Page 9 of 13

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 21 ივლ 2011, 18:47
by Ketevan Guliashvili
მეორეთ არასოდეს გაბედო, რომ დედის მოწვდილ წყალს ჯვარი გადასახოო! მაგაზე წმინდა და მადლიანი განა რა უნდა იყოს კიდეო...



დაიხსომე შვილო ამ ქვეყნად არც დედაზე თბილია რამე და არც ბებიაზე ტკბილიო...

ას მერე თურმე ძალიან შეიყვარა ნოემ კამეჩები, სულ თან დაჰყავდა სადაც წავიდოდა, ფიჩხი უნდა მოეტანა თუ მორი უნდა მოეთრია, ურმით მოკრეფილი ყურძენი უნდა მოეზიდა თუ სადმე შორს უნდა წასულიყო... თან თურმე, ცდილობდა ძალიან არ დაეტვირთა და მძიმე ტვირთი არ აეკიდა მათთვის.

კითხვისას ისეთი სითბო იღვრება გულში, გეგონება ის პატარა გოგო ვიყო და ჭიქა წითელი ღვინოც დამალევინესო.

ერთი მონათხრობი გამახსენა ბავშვობიდან. ოთახში რომ შევიდოდი ბაბუა ფეხზე წამომიდგებოდა ხოლმეო. ლამაზი წვრილმანები იქიდან შემიყვარდა. გულიანი და მადლიანია ქართველი კაცი.

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 22 ივლ 2011, 09:38
by qvevri
marmenio
მელოდია ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ეს ლექსი შედევრია!

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 28 აგვ 2011, 23:41
by qvevri
marmenio wrote:qvevri

:) უცბათ იმ დროში გადავედი . რა კარგად ყვებით. ასე მგონია მამაკაცების სუფრასთან უნდა გამოვთქა აზრი და ცოტა მომერიდა.

"მამალხინე"- წარმოვიდგინე. როგორ მაინტერესებს როგორ მღეროდა ამ სიმღერას?! მელოდია იცით გიორგი? :)

“ტიალოო წუთისოფელოო შაგჭამე ხინკალივითაა,
წამამეპარაა სიბერე, მამღუნაა კირკალივითაა,
ცალ თოლში ეშმაკი მამხვდა, დამშუშხა ჭინჭარივითაა,
ცალას თოლასღა ვაბჟუტებ, მიბინდულ ცისკარივითაა”.
http://www.youtube.com/watch?v=25GokDLhJPU&NR=1

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 28 აგვ 2011, 23:57
by chuna
CheLo wrote:ვააა : ))) მე შილდელი ვარ : ))) ლეკებში ცხენით ერთხელ გადავსულვარ... ისი რა ბუნჩულა ხალხია მაგრამ საშინელი საქონლის სუნი ასდით ...
მეც გადავსულვარ ყადორით......ბავშვობაში......

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 13 თებ 2012, 22:52
by qvevri
ნამეტანი ბოდიში, მაგრამ ჩემს ნაწერებს ბოლოები რატომ წაეშალა ვინმემ ხომ არ იცის?

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 14 თებ 2012, 01:21
by QAQUCA
qvevri wrote:რატომღაც ლეკიანობა გამახსენა ჩვენი სასიქადულო პარლამენტის ახალმა გადაწყვეტილებამ...
თვეების წინ დავწერე. :wink:
Image
Image
მეთვრამეტე საუკუნე, კახეთი, გვიანი შემოდგომა.
ბრძოლებით დაღლილი მეფე ერეკლე თელავში, საკუთარ სასახლეში ნადიმობს.
სუფრას განთქმული კახური ოქროსფერი ღვინოები ამშვენებს.
ლხინია, მეფე ლაღობს და თანამეინახენიც გულმხიარულად არიან საყვარელი მეფის ლაღათ ყოფნით. მონადიმეებს თავზე დასცქერიან ხელგოზაურიანი მერიქიფეები, რათა ცარიელი ქაშანურები სასწრაფოდ შეავსონ კახური ოქროთი.
ენამზეობს ნოდარ მაჩაბელი და ქართულ სუფრას საოცარ ეშხსა სძენს მისი მახვილსიტყვაობა, რომელიც ხანდახან თვით მეფესაც მისწვდება კაფიაში გამოსაწვევად. მეფე ხვდება და იღიმება, არაფერს ამბობს. მისი გულის კუნჭულში, რაღაც იდუმალ კაეშანს დაუდუა ბინა.
სუფრას ერთი ლამაზად მოვარაყებული ვერცხლის სურა ამკობს...
საღამოვდება და კავკასიონიდან არნახული სილამაზე და სისპეტაკე გამოსჭვივის. ნადიმი ჯერ ნახევრამდეც არაა მისული.
მეფე გახედავს ალაზნის ველს და რატომღაც ზამთარი მოენატრება...
ხვდება მაჩაბელი მეფის გულისწადილს და "ზამთარიას" დააგუგუნებს სუფრეული. ერეკლე ცრემლებს შეიკავებს და ქაშანურს მიეძალება. მეფეს ოქროსფერი კახური თითქოს მალამოდ ჩაიღვრება გულში და სიამოვნების ჟრჟოლას მოჰგვრის.
შესმულ ღვინოს შემოდგომის ჰაერს დააყოლებს ერეკლე ხარბათ.
მერე სასახლის კარზე გაქაფულ ცხენს მოაგდებს მსტოვარი ჯიქურ. პირდაპირ სუფრასთან მიიჭრება და იტყვის:
თარეშია მეფევ ბატონო, ლეკები...
წყდება სუფრეული, სიმღერა, ღვინის სმა, ლხინობა.
საიდან შემოვიდნენ?
იკითხავს ჯერ კიდევ სუფრასთან მჯდომი წარბებშეკრული მეფე ხმამაღლა
შილდიდან მეფეო
არის პასუხი.
ერეკლე არ კითხულობს მტრის რაოდენობას, არც ახლა და არც არასრდროს არ კითხულობს.
უცებ მეფე ვერცხლის ლამაზადმოვარაყებულ სურას სტაცებს ხელს და სწორ და ყარყარა ყელს მოუგრიხავს და დაიყვირებს მჭექარე ხმით - ასე მოუგრიხავ ყველას კისერს ვინც ჩემი სამშობლოს თარეშს არ მოეშვებაო. სურადან ოქრო დაიღვრება მეფის სუფრაზე.
სუფრიდან, ღვინის სმიდან და ლხინიდან პირდაპირ ბრძოლაში მიდის ერეკლე სწრაფად...

