საქართველოს დიდი ათეული

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
საქართველოს დიდი ათეული

Post by Bivrili » 19 იან 2009, 23:40

ეჰ, ჩემო არჩილ, გმირების და ანტიგმირების გარჩევას კარგა ხანს ვერ ისწავლის საზოგადოების გარკვეული ნაწილი ( შეურაწყოფას არავის ვაყენებ)....

ჩემთვის გმირი , სხვისთვის ანტიგმირი, სწორედ ესაა ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარი...
:)


ყურადღებით ვადევნებ თვალს გადაცემას, შედეგი ძალიან მაინტერესებს, ყოველ შემთხვევაში ამ შედეგით იმას მაინც დავინახავ დეგრადაციის რა დონეზეა დღეს საზოგადოება .....
ეს კი საკმაოდ დიდ მასალას მოგვცემს განსჯისათვის, გამოსასწორებელია თუ არა ჩვენი ხედვა თუ ამ მხრივ ყველაფერი იდეალურად არის....
:)


რადგან გადაცემას "დიდი ათეული" ჰქვია და სულაც არაა საჭირო იყო გმირი და ისე მოხვდე ამ ათეულში....
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველოს დიდი ათეული

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 იან 2009, 23:47

ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა.
მითხრეს, რომ ეკლესიამ (თუ კონკრეტულად, პატრიარქმა) ამ გადაცემის არსებობა მიზანშეუწონლად მიიჩნია და
გადაცემის ქართველმა მფლობელებმა ის დახურეს.
როგორც გავიგე, ეკლესიას არ მოსწონებია წმინდანების რეიტინგში დასახელება.

არც გადაცემა მინახავს, ეთერში რა გადიოდა.
თუმცა, როგორც პროექტის შინაარსი იტყობინებოდა, გადაცემას უნდა გამოევლიანა იმ პირთა 10ეული,
რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე უფრო განსაკუთრებული როლი შეასრულეს და ის არ ითვალისწინებდა
წმინდანებს შორის შეჯიბრს, თუ ვინ უფრო წმინდანი იყო.

თუ გადაცემა ამ შინაარს არ არღვევდა, თვით ტელევიზიის ხელმძღვანელობისგანაც კი
დაუშვებელი იყო რაიმე ზემოქმედება.

ვფიქრობ, რომ გადაცემა არ უნდა დაიხუროს.
მეფეები მირიანი, ვახტანგი, დავითი, თამარი და სხვებიც, აგრეთვე, საზოგადო მოღვაწეები - ვთქვათ, ილია, დიმიტრი ყიფიანი და ექვთიმე
საქართველოს კლესიამ წმინდანად კი შერაცხა, მგრამ მათ გარეშე გადაცემა "საუკეთესო 10ეულის" არსებობა ხომ წარმოუდგენელია?

როგორც ვიცი, მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანთა ძეგლების დადგმის წინააღმდეგია.
თუ ასეა, მაშინ რატომ გვაქვს ჩემ მიერ ნახსენები დიდი ქართველების ძეგლები?
ააა, როგორც საზოგადო მოღვაწეებს, მათ ისე დაუდგეს ეს ძეგლები?
არ მითხრათ, რომ ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად რომ აღიარა, მისი ძეგლები უკვე იდგა.
მეფეების ძეგლები ჰომ მათი წმინდანად შერაცხვის შემდეგ დაიდგა?
ჰოდა, თუ წმინდანთა ძეგლები გვაქვს, მაშინ მათი საუკეთესო 10ეულში დასახელებამ რა დააშავა?
ჩემი აზრით, გადაცემა უნდა გაგრძელდეს.
ოღონდ, კიდევ აღვნიშნავ, რომ ჩემი აზრით, ის არ იქნება ეთიკური, თუ წმინდანებს შორის უფრო წმინდანის
გამოვლენას მოემსახურება, მაგრამ ძნც კგი იქნება, თავიდანვე ჩაფიქრებულ
შინაარსს თუ მიჰყვება და ხალხის შეხედულებით
გამოავლენს, ვინ უფრო დიდი ხილული წვლილი გაიღო საქართველოსთვის, თორემ, ვინ იცის, მღვიმეში მყოფ რამდენ
ბერს მტკიცე რწმენითა და მხურვალე ლოცვით რამხელა წვლილი გაუღია ჩვენი სამშობლოსთვის.

