ანეგდოტები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
mimino
ბოდიალა
Posts: 242
Joined: 29 აპრ 2008, 09:58
Contact:
ანეგდოტები

Post by mimino » 23 აპრ 2009, 18:26

pataputina
:D :D :D

ეგ არ არი ის, მე რო ვიცი ის საპონზეა :D
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ანეგდოტები

Post by Tamari-ch. » 23 აპრ 2009, 18:28

ესეც იყოს აქ -
ანეგდოტია -
მარა ნამდვილი ამბავია -
გუშინ მოხდა.
:lol:

2 კვირაა ჩემი შვილები უსაქმოდ სხედან სახლში -
სკოლაში ვერ დამყავს მიტინგების გამო -

ჰოდა გუშინ მარიამი ჭყიპინებს -
ახალი ჯინსები მიყიდეთ - ძველი გამეხაო..
მეც ვიხელთე დრო, გამოვნახე გამოსავალი და ვუთხარი -
150 ამოცანას გააკეთებ მათემატიკაში -
და გიყიდი თქო -

:shock:

იფიქრა, იფიქრა და მეუბნება -
რად მინდა შენი 150 ამოცანა-
წავალ საკანში ერთი ღამე ოპოზიციასთან -
თურმე 30 ლარს იძლევიანო ღამეში -
და ვიყიდიო მე თვითონ..

ახლა მე ვჭყიტე თვალები..
:shock:
:lol:

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ანეგდოტები

Post by ნიმფა » 23 აპრ 2009, 18:35

Tamari-ch.
:lol: :lol: :lol:

ისე და, რომელ სკოლაშI დაგყავს 2 კვირას რომ არ სწავლობენ?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ანეგდოტები

Post by Tamari-ch. » 23 აპრ 2009, 18:40

მეექვსე - ბროსეზე...
ნიმფა
საერთოდ არ იყოო არავინ მისული -
არ დადიან მასიურად.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ანეგდოტები

Post by Archil » 23 აპრ 2009, 20:46

გურული სანადიროდაა...

ჰოდა მთელი დღე სდია ერთ კურდღელს და ვერაფერი...

ჰოდა სოფელში დაბრუნებულს ეკითხებია "ძამა რა ქენიო, რა მეინადირეო"
მოდგა და უყვება როგორ სდია ამ კურდღელს და ბოლოს დაამატა..

მაინც არ გავახარე, დედა ვუტირეო..

კი, მარა ამფერი რა უქენიო?

სამეგრელოში გადავდენეო :P

ეგეც მეგრელებს გურულისაგან :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
ანეგდოტები

Post by nikushanikusha » 30 აპრ 2009, 02:24

burdula

:D:D:D:D:D:D:D

სვანმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა, და გამეორებაზე შტანგას გაარტყა..

:D

სვანები რესტორანში შევლენ და დაინახავენ თეფშები ერთმანეთზე ორ-ორად ალაგია, მიიხედ მოიხედავენ და ერთმანეთს კალთაში ჩაუჯდებიან


სვანი ეუბნება შვილს: - ცხვირში ნუ იქექები, ტვინი გაგეჩხაპნება!


სვანი ფიქრობ, ფიქრობს.... მოეწონება ფიქრი დ კიდე დაფიქრდება.

User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
ანეგდოტები

Post by nikushanikusha » 30 აპრ 2009, 02:39

სვანი ტანს დაიბანს და მაიკას აღმოაჩენს 8)

