ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
diffenbaxia
ბოდიალა
Posts: 116
Joined: 20 ივნ 2009, 23:54
Location: თბილისი
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by diffenbaxia » 10 ნოე 2010, 22:18

შენიშვნა მიღებულია :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by lama » 10 ნოე 2010, 22:26

diffenbaxia wrote:შენიშვნა მიღებულია :)
ჯიგარი ხარ :) ;)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lasharela
ბილიკზე მოარული
Posts: 95
Joined: 25 აგვ 2008, 21:59
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by lasharela » 11 ნოე 2010, 01:33

ამ მაღაზიაში საკმაოდ კარგი წიგნები მიიღეს და ფასებიც ნორმალურია, სხვა მაღაზიებიც თუ დაინტერესდებიან მსგავსი ლიტერატურით კარგი იქნება
diffenbaxia wrote:წიგნის მაღაზიათა ქსელ ,,ლიბრა''-ში შეგიძლიათ შეიძინოთ გიორგი ბარისაშვილის წიგნი ,,მევენახეობა-მეღვინეობის სალექსიკონო მასალები''
მისამართი: სავაჭრო ცენტრი მეგალაინი, 55ბ მაღაზია.
გუდვილი (დიღომი) წიგნის მაღაზია ლიბრა.


Image[/img]
ამ მთისა და იმ ბარისა...

http://www.lasharela.tk

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 22 ნოე 2010, 20:54

:D
Last edited by qvevri on 27 დეკ 2010, 10:07, edited 1 time in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by lama » 22 ნოე 2010, 22:44

qvevri
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ჯიგარი ხარ :)

ეს ხომ შენი გულიდან ამოსული ფრაზაა :)

ესაა მთავარი

შენთან ვარ პათოსით :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ლეონტი » 22 ნოე 2010, 23:54

qvevri
შენ რა ჩვენი შოფერივით მოგსვლია.
უფროსი საქმეზე რომ გამაგზავნის, ვეტყვი წავედით მეთქი და იწყებს 5 წუთიან, ხანდახან უფრო ხანგრძლივ გინებას.
ჰოდა ამომივიდა ერთხელ ყელში და უთხარი, ვერ გავიგე თუ უფროსს აგინებ წადი და იქ აგინე რო ესმოდეს, აქ მე მესმის ეს საშინელი გინება და თუ მე მაგინებ მაშინ პირდაპირ მითხარი მეთქი.
ჰო მაგას წარწერას ადრესატი ვერ კითხულობს და თუ ჩვენ გვაგინებ თქვი... რაღა.
:P

