პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by KINALOKO » 23 აპრ 2009, 15:12

pataputina


აბა იმას ხო არ ვიტყვი, რომ უტვინო ვარ ??!!!! :shock: :shock:

:mrgreen:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by Archil » 23 აპრ 2009, 20:53

pataputina wrote:გეშინოდეთ თქვენი 20ნებების
ისინი შეიძლება
ახდნენ


კი არა და


დილას ვინატრე, ნეტავმ გიორგი კეკელიძე გამაცნობილა
მეთქი
და
აი....... :roll:






ჩრდილების ჩრდილი. გიორგი. (გიორგი კეკელიძე)
ეკა ქევანიშვილი

დღე პირველი

[21:55:09] ეკა ქევანიშვილი: დღე არის ოთხშაბათი
რიცხვი 26
თვე ნოემბერი
[21:55:35] გკეკელიძე: შუაღამესთან ახლოს
[21:55:45] ეკა ქევანიშვილი: და შემოდგომის ბოლოა
რომელ დღეს დაიბადე, უთქვამთ შენთვის?
[21:56:15] გკეკელიძე: ბევრჯერ
მოქმედი გმირები იგივე.
რეჟიმი:
კითხვა პასუხი:
მომიყევი მაგ დღეზე
მოგწერ
ლოდინის რეჟიმში ვარ
აპრილის შუადღისას დავიბადე ქალაქყოფილ ოზურგეთის ერთადერთ სამშობიარო სახლში...ერთხანს ვიჩემებდი, რომ მახსოვდა.. რადგან არც ჩემამდე (და არც ჩემს მერე) მამაჩემის და დედაჩემის ოჯახს არავინ შემატებია, დიდი ზარზეიმით მიმიღეს ალბათ..ასეც მზრდიდნენ.. შესაბამისად ვიყავი ამაზრზენი, ახირებული, პატივმოყვარე, სნობური მიდრეკილებებით დაავადებული ბავშვი და ყველა ეს თვისება დღემდე გამომყვა და არც ვნანობ.

-არ ნანობ? რატომ, ეგეც რაღაც განსხვავებულობის იმიჯს გიქმნის? თუ მოგწონს ეს ამპლუა

-არა. ეს ჩვევებია ყველაზე სათუთი განძი ჩემთვის. მათ და ყველა ცრურწმენას ძალიან ვუფრთხილდები. ხეზე ვაკაკუნებ და პირჯვარს ვიწერ თუმცა არც სულების მეშინია ახლა და არც სამაგალითო ორთოდოქსი ვარ.

-არააა, არ მჯერა 01.gif მართლა აკაკუნებ?

_ 01.gifერთხელ ჯორჯ ბესტმა თქვა (მანჩესტერის ლეგენდარული გარემარბია): 1969 წელს ქალებს, მოწევას და ალკოჰოლს თავი დავანაბე და ეს იყო ყველაზე საშინელი 20 წუთი ჩემს ცხოვრებაში

_რატომო?

-ანუ ჩვევებს მხოლოდ ოცი ცუთით თუ მოვწყდებით, ისიც ხელოვნურად01.gif

-სახლიდან გასვლის წინ თუ ყველა სარკეში იხედები, ესეც ჩვევაა?

_არა, ეს სხვა თემაა მგონი.
მაინტერესებს.. პრინციპში ყველაფერი:
ადგილი, სადაც იდექი და ახლაც ხედავ ამ ადგილს
დეტალები
კადრები

-ყველა ინტერვიუ პოზას გულისხმობს რესპოდენტის მხრიდან. ჩემი უბადრუკი აზრით, გულწრფელობის პოზა მათგან ყველაზე არაბუნებრივია. ამიტომ უნდა შეეგუო, რომ რასაც რასაც მოგიყვები იქედან ნახევარი სიცრუე იქნება, სიცრუის ნახევარი ირონია და ასე შემდეგ.....მახსოვს, რომ უამრავი სათამაშო ჯარისკაცი მყავდა და უდიდეს ომებს ვიხდიდი ხოლმე და ეს ომები ღამით მესიზრმებოდა და კიდევ სოფლის სახლი მახსოვს და ამ სახლის კედლების სუნი, ნაკელის სუნი მახსოვს და გაჭრილი თითის სუნი, ჩემი თანატოლი შარდით მომბანდა ხოლმე, მალე რომ შემხორცებოდა..მამიდაჩემი რომ გარდაიცვალა, ,,აბა, დამაცადეს" ვუყურებდი და კივილით რომ მოვიდნენ, უცებ გამორთეს და სადღაც წამათრიეს და მას მერე ეს მულტფილმი მგონია სიკვდილი

-პრინციპში, ცოტათი არის კიდეც სიკვდილი. ერთი მეორეს ამისთვის დასდევს, რომ გადასანსლოს. და წიგნები?