1ცაა, მსგავსი გამოკითხვების შედეგები ეპოქებისა და ცოდნის თვალსაწიერის გამო, ხშირად იცვლება, ხოლმე და ამაში
საგანგაშო არაფერია.
შეიძლება, ისტორიის ქაღალდებმა ან მომავალმა დროებამ ისეთი ახალი გმირებიც წარმოაჩინოს, რომლებიც
საქართველოს საუკეთესო 10ეულს შეცვლიან.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველოს დიდი ათეული

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 იან 2009, 00:00

ძალიან მაინტერესებს, ყოველ შემთხვევაში ამ შედეგით იმას მაინც დავინახავ დეგრადაციის რა დონეზეა დღეს საზოგადოება .....
ძნ გთხოვთ, ფრთხილად იყოთ საზოგაოდების შეფასებისას.
დეგრადაციის დონეზე ვართ თუ პროგრესისაზე, გამოკითხვები კი არა, გაკეთებული შედეგები პასუხობენ და არ
დაგვავიწყდეს, რომ ჩვენც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ.
მე ძნ ბევრი პატიოსანი ნაცნობი მყავს, ისეთები, სუფრასთან კი არა, ქცევით რომ უყვართ უფალიც, სამშობლოც, ბუნებაც, ადამიანებიც.
თუ კი რამ პატიოსანი გამაჩნია, მათი დიდი დამსახურებაცაა.

ეჰ...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
საქართველოს დიდი ათეული

Post by Bivrili » 20 იან 2009, 00:03

არა გოგა, ეკლესიამ უბრალოდ სთხოვა გადაცემის მესვეურთ სიიდან ამოეღო საეკლესიო წმინდანები, რადგან თვლიან რომ მათი ღვაწლი ესემესებით გადასაწყვეტი არაა, რომ ისინი უკვე არიან რჩეულნი ღვთის მიერ ....

შენ სწორედ აღნიშნე, მღვიმეში დაყუდებული ბერის ღვაწლი შეუფასებელია , მისი შეფასების უფლება მხოლოდ უფალს აქვს....

ეკლესიას გადაცემის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.....
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველოს დიდი ათეული

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 იან 2009, 00:07

Bivrili wrote:არა გოგა, ეკლესიამ უბრალოდ სთხოვა გადაცემის მესვეურთ სიიდან ამოეღო საეკლესიო წმინდანები, რადგან თვლიან რომ მათი ღვაწლი ესემესებით გადასაწყვეტი არაა, რომ ისინი უკვე არიან რჩეულნი ღვთის მიერ ....

შენ სწორედ აღნიშნე, მღვიმეში დაყუდებული ბერის ღვაწლი შეუფასებელია , მისი შეფასების უფლება მხოლოდ უფალს აქვს....

ეკლესიას გადაცემის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.....
აჰა, აქ ლაპარაკი იყო, საეკლესიო წმინდანების სიიდან ამოღება?
ვთქვათ, პატრიარქი კირიონის?
წმინდანად შერაცხული მეფეები და საზოგადო მოღვაწეები არ იგულისხმებიან?

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
საქართველოს დიდი ათეული

Post by Bivrili » 20 იან 2009, 00:11

მე კი მინდა რომ პატიოსანი ბევრი გვყავდეს ....

იმაზე მეტი, ვიდრე არის....

