთხევას- ეხლა კი გვეშველება და გავიგებთ რამესო. მაგრამ ჩვენდა საუბედუროთ წიგნთსაკითხავი ძალიან ღარიბია და შეძლება ცოტა აქვს. ამის გამო თათბირი ჰქონდათ, იქნებ როგორმე განვკარგოთ წიგნსაკითხავიო. შემოსწირა ზოგმა ფული და ზოგმა წიგნებიც. აგრეთვე დაგვპირდა რამდენიმე - სხვებს ვეტყვით და შემოვაწირინებთ რამესო"

შემდეგ იქვე ვკითხულობთ:
"ნება მოგვეცით, თქვენი პატივცემული გაზეთის საშუალებით გულითადი მადლობა გამოუცხადოთ იმათ, რომელთაც მცხეთის საჯარო წიგნთსაკითხავს ფული შემოსწირეს; ელიზბარ გიგიშვილმა (მცხეთის ბოქაული იყო) თვრამეტი მანეთი, მარიამ გედევანიშვილმა ხუთი მანეთი, იღუმენია ნინომ (სამთავრო) ათი მანეთი, ოლგა გურგენიძემ ორი მანეთი, ელენე ჯორჯაძის ასულმასამი მანეთი, გრიგოლ მაჩხანელმა (მცხეთის სამრევლო სკოლის მასწავლებელი) სამი მანეთი, პროკოპი ბარისაშვილმა ხუთი მანეთი, ზაქარია გარსევანიშვილმა სამი მანეთი, სიფიო ციციშვილის ასულმა სამი მანეთი, კონსტანტინე ჭელიძემ ერთი მანეთი, პრიჩეტნიკმა ევგენი ნახუცრიშვილმა სამი მანეთი, მღვდელმა ქრისტესია თათარაშვილმა სამი მანეთი, გიორგი ვაჩნაძემ ორი მანეთი, ივანე დუმბაძემ ერთი მანეთი. სულ სამოცდათორმეტი მანეთი."
პროკოპი ბარისაშვილი."ივერია", 1891 წ. 9 ივნისი.
წერილში მოხსენიებული პროკოპი ბარისაშვილი ჩემი წინაპარი და შორეული ნათესავია. ხოლო მოძღვარის ქრისტესია თათარაშვილის თაობაზე ამას წინათ ერთი საინტერესო ცნობა მოვიძიე, რომელიც დღევანდელ წერილს უკავშირდება ირიბათ. საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი ძალიან კარგი კაცი ყოფილა, რომელსაც სახლი აუშენებია და თავისი შევილებისათვის დაუტოვებია. მისსავე აშენებულ სახლს ქონია წარწერა, რომელის წარწერაც მე შემთხვევით აღმოვაჩინე და რა თქმა უნდა გადავიღე. ამ წარწერაში ნათქვამია, რომ მე ქრისტესია თათარაშვილმა ავაშენე ეს სახლი და ვუტოვებ ჩემს შვილებს ლხინათ მოსახმარათო. მოკლედ ლოცავს თავის მონაგარს.
აგერ ის წარწერაც, რომელიც უკვე ძნელად იკითხება.
Image
Image
Last edited by qvevri on 29 აპრ 2010, 22:28, edited 2 times in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ლეონტი » 29 აპრ 2010, 22:25

ღმერთმა გაანათლს კეთილი ხალხი, სუფთები იყვნენ და გულუბრყვილოები.
ბიბლიოთეკისთვის ფულს აგროვებდნენ.
რა იცოდნენ რომ მალე მოვიდოდა დრო რო ბიბლიოთეკა წალეკავდა ინფორმაციული ზღვა ნაგვის სახით კაცობრიობას.

ისე მანდ გადალესილია და ასოა დაფარული:
ლხინათ კი არა სალხინოთ წერია.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Makena » 02 მაი 2010, 17:59

ლეონტი wrote:Image

Image

Image

Image

Image
ლეონტი
და რა არის აქ საინტერესო, ან განსაკუთრებული?
Last edited by Makena on 02 მაი 2010, 18:12, edited 1 time in total.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Makena » 02 მაი 2010, 18:12

Tamari-ch. wrote:pauna
ეგ სარკოფაგი პალენკეშია-
აი ამ ტაძარში -

Image


სარკოფაგში აღმოაჩინეს მამაკაცის ჩონჩხი, რომელიც ბევრად მაღალი იყო ვიდრე იქ ადგილობრივი მცხოვრებ ინდიელები.
სადღაც მართლა ზის ეს ადამიანი -
მაგრამ ხომალდშია თუ სხვაგან - ღმერთმა უწყის...