თავიდან მაძალებდნენ.
“ჯეინ ეარი” დამაძალეს და “უთავო მხედარი”. მერე შემიყვარდა და უზომოდ ვკითხულობდა. რაც შინ მქონდა. რასაც ვინმე მათხოვებდა.



-ბიბლიოთეკაში არ დადიოდი?
სოფლის ბიბლიოთეკებს რაღაცნაირი სხვანაირი აურა აქვს

-სახლის ბიბლიოთეკის ბოლო წერტილი ბერნანდო გიმარაენსის - ,,იზაურა“ იყო და მაშინ მივხვდი, რომ ხანდახან საჭიროა წერტილი მანამ დასვა, სანამ თავისით დაისმება 01.gif
სოფლის ბიბლიოთეკა კი ერთი საშუალო ხნის ბიბლიოთეკარის
სახლში იყო გადმოსული. იქ ცოტა სხვანაირი წიგნები დამხვდნენ
ვთქვათ, ბიძია ერნსტი და შესაშინებელი ფოლკნერი
მერე იყო უზარმაზარი, დემონსტაციულად გაშლილ საბჭოთა ენციკლოპედიაში დამალული ირინე ავერბახის “ჭაობი”.01.gif

-აი, რადგან წიგნებთან ვდგავართ
თუ ჩამოვსხედით, როგორ გგონია, არსებობს მარადიული წიგნები?

-ჩემთვის ეს არის პინდარეს “ოდები”; ,,ლაზარილიო ტორმესელის ცხოვრება“, მარკ ტვენის ,,ჰეკლბერი ფინი“,
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე იძულებული ვარ ყველა ე.წ. ლიტერატურულ სკოლას პატივი ვცე, მაგრამ დღემდე ჯალალ ედ დინ რუმი უფრო მიზიდავს და მაოცებს, ვიდრე, ვთქვათ, ალენ გინზბერგი.. ამ უკანასკნელის გვიანდელ წვერს და საკარნავალო ქუდებს თუ არ ჩავთვლით

-კი, შენთან სულ აღმოსავლეთში ვარ ხოლმე
რატომ უფრო აქეთ, მზისკენ? რამე ისეთია მანდ დამარხული?

-მთელი საუნივერსიტეტო ცხოვრება დასავლეთის მეთოდლოგიურ სკოლებს ვსწავლობ და მათზე მეტი ვიცი.. პაუნდი მომწონს და აპოლინერი..უფრო მეტად ეშბერი და კიდევ უფრო მეტად რემბო.. თუმცა პოეზია, ჩემი აზრით ნაციონალური მოვლენაა ენობრივი თვალსაზრისით, ქართული ენა იდიომატური ნიშნების სიმრავლეს განიცდის და მაიძულებს ამ გზას გავყვე, მე მომწონს ამგვარი იძულება, (სხვა ნებისმიერ იძულებისგან განსხვავებით)... როცა ნაციონალურობაზე მუვუთითებ, ეთნიკურ ფენომენს არ ვგულისხმობ. - სხვადასხვა ეროვნებისაა ბერძენი დიანა ანფიმიადი და ქართველი დინა ანთაძე, მაგრამ მათი ტექსტები ხარისხის მიხედვითაც სხვაობს...

შესვენება.

-ძილი გიყვარს?
- ცოტა მძინავს, კომპიუტერში ვკითხულობ, ან ვთამაშობ ფეხბურთს ან ანიმაციებს ვუყურებ და თენდება. დღისით საზარელი რეჟიმი მაქვს..მე რომ მიყვარდეს, ძილს შევძულდებოდი

ეგ დილა როგორია? მძიმეებია, ძახილის ნიშნები თუ კითხვის უფრო, დილაობით? წარმოიდგინე, მე ვდგავარ დურბინდით მოპირდაპირე ფანჯარაში და გხედავ.