საზოგადოების ნაწილი რომ ვარ , იმიტომ მტკივა გული მის თითოეულ წევრზე, თორემ გარედან რომ უყურებდა სხვისი თვალით ამ ყველაფერს , არც მის გამოსწორებზე ვიფიქრებდი ( მათ შორის არც ჩემი თავისაც)...

საზოგადოების სახეს (ალბათ არაზუსტს,მაგრამ მაინც) კი სწორედ იმ შედეგების საფუძველძე დავინახავთ....
როცა იცი გამოსასწორებელი რა არის, ამის მერე მოქმედება გაცილებით ადვილია...
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
საქართველოს დიდი ათეული

Post by Bivrili » 20 იან 2009, 00:13

კი გოგა საეკლესიო წმინდანების....

და არამც და არამც საზოგადო მოღვაწეების...
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველოს დიდი ათეული

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 იან 2009, 00:43

Bivrili wrote:კი გოგა საეკლესიო წმინდანების....

და არამც და არამც საზოგადო მოღვაწეების...
გასაგებია.
გმადლობ.
პრინციპში, ამის გამო, გადაცემა პროექტის მფლობელებმა რატომ დახურეს?
ამოეღოთ საეკლესიო წმინდანბი და მუშაობა გაეგრძელებინათ

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
საქართველოს დიდი ათეული

Post by optimisti » 20 იან 2009, 15:20

Bivrili არასწორ ინფორნაციას აწვდის გოგას როცა ეუბნება "მხოლოდ საეკლესიო წმინდანების " ამოღებას მოითხოვდა ეკლესიაო. წმინდანად ყველას ეკლესია რაცხს, ალბათ იმის თქმა უნდოდა, რომ რელიგიური მოღვაწეობის გამო შერაცხულნიო. სინამდვილეში კი პრობლემა წარმოშვა იმან, რომ ეკლესია ამ შემთხვევაში არ განასხვავებს ერისკაცობის ღვაწლის გამო შერაცხილებს ( მაგ. ილია ჭავჭავაძეს, ექვთიმე თაყაიშვილს, დავით აღმაშენებელს) და რელიგიურ მოღვაწეებს. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების ამოშლის პერსპექტივამ აიძულა სამეთვალყურეო საბჭო შეეჩერებინა პროექტი.
არც ის არის სწორი ინფორმაცია რომ საპატრიარქომ მხოლოდ სთხოვაო. როგორც გადაწყვეტილების მიმღებნი აცხადებდნენ, ეს "თხოვნა" იყო ძალიან დაჟინებული და ეს დასტურდებოდა გადაცემის მსვლელობისასაც, როცა მეუფე პეტრემ აღმაშენებლის და ილიას წმინდანად შერაცხვის ძირითად მოტივად მათ მოძღვართადმი მ ო რ ჩ ი ლ ე ბ ა დაასახელა და მთელ დარბაზსაც მორჩილებისაკენ მოუწოდებდა მთელს საღამოს.
ეს ეკლესიის პოზიცია და ყველას აქვს უფლება ჰქონდეს პოზიცია.
ჩვენი საზოგადოების უბედურება კი სწორედ ის არის რომ საკუთარი პოზიციის ქონა და მით უმეტეს მისი დაცვა თურმე არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს პატივცემული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის. ირმა სოხაძემ განაცხადა :"ჩვენ საპატრიარქომ არჩევანი არ დაგვიტოვა, სხვა გზა არ გვქონდა რომ არ დავმორჩილებოდითო". ქალბატონ ირმას ერთი წამით მაინც არ გაახსენდა ის საზოგადოება, რომლის ინტერესების დაცვისთვისაც ის წარადგინეს იმ ადგილას? ან იმაზე რატომ არ უფიქრია , რომ ყველა სიტუაციაში არის სულ ცოტა 2 გამოსავალი : ერთი დამორჩილება და მეორე წინააღმდეგობის გაწევა - სხვასთუ ვერაფერს შეძლებდა, გადამდგარიყო პოსტიდან და მონაწილეობას მაინ ნუ მიიღებდა ამ კომფორმისტულ, სამარცხვინო გადაწყვეტილებაში.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველოს დიდი ათეული

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 იან 2009, 15:48

optimisti

ვაჰ, აი, ეგ არ ვიცოდი.
ძნ ბევრ რამეში დაგეთანხმე.

