საქართველოს დიდი ათეული

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
საქართველოს დიდი ათეული

Post by guruli » 20 იან 2009, 22:27

GAMARJOBA SAKARTVELO
მოვლენებს რომ ვუყურებ, ვშიშობ, საქმე, არ
გვქონდეს პატრიაქის სახელით მანიპულირებას
მეც მგონია, რომ ეგ ხდება.
Bivrili
არამცდა არამც "მოუთხოვია"...
ოფიციალურად არ მოუთხოვია, მაგრამ როცა დღეში 9-ჯერ დაგირეკავენ და გეტყვიან, ნაოპერაციებ პატრიარქს რამე რომ მოუვიდეს, გინდათ ესო, რას ნიშნავს, თუ არა აშკარა ზეწოლას და მოთხოვნას?
Gio-horus
ჩემი აზრით გადაცემა არავითარ შემთხვევაში არ დაიხურება, პირიქით, როგორც ბევრ შემთხვევაში მომხდარა ქართულმა ეკლესიამ მოცემული საკითხი (რატომღაც საზოგადოებასთან დაპირისპირების ხარჯზე) ბევრად უფრო პოპულარული გახადა...
გეთანხმები. რაც მე ვიცი, მართლაც მაქეთ მიდის საქმე, რომ აღსდგება გადაცემა. ჩემი ხედაპირული ინფორმაციით, საქმეში პატრიარქიც ჩარეულა და რაღაც განმარტებებიც გაუკეთებია.
GAMARJOBA SAKARTVELO
ვერ გავიგე, გადაცემა დაიხურა თუ დახურვა ემუქრება?
დაიხურა. ვემედოვნებ, დროებით, მაგრამ 9 იანვრის გადაცემა საერთოდ არ გასულა ეთერში მაგ მიზეზით.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
საქართველოს დიდი ათეული

Post by ARCHILI » 20 იან 2009, 23:32

ყველაზე მთავარი, რაც „დიდი ათეულის“ ბოლო გადაცემაში გამოჩნდა, ის არის, რომ პირველ არხზე თავისუფლების ღრმა დეფიციტია.


ია ანთაძე

პირველი არხი განწყობისთვის – რომლის მსოფლხედვით, ცხოვრება მშვენიერია, რომელშიც სამოთხის ვაშლები ხარობენ და რომლის კაბარეშიც ხუთი ვარსკვლავი ერთდროულად ბრწყინავს – დიდ ხათაბალაში გაეხვა. ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მედიაპროექტი – „საქართველოს დიდი ათეული“ – არხის ხელმძღვანელებმა ლამის პირდაპირ ეთერში დახურეს. ამ არაპოპულარული გადაწყვეტილების ინიციატორად აგრეთვე პირდაპირ ეთერში დასახელდა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც სამეურვეო საბჭოს წევრებს ურჩია, პროექტიდან ქართველი წმინდანების სახელები ამოეღოთ. საბჭოს წევრებმა საზოგადოებას განუცხადეს, ჩვენ კი მოგვწონს პროექტი, მაგრამ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ არჩევანი აღარ დაგვრჩა და „დიდი ათეული“ უნდა დავხუროთო.

საზოგადოების ერთ ნაწილში გადაწყვეტილებამ, რომ შესაძლოა, პროექტი დაიხუროს, გულწრფელი წყენა გამოიწვია, მეორე ნაწილში კი – რისხვა სიტყვის თავისუფლების და სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის გამო. ძალიან ცოტა ადამიანი მიიჩნევს, რომ პროექტის დახურვა სწორი გადაწყვეტილება იქნება.

თუმცა, სადავო არ არის, რომ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, უფლება ჰქონდა, საკუთარი აზრი გამოეთქვა ამ გადაცემის შესახებ. ისიც ცხადია, რომ მისმა მოსაზრებამ განსაკუთრებული არჩევანის წინაშე დააყენა სამეურვეო საბჭო. საბჭომ კი არჩევანი სასწრაფოდ თავიდან მოიშორა, კაპიტულაცია გამოაცხადა და თან დაიჩივლა, არჩევანის გარეშე დაგვტოვესო. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საბჭოს არ გააჩნია უნარი, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ რეკომენდაციებზე და გაცნობიერებული პოზიციით წარსდგეს საპატრიარქოს, მაუწყებლის ხელმძღვანელობის თუ საზოგადოების წინაშე.