Image
Tamari-ch
საოცარი და ბნელით მოსილი ცივილიზაცია იყო.
ერთი რამ ცხადია, ეს პირამიდები თავდაპირველად ნამდვილად არ აუგიათ მათზე დახოცილი გვამებისა და წაკვეთილი თავების საგორავებლად, ისინი სხვა მიზნისათვის ააგეს, ეგ პროცესები გვიან დაიწყო... ამ საშინელმა რიტუალებმა რაც ადამიანთა მოდგმის დეგრადაციის ერთერთი გამოვლინება გახდა მატერიალურ სამყაროში უკვალოდ არ ჩაიარა, მაიას ცივილიზაცია დაინგრა,სინამდვილეში მათ არც არაფერი შეუქმნიათ, ისინი მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ... კონკვესტადორების ჩასვლის დროს ისინი უკვე დასუსტებული და განადგურებული ცივილიზაციის ნაშთს წარმოადგენდნენ.
საინტერესო ფოტოა, სკაფანდრიანი კაცი მართლაც ჩანს.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ლეონტი » 02 მაი 2010, 23:44

Makena wrote:
ლეონტი
და რა არის აქ საინტერესო, ან განსაკუთრებული?
Makena wrote:
საინტერესო ფოტოა, სკაფანდრიანი კაცი მართლაც ჩანს.

ბოდიში რო დრო დაგაკარგიე.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Makena » 03 მაი 2010, 11:59

ლეონტი
მე სერიოზულად დავსვი კითხვა და ველოდი რომ რაღაც საინტერესოს გამოყოფდი.
თუმცა ცინიკური პასუხი დაწერე.
როგორც ჩანს მართალი ხარ, დრო არ უნდა დამეკარგა წაკითხვაზეც კი.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Tamari-ch. » 03 მაი 2010, 12:06

Makena
მაგ ფილაზე უამრავი დაიწერა
ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია

კიდევ განახებ რაღაცეებს
(საღამოს)
და დარწმუნდებით რომ "სკაფანდრიან" ადამიანებს
მარტო ამერიკის კონტინენტზე არ ხატავდნენ შორეულ წარსულში..
:wink:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Makena » 03 მაი 2010, 13:01

Tamari-ch.
ეგ ფილა გერმანელების მიერ გადაღებულ ფილმში ვნახე პირველად (სახელი არ მახსოვს ფილმის), სადაც სწორედ მაგ რაკურსით იყო წარმოდგენილი, სიმართლე გითხრა მართლაც ხომალდში მჯდომარე ადამიანად აღიქმება და არც არის გასაკვირი. ფაქტია რომ მსგავსი პირამიდების აგება დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც კი შეუძლებელია, და მაშინ გარკვეული გარე ძალების ჩარევის გარეშე მითუმეტეს ვერ მოხერხდებოდა, ასერომ თუ რაიმე საინტერესოს დადებ ნამდვილად სიამოვნებით გავეცნობი.
მე პირადად მქონდა საუბარი რამდენიმე ბოლივიელთან რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ რამდენიმე წლის წინ სულ სხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ რამდენიმე საინტერესო რამ მიამბეს, მაგ: პირამიდის გარკვეულ ნაწილში ხორცი არ ლპება, მიუხედავად იმისა თუ რამდენ ხანს დატოვებ, ასევე არ ფუჭდება და არ კარგავს აღმოცენების უნარს ნებისმიერი სათესლე მასალა ასეული წლების შემდეგაც კი რადგან იქ ნაპოვნი სიმინდის თესლი რომელიც კაცმა არ იცის რამდენი საუკუნე იყო შენახული დათესვის შემდეგ თურმე აღმოცენდა!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ლეონტი » 03 მაი 2010, 18:24

