ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ლეონტი » 06 ნოე 2008, 14:28

კომერსანტის ფსიქიკა ეროვნულ საზღვრებს არ ცნობს, მისთვის ყველა ქვეყანა სულ ერთია, შინაური და გარეული, რადგან კომერსანტის ღმერთი არის ფული და მოგება , ეს ღმერთი კი მეტად თავისებური ბუნებისაა.
შარშან წინ დარწმუნებული ვარ კომერციული დივერსია იყო საქართველოში ყველა ღორის ვირუსით გაწყვეტა რასაც მერე უცხოური იმპორტული ღორის უხვად შემოტანა მოყვა.ვიღაც გარეული შინაურის ხელით აკეთებს ამ საქმეს და სანამ ჩვენში მამულიშვილების რიცხვი არ გადააჭარბებს ნაძირალების რიცხვს, ქვეყნის დაქცევა სამწუხაროდ გაგრძელდება, რაც თვალნათელია, რომ დიდი სიჩქარით მიდის.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ლეონტი » 06 ნოე 2008, 14:36

დღეს მძროლმა მომიყვა რომ უმუშავია უცხოელებთან, რომლებმაც ჩამოიტანეს ვაზის ნერგები წაიღეს კახეთში, იქ მონახეს ხალხი და დააფინანსეს, მისცეზ ზუსტი ინსტრუქციები და იარაღები.
მათი გეგმა იყო ამ სემოტანილი ვაზის ჯიშით დაფინანსებით და დახმარებით , რაც სხვათა შორის როგორც თვითონ თქვეს უანგარო იყო, მიეღწიათ იმისთვის რომ შექმნილიყო კომერციული პროდუქცია.
მოკლედ ამ უცხოელებმა ბევრი იწვალეს მაგრამ შედეგად მიიღეს გაფლანგული ფული და დრო, გამხმარ მოუვლელი ნერგები და გული აიყარეს.
თქვენ შრომა არ გდომებიათ და მოგება, რაც მოვა თავისით იმაზეც კმაყოფილი ხართო და დაახვიეს.

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by Druides » 06 ნოე 2008, 15:58

[quote=".
მოკლედ ამ უცხოელებმა ბევრი იწვალეს მაგრამ შედეგად მიიღეს გაფლანგული ფული და დრო, გამხმარ მოუვლელი ნერგები და გული აიყარეს.
თქვენ შრომა არ გდომებიათ და მოგება, რაც მოვა თავისით იმაზეც კმაყოფილი ხართო და დაახვიეს.[/quote]


ise eg martla egrea ar vici zvelad rogor iyo magram qartvels rom zarmacoba uyvars da saqmis gadadeba eg faqtia
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 06 ნოე 2008, 19:58

ამ ორიოდე წლის წინ ფერეიდანს წერილი მივწერე, საქმე იმით დამთავრდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მარანში ღვინოს ვიღებდი თავზე დამადგნენ. მერე დავსხედით და კაი პურიცა ვჭამეთ. ერთმა ესე მითხრა, რომ ყოველდღე ვეხვეწებოდი ღმერთს, რომ უცხო ქვეყანაში ყოფნას სიკვდილი მირჩევნია და ამ სოფლიდან გამიყვანეო, ხოლო აქ რომ ჩამოვედი და აქაურობა ვნახე ეხლა იმას ვეხვეწები, რომ სანამ ამ მშვენიერების ცქერა არ მომწყინდება იქამდე არ მომკლაო.... მოკლედ გვარიანად ვიტირეთ მეცა და იმათაც...

ჩემს ფერეიდანს.