ყველაზე მთავარი, რაც „დიდი ათეულის“ ბოლო გადაცემაში გამოჩნდა, ის არის, რომ პირველ არხზე თავისუფლების ღრმა დეფიციტია. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტი ჯერ კიდევ არ გულისმობს, რომ მისი თითოეული სიტყვა საზოგადოებამ საკუთარ თავზე ზეწოლად უნდა აღიქვას. მაშ, რატომ მიიღეს პოპულარული გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება ასე ერთბაშად? საქმე ისაა, რომ „დიდი ათეულის“ მსვლელობისას პირდაპირ ეთერში წარმოჩენილ კონფლიქტს, სინამდვილეში, გაცილებით ღრმა შინაარსი აქვს. საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის, კარგა ხანია, ჩუმი ჭიდილია. ხელისუფლებას, როგორც ჩანს, აფრთხობს ეკლესიის მრევლი, რომელიც ერთადერთი ანგარიშგასაწევი ორგანიზებული ძალაა ქართულ საზოგადოებაში. საპატრიარქოს კი, როგორც ჩანს, აფრთხობს მოარული ხმები ხელისუფლების ჩუმი გეგმების შესახებ, რომლებიც ეკლესიის საქმეებში ჩარევას გულისხმობს.

ის ფაქტი, თუ როგორი „სიამტკბილობაა“ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის, სრულიად მოულოდნელად გამჟღავნდა გასული წლის 25 დეკემბერს, პატრიარქის აღსაყდრების დღეს. სწორედ ამ დღეს, ერთ–ერთმა ეპისკოპოსმა, მისასალმებელ სიტყვაში, თავად კათოლიკოს–პატრიარქისა და პრეზიდენტის თანდასწრებით ბრძანა: „აგვისტოს შემაშფოთებელი თვის შემდეგ, როდესაც საქართველოს ჩამოაგლიჯეს ნაწილები... ჩვენში დაისადგურა ერთგვარმა უიმედობამ. მაგრამ სულმნათი აკაკი ბრძანებს: გმირს წინა უძღვის ყოველთვის უძლური წინამორბედი. თქვენი ლოცვით გვაქვს მოლოდინი საქართველოს მომავალი დიდებისა“. ეს სიტყვები 25 დეკემბერს „კურიერმა“ გადასცა ჯერ ექვს საათზე, შემდეგ კი – ცხრაზე.

დღეს რეალობა ამგვარია, რომ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის პირველი რჩევისთანავე, ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირებად ტელევიზიაში ყველაზე რეიტინგული გადაცემა იხურება. გასაკვირი სულაც არ არის, რომ ამით ხელისუფლების ზოგიერთ – განსაკუთრებით პატივმოყვარე – წარმომადგენელს ღირსების გრძნობა ელახება. სავარაუდოდ, სწორედ მათი კარნახით შეჩერდა ფაქტობრივად მიღებული გადაწყვეტილება გადაცემის დახურვის შესახებ. გამოცხადდა, რომ „დიდი ათეულის“ ბედი ორ დღეში გაირკვევა.

იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ხმაურის შემდეგ გადაცემა მაინც დაიხურება, ხელისუფლება თავს დაზარალებულად იგრძნობს. იმ შემთხვევაში, თუ გადაცემას არ დახურავენ, ალბათ, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს დარჩება წყენა. დღეს ორივე მხარე, სავარაუდოდ, სამომავლო ნაბიჯებზე ფიქრობს და საკუთარ ძალებს წონის. რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, ის პირველ არხზე არ არის და არც არასოდეს ყოფილა. ამ არხის ცხოვრების წესია კომფორტი და ურისკო ყოფა სწორედ სიტყვის თავისუფლების დათმობის ხარჯზე. ამიტომ, „დიდი ათეული“ დაიხურება თუ არსებობას რაიმე ფორმით გააგრძელებს, საპატრიარქოს პოზიცია გაიმარჯვებს თუ ხელისუფლების, ამ აურზაურის მიუხედავად, პირველი არხის სალხინეთში ცხოვრება ძველებურად მშვენიერი დარჩება.