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ანეგდოტები

Post by teo- » 30 აპრ 2009, 02:46

:) :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ანეგდოტები

Post by guruli » 30 აპრ 2009, 10:26

სვანებზე ხუმრობის ტემას გავაგრძელებ.
სვანები ქელეხში არუიან და ტამადის სიტყვებზე - აბა, აბა, დაუჩქარეთ, წასულებზე გაჩერება არ შეიძლებაო, ადგებიან და სუფრიდან გავლენ. :lol: :lol:
სვანი ფარდას აუთოებს და... ფანჯრიდან გადავარდება. :lol: :lol:
სვანს რომ შვილი ეკითხება, მამი, ქიშმიშს რამდენი ფეხი აქვსო და ეს რომ წაუთაქებს - კიდე ტარაკანი ჭამე, შე შობელძაღლოო, ეგ გეცოდინებათ, ნამეტანი ძველია. :D
ესეც ძველების კატეგორიიდანაა - სკამზე შემდგარი სვანი "შტეფსელს" არემონტებს. უცებ დენი დაარტყამს და გადმოაგდებს.. ეს წამოდგება, ტანსაცმელს იფერთხავს და იგინება - მეტი მეკუთვნის, შენ რომ სახლში შემოგიშვიო. :lol:
ეს ამბავი ანეგდოტი არაა, ნადვილია. არის ასეთი სვანი ძიუდოისტი - ლაშა გუჯეჯიანი, რომელსაც, იმერელი დედის გენებით თუ სხვა მიზეზით, მაგარი იუმორი აქვს და რაც ყველაზე საყურადღებოა, მაგრად ეკაიფება სვან თანაგუნდელებს და მაგრად ღადაობს სვანებზე. ერთხელ ბორჯომში არიან თურმე შეკრებაზე და ერთმა სვანმა ხელი დაიწვა. ექიმმა მისცა რაღაც მალამო, მაგრამ გზაში ხვდება გუჯეჯა და ეუბნება - კახაბრიშვილი კარგს რას მოგცემდა, ეგ არაფერს გიზამს, ეს წაისვი, მე სულ მაგას ვიყენებ, მაგარიაო და იმ საცოდავს თურმე მისცა ფინალგონი (თუ ფუნალგონია) მაზი. იმანაც წაისვა კარგად, გვარიანად, ბარაქიანად და მერე რაც მოხდებოდა, ქე მიხვდებით. :D ისე გამწარდა, მოსაკლავად დასდევდაო, ხოლო ის ექიმი იცინოდა, ერთმანეთის სდევნაში რეკორდი დაამყარეს სირბილშიო. :D :D
ესეც სვან სპორტსმენს მოუვიდა, მაგრამ გვარ-სახელს არ დავასახელებ და თან, მანდილოსნებთან ცოტა ბოდიში. :oops: თუმცა საზღვარგარეთ ეს საბოდიშო თემა სულაც არაა.
ამ სპორტსმენმა ათენის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაამთავრა და დადგა განტვირთვის დრო. იმ ექიმმა - ზურაბ კახაბრიშვილმა, ამათი ამბავი ვიცოდი და თბილისიდან უსაფრთხო სექსისთვის ორი ყუთი რეზინები წავიღეო... :oops: :oops: რაღაც წამლის ყუთიც ჰქონია, რომელიც თურმე ძალიან ჰგავდა ამ ყუთს. იმ სპორტსმენს აგზავნის თავის ოთახში აბარებს - მარჯვნივ რომ ყუთია, იმასთან არ მიხვიდე, მარცხენა ყუთიდან წამოიღეო (ვიცოდი იმის ამბავი და მეშინოდა, რომ შეეშლებოდაო). ესეც წავიდა, და, ცხადია, მარჯვენა ყუთიდან ამოიღო რაღაც ჟელეს პაკეტები. :D :D კახაბრიშვილმა თურმე უღრიალა, ხომ გითხარი, მარჯვენა ყუთს არ მიეკაროო, იმან კი ასე ორიგინალურად იმართლა თავი - მარცხენადან ამოვიღე მეც, მაგრამ, ეტყობა, სანამ მოვიტანე, სიცხისგან დადნა! :lol: :lol:
ახლა პოპინსმა, გვალდამ და ლამამ (ეს სადაური სვანია, ვეღარ გავიგე :D ) რომ არ მიწყინონ, გურულებზეც მოვყვები ერთ ცოცხალ ანეგდოტს (მე თქვენ გეტყვით და გაუჭირდებოდათ გურულებს :D ).
ლანჩხუთში თბილისიდან დაკრძალვაზე მიმავალი სტუმრები თურმე სოფელში შესვლისას ადგილობრივს ეკითხებიან იმ სახლის გზას. ისისც უხსნის - აქეთ წახვალთ, იქით მიუხვევთო და ამგვარები, ბოლოს კი ორიენტირად დიდ მუხას უსახელებს - იმასთან მარცხნივ მოუხვევთ და იქვეაო.
-აჰა, ესე იგი, მუხასთან უნდა მივიდეთ, არა? - აკონკრეტებს ერთი სტუმარი.
- აბა, მუხა არ მოვა თქვენთან! - პასუხობს გურული. :lol: :lol:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ანეგდოტები

Post by lama » 01 მაი 2009, 01:49

guruli
არც ერთი არაა სვანებზე

მერე მიაწერეს სვანებს

და ცოტა პასუხიოსმგებლობით მოეკიდეთ თუ შეიძლება ;) :twisted: :P :evil: :wink:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
ანეგდოტები

Post by nikushanikusha » 04 მაი 2009, 15:54

იდეალური მამაკაცი არ ეწევა, არ სვამს, არ ჩხუბობს და... არ არსებობს :D

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ანეგდოტები

Post by ZVIOSULI » 04 მაი 2009, 16:11

კარავში ძIლი ცელოფნის პარკში ძილიაო.......... :roll:

მეტი ამ ფორუმის თემატიკასთან მიხალოვებელი ვერაფერი ანეღდტი ვერ ვიცი და..........
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
ანეგდოტები

Post by GIRA » 04 მაი 2009, 16:17

ახალი გამონათქვამი გაიგეთ?

საქართველოში ისეთი კრიზისია, გოგოებმა ისევ სიყვარულით დაიწყეს გათხოვებაოოოოო :lol: :lol: :lol:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ანეგდოტები

Post by Archil » 04 მაი 2009, 16:19

guruli

ეტყობა იმ მუხას მისასვლელი პირი არ ჰქონდა...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ანეგდოტები

Post by ნიმფა » 04 მაი 2009, 16:26

GIRA wrote:ახალი გამონათქვამი გაიგეთ?

საქართველოში ისეთი კრიზისია, გოგოებმა ისევ სიყვარულით დაიწყეს გათხოვებაოოოოო :lol: :lol: :lol:
ეგ მე რუსებზე ვიცოდი :lol: :lol: :lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]