გამარჯობა ჩემო სანატრელო.
გამარჯობა ჩემი სულისა და გულის იატაგანით ჩამოჩეხილო დიდო ნაწილო.
გამარჯობა დედა, მამა, პაპა, ბებია... ჩემო ტყუპისცალო.
რა ლამაზი ყოფილხარ, რა მშვენიერი, სასურველი.
იცი როგორ მომენატრე?
იცი რა ლამაზია აქაურობა?
იცი რა მძიმე იყო ჩემთვის ის ოთხასი წელიწადი?
მინდა ამ პატარა წერილს თან გამოვატანო სვეტიცხოვლისა და გელათის, ალავერდისა და ბაგრატის ტაძრების ზარების დუდუნი, ქართული პურისა და ღვინის მადლი, ქართული მიწის სურნელი, ქართველი დედის ლოცვა, ქართული ბუნების სუნთქვა, ჩიტების ჟღურტული, ფოთლების ჩურჩული. ვიცი რომ შენც ძალიან მოგენატრე, ვიცი რომ შენც სულ ჩემზე ფიქრობდი ეს დრო. ვიცი რომ შენც ჩემსავით გინდა ჩვენი კვლავ შეერთება და შესისხლხორცება. როგორც არასდროს ისე მჭირდები. მჭირდება შენს სულში და თვალებში ჩახედვა. არ იქნა და არ შეხორცდა ოთხასი წლის წინ მოყენებული ჭრილობა. ეს დრო ჩემთვის თითქოს ერთი წამიც იყო და ათასი წელიც. ისეთი დიდიც რომ სულმა ვერ დაიტია და ლოცვად გადმოდინდა და ისეთი პატარაც რომ ერთი კაცის გულში დაეტია. ერთი კია, ეს არის დრო საიდანაც ისმის ფარხმალის ჩახაჩუხი და ქართველი კაცის გმინვა, ქართველი დედის გოდება და ჩუმი, მანდილით დაფარული ლოცვა. მიკვირს თუ როგორ მოახერხე იმის შენახვა მანდ, რისი შენახვაც აქ ვერ შევძელით?
რომ იცოდე რამდენი რამის თქმა მინდა შენთვის.
რომ იცოდე როგორ ვგრძნობ იმ წუთის მოახლოვებას, რომელსაც ასე ველოდით მეცა და შენც. ქართული სუფრიდან სავსე ჯამით გლოცავ და შევთხოვ ღვთისმშობელს, რომ მაპატიოს თუ უშენოდ გავტეხე პური, თუ უშენოდ გავიცინე, უშენოდ ვიტირე, უშენოდ ვილოცე...
უშენოდ დავწურე ყურძენი და უშენოდ ვიბრძოლე. მაპატიე.
დამილოცია შენი ქალობა და ვაჟკაცობა, შენი ქართველობა. გახსოვდეს რომ აქ შენ გელოდება: ყოველი კერა, ყოველი ხე და ბუჩქი, ყოველი ბალახი თუ კენჭი, სულიერი თუ უსულო...
გელოდება: მცხეთა, თბილისი, ქუთაისი, გორი, მარტყოფი, მარტვილი, სოხუმი, თელავი, მესტია, ყაზბეგი...
გელოდება: ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი, სამაჩაბლო, აჭარა, აფხაზეთი, მესხეთი, სამცხე, ჯავახეთი ერუშეთი, ტაო, კლარჯეთი...
გელოდება: ილია, ვაჟა, აკაკი, გალაქტიონი, იაკობი, შოთა...
გელოდება: ვახტანგი, ბაგრატი, დავითი, თამარი, გიორგი, ერეკლე, დემეტრე...
გელოდება: კავკასიონი, მთა და ბარი, ზღვა და მდინარე დიდი თუ პატარა...
გავცქერი იმ გზას საიდანაც შენი თავი წამართვეს და საიდანაც უნდა დამიბრუნდე.
დამიბრუნდი, დამიბრუნდი.
გელოდები, გელოდები.
მცხეთა 2006წ