სტატია გამოქვეყნებულია „რადიო თავისუფლების“ ეთერით.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
საქართველოს დიდი ათეული

Post by გვალდა » 21 აპრ 2009, 22:27

რა განვითარება ჰპოვა ამ ფრონტმა?

გუშინ ლამა ამბობდა, დამთავრდა პროექტიო. როგორ?
სვანეთოლოგი

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
საქართველოს დიდი ათეული

Post by lama » 21 აპრ 2009, 23:53

გვალდა wrote: გუშინ ლამა ამბობდა, დამთავრდა პროექტიო. როგორ?
პროექტ "დიდი ათეულის" შედეგები ამგვარია:

1) დავით აღმაშენებელი
2) ილია ჭავჭავაძე
3) ზვიად გამსახურდია
4) ვაჟა-ფშაველა
5) თამარ მეფე
6) შოთა რუსთაველი
7) იაკობ გოგებაშვილი
8 ) ექვთიმე თაყაიშვილი
9) გიორგი V ბრწყინვალე
10) უცნობი გმირები
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
საქართველოს დიდი ათეული

Post by GIRA » 21 აპრ 2009, 23:59

3) ზვიად გამსახურდია
:shock:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
საქართველოს დიდი ათეული

Post by pataputina » 22 აპრ 2009, 00:06

10) უცნობი გმირები



:lol: :lol: :lol: :lol: :lol:


გადავხარხარდი




კი არა და


1 უცნობი გმირები
2 უცნობი გმირები
3 უცნობი გმირები
4 უცნობი გმირები
5 უცნობი გმირები
6 უცნობი გმირები
7 უცნობი გმირები
8 უცნობი გმირები
9 უცნობი გმირები
10 უცნობი გმირები



ასე რომ ყოფილიყო არ სჯობდა?
არა?
კაი

:?
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
საქართველოს დიდი ათეული

Post by lama » 22 აპრ 2009, 00:19

GIRA

ბევრი რამ ხდება ამ ქვეყანაზე ჩემო ჰორაციო ისეთი - ფილოსოფოსებს სიზმრადაც, რომ არ უნახავთ

უ. შექსპირი



რუსთაველს უსწრებს რეიტინგში

ზვიადი :)

ცოტა გასაოცარია :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
საქართველოს დიდი ათეული

Post by optimisti » 22 აპრ 2009, 11:35

ლამა წერდა:

[quote]რუსთაველს უსწრებს რეიტინგში

ზვიადი

ცოტა გასაოცარია [/quote]


რა არის გასაოცარი, ერთხანობას სულაც პირველ ადგილზე კი არ იყო?


ლამა შენ ძალიან დადებითი აზრის ყოფილხარ თანამედროვე ქართულ საზოგადოებზე

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
საქართველოს დიდი ათეული

Post by GIRA » 22 აპრ 2009, 13:24

ლამა შენ ძალიან დადებითი აზრის ყოფილხარ თანამედროვე ქართულ საზოგადოებზე
:lol: :lol: :lol:
მაგრამ ჩვენც, რომ ამ საზოგადოების წევრები ვართ, აი ეგ არის მწარე სიმართლე :!:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
საქართველოს დიდი ათეული

Post by gobe » 22 აპრ 2009, 15:25

თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ეგ პროექტი ვერ გაამართლებდა ;)

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
საქართველოს დიდი ათეული

Post by ZVIOSULI » 22 აპრ 2009, 15:37

რა უნდა ამ თემას ამ ფორუმზე?

ვიღაც პროდიუსერის პირობთ სიის განხილვას...


თუ მე არ მესმის მომიტევეთ
მამარდაშვილის სახელით :twisted:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]