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 07 ივლ 2011, 11:35

რატომღაც ლეკიანობა გამახსენა ჩვენი სასიქადულო პარლამენტის ახალმა გადაწყვეტილებამ...
თვეების წინ დავწერე. :wink:
Image
Image
მეთვრამეტე საუკუნე, კახეთი, გვიანი შემოდგომა.
ბრძოლებით დაღლილი მეფე ერეკლე თელავში, საკუთარ სასახლეში ნადიმობს.
სუფრას განთქმული კახური ოქროსფერი ღვინოები ამშვენებს.
ლხინია, მეფე ლაღობს და თანამეინახენიც გულმხიარულად არიან საყვარელი მეფის ლაღათ ყოფნით. მონადიმეებს თავზე დასცქერიან ხელგოზაურიანი მერიქიფეები, რათა ცარიელი ქაშანურები სასწრაფოდ შეავსონ კახური ოქროთი.
ენამზეობს ნოდარ მაჩაბელი და ქართულ სუფრას საოცარ ეშხსა სძენს მისი მახვილსიტყვაობა, რომელიც ხანდახან თვით მეფესაც მისწვდება კაფიაში გამოსაწვევად. მეფე ხვდება და იღიმება, არაფერს ამბობს. მისი გულის კუნჭულში, რაღაც იდუმალ კაეშანს დაუდუა ბინა.
სუფრას ერთი ლამაზად მოვარაყებული ვერცხლის სურა ამკობს...
საღამოვდება და კავკასიონიდან არნახული სილამაზე და სისპეტაკე გამოსჭვივის. ნადიმი ჯერ ნახევრამდეც არაა მისული.
მეფე გახედავს ალაზნის ველს და რატომღაც ზამთარი მოენატრება...
ხვდება მაჩაბელი მეფის გულისწადილს და "ზამთარიას" დააგუგუნებს სუფრეული. ერეკლე ცრემლებს შეიკავებს და ქაშანურს მიეძალება. მეფეს ოქროსფერი კახური თითქოს მალამოდ ჩაიღვრება გულში და სიამოვნების ჟრჟოლას მოჰგვრის.
შესმულ ღვინოს შემოდგომის ჰაერს დააყოლებს ერეკლე ხარბათ.
მერე სასახლის კარზე გაქაფულ ცხენს მოაგდებს მსტოვარი ჯიქურ. პირდაპირ სუფრასთან მიიჭრება და იტყვის:
თარეშია მეფევ ბატონო, ლეკები...
წყდება სუფრეული, სიმღერა, ღვინის სმა, ლხინობა.
საიდან შემოვიდნენ?
იკითხავს ჯერ კიდევ სუფრასთან მჯდომი წარბებშეკრული მეფე ხმამაღლა
შილდიდან მეფეო
არის პასუხი.
ერეკლე არ კითხულობს მტრის რაოდენობას, არც ახლა და არც არასრდროს არ კითხულობს.
უცებ მეფე ვერცხლის ლამაზადმოვარაყებულ სურას სტაცებს ხელს და სწორ და ყარყარა ყელს მოუგრიხავს და დაიყვირებს მჭექარე ხმით - ასე მოუგრიხავ ყველას კისერს ვინც ჩემი სამშობლოს თარეშს არ მოეშვებაო. სურადან ოქრო დაიღვრება მეფის სუფრაზე.
სუფრიდან, ღვინის სმიდან და ლხინიდან პირდაპირ ბრძოლაში მიდის ერეკლე სწრაფად...

ასე დაიბადა კიდევ ერთი ღვინის სასმისი ქვეყანაზე, რომელსაც ყელი აქვს მოხრილი და იმ დღის მერე ყარყარა ეწოდება და რომელზეც ერთ-ერთი უცხოელი მოგზაური იტყვის წლების მერე: ქართველებმა მოიგონეს ღვინის სასმისი, რომელიც უღვინოდაც კი ათრობს ადამიანსო...
გიორგი ბარისაშვილი
მცხეთა 2011წ.
Last edited by qvevri on 21 ივლ 2011, 14:37, edited 1 time in total.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by Mta Mkvarebia » 07 ივლ 2011, 15:08

qvevri

რა კარგია, გიო!
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by CheLo » 07 ივლ 2011, 16:04

ვააა : ))) მე შილდელი ვარ : ))) ლეკებში ცხენით ერთხელ გადავსულვარ... ისი რა ბუნჩულა ხალხია მაგრამ საშინელი საქონლის სუნი ასდით ...

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by legenda » 07 ივლ 2011, 22:46

qvevri

გიო შენს კოლექციაში მოიძებნება ყარყარა?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 08 ივლ 2011, 09:14

legenda
ახლო მომავლის პერსპექტივას თუ გავითვალისწინებთ მაშინ შეიძლება ითქვას, კი!

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by legenda » 08 ივლ 2011, 21:03

qvevri

წარმატებები.... :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 21 ივლ 2011, 14:47

როდესაც პატარა ვიყავი ბებია კალთაში ჩამსვამდა და ამბებს მიყვებოდა, რომელი ამბებიც მაშინ მე ზღაპრები მეგონა.
რომ წამოვიზარდე მერეღა მივხვდი, რომ ბებიას მონაყოლის უმეტესობა სიმართლე იყო და ამ მონაყოლების უშუალო მონაწილე თავად გახლდათ...
მერე შევაერთე რამოდენიმე ამბავი და ეს პატარა ჩანაწერიც ასე დაიბადა.
სტილისტურად გასასწორებელია, რისთვისაც ვბოდიშობ, მაგრამ ერთი კია, რომ ნამდვილი ამბავია.