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ლეონტი » 06 ნოე 2008, 22:20

qvevri
კარგია.
კახეთში ჩამოუსახლებიათ კომუნისტებს, ყველა პირობა შეუქმნეს , სახლი, კარი, სამუშაო, მოსკვიჩი, როგორც მე ვიცი, მარა აიყარენ და წავიდნენ დედაბუდიანად.
იქ გვირჩევნია , სადაც დავიბადეთო.
ადგილობრივებსაც შური დატაკებიათ, ურჯულოებს ეძახდნენ და კარგ ურთიერთობაში არ იყვნენ.
ისე სიტყვამ მოიტანა და საქარტველოს ისტორიის და ქართული ეკლესიის ისტორიის დიდად მნიშვნელოვანი ფურცლები იქ დაიწერა.
მღვდლები ყოლიათ და ეკლესიები უშენებიატ, მერე მოსთხოვეს ან რჯული ან ენაო.
რჯულის შეცვლაზე ბევრმა უარი თქვა და იარაღი აიღო.
ძალზე ბევრი მოწამეობრივად აღესრულა და ისინი დღეს ჩვენი ეკლესიის წმინდანები არიან, თუმცა მათ არავინ იცნობს და რამდენადაც ვიცი არც ეკლესია იხსენიებს, ბევრი სასწაულიც მომხდარა, წმინდა გიორგის გამოცხადებიდან დაწყებული, ის ადგილი დღესაც იციან და ერიდებიან.
ვინც რჯული დათმო ისინი გადარჩნენ, მაგრამ საბოლოოდ გაუცხოვდნენ, რადგან რომ ჩამოდიან, ხედავენ რომ 2 ად ვერ გაიგლიჯებიან და ესაა მათი ტრაგედია.
ეს საქართველოს ისტორიის კიდევ 1 დიდი ტრაგედიაა.


User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ele » 27 ნოე 2008, 20:05

გიო ჩემს გულს შენი გულის სიტყვები მონატრებია. . .

:roll:
. . . კიდევ ერთი დღე . . .

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 04 დეკ 2008, 15:29

იცით რა არის მეღვინის როლი ღვინის დაყენებაში?
მან უნდა შეარჩიოს ჭურჭელი, ზუსტი დრო და შესაფერისი ადგილი. დანარჩენი? დანარჩენი თავისით მოხდება, რადგან ამაში ღმერთის ხელია ჩარეული. მეღვინის როლი არის არა ის, რომ მან მოიგონოს რაიმე ახალი, არამედ ის, რომ იგი დაეხმაროს ღვინოს იმაში, რომ მან თავისი თავი უკეთ გამოავლინოს. ახალი ღვინო ის ჯვალოს ნაჭერია, რომელიც აბრეშუმად უნდა გადაიქცეს. მაგრამ ამისათვის იმისი ცოდნაა საჭირო თუ რითი გაირჩევა ერთმანეთისაგან ჯვალო და აბრეშუმი. ღვინოს ძალიან უყვარს სიცივე, რადგან მასზე ის ძალიან კარგად მოქმედებს, მაგრამ მას ყველაზე მეტად სითბო ესაჭიროება. ადამიანური სითბო, სულიერი სითბო. მასში ჩადებულია უდიდესი ძალა, რომელიც ადამიანმა სწორედ უნდა გამოიყენოს, მაშინ ღვინო თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის. მაგრამ შესაძლოა მისი ბოროტად გამოყენებაც, როგორც ამას ბევრი ადამიანი აკეთებს. მაშინაც იტყვის ღვინო თავის სათქმელს, ღვინო თუ არა, ის უგუნური იტყვის, ვინც მას ბილწად შეეხება.
“შენ ღვინოვ ჭაჭანაურო უცეცხლოდ ამოსდუღდები,
ჭკვიან კაცთანა ბრძენი ხარ, უჭკვოსთან წამოჰქუხდები”.
ღვინო მართალი სითხეა, იგი სუნთქავს, სულიერია. მისი სიწმინდე კი დიდათაა დამოკიდებული მისი დამყენებლის სულის სიწმინდეზე. ანუ მართალი ღვინის დაყენებას მართალი ნამუსი ესაჭიროება და სხვა არაფერი. როგორც ცუდი კაცი ვერ დააყენებს კარგ ღვინოს, ისე კარგი კაცი არ დააყენებს ცუდ ღვინოს. მოეპყარით მას ისე, როგორც ღვთის ბოძებულს და გახსოვდეთ, რომ თუნდაც ერთი ჭიქა ღვინის დალევას დამსახურება უნდა.
ქვევრი. 2007წ.
Image
აი აბრეშუმიცა და ჯვალოც, მგონი განსხვავება აშკარაა...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ლეონტი » 09 დეკ 2008, 12:36

qvevri wrote: “შენ ღვინოვ ჭაჭანაურო უცეცხლოდ ამოსდუღდები,
ჭკვიან კაცთანა ბრძენი ხარ, უჭკვოსთან წამოჰქუხდები”.
ქვევრი რომ დაგაბინაებს, მარანს რარიგად უხდები,
უკვე გასინჯვის დრო მოდის, მე მოვალ, ნუ შეწუხდები.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 09 დეკ 2008, 13:31