ბევრს ავიწყდება, რომ მეფე დავითმა სულიერი მორჩილება რუის-ურბნისის კრება-რეფორმით დაიწყო.

ვატყობ, რომ ეკლესიურ მორჩილებას საზოგადოების დიდი ნაწილი არასწორად იგებს.
მორჩილება სამართლიანობის მიჩქმალვას თუ ხელს შეუწყობს, კლდიდან გადაგჩეხს, ის უკვე უგუნურობაა.

ვატყობ, რომ სულ უფრო ვშორდებით მორჩილების ფასეულობას.

მე ძნ მინდა, რომ გადაცემა "დიდი ათეული" არ დაიხუროს.
კი, ბატონო, ნუ იქნებიან საეკლესიო წმინდანები, მაგრამ ერისკაცების გარეშე ჩვენი ისტრორიაცა და განათლებაც არაფერია.
ეს გადაცემა ცოდნის გაღრმავების 1-1 კგ საშუალებაა

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
საქართველოს დიდი ათეული

Post by guruli » 20 იან 2009, 16:03

მეც მიმაჩნია, რომ გადაცემა არ უნდა დაიხუროს (თუ დახურულიყო). იქნებ ზაან მიუღებე;ლი რამე ვთქვა, იქნებ ბევრიც გავაღიზიანო, მაგრამ ეკლესიას, მსგავს პოლემიკას ურჩევნია, ჯიპებიდან გადმოვიდეს და ისე ფეხდაფეხ იაროს კარდაკარ, როგორც სექტანტები დადიან. ჩემი თავი ქრისტიანად მიმაჩნია და ვცდილობ, საქმითაც ასეთი ვიყო (ანუ, სიკეთეს თუ ვერ გავაკეთებ, ბოროტება მაინც არ გავაკეთო) და თუ ან წინა, ან მომდევნო მოსაზრებაში არ დამეთანხმებით, ათეისტობას მაინც ნუ დამწამებთ, მაგრამ ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - რაღაც არ მგონია მთლად ლამაზი, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში საეკლესიო წრე და სამღვდელოება ეკონომიკურად დალხენილად ცხოვრობდეს. ბუნებრივია, არსებობენ ნამდვილად მორწმუნე მღვდლებიც და ასეთები ღმერთმა ნუ გამოგვილიოს, მაგრამ საერთო სურათს თუ გადავხედავთ...
...საქართველო რომ "დიდი ათეულის" პირველი ქვეყან იყოს, კიდევ ჰო, მაგრამ ჩვენზე ნაკლებ ქვეყნებში და ნაკლებ საზოგადოებებში ჩატარდა ანალოგიური პროექტი. ვფიქრობ, ძაღლის თავი იმ ზარებშია დამარხული, საპატრიარქოდან რომ ურეკავდნენ პროექტის ავტორებს (სავარაუდოდ, სამეთვალყურეო საბჭოსაც) და ეუბნებოდნენ, პატრიარქმა ახლახანს ოპერაცია გაიკეთა და გინდათ, რომ მოკვდესო! ეს უკვე შანტაჟს ჰგავს და ვერ დავიჯერებ, პატრიარქმა ოდესმე ვინმეს რაიმეზე დაურეკოს და უთხრას, შენ თუ ამას გააკეთებ, მე მოვკვდები და შენი ბრალი იქნებაო.
არ მესმის, წმინდანებს რა დააკლდებოდათ მაგ რეიტინგში ყოფნით! მათ ღვაწლს აკნინებდა ვინმე? მე მგონი - პირიქით.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საქართველოს დიდი ათეული