კავთისხევისათვის.
ნიჩბისის დასავლით ხევი კავთისა. გამოდის დიდგორს, დის ჩდილოთ, ერთვის მტკვარს სამხრიდამ. ქვათახევამდე ვენახოვანი, ხილიანი...
ვახუშტი ბაგრატიონი.



მერე მამი მერე?

მამაჩემი თხელი, მაღალ-მაღალი კაცი იყო, უწყინარი, წაბლისფერი თვალები ჰქონდა. ხმამაღალი ლაპარაკი არ უყვარდა, არც ის უყვარდა თუკი ვინმე, თუნდაც ოჯახის წევრი ან ბარს, ან თოხსა თუ ფოცხს, ან კიდევ წალდსა და ხერხს უადგილო ადგილას დააგდებდა ეზოში და თავის ალაგას არ მიუჩენდა. მხოლოდ მაშინ გაგულისდებოდა-ხოლმე, წამოავლებდა ხელს ეზოში უადგილოდ მიგდებულ იარაღს და გაბრაზებული, ღობესა თუ ხეს შეანარცხებდა მთელი ძალით. აი, ეს იყო რაზეც ბავშვობასა თუ ქალიშვილობის დროს მენახა მამაჩემი გაგულისებული, სხვა დროს სულ ერთ გუნებაზე იდგა და იდგა.
ერთი კი იყო, გაიხარებდა, როცა რომელიმე დღეობაზე დედაჩემი თავის განთქმულ მახობლიან შოთებს დაუცხობდა თონეში, სუფრას გაუწყობდა და მეგობრები მოუვიდოდნენ სტუმრად. ძირითადად სულ ერთი და იგივე ხალხი მოდიოდა. ამ ხალხის გვარებიც კი მახსოვს: კოტეტიშვილი, ხორგუაშვილი, კელაპტრიშვილი, შატბერაშვილი...
მამას წარბიდან ლოყამდე, ჩამოსწვრივ ერთი შრამი ჰქონდა. თურმე, როცა დედამისმა პირველი ახალუხი შეუკერა და ჩააცვა დიდათ გაუხარია მამას, მაშინ იქნებოდა ათი-თორმეტი წლისა, დაუმშვენებია ლეგა ახალუხს მამა, დაუსვია ახალუხზე ორივე ხელი სიხარულით და მერე დედამისისთვის უთხოვია – დედი ერთი წყალი დამალევინეო. დედამისს წაფურით მოურთმევია წყალი თავისი ვაჟკაცისათვის, მამას წყალისათვის ჯვარი გადაუსახავს და დასწაფებია. გვერდზე პაპაჩემი მდგარა და ეს რომ დაუნახავს მამაჩემისთვის ერთი ისეთი უთხლეშია ცხვირპირში ხელი, რომ წაფურა ზედ სახეზე შემსხვრევია და სახე დაუჩეხია... ბებიაჩემი ყველაფერს მიმხვდარა და სველი ტილოს მოსატანად წასულა ღიმილით, უხმოდ, რომ შვილისთვის დასისხლიანებული პირისახე ჩამოეწმინდა. პაპა ბრაზიანი კაცი ყოფილა, მაგრამ ასეთი აფეთქება პირველი და უკანასკნელი იყო თურმე, რაც მამაჩემს ახსოვდა მისგან. მამაჩემს ვერაფერი გაეგო, თუ რითი დაიმსახურა ეს ყველაფერი. მერეღა უთქვამს პაპაჩემს მამაჩემისთვის, რომ - მეორეთ არასოდეს გაბედო, რომ დედის მოწვდილ წყალს ჯვარი გადასახოო! მაგაზე წმინდა და მადლიანი განა რა უნდა იყოს კიდეო...