Makena wrote:ლეონტი
მე სერიოზულად დავსვი კითხვა და ველოდი რომ რაღაც საინტერესოს გამოყოფდი.
თუმცა ცინიკური პასუხი დაწერე.
როგორც ჩანს მართალი ხარ, დრო არ უნდა დამეკარგა წაკითხვაზეც კი.
მაკენ ხაზი გაუსვი რაც საყურადღებო იყო ჩემი აზრით და რაც შეეხება სოფლის მეურნეობას ბოლო ბლოკში, მეგონა შენზე მეტად თუ ვინმე გაიგებდა არც მეგონა.ყველაფერი ნათლად წერია.
ამიტომ ცინიკურად სწორედ შენი შეკითხვა აღვიქვი.
და რადგან ესეა ,მოტევებას ვითხოვ და თუ კითხვას დამიკონკრეტებ მზად ვარ განგიმარტო(ანუ რა ადგილია შენთვის გაუგებარი .)
ზოგადად კი ვიტყვი:საინტერესოა ქვეყნის არსასრულის და მასტან დაკავსირებული პუბლიკაციების მოზღვავება.
მე მგონი ამდენი ამ საკითხზე არცერთ ეპოქასი უმსჯელიათ.
მიზეზიც ცხადია. როცა ტაფაში იხრუკები ნელ-ნელ ვერ გებულობ რა მოგდის, მაგრამდგება კულმინაცია, რომელსაც გონება და ემოცია დაწმენდილი ხალხი წინასწარ ჭვრეტს და გვეუბნება, ჩვენ კი ვერ ვგებულობთ.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Tamari-ch. » 03 მაი 2010, 22:10

აგერ ბატონო კიდევ "სკაფანდრებიანი"



Image
იტალია 10000 წელი ჩვ/ წ/აღ.მდე

Image
ეს ავსტრალიაში

Image
ეს პერუში


Image
ეს პატარა ქანდაკება ნაპოვნია კიევში და თარიღდება 4000 წლით ჩვ წ .აღმდე


Image

Image
საჰარაში ნაპოვნი ნახატები


Image
ეკვადორში ნაპოვნი პატარა ქანდაკება - მარცხნივ რაცაა
მარჯვნივ კოსმონავტია გამოსახული შედარებისთის


იაპონური ქანდაკებები
Гораздо больше сходство с каким-то неуклюжим скафандром у японских статуэток догу. Первый снимок - статуэтка из музея в Токио; остальные - статуэтки догу
Image
Image



ესეც ნასკას ცნობილი ნახატები - ერთ ერთი ნახატი სკაფანდრიანს გვაგონებს
Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Tamari-ch. » 03 მაი 2010, 22:12

აგერ კიდევ

Image


Image


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Tamari-ch. » 03 მაი 2010, 22:16

და ბოლოს ყველაზე საოცარი ბარელიეფი ესპანეთში - შუასაუკუნოვან ეკლესიაზე

Image

კარგად დააკვირდით -


В городе Саламарка (Испания) есть Новый Кафедральный Собор (время строительства XVI-XVIII вв.). Среди многочисленных изображений, украшающих собор, можно увидеть... современного космонавта. Сходство деталей костюма просто поразительно. Откуда художник мог знать такие подробности?.. Либо он умел предвидеть будущее, либо впору вспомнить о путешествии во времени и параллельных мирах. Хотя абсолютно не исключен вариант и того, что это - всего лишь работа современных реставраторов...



Image


ჩემ ნე გაგარინ?
:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Makena » 04 მაი 2010, 01:39