Post by qvevri » 20 იან 2009, 16:08

როდესაც საქმე ეხება ქართულ, მართლმადიდებელ ეკლესიას ცოტა მორიდება გვმართებს... გავიხსენოთ, რომ ამ ყველაფერის სათავეში დგას ჩვენი უწმინდესი!!!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველოს დიდი ათეული

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 იან 2009, 16:28

ვერ გავიგე, გადაცემა დაიხურა თუ დახუვა ემუქრება?
qvevri wrote:როდესაც საქმე ეხება ქართულ, მართლმადიდებელ ეკლესიას ცოტა მორიდება გვმართებს... გავიხსენოთ, რომ ამ ყველაფერის სათავეში დგას ჩვენი უწმინდესი!!!
ნამდვლად არ ვიცი, ეკლესიის შიგნით რა ხდება, მაგრამ მოვლენებს რომ ვუყურებ, ვშიშობ, საქმე, არ
გვქონდეს პატრიაქის სახელით მანიპულირებას (შენ, რა თქმა უნდა, არ გგულისხმობ).
ძნ არ მინდა, მართლმადიდებლური ფასეულობების დამახინჯება-გადაგვარება.
სულ მაფიქრებდა და მომწონდა, იესოს თავმდაბლობა, როდესაც ის იერუსალიმში სახედრით შევიდა
(თუმცა, ცხენითაც და ეტლითაც შეეძლო შესვლა).
ასევე, სულ მომწონდა, როდესაც ჩვენი წინაპრები სალოცავებს შემაღლებულ ადგილებზე აშენებდნენ, რაც მორწმუნისთვის
სიმბოლურ გოლგოთას განასახირებდა, რაც მორწმუნეს იესოს იმ ტანჯვაზე ჩააფიქრებდა, რომელიც მან გოლგოთის ბორცვამდე მძიმე ჯვრის თრევით გადაიტანა.

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
საქართველოს დიდი ათეული

Post by Bivrili » 20 იან 2009, 16:39

ახლახანს გადავამოწმე და აღმოჩნდა რომ ვცდებოდი...

ბოდიშს ვიხდი ინფორმაციის არასწორად გადმოცემისთვის...

:oops:

ეკლესიას არამარტო სასულიერო არამედ საზოგადო (წმინდანად შერაცხული ) პირების სიიდან ამოშლა უთხოვია და არამცდა არამც "მოუთხოვია"...

გადაცემა დროებით დახურეს...
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
საქართველოს დიდი ათეული

Post by Gio-horus » 20 იან 2009, 17:22

ჩემი აზრით გადაცემა არავითარ შემთხვევაში არ დაიხურება, პირიქით, როგორც ბევრ შემთხვევაში მომხდარა ქართულმა ეკლესიამ მოცემული საკითხი (რატომღაც საზოგადოებასთან დაპირისპირების ხარჯზე) ბევრად უფრო პოპულარული გახადა...შეუძლებელია სიისდან ამოიღო ის ადამიანები, რომლებიც ეკლესიის მიერ წმიმდანებად არიან შერაცხულნი, მაგრამ ამავე დროს ისტორიული პიროვნებები არიან და უდიდესი წვლილი მიუძღვით ერისა თუ ქართული კულტურის განვითარების საქმეში... წარმოიდგინეთ რომ მოვლენები ასე განვითარებულიყო:.. ეკლესია არათუ ხელს უშლის, არამედ პირიქით გვერდში უდგას ამ პროექტს, აქტიურად მონაწილეობს მის პოპულარიზაციასა თუ პრომოუშენში... ასეთი გზით ის ბევრად უფრო ახლოს დადგებოდა ხალხთან..... 20 ლარიანი, ილია ჭავჭავაძის გამოსახულებით.. მაშინაც იგივე პრობლემა არსებობდა..
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]