ლეონტი wrote:
qvevri wrote: “შენ ღვინოვ ჭაჭანაურო უცეცხლოდ ამოსდუღდები,
ჭკვიან კაცთანა ბრძენი ხარ, უჭკვოსთან წამოჰქუხდები”.
ქვევრი რომ დაგაბინაებს, მარანს რარიგად უხდები,
უკვე გასინჯვის დრო მოდის, მე მოვალ, ნუ შეწუხდები.
სულ არ მაშინებს ძმობილო შენისთანების სტუმრობა
თუ ხასიათიც კარგი გაქვს და არ გწყინს ესრეთ ხუმრობა
თუმც კი მარხვაა, მიგიღებ მახარებს შენთან უბნობა
ზამთარიც ვერას დაგვაკლებს სწორეთ ეხლაა ბუხრობა.
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by namcecuna » 09 დეკ 2008, 14:20

qvevri wrote:
ლეონტი wrote:
qvevri wrote: “შენ ღვინოვ ჭაჭანაურო უცეცხლოდ ამოსდუღდები,
ჭკვიან კაცთანა ბრძენი ხარ, უჭკვოსთან წამოჰქუხდები”.
ქვევრი რომ დაგაბინაებს, მარანს რარიგად უხდები,
უკვე გასინჯვის დრო მოდის, მე მოვალ, ნუ შეწუხდები.
სულ არ მაშინებს ძმობილო შენისთანების სტუმრობა
თუ ხასიათიც კარგი გაქვს და არ გწყინს ესრეთ ხუმრობა
თუმც კი მარხვაა, მიგიღებ მახარებს შენთან უბნობა
ზამთარიც ვერას დაგვაკლებს სწორეთ ეხლაა ბუხრობა.
Image
ჩემი აპლოდისმენტები თქვენ :) კარგი იყო სწორედ!!!!
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ლეონტი » 09 დეკ 2008, 14:34

Image

ამ დაღრეცილ სტოლს ვით ანდობ, ღვინოს ნაფერებს წლობითა,
მე შენ ბუხართან ჯდომა და მაგ ბოთლის ჩაცლა მომინდა.
ზაკუსკას არას დავეძებ, თუ გინდა ვჭამოთ გობიდან.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 09 დეკ 2008, 15:01

გობიდან ჭამაც მოსულა, მაშ მეგობრები რისთვინ ვართ?
ბოთლებსაც ჩაგაცლევინებ აბა მეღვინე რისთვინ ვარ?
მაგიდის დაღრეცილობა შენ რას განაღვლებს რისთვინა?
ღვინო ორ ხელით ისმება თუ გული გულობს ძმისთვინა!
Last edited by qvevri on 07 აგვ 2010, 21:35, edited 1 time in total.

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ნიმფა » 09 დეკ 2008, 17:13

ბრავო! :D
ტქვენს შემხედვარეს აზრი მომივიდა, კაფიების თემა ხომ არ გავხსნათ?:)