მამაჩემი კამეჩებს გაუწყრა და მოყოლა განაგრძო.
მერეე? მერეე, მოაგროვა თურმე ნოემ ყველა ფრინველი და ცხოველი, და შეიყვანა კიდობანში და შვიდი დღის მერე დაიწყო თურმე წვიმა, ჯერ ნელა, აი ისე გაზაფხულის პირას რომ სცრის ხოლმე და მერე კი მოუმატა და მოუმატა და ცოტა ხანში თურმე კოკისპირული წვიმა და დელგმა დაიწყო. ჩამოიქცა და ჩამოსქდა ცა, გასკდნენ კლდეები და მთები და ამოვარდა ქვესკნელიდან ნიაღვარი. დაიფარა თურმე ქვეყანა წყლით, დაიხრჩო ყველა ადამიანი და ცხოველი. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მისი სახლეული და ის ცხოველები და ფრინველები, რომლებიც კიდობანში იყვნენ. ნოე ამ დროს თურმე ექვსასი წლისა ყოფილა.
მამაჩემი ნელა, აუჩქარებლად ყვებოდა წარღვნის ამბავს, ისე ტკბილად, როგორც ბებია უყვება ხოლმე ზღაპარს თავის შვილიშვილებს ბუხრისპირას, ზამთრობით. მეც ისე გამიტაცა ნოეს ამბავმა, რომ ცხადად წარმოვიდგინე აზვირთებულ ტალღებში მოტივტივე კიდობანი.
მერე მამი, მერე რა მოხდა? ვკითხე მამაჩემს, რომელიც დინჯად მიუძღვებოდა წინ ჩვენს კამეჩებს.
მერე წვიმამ გადაიღო, წყალმაც დაიწია და ნოეს კიდობანი ერთი მაღალი მთის კალთას მიადგა.
მამი, რა დრო იყო მაშინ, ზამთარი?
როგორცა სჩანს მამაჩემი ამგვარ შეკითხვას არ ელოდა ჩემგან და ცოტა ხნით შეჩერდა, კამეჩებიც დადგნენ.
ალექსანდრეს ამგვარი აზრი გონებაში არც კი მოსვლიყო როდესმე...
ნეტავი რა დრო იყო მართლაც და? ფიქრობდა იგი, გაზაფსული? ზამთარი? თუ? მერე უცებ ის გაახსენდა, რაც ნოეს მისივე გაშვებულმა მტრედმა მიუტანა და გაეხარდა, რომ თავისი პატარა გოგოს სხარტმა შეკითხვამ არ შეარცხვინა. ეს იყო ზეთისხილის მწვანე ყლორტი, თანაც ნედლი, ეს კი ალბათ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ზამთარი არ იყო. არც გვიანი შემოდგომა იქნებოდა ალბათ. დარჩა წელიწადის ყველაზე თბილი დრო –ზაფხული, ან ადრე შემოდგომა, ან გაზაფხული, მაგრამ რა უპასუხოს მაროს მამამისმა? ან იქნება ზეთისხილი მარადმწვანეა საერთოდაც?
ალექსანდრემ ფიქრი ნანაგრძო. მის გონებაში ახლა წელიწადის ყველაზე წვიმიანმა და ჭექაქუხილიანმა პერიოდმა გაიელვა, ეს იყო გაზაფხული და პასუხიც მზად იყო პატარა მაროსათვის.
გაზაფხული იქნებოდა ალბათ... მითხრა მამამ და სიარული განაგრძო.
მამი, ნოემ ყველა ცხოველი შეიყვანა კიდობანში?
ალექსანდრეს გაეღიმა, მერე უცბათ თავის კამეჩებს გახედა ზურგსუკან და მოყოლა განაგრძო.
ნოემ კიდობანთან ყველა ცხოველს მოუყარა თავი და დილიდანვე შეუდგა მათ დაბინავებას, მაგრამ თურმე შემოაღამდა და იმ შავ ღამეში შავი კამეჩები ვეღარ დაინახა და კიდობნის კარებიც შეიკეტა.
მე თვალები გამიფართოვდა და სწრაფად ვკითხე მამაჩემს, მერე?