ასე დაიბადა კიდევ ერთი ღვინის სასმისი ქვეყანაზე, რომელსაც ყელი აქვს მოხრილი და იმ დღის მერე ყარყარა ეწოდება და რომელზეც ერთ-ერთი უცხოელი მოგზაური იტყვის წლების მერე: ქართველებმა მოიგონეს ღვინის სასმისი, რომელიც უღვინოდაც კი ათრობს ადამიანსო...
გიორგი ბარისაშვილი
მცხეთა 2011წ.
გაიხარე გიორგი ამ ლამაზი ამბის გაზიარებისათვის....

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 14 თებ 2012, 01:39
by QAQUCA
მეორეთ არასოდეს გაბედო, რომ დედის მოწვდილ წყალს ჯვარი გადასახოო! მაგაზე წმინდა და მადლიანი განა რა უნდა იყოს კიდეო...


........ :!:

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 14 თებ 2012, 01:43
by CheLo
qvevri

ძალიან მაგარია... სხვათაშორის მე ვარ შილდელი და ლეკებშიც ვარ ნამყოფი... ცხვარში წამიყვანეს.. 2 დღე ცხენზე ჯდომისგან ვეღარ დავდიოდი... ერთი ეგაა საზიზღარი სუნი ასდიტ ლეკებს თორე ისე თბილი ხალხია.. ნუ ახლა ცუდათ აღარ იქცევიან...

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 14 თებ 2012, 09:28
by qvevri
ისე ნეტავი მოდერები შეძლებენ ბოლოები რომ აუდგინონ ტექსტებს?

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 14 თებ 2012, 17:51
by Forest
კარგად წერ...

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 28 თებ 2012, 17:08
by qvevri
გამოვიდა ჩემი ახალი პლაკატი: "ქვევრის დამღები". მოიკითხეთ ღვინის მაღაზიებში, გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიბრძანდით ასათიანზე.
Image

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 05 მარ 2012, 10:56
by qvevri
Image
მცხეთის კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აღდგენას საჭიროებს. აღსადგენი და გასაკეთებელია: ტაძართან მისასვლელი გზა, აღსადგენია ფრესკები, ასაშენებელია მოძღვრის სახლი, გასაკეთებელია კანკელი და ჩასატარებელია შიდა სამუშაოები, საყიდელია წირვა-ლიცვის ინვენტარი და სხვ.

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 02 აპრ 2012, 16:45
by qvevri
გამოვიდა ჩემი ახალი წიგნი "სპილენძის ქართული საღვინე ჭურჭელი და მარნის იარაღები" :wink:
Image

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 03 აპრ 2012, 11:52
by ლეონტი
qvevri wrote:გამოვიდა ჩემი ახალი პლაკატი: "ქვევრის დამღები". მოიკითხეთ ღვინის მაღაზიებში, გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიბრძანდით ასათიანზე.
Image
მე აქედანაც დამეწყო გვერდითი მოვლენები, და ასათიანზე აღარაა ის დაწესებულება.
ამის გარდა აქ რა ხდება, იმას ჯერ ხმალი არ მოუქნევია და ამას რა ეტაკა?
Image

ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Posted: 03 აპრ 2012, 16:01
by qvevri
ლეონტი
მეორე ზახოდზე მოუქნია ერეკლემ...