-საბანწაფარებულს მძინავს და მოულოდნელად გადავიძრობ და სამგზის შევძახებ: ჰოი, ღმერთო მაღალო, გმადლობ, რომ ეს დილაც გამითენე.. მერე მახსენდება, რომ პოეტი ვარ, და მობილურში წინა დღეს ჩაწერილ ფრაზებს ვეძებ, ანუ ჯერ არ წამოვდგები.. მერე იმედია კი... ჩაის არ დავლევ .ალბათ, საერთოდ არაფერს..სასწრაფოდ ჩაავიცმევ და წავალ სადმე სამსახურივით ადგილას, თუ ვინმეს არ ვხვდები და ან შინ არ ველი... თუ წავედი, სანამ მეზობელ ბინას გავცდები, ჯიბეში ყურსასმენებს მოვძებნი და რამის მოსმენას დავიწყებ.. მერე იმ ორ ბინას გავცდები და მეზობელი ბინის ფანჯარა ვეღარ დამინახავს

რიტუალური არ ხარ?

ზედმეტად. ანუ დილის ლოცვებს ბავშვობაში რომ მაკითხებდნენ, აუცილებლად ვამბობ, მაგრამ ისე გადავაბამ ხოლმე, რომ თავს და ბოლოს ვეღარ გაიგებ,Kკიდევ ჰინდუისტების რიტუალს ვესწრები ხოლმე და ბაჯანებს ვმღერი

ბაჯანებს??

კი, სანსკრიტული სიმღერებია კრიშნაზე

შენს ლექსებში ძალიან ბევრი სიმბოლოა თუ მეჩვენება?

სიმბოლოებს ვწერ ლექსებად (სნობის გარდა პატივმოყვარეც ვარ01.gif)...ეს ფრაზა არის შორეული გამოძახილი ტიციან ტაბიძის ,,ლექსი თვითონ მწერს" და სუდუნ პოს ,,სიმბოლოები მწერენ მე"..ანუ ეს არის რიზომული დეკონსტრუქცია, რომელიც ახალგაზრდა, ნიჭიერმა, პერსპექტიულმა პოეტმა ჩვეული მანერით გამოხატა ანუ ალბათ, ხვდები, ხანდახან ძალიან მინდა ლიტერატურათმცოდნეებზე ( ნაწილობრივ ჩემს თავზეც) ვიცინო ხოლმე მსგავსი ფრაზების გამო, მაგრამ მე ბავშვობის მერე ეტიკეტიც და გურული დიპლომატიაც ვისწავლე01.gif
ანუ იმის თქმა მინდა,რომ ჩემს ლექსებში ბევრი სიმბოლოა, მაგრამ როგორც წესი, უფრო სხვები ამჩნევენ....ისე ლექსმა პოეტები გამახსენა, ბარემ დავძენ, ხანდახან როცა ზოგიერთი პოეტის ჩვევებს ვაკვირდები, ჭკუიდან შორს მდგარად სულაც არ მეჩვენება, ჩვენი ევრაზიელი ამხანაგის წინადადება პოეტათა საყოველთაო ლიკვიდაციის შესახებ და დაე შეეწიროს ამას რამდენიმე უცოდველი კრავი, ვთქვათ, ისეთი, როგორიც მე და შენ ვართ.

-აი, დახასიათება რომ მოგთხოვონ შენი თავის, როგორ დაიწყებდი?

გიორგი ზურაბის ძე კეკელიდძე. 24 წლის. ზრდილობიანი და ზომიერად გარყვნილი. ალაგ ცინიკური, ალაგ მგრძნობიარე. აქვს ნამდვილი მამაკაცის კომპლექსი (დაახლოებით ისეთი როგორიც ბერჯესმა შენიშნა ჰემინგუეიზე), ანუ ცდილობს უყვარდეს ნადირობა, სიგარა, რამე რომის სახეობებიდან ან მართლა უყვარს. მიყვარს ფეხბურთი და მუსიკა და მეგობრებთან ცეკვა, მაქვს ოდნავ მწვანე. . . მაისური და უამრავი ჯინსის შარვალი...მტკიცედ მჯერა, რომ ყველაზე ცოდვილი ვარ მათ შორის, ვისაც კი გასაუბრებიხარ, და თუ ჯოჯოხეთი მართლა არსებობს, როცა მოვკვდები, თხუთმეტი წუთით საზოგადოებრივ საპირფარეშოში მოვხვდები.

