Page 11 of 13

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 29 აპრ 2012, 12:13
by qvevri
paata_ wrote:რა კარგი გამოსულა პლაკატიც და წიგნიც
რაც მე მაგაზე ვიწვალე და კარგი გამოვიდოდა მა რა იქნებოდა?

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 29 აპრ 2012, 13:01
by CheLo
ჰეჰ მე ვარ შილდელი და არ ვიცოდი თუ გამოვირჩეოდით ქვევრების დამზადებაში.. და გამიკვირდა საბუეც რომ ახსენე მაგათმა ქვების სროლის გარდა არაფერი იციან ბევრჯერ მომსვლია ჩხუბი საბუელებთან ;))) საერთოდ შილდელები არც საბუელებს, არც ენისლელებს არც გრემელებს და არც ალმატელებს უყვართ იმიტომ რომ ყველაზე დიდი სოფელია კახეთში ;)))

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 29 აპრ 2012, 14:26
by qvevri
CheLo
შილდური ვაზის ჯიშიც არსებობს ამავე დასახელებით და კომშის ჯიშიც...
ძალიან მიყვარს ეს სოფელი. საინტერესოა. განსაკუთრებით ერთმანეთზე გადაბმული სახლებია საინტერესო არქიტექტურისა. ლეკიანობის დროს შილდაზე გადმოდიოდნენ თურმე მტრები და სახლებიც ამიტომაა ერთმანეთზე წაბმული, რომ მოსახლეობა ერთმანეთს დახმარებოდა. ამგვარი სახლების მარნები მინახავს და ერთიმეორეში გასასვლელი კარები აქვთ მარნებს დატანებული... მარანში სათოფურებიც კი მინახია. მოკლედ ძალიან საინტერესო სოფელია.

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 29 აპრ 2012, 16:14
by CheLo
კი ვიცი ეგ ;) ბევრჯერ წამიკითხავს ისტორიაში შილდას ლეკები შემოესიენ და ახალგაზრდები გაიტაცესო ;)) შილდის იქით საზღვარია რამოდენიმე მთა უნდა გადაიარო და ლეკები ცხოვრობენ თუმცა ახლა ხშირად ჩამოდიან ხოლმე და ძალიან კარგი ხალხია.. 1 კვირა ვყავდი წაყვანილი ერთ ლეკს ცხვარში : ) იმხელა გზა იყო ცხენიდან რომ ჩამოვედი ვეღარ დავდიოდი : ))) გადამეხეხა ყველაფერი.. ხო თუ ნამყოფი ხარ ჩემ სოფელში გეცოდინება ჩემი სახლიც რადგან ჩემ წინ 500 წლის წაბლის დედაა და სალოცავიცაა გაკეთებული.. იმხელა ძირი აქვს 10 კაცმა ხელი რომ მოხვიოს მაინც ვერ შემოაწვდენს ;) ჩემ ზემოთ უკვე ტყე და ვენახები იწყებ სულ მაღლა ვარ : )

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 29 აპრ 2012, 22:16
by ლეონტი
CheLo
ჯალალიშვილს ვიცნობ შილდელს.

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 29 აპრ 2012, 22:32
by CheLo
ლეონტი

მე არაა.. არინ კი შილდაში მაგ გვარის ხალხი... : )) მთელ საქართველოში შილდა სიდიდით მესამე სოფელია მარტყოფის და რაღაცის შემდეგ ;)) და აქედან გამომდინარე მოსახლეობაც ბევრია.. ყველაზე გავრცელებული გვარი შილდაში მგონი ასაბაშვილი და შალოშვილია..

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 03 მაი 2012, 09:51
by qvevri
გამოვიდა ჩემი ახალი წიგნი "თიხის ტრადიციული ქართული საღვინე ჭურჭელი"
Image

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 03 მაი 2012, 12:46
by ლეონტი
ააა აია, საღოლ!

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 05 მაი 2012, 00:10
by anano
გილოცავ გიორგი!

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 05 მაი 2012, 15:28
by avtokh
qvevri

სად შემიძლია ვნახო ეს წიგნები? ყიდვა მინდა.

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 05 მაი 2012, 16:50
by QAQUCA
avtokh wrote:qvevri

სად შემიძლია ვნახო ეს წიგნები? ყიდვა მინდა.

მეც მინდა ორივე წიგნი "თიხის და სპილენძის საღვინე ჭურჭელი" :oops:

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 05 მაი 2012, 18:23
by CheLo
QAQUCA wrote:
avtokh wrote:qvevri

სად შემიძლია ვნახო ეს წიგნები? ყიდვა მინდა.

მეც მინდა ორივე წიგნი "თიხის და სპილენძის საღვინე ჭურჭელი" :oops:
+1

მეც მინდა.. ძალიან საჭირო წიგნებია და ბოლო ბოლო ჩვენი ქვევრის შექმნილია.. დიდი მეყურძნე არ ვარ მაგრამ ორივე რომ შევიძინო ჩემ ბიუჯეტს არაფერ დააკლდება..

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 05 მაი 2012, 20:15
by qvevri
ამ წიგნების წარდგინება სულ მალე იქნება სამების ახალგაზრდულ ცენტრში. მალე დავწერ თარიღს და მობრძანდით. :wink:

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 06 მაი 2012, 02:25
by avtokh
qvevri wrote:ამ წიგნების წარდგინება სულ მალე იქნება სამების ახალგაზრდულ ცენტრში. მალე დავწერ თარიღს და მობრძანდით. :wink:
მშვენიერია

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 06 მაი 2012, 14:04
by QAQUCA
qvevri wrote:QAQUCA
სამების ახალგაზრდულ ცენტრში მექნება ამ წიგნისა და ასევე ამის შემდეგის წარდგინება ახლო მომავალში. ამის მერე ღვინის კლუბშიც მექნება. ამოირჩიე რომელიც გინდა და იქ მობრძანდი :wink:

სიამოვნებით დავესწრები თუ გაგვაგებინებ როდის იქნება სამებაში და ღვინის კლუბში ამ ორი კრებულის წარდგინება!