მერე დარჩნენ კამეჩები გარეთ.
მერე?
მერე მოვიდა წვიმა და ადიდდა წყალი და დაიწყო კიდობანმა ტივტივი.
მე თვალებზე ცრემლები მომადგა და უკვე ძალიან ჩუმადა ვკითხე მამას,
მერე?
მამა მიხვდა პატარა გოგოს გულში რაცა ხდებოდა და თბილი ხმით გააგრძელა თხრობა.
აბა რაღას იზავდნენ საბრალო კამეჩები? შეცურდნენ ადიდებულ წყალში და გაჰყვნენ კიდობანს უკან ცურვით.
მიჰყვებიან თურმე კამეჩები კიდობანს და მისძახიან უკან თავის პატრონს, რაც ძალი და ღონე აქვთ, მიჰყვებიან და მისძახიან.
აბა ერთი გაიხსენე როგორა ხმიანობს კამეჩი? მკითხა უცბათ მამამ და თან თვალებში შემომხედა.
შევცბი, ვერ მივხვდი მამის შეკითხვას და გავჩუმდი.
რაა, არ გახსოვს? როგორა და აი ეგრე აი, მამამ ცხვირზე მარჯვენა ხელის ორი თითი მოიჭირა და გრძლად და ჩუმად წარმოთქვა: ნოოოეე...
მთლად გავშრი, გავშეშდი ადგილზე...
არ ვიცი ჩვენს კამეჩს რა გულმა უგრძნო, ან რა გაახსენდა და უცბათ მამაჩემის ამოძახილს დაეხმიანა და იმანაც გრძლად და გარკვევით დაიძახა _ ნოოოოეე...
მერე?
მერე მიცურავს კიდობანი და მისდევენ კამეჩები ერთი, ორი ათი, ოცი დღე.
მერე?
მერე ოცდაათი და ორმოცი დღე, და როგორც იყო გაჩერდა მთისკალთაზე კოდობანი მეორმოცე დღეს, გააღო თურმე ნოემ კიდობანის კარები და რასა ხედავს? დგანან დინჯად თურმე კამეჩები კიდობნის კარებთან და გემრიელად იცოხნებიან.
მაშინღა მიხვდა ყველაფერს ნოე, მივიდა კამეჩებთან, ორივეს მოხვია თავისი დიდრონი მკლავები და ჩაიკრა გულში უწყინარი პირუტყვი.
მას მერე თურმე ძალიან შეიყვარა ნოემ კამეჩები, სულ თან დაჰყავდა სადაც წავიდოდა, ფიჩხი უნდა მოეტანა თუ მორი უნდა მოეთრია, ურმით მოკრეფილი ყურძენი უნდა მოეზიდა თუ სადმე შორს უნდა წასულიყო... თან თურმე, ცდილობდა ძალიან არ დაეტვირთა და მძიმე ტვირთი არ აეკიდა მათთვის.
მე აცრემლებული თვალებით გავხედე ჩვენს კამეჩებს, რომლებიც დინჯად მიჰყვებოდნენ მამაჩემს ზურგსუკან. ფურკამეჩს მამა მაყვალას ეძახდა და ხარკამეჩს კი მახარეს. სოფელში ყველას ეცინებოდა მათ სახელებზე, მარა მე კი ძალიან მომწონდა ჩვენი კამეჩების სახელები. მაყვალა დაბალი იყო და მსუქანი, ისეთი ზურგი ჰქონდა, რომ ზედ კვერცხი გადაგორდებოდა. მახარე კი უშველებელი იყო, დიდრონი რქებით, მთას მოგლეჯდა რომ დასჭიდებოდა. მამაჩემივით უწყინარი იყო, კეთილი და დინჯი.
უკვე საღამოვდებოდა როცა სოფელში მივედით, მამამ კამეჩები წყაროსთან გააჩერა და კავთურას წყალი დაალევინა. ჩვენი სახლი წყაროსთანავე იყო, ესე ორმოციოდე ნაბიჯში. სახლში რომ მივედით მამამ მაყვალა და მახარე ცოტა ხანი ეზოში გააჩერა სანამ ზღავს გამოასუფთავებდა და მერე ორივენი ბოსელში შეიყვანა და დააბა.