-ახლა რა გინდა ყველაზე მეტად?

რომ მეძინებოდეს ანუ ძილს ვუყვარდე

ბლიცი:

-რა გიყვარს
-რა არ გიყვარს

ზამთარი თოვლი თუნდაც ჩემი სოფლის სახლი
ჯერ სიკვდილი არ მინდა, სიბერე საერთოდ არ მინდა
წვერი მქონდეს გაპარსული, მარცხენა თვალი არ მტკიოდეს კომპთან დიდხანს ჯდომისგან...

-ჩრდილებს ისევ დასდევ? 01.gif
-ჩრდილების ჩრდილი ვიყავი ოდესღაც..

-გყოფნის შენი ღმერთი? როგორია ის

ეკლექტურია..ის მარტო ჩემთვის არსებოს..ჩემთან ერთად გაიზარდა ნუ ჩემი ტოლია და ჩემი წონაა. ანუ მჩატეა და მყოფნის

ერთი მისი ლექსისი გამო:

-მოკლედ როგორ იყო ეგ ამბავი? “სადამდეო და ყელამდეო”

-ამბავი ასე იყო
ბავშვობაში ერთ სპექტაკლს დავესწარი რაიონულ თეატრში, სადაც სურამის ციხე დადგეს და როცა ზურაბის კედელში ჩატანების სცენა დაიწყო და ასძახოდნენ: შვილო ზურაბ სადამდეო და ასე შემდეგ, რატომღაც წარმოვიდგინე რომ მამაჩემს მარხავდნენ და სახლში გამოვიქეცი, არა კი არ დამიჯერებია, უბრალოდ შეგრძნება იყო ასეთი, არნახულად მძაფრი.. დღემდე მომსდევს..როცა დიდი ბიჭი გავიზარდე და ლექსების თხზვა მოვისურვე, ყოველთვის მინდოდა ამაზე დამეწერა, ოღონდ სიკვდილის სცენას ვეძებდი და ბოლოს უბრალოდ გავზარდე და ისე მოვკალი, რომ ემპირიულ სცენაზე ცოცხალი დარჩა.. ეს ,,ემბიენტის" შუა ნაწილში...

-როგორი სიკვდილი გინდა?

-ლოგინში, მშვიდად, კედლისკენ გადაბრუნებული, როგორც მძინავს ხოლმე, ისე რომ გაფიქრება მოვასწრო

-მომიყვები შენს სურვილებზე
როგორ ჩნდებიან ისინი და თუ კლავ ხოლმე მათ ან თუ ასრულებ
და მერე შიშებზეც მომიყევი, დაუძლეველ შიშებზე

-სურვილები რომლებიც გვქონდა და ვერ ავისრულეთ, ჩვენში კვდებიან, იხრცწებიან და გვწამლავენ - ოსკარ უალდსაც წამოსცდა ერთხელ არანარცისული ფრაზა...
მე მიყვარს ოსკარ უალდი...სუბლუმაციათა თეორიების არ მჯერა, თორემ იმით დავიიმედებდი თავს, რომ ამ გვამებს გახრწნამდე ლექსებად გარდავქმნიდი.. ლექსი ავტონომიაა.. ჩემი სურვილები ამ ბოლოს დროს ხშირ შემთხვევაში ძალიან პრაგმატულია და მათ, როგორც წესი, ვისრულებ ხოლმე.. სხვა ოცნებები, როგორც ჩემი წესია, არ მისრულდება და თავი დავანებე, ისედაც სავსეა და ყარს მათი სუნით ჩემი სხეული.. დღეს ჩემი სურვილია ვიშოვო მილიონი

-ახლა შიშზე.

-გაცოფების მეშინია. ერთხელ ძაღლმა მიკბინა და ორმოცი დღის თავზე მეგონა, რომ ვცოფდებოდი..

-როგორ გგონია, ღმერთი ერთია?

-ის, რომ მე და შენ ვსაუბრობთ ახლა, უკვე ნიშნავს - ღმერთი ორია, ერთი ჩემი, ერთი შენი

-სულ პირველად რა იყო შენთვის ქვეყანაზე?