როგორც ვხვდები საიტზე ძლიერი მკაფველები არიან :D

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 10 დეკ 2008, 15:45

Image
დიდგორს გვიგინებენ...
დამეთანხმებით, რომ დიდგორის ბრძოლა ყველაზე დიდი და საკვირველი ბრძოლაა ქართველი ერის ისტორიაში. იგია არამარტო ბრწყინვალედ დაგეგმილი და შესრულებული ბრძოლა, არამედ სიმბოლო და გვირგვინი ქართველი ერის ბოროტზე გამარჯვებისა. დავით აღმაშენებელის ანდერძის თანახმად, ყოველმა ქართველმა, რომელიც მის საფლავთან მივა, საფლავის ქვას უნდა დაადგას ფეხი. რა არის ეს? თავის დამდაბლება? იმისი აღიარება მისსივე მხრიდან, რომ იგი იმსახურებს მისი საფლავის ფეხქვეშ გათელვას? არა! დავითი ამ ანდერძს უბარებს ქართველებს და არა უცხო ქვეყნის შვილებს იმისათვის, რომ მან ჩვენთან, დღევანდელ ქართველობასთან კავშირი არ გაწყვიტოს იქიდანაც, რომ შეგვეხოს და შეგვახსენოს, რომ თუ გაჭირდა მისი სახელი და მისი ძვლებიც კი შესაძლოა ისეთი ბასრი იარაღი იყოს როგორც მჭრელი მახვილი. ამიტომაც მოითხოვდა დავით მეფე ყველა ქართველს ფეხი დაედგა მისი საფლავისათვის, რომ შეევსო საუკუნეების განმავლობაში მიმქრალი და ჩაფერფლილი რწმენა იმისა, რომ ქართველობისათვის თუკი ღვთისა და მამულის გულისათვის მტკიცედ და რწმენით იბრძოლებდა დაუმარცხებელი ეშმაკის მოციქული კი არა თვით ეშმაკიც არ დარჩებოდა. მან მიაღწია უმაღლეს მწვერვალს და შესძლო ის რაც ვერ შესძლო ვერავინ მაშინდელ ევროპაში. დიდგორის ბრძოლა იყო ხანგრძლივი შრომისა და ბრძოლის ნაყოფი და გვირგვინი. დავითმაც და იმ დროინდელმა, სულიერების მაღალ საფეხურზე მდგარმა ქართველობამაც დაიმსახურეს ის, რომ დიდგორზე წმინდა გიორგი მდგარიყო ქართველთაAრიგებში და მათთან ერთად ებრძოლა...
მაგრამ მას მერე ბევრი დრო გავიდა. ერთი კი მოვახერხეთ რომ ერი შევინარჩუნეთ, მაგრამ სახელმწიფო კი ნაწილ-ნაწილ შემოგვეძარცვა გარშემო ჩვენივე უნიათობის გამო. ეგ კი არა დღეს ისიც კი საკითხავი და საორჭოფო გავხადეთ თუ სად მოხდა დიდგორის ბრძოლა სინამდვილეში. ხოლო იმ ფაქტს, რომ დიდგორზე ქართველთა გვერდით წმინდა გიორგი იბრძოდა მარტო უცხოელები და საქართველოს მტრები კი არა, ბევრი ქართველიც კი ლეგენდად და ისტორიის გასალამაზებლად შექმნილ ლამაზ ტყუილად მიიჩნევს და ეჭვქვეშ არა მარტო ამ ფაქტს, არამედ მთელი ამ ბრძოლის მასშტაბებს აყენებს და ურცხვად აცხადებს, რომ ამდენი მებრძოლი თრიალეთის ქედის ამ ნაწილას ვერც დაეტეოდა და ვერც იბრძოლებდაო. აბა გადამთიელსა და უცხოს რა უნდა მოვთხოვო, როდესაც ჩვენი “შინაური მოკეთეები” ამ დღეში არიან? ეს ხომ სხვა არაფერია თუ არა დიდგორის გინება? თუმცაღა ეს ჩვენი “შინაური მოკეთეები” ერთ რამეში კი ნამდვილად მართლები არიან, როდესაც აცხადებენ, რომ დიდგორის მთებზე ამდენი ხალხი ვერ დაეტეოდა და ვერ იბრძოლებდაო. “ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო” ნათქვამია. დავით აღმაშენებელსაც სწორედ ის უნდოდა, რომ მტრის ლაშქარი დიდგორზე ვერ დატეულიყო და აქედან გამომდინარე ვერც ებრძოლა მხარგაშლილად. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, ბრძოლა ქართველთა გრანდიოზული გამარჯვებით ოთხსა თუ ხუთ საათში დასრულებულა, ესე იგი მტრმა ბრძოლა ჯერ კიდევ მაშინ წააგო სანამ მათი ბოლო რიგები ჩაებმებოდნენ ბრძოლაში. მართალია ჩვენ არ ვიცით თუ ვინ გადავიდა პირველი იერიშზე, მაგრამ დიდათ სავარაუდოა, რომ იერიშზე სწორედ დავითი გადავიდა პირველი. ყოველი შემთხვევისათვის ქართველთა ჯარიდან ორასი მებრძოლის გამოყოფა, მტრის ჯარში შესვლა და უეცრად ბრძოლის ატეხვა სხვა არაფერია თუ არა ბრძოლის პირველი დაწყება. დიდგორზე გათვლილი იყო ყოველი წამი. ერთი შეცდომა დავითის მხრიდან და საქმე ბრძოლის წაგებით კი არა, საქართველოს არსებობის შეწყვეტით დასრულდებოდა. ბრძოლა სწორედ ისე წარიმართა როგორც ეს დავით მეფეს ჰქონდა დაგეგმილი. დიდგორი მხოლოდ ერთ დღეს მომხდარი ბრძოლა არ იყო, არამედ იგი იყო დავით მეფის მიერ დიდი ხნის წანთ დაგეგმილი და განჭვრეტილი ბრძოლა. თავისთავად ცხადია დავითს ექნებოდა და ჰქონდა კიდეც წინასწარი ინფორმაცია მოსალოდნელი დიდი ბრძოლის შესახებ. ასევე იცოდა დავითმა მტრის მოსალოდნელი რიცხვიც. ქართველებისათვის რიცხვმრავალი მტერი უცხო და საკვირველი არასოდეს ყოფილა და არც დიდგორზე გაჰკვირვებია ქართველობას თურქთა ზვირთების დანახვა. დიდგორი დავითის კარგად გათვლილი და “გათამაშებული” სატყუარა იყო. მან თავშივე განჭვრიტა, რომ გაშლილ ველზე ბრძოლის მიღება შესაძლოა ტრაგედიით დასრულებულიყო და გარდაუვალად ჩათვალა მტერი დიდგორზე შემოეტყუებინა, რაც საკმაოდ ძნელი იყო, თუმცა მან ეს ბრწყივალედ შესძლო. საქართველოში შემოსულ და გამარჯვებაში ღრმად დარწმუნებული ილღაზის ჯარს, გზადაგზა ერთიმეორის მიყოლებით ეგებებოდნენ სოფლებისა და ციხეების თავკაცები თუ თავადები და ყოველგვარი ძალდატანებისა და ბრძოლის გარეშე აბარებდნენ ციხეებსა თუ სოფლებს და თავგამოდებით ეფიცებოდნენ ერთგულებაში მტერს. აქ უკვე მტრის ჯარს შეექმნა იმის ილუზია, რომ ქართველობა უბრძოლველად აპირებდა დანებებას ბრძოლის წინ. ამ ყოველივეს ბრძოლისავე წინ ორასი ქართველის მტრის ლაშქარში შესვლაც დაემატა, რაც მტერმა სავარაუდოა, რომ სწორედ “დანებებული” ლაშქრის სარდლებად ჩათვალა. ხოლო ის ფაქტი, რომ დავითმა დიდგორზე ასასვლელი გზები მოჭრილი ხეებით ჩაახერგინა, ვფიქრობ, შინაარსობრივად სულ სხვა დატვირთვას ატარებს ვიდრე ის ერთად-ერთი აზრი, რომელიც დღემდეა ჩვენში გავრცელებული. რა თქმა უნდა და თავისთავად ცხადია, ხეობების ჩახერგვა ერთის მხრივ უკავშირდება იმას, რასაც თავად დავითი ამბობს ბრძოლის წინ ქართველების გასაგონად, მაგრამ მეორეს მხრივ აქაც დავით მეფის წინასწარ და ამავდროულად ბრწყივალედ გათვლილი მტრისათვის დაგებული სატყუარაა, რომელმაც თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ სატყუარამ მიაღებინა ილღაზს ბრძოლის, სწორედ დიდგორზე გამართვის გადაწყვეტილება. ერთის მხრივ მტერი ფიქრობდა, რომ საბრალო ქართველობას გადაუწყვეტია