ლეონტი wrote:
Makena wrote:ლეონტი
მე სერიოზულად დავსვი კითხვა და ველოდი რომ რაღაც საინტერესოს გამოყოფდი.
თუმცა ცინიკური პასუხი დაწერე.
როგორც ჩანს მართალი ხარ, დრო არ უნდა დამეკარგა წაკითხვაზეც კი.
მაკენ ხაზი გაუსვი რაც საყურადღებო იყო ჩემი აზრით და რაც შეეხება სოფლის მეურნეობას ბოლო ბლოკში, მეგონა შენზე მეტად თუ ვინმე გაიგებდა არც მეგონა.ყველაფერი ნათლად წერია.
ამიტომ ცინიკურად სწორედ შენი შეკითხვა აღვიქვი.
და რადგან ესეა ,მოტევებას ვითხოვ და თუ კითხვას დამიკონკრეტებ მზად ვარ განგიმარტო(ანუ რა ადგილია შენთვის გაუგებარი .)
ზოგადად კი ვიტყვი:საინტერესოა ქვეყნის არსასრულის და მასტან დაკავსირებული პუბლიკაციების მოზღვავება.
მე მგონი ამდენი ამ საკითხზე არცერთ ეპოქასი უმსჯელიათ.
მიზეზიც ცხადია. როცა ტაფაში იხრუკები ნელ-ნელ ვერ გებულობ რა მოგდის, მაგრამდგება კულმინაცია, რომელსაც გონება და ემოცია დაწმენდილი ხალხი წინასწარ ჭვრეტს და გვეუბნება, ჩვენ კი ვერ ვგებულობთ.
ლეონტი
იმედია ჩვენი წყენა აქ დასრულდა, ერთმანეთს არაფერს ვუმტკიცებთ, მხოლოდ ვბჭობთ, ვცდილობთ მეტი შევიმეცნოთ, ამიტომ არა კამათი, არამედ საინტერესო საუბარია ვფიქრობ საჭირო და სასარგებლო.

მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით მოგეხსენება უამრავი მასალები იბეჭდება, ვისაც არ ეზარება ყველა წერს... უმეტესწილად ყოვლად უაზრო და უსარგებლო ინფორმაციას.
3 მომენტს გამოვყოფ.
პირველი - დედა ნილა წერს (სტატიის დასაწყისში)რომ უფალმა გადაავადა ჟამი(მეორედ მოსვლა?) რუსეთისთვი... ???
მეორე - იგი ამბობს რომ მას (დედა ნილას)ყველაზე მეტად უყვარს რუსი ადამიანები, რადგან ისინი შრომისმოყვარენი და გულმოწყალენი არიან...
მესამე - იგი ამბობს დედა ღვთისა არ დატოვებს რუსეთს, მას უყვარს რუსეთი და დაიცავს მას, ამიტომ უფალი გადაარჩენს რუსეთს...შემდეგ აგრძელებს რომ ის(უფალი)არ დაუშვებს რომ მტრებმა გათელონ რუსეთი..... სადაცაა სიწმინდე იქ მიძვრება ბოროტი.

-რას ნიშნავს რუსეთისთვის ჟამის გადადება?
-დედა ნილას ამ სტატიიდან გამომდინარე რატომღაც მხოლოდ რუსი ხალხი მიაჩნია საუკეთესოდ და მხოლოდ რუსეთის ბედი ადარდებს და არა ზოგადად კაცობრიობა და თუნდაც ზოგადად მართლმადიდებლური სამყარო...და ეს მაშინ როცა ჟამი მოსულია...რას ნიშნავს ეს?

სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, ნამდვილად ვიზიარებ იმ მოსაზრებას რომ ადამიანი ახლოს უნდა იყოს მიწასთან, ბუნებასთან, წყალთან... მაგრამ მეორედ მოსვლასთან რა კავშირშია ქათმების მოშენება, კიტრი და კარტოფილი?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Tamari-ch. » 04 მაი 2010, 09:39

მესამე - იგი ამბობს დედა ღვთისა არ დატოვებს რუსეთს, მას უყვარს რუსეთი და დაიცავს მას, ამიტომ უფალი გადაარჩენს რუსეთს...შემდეგ აგრძელებს რომ ის(უფალი)არ დაუშვებს რომ მტრებმა გათელონ რუსეთი..... სადაცაა სიწმინდე იქ მიძვრება ბოროტი.
აი ეს მიკვირს ხოლმე
რუსეთი აქეთ რომ მოძვრება წმ მარიამის წილხვედრ საქართველოში და გვანგრევს -
ეს ბოროტება არაა?
ამ სიტუაციაშიც " უყვარს" უფალს რუსეთი და საქართველო არა?

დედა ნილას ამ სტატიიდან გამომდინარე რატომღაც მხოლოდ რუსი ხალხი მიაჩნია საუკეთესოდ და მხოლოდ რუსეთის ბედი ადარდებს და არა ზოგადად კაცობრიობა და თუნდაც ზოგადად მართლმადიდებლური სამყარო...და ეს მაშინ როცა ჟამი მოსულია...რას ნიშნავს ეს?
საქართველოზე რა აზრის იყო ნეტა ის დედაო?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]