-შური
O
-ოოო კარგი თემაა
დამიხატე ის

რომ მე ვერ დავდიოდი, სხვები დადიოდნენ. რომ მერე სხვები ჩემზე დიდები იყვნენ, ჩემზე მდიდრები იყვნენ, სხვები წერდნენ, სხვები უკრავდნენ. და მერე ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი ანუ სარულს ვსწავლობდი, წერა-კითხვას,(ჯერ ვერ გავმდიდრდი) და რაღაცებს უკან ვიტოვებდი. მერე იყო შური პოეტობის, ახლა პოეტობამდე რამდენიმე ნაბიჯი მაშორებს.. რამდენიმე ნაბიჯი უკან.01.gif

ისევ ბლიცი: “შენი” წიგნი, ადგილი, სეზონი, სიტყვა, ფერი, ქალაქი

ჰეკლბერი ფინი
მთა,
ზამთარი
დიდი
წითელი
ბომბეი



-უეცარი ფრაზა:

-ლექსების ნახევარს დღესვე დავწვავდი მუსიკის წერა რომ შემეძლოს.

სიზმრების გამო:


სიზმრები ფერადია..იმდენად რომ ხანდახან ჭრელი ბურთების მეტი აღარაფერი მახსოვს..ადრე კვირაში ერთხელ მესიზმრებოდა ჩვეულებრივი ამბავი, სრულიად ცხოვრებისეული ფინალით, მაგრამ რატომღაც საშინლად გაოფლილს და შეშინებულს მეღვიძებოდა..მერე გადამეჩვია ეს..ფრემ-ვერდის ლოგიკა რომ რკინის იყოს, კარგახანია წელში გადამტეხდა, მკვდრები ხშირად მესიზმრება და სულ სადღაც მივყვები...ხანდახნ ლენინი და ჰოლანდიური მამალიც მესიზმრება

და სექსი? სიზმარში


ვეთამნხმები ჩვენს უწვერულ წინაპარს - სექსში მორალი არ არსებობს.. მით უფრო სიზმარში..პირველი სექსუალური სიზმარი იმაზე ადრე მქონდა, ვიდრე საერთოდ რამე მაგდაგვარს გავიგებდი ცხადში და დილით ჩემს კლასელ გოგოს თვალებში ვეღარ ვუყურებდი. ჰო,.ასეთი სიზმარი ყვლაზე მძაფრია, რადგან იმ ადამიანთან ვისთანაც ეს ყველაფერი იქ მოხდა, მერე მთლად ჩვეულებრივი ურთიერთობა ვეღარ მაქვს

სრულიად სერიოზულად:


როგორ გგონია, ეს გზა, რომელსაც ეს ტექსტები ადგას, იგივე, რაც ლიბ.გეზე იდება, სად მიმავალი გზაა?

ეს ტექსტები სხვადასხვა გზით მიდიან, მეც განვსხვავდები -როგორც რედაქტორი გაცელიბით ლიბერალური ვარ და ნარატივებად დახარისხებას და მათ შორის ჩემთვის უპირატესის ძებნას არ ვიწყებ, სელექციის პრინციპი აქ უფრო დაბალია. როგორც მკითხველს, რა თქმა უნდა მყავს ჩემი ავტორები, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად ცოტაა, რომ ნაჩქარევად შედგენილ და სამ დღეში მიტოვებულ ბლოგსაც არ ეყოფა. მათი გზა საქართველოზე შორს წავიდოდა, მაგრამ ჩვენს სამშობლოში არ არსებობს ლიტერატურული პოლიტიკა, როგორიც ვთქვათ, გერმანიაშია, სადაც სახელმწიფო ირიბად (ზოგჯერ პირდაპირადაც) ეხმარება ავტორს თავის გატანაში. ანუ სახელმწიფო უნდა ცდილობდეს საზღვარგარეთ გაიტანოს ლიტერატურული ნაწარმოები, როგორც კულტურული ბრენდი, რომელიც არამარტო თავის თავს, ქვეყნის სახელსაც ,,გაყიდის"

