ნიამორი - 2009

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ნიამორი - 2009

Post by niamori » 28 ნოე 2008, 21:45

ყურადღება!

თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი

"ნიამორი"-2009
12-22 თებერვალი, თბილისი, ბაკურიანი

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება:

ფილმების კონკურსი (დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნება 3-3 საუკეთსეო ფილმი თითოეულ ნიმინაციაში) შემდეგ ნომინაციებში:
1. საუკეთესო ალპინისტური ფილმი;
2. საუკეთესო სათავგადასავლო ფილმი;
3. საუკეთესო ექსტრემალური პროექტი;
დაწესებულია ასევე დამატებითი პრიზები:
• საუკეთესო უცხოური ფილმი;
• საუკეთესო ქართული ფილმი;
• საუკეთესო დებიუტი - (პრიზი არის I ფესტივალის ნომინანტის, ლევან ლაგაზიძის სახელობითი და გადაეცემა საუკეთესო ქართულ დებიუტს);



ფოტო-კონკურსი (შეროჩევა 60-70 საუკეთესო ნამუშევარი) შემდეგ ნომინაციებში:
1. საუკეთესო ალპინისტური ფოტო;
2. საუკეთესო სათავგადასავლო ფოტო;

ავტორს უფლება აქვს თითო ნომინაციაში შემოიტანოს არა უმეტეს 5 ფოტოსი

ლიტერატურული კონკურსი (ჩატარდება II ეტაპად, მხოლოდ ქართულენოვანი მონაწილეებისთვის):
• I ეტაპის თემა – ერთ დღეს მეც ავალ ევერესტზე
• II ეტაპზე გასულ მონაწილეებს თემა მიეცემად უშუალოდ ფინალის დროს და უნდა დაიწეროს 2 დღის ვადაში.

I ეტაპზე გამოგზავნილი ნამუშევარი არ უნდა აღემატებოდეს 2 თაბახის ფურცელს. ტექსტი ნაბეჭდი უნდა იყოს 12 ზომის, AcadNusx შრიფტით.

კონკუსებში განაცხადების (ფილმი, ფოტო, ლიტერატურული) მიღება იწარმოებს 2008 წლის 10 ოქტომბრიდან. ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2009 წლის 20 იანვარი. ამ თარიღის შემდეგ, არც განაცხადები და აღარც ნამუშევრები აღარ მიიღება.

სამთო-სათხილამურო სპორტში, "ნიამორის" ტრადიციულ მედია-ტურნირში მონაწილოების მსურველებმა უნდა მოგვაწოდონ დამოწმებული განაცხადები შესაბამისი მედია საშუალებიდან. გუნდურ შეჯიბრში მონაწილოების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ გუნდური (3 ვაჟი და 2 გოგონა) განაცხადი ელექტრონულ ფოსტაზე info@niamori.ge განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2009 წლის 10 იანვარი.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნიამორი - 2009

Post by Mta Mkvarebia » 28 ნოე 2008, 22:45

Image

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ნიამორი - 2009

Post by niamori » 28 ნოე 2008, 23:26

Mta Mkvarebia
ალბათ, მოდერები წინააღმდეგნი არ იქნებიან თუ ამ თემებს აქ გავაერთიანებთ 8) ყოველ შემთხვევაში უფრო მეტად მოვახერხებ თქვენს შეკითხვებზე, შეძლებისდაგვარად პასუხის გაცემას და ალბათ ასეთი მრავლად იქნება.

ქართველ კონკურსანტებს ნამუშევრების მოტანა შეუძლიათ 20 იანვრამდე, ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს 16-19 საათამდე, კინოს სახლში, მეხუთე სართულზე, ლიფტიდან ხელმარჯვნივ რკინის კარებში... ისე, ხელმარცხნივ აივანია :lol:

ერთი თხოვნაა, ვინც გადაწყვეტს, ფოტო-კონკურსში მონაწილეობას, გთხოვთ დაასათაუროთ ფოტო და მიაწეროთ უკან მხარეს.

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ნიამორი - 2009

Post by niamori » 29 დეკ 2008, 16:44

აბა გამარჯობა :)
როგორც ვამჩნევ კარაველები ფესტივალის ჟიურის წევრებზე იმდენად "აკრეფილები" არიან, რომ კონკურსებში მონაწილოების სურვილი აღარ აქვთ :)))))))
მიუხედავად ამისა, ნუ დაგავიწყდებათ ოლიმპიური დევიზი - "მთავარია მომაწილოება და არა გამარჯვება".... მით უმეტეს, რომ ნიამორზე არ არის ელიტ-პრიზები.. თუმცა ყველაფერი გულითაა გაკეთებული... მთავარია ამას ვინ რომელი კუთხით შეხედავს...
ასეა, თუ ისე, საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 20 იანვარი...
ასე რომ დარჩა სულ რაღაც 22-23 დღე....
იჩქარეთ!
იმედია თქვენს ნამუშევრებს ფესტივალზე ვიხილავთ, და თანაც ყველა ნომინაციაში...


და კიდევ... 8 იანვრამდე, კაფე "დისქავერში" არის ნიამორის 5 წლის საიუბილოე ფოტო-გამოფენა და ვისაც გსურთ ეწვიეთ...