ერთიანად შეაკლან თავი ჩვენს უთვალავ ლაშქარს და თავიანთი უკან დასახევი გზა თვითონვე შეუკრავთო, ხოლო მეორეს მხრივ სავარაუდოა, რომ ილღაზი ასევე ფიქრობდა ამ რაღაც საეჭვო “ჩახერგილის” შესახებ, რომლის აზრი მთლად ბოლომდე ვერ გაეგო. ცნობილია, რომ ილღაზი ბრძოლის მოგების შემთხვევაში თბილისის მმართველი უნდა გამხდარიყო და თავისთავად ცხადია, რომ მას საკუთარი თავი უკვე ამ ამპლუაში ჰქონდა წინასწარ წარმოდგენილი და თბილისსაც უკვე თავისად სთვლიდა, მაგრამ რა სიმდიდრე თუ იდუმალება იმალებოდა “ჩახერგილს” მიღმა? როგორც ვხედავთ დიდგორი თავისი შინაარსით თავად წარმოადგენს ერთგვარ სატყუარას, რომელზედაც ილღაზი მისდა საბედისწეროდ კარგა გვარიანად წამოეგო. დავითს აზრადაც არ უნდა დაეშვა ბრძოლის სხვაგან გამართვა, რასაც შესაძლოა როგორც უკვე ავღნიშნეთ საბედისწერო შედეგი მოჰყოლოდა ჩვენთვის, ამიტომაც მან მტერს ფიქრის საშუალება აღარ დაუტოვა. ბრძოლა სწორედ ისე და მაშინ დაიწყო როგორც ეს დავითსა და საქართველოს აწყობდა. დიდგორზე საქმე საათებზე კი არა წამებზე იყო. დავითი მტრის ლაშქარში ორას ქართველს აგზავნის. ორასი ქართველი ერთის მხრივ გარდაუვალ სიკვდილზე, ხოლო მეორეს მხრივ დიდი მისიით შედის მგლის ხახაში. მათ ბრძოლის სწორედ იმ წამს დაწყების პროვოცირება უნდა გამოეწვიათ, რომელი დრო და წამიც დავით მეფეს აწყობდა. ის, რომ დიდგორის ბრძოლა სწორედ იქ გაიმართა, სადაც ამჟამად მემორიალი დგას ამას ის ფაქტიც ამტკიცებს კიდევ ერთხელ, რომ ბრძოლიდან სულ მალევე, დავით მეფეს სულთანისაგან მოსდის მუქარისა და ამავდროულად ირონიული ხასიათის შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ შენ დიდგოზე ტყემ გიხსნა და თუ მართლა რამე შეგიძლია გაშლილ ადგილას ვიბრძოლოთო. სავარაუდოა რომ დიდგორის მთები მეთორმეტე საუკუნეში კიდევ უფრო მეტი და ხშირი ტყით იქნებოდა დაფარული, სულთანიც სწორედ ამას აღნიშნავს თავის შემონათვალში დავითის მიმართ. მათ გასაგონად კი, ვისაც გადაუწყვეტია ჩვენს ისტორიას წაჰგლიჯოს ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ფურცელი ვიტყვი, რომ ნუთუ ერთხელ მაინც არ ყოფილხართ დიდგორზე? ნუთუ ერთხელ მაინც არ შეგიგრძვნიათ იმ დროისა თუ სიმაღლის სიამაყე? რატომ გინდათ დიდგორზე მომხდარი “ძლევაი საკვირველი” ხალხს მხოლოდ ლამაზ ლეგენდათ დაანახოთ? თუ თქვენ ვერ გრძნობთ და ვერ იჯერებთ დავითისა და იმდროინდელი საქართველოს ესოდენ მაღალ სიმაღლეზე ყოფნას სხვას მაინც ნუ უმღვრევთ გონებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ დიდგორის ბრძოლა სწორედ იმ ადგილას და იმ დროს მოხდა რაც დღესდღეისობითაა ცნობილი და არამც და არამც არ შეიძლებოდა იგი გამართულიყო სხვაგან. ხოლო ქართველი ერის ისტორია ერთი თუ ორი, სახელისა და ისტორიაში შესვლის მოწყურებული ადამიანის თავგამოდებული მცდელობით არც შეცვლილა და არც შეიცვლება.
ქვევრი 2007.
Last edited by qvevri on 29 ივლ 2009, 12:51, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]