თანამედროვე ქართულ ლიტერატურას აკლია თავისუფლების შეგძნება, მას სივრცის შიში აქვს..უფრო ზუსტად მას თავისუფლების აღქმის უნარი აკლია და მის ,,საზღვრებს, როგორც უსაზღვროებას'"ან მახინჯად აფართოებს - ანუ ნაძალადევად ინტერკულტურულს არქმევს ან ზოგ შემთხვევაში შეშინებული შემოღობავს ანუ - სეპარატულს ხდის. ჩვენს წინა და წინა თაობებს სწორედ ეს უბედურება სჭირდათ (ოროლა გამონაკლისის გარდა) ექსპერიმენტები გემოვნებას იწირავდნენ, ხოლო ნიჭიერები ზედმეტად ფრთხილები იყვნენ



-არ ვიცი გკითხე თუ არა, არის რამე, რის გარეშეც ცხოვრება არ შეგიძლია?

საშინელი, პერიოდული დეპრესიების..იმდენად მივეჩვიე - რომ არ მოდის ხოლმე, ძალად დავეძებ

-როგორ გგონია, სიყვარული, არის თავგანწირვა?
თუ უბრალოდ მრავალფეროვანი ურთიერთობაა, ან მარტო ყოფნის შიშის თავიდან აცილება?

-სიყვარული მარტო ყოფნის შიშით გამოწვეული მრავალფეროვანი ურთიერთობაა, რომელიც თავგანწირვას ითხოვს

-ოოო, ეგ ხო მე გითხარი

-მე დავაწყვე01.gif
ჩემი სიტყვები - შენ
ჩემá
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 30 აპრ 2009, 11:55

ყველამ! ყველამ! ყველამ!
განურჩევლად
სქესისა
რასისა
ასაკისა
მრწამსისა

დღეს ამ სიმღერას
უნდა
მოუსმინოს

http://bin.ge/file/32774/Jansug-Kaxidze ... i.mp3.html


რადგან


მოვა მაისი!!!


მ ო ვ ა


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 02 მაი 2009, 17:42

ეეეეეეე

:shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock:




თვალი მატყუებს
თუ
თვალს ვატყუებ
თუ
ისა............ :shock: :shock: :shock:



იეტი კი არა და...........



:shock: :oops: :oops: :oops: :oops:




მადლობა
ვის?
კი არა და
ვუიჰხთ

:oops: :oops: :oops: :oops: :oops: :oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by lama » 02 მაი 2009, 20:50

იქნებ მე თვალი მატყუებს
ზეცა მაბრმავებს, ცქრიალა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by Archil » 02 მაი 2009, 23:55

pataputina

მოვა კი არადა მოვიდა მაისი უკვე :)

გუშინ შემოიარა, აქეთ ვიქნებიო ერთი თვის განმავლობაშიო და თუ რამე, შემეხმიანეთო ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 07 მაი 2009, 12:34

18 დღე









ღა






:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by anano » 07 მაი 2009, 13:23

ულამაზესი სიმღერაააა.........
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 08 მაი 2009, 12:20

17 დღე















ღა


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by lama » 08 მაი 2009, 13:04

pataputina wrote:17 დღე

და??????

:roll: :roll: :roll: :roll:















ღა


:roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 11 მაი 2009, 13:38

14 დღე






ღა




:roll:




კი არა და

lama
:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 12 მაი 2009, 12:29

13 დღე







ღა





:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 13 მაი 2009, 11:44

12 დღე









ღა



:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 მაი 2009, 02:57

pataputina
გაიგე, ტყემალი და ალუჩა იყიდება.
მახსოვს, ამას წინათ ძნ გეტყემლებოდა-გემჟავებოდა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by Mta Mkvarebia » 14 მაი 2009, 09:33

pataputina wrote:ეეეეეეე

:shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock:
თვალი მატყუებს
თუ
თვალს ვატყუებ
თუ
ისა............ :shock: :shock: :shock:
იეტი კი არა და...........
:shock: :oops: :oops: :oops: :oops:
მეც ამ წუთას შევამჩნიე და მაშინვე შენს თემაში შემოვვარდი, იქ რამე ეწერება ამაზეთქო :lol: .

შენთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც ჩემი მარგალიტობა? :wink:
ეხერხება ამ ადამიანს სურპრიზები და ჩვენი სკამიდანგადმოვარდნამდე გაოცება :D

გილოცავ გამორჩეულ სტატუსს :wink:
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]