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ნიამორი - 2009

Post by ZVIOSULI » 29 დეკ 2008, 16:52

niamori wrote:აბა


და კიდევ... 8 იანვრამდე, კაფე "დისქავერში" არის ნიამორის 5 წლის საიუბილოე ფოტო-გამოფენა და ვისაც გსურთ ეწვიეთ...
ტიფლისში ენგეთი კაFეც არის :?: :?:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ნიამორი - 2009

Post by niamori » 29 დეკ 2008, 16:54

ZVIOSULI
კი არის ჭავჭავაძის 40, ეს არის 55-ე სკოლის გვერდით :) შეიარეთ არ ინანებთ და თან ძალიან გემრიელი ჩაი და ყავა აქვთ... ნამცხვრებიიიც 8) მოკლედ ნახეთ :))))

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიამორი - 2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 დეკ 2008, 03:51

niamori
საუკეთესო სათავგადასავლო ფოტო, შეიძება, მე წარმოვადგინო.
უკანა მხარეს თუ ავტორი მიეწერა, საკონკურსოდ ეს გამართლებულია?
ZVIOSULI wrote:
niamori wrote:აბა


და კიდევ... 8 იანვრამდე, კაფე "დისქავერში" არის ნიამორის 5 წლის საიუბილოე ფოტო-გამოფენა და ვისაც გსურთ ეწვიეთ...
ტიფლისში ენგეთი კაFეც არის :?: :?:
დიახ, არის და მალე, ამ კაფესთან სიურპრიზიც იქნება დაკავშირებული
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ნიამორი - 2009

Post by niamori » 30 დეკ 2008, 10:49

GAMARJOBA SAKARTVELO
უკან თუ ავტორი მიეწერა :)))))) რაღა გამოვა, წესი ყველასთვის ერთია, შენთვისაც კი :) 8)

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ნიამორი - 2009

Post by გვალდა » 30 დეკ 2008, 10:58

წინადადება შემომაქვს, თბილისში დამრჩენები 3 ან 4-ში საღამოს დისქავერის ვეწვიოთ 8)
სვანეთოლოგი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიამორი - 2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 დეკ 2008, 13:24

niamori
ერთი თხოვნაა, ვინც გადაწყვეტს, ფოტო-კონკურსში მონაწილეობას, გთხოვთ დაასათაუროთ ფოტო და მიაწეროთ უკან მხარეს.
საკონკურსო ფოტოებს ავტორი და სათაური არ ეწერება. ჟიურიმ ეს არ უნდა იცოდეს. მონაცემებზე ხელი მხოლოდ 2განიზატორებს
უნდა მიუწვდებოდეთ.
შენ გვიწერ, რომ წარწერა ფოტოზე დავიტანოთ და მეც იმიტომ ვიკითხე, რომ გამართლებულია?
რა თქმა უნდა, ფოტოზე არანაირი წარწერის დატანება გამართლებული არ არის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ნიამორი - 2009

Post by niamori » 30 დეკ 2008, 22:19

GAMARJOBA SAKARTVELO
რა იყო ფოტოს გარდა კალიგრაფიითაც გცნობენ? სათაური უნდა დააწერო :)))))) და მერე ორგანიზატორებმა ვიციტ... ან დანომრე 1,2,3 და ასე სჰემდეგ და ანკეტაში ნუმერაციით მიუთითე სახელწოდებები. ესეც მოსულა :)))

გვალდა
მეც შემოგიერთდებით დიქავერში, ოღონდ ალბათ 3 ჯობია, რადგან 4ში გამოვიძინებთ და ორშაბათს სამსახურებში არის ხალხი წასასვლელი :))
სადღაც 8 საათისკენ შევიკრიბოთ :)))

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ნიამორი - 2009

Post by niamori » 11 იან 2009, 00:22

ერთი შესწორება :)
ფესტივალის კონკურსებში განაცხადების მიღების ვადამ გადაიწია 7 თებერვლამდე!!!

მიზეზი - მონაწილოების მსურველთა ნაწილი გაჩხერილია ყაზბეგში, ნაწილი დასავლეთში, თბილისში კიდებ სასმელში :)))))

ასე, რომ გავითვალისწინეთ და გელით!!!

ამ დროისთვის აშშ, ავსტრია, რუსეთი, ლატვია, პოლონეთი, უკრაინა, იტალია და საფრანგეთი უკვე წარმოდგენილები არიან ფესტივაზე... ჯერი თქვენზეა :))

კარაველებოოოო!!! :)))

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ნიამორი - 2009

Post by niamori » 23 იან 2009, 12:11

მე უბრალოდ შეგახსენებთ ხოლმე... მას შემდეგ, რაც განაცხადების მიღების ვადამ გადაიწია 6 თებერვლამდე... გინდათ დააქრვით დაგრჩათ ზუსტად 2 კვირა, რომ გახდე ნიამორის მონაწილე... გინდათ ვთქვათ, რომ დედლაინამდე კიდევ გვაქვს 2 კვირა დრო :)))) ცოტა გააქტიურდით... მე კარავი სხვანაირი მახსოვდა :)))))

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიამორი - 2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 იან 2009, 13:23

niamori
წუხელ
"იმედზე" თქვენს შესახებ, სიუჟეტი ვნახე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ნიამორი - 2009

Post by niamori » 28 იან 2009, 00:21

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:niamori
წუხელ
"იმედზე" თქვენს შესახებ, სიუჟეტი ვნახე

კი, ახლა ბევრს ნახავ ხოლმე და ყველა არხებზე :roll:


შეგახსენებთ რომ მონაწილოებოს მსურველებს კიდევ აქვთ დრო 6 თებერვლის ჩათვლით

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]