მეორე დღეს გიორგობა დგებოდა და წირვის მერე მამას მეგობრები უნდა მოსვლოდნენ სტუმრად. მე მიხაროდა, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი ტოლ-ამხანაგებიც უნდა მოეყვანათ თავიანთ მამებს – თაფლო და მარო.
დედაჩემს შუადღისითვე ჩაეკრა შოთები თონეში.
მამა უქმე დღესა და შაბათ-კვირას კამეჩს უღელში არაფრით არ შეაბავდა, რაც არ უნდა მომხდარიყო, ცოდვააო _ იტყოდა-ხოლმე.
წირვა დასრულდა და სტუმრებიც მოვიდნენ. მამაჩემი თავის მეგობრებს ყოველთვის გვარებით მიმართავდა რატომღაც. თაფლო და მაროც მომივიდნენ, გავიხარეთ, მერე წყაროზე ჩავედით, მერე ეკლესიაშიც წავედით და სახლში რომ მოვბრუნდით დედაჩემს სუფრა უკვე გაეშალა და სტუმრებიც უკვე სხდებოდნენ. მამა მარანში იყო, ქოცოსა ხდიდა ნელა, აუჩქარებლად. ფრთხილად მოხადა სარქველი, მერე ხელქოთანა აიღო, ქოცოში ჩაჰყო, ღვინით აავსო და გვერდზე მდგარ გოზაურში ჩაასხა ერთი, ორი, სამი, შვიდი და გოზაურიც გაივსო. გოზაურიდან ღვინო ორ ცალ საღვინეში გადაასხა, ნაკლული გოზაური კი თაროზე შემოდგა მარანშივე. მერე ქოცოში ჭდეებიანი ჯოხი ჩაუშვა ღვინის რაოდენობის გასაგებად და ბოლოს ისევ დააფარა სიპის სარქველი და დალუქა.
როცა მამა ქვევრს ან ქოცოს მოხდიდა-ხოლმე, თუკი სახლში ვიყავი ყოველთვის დამიძახებდა, ერთ პატარა თიხის ჭიქას აავსებდა და დამალევინებდა.
საოცარი, რაღაც ზღაპრული გემო ჰქონდა მამას დაყენებულ წითელ ღვინოს, ლალისფერი იყო, გამჭვირვალე, ოდნავ მომჟავო და ხალისიანი. მეჩვენებოდა, რომ მოტკბოც იყო ხოლმე, მაგრამ ეს ალბათ უფრო მეჩვენებოდა. და აი, ეხლაც, მამამ მარნიდან გამომძახა – მაროო...
მერე მიხვდა, რომ ჩვენთან სხვა მაროც იყო სტუმრად და გამოასწორა — ჩვენო მარო მოდი აქაო. დამისხა ჩემს პატარა ჭიქაში ღვინო და მომაწოდა, მე დავლიე და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, სიამოვნებისაგან თვალები დავხუჭე და ღვინოს მთელი სურნელება ჩავატანე. მერე მამამ თაფლოსა და მაროსაც დაალევინა თითო ჭიქა ღვინო, ორივენი უხერხულობდნენ, სცხვენოდათ, მაგრამ მაინც დალიეს ღვინო და გახარებულები გარეთ გამოვცვივდით სათამაშოდ და მერე, ცოტა ხანში სუფრასთანაც ავედით. სუფრასთან ხუთი მამაკაცი ისხდა, ღია-ღია ახალუხები ეცვათ, ყელთან ბოლომდე შეკრული ღილკილოებით. სტუმრებს დედამ წინ ქაშანური წაფურები ჩამოურიგა, მერე მამაჩემთან მივიდა, წინ ტყემლიანი ჯამი დაუდგა და უთხრა _ აბა ერთი გამისინჯეო, მამამ ჯამიდანვე გასინჯა დედაჩემის ნახელავი ტყემალი. იფ, კარგია დედაკაცო _ უთხრა დედას და გაუღიმა.
აბა კოტეტიშვილო გაგვიწევ ტოლუმბაშობასა ჰაა? ჰკითხა მამაჩემმა ჩემი მეგობრის მამას. როგორ, შატბერაშვილი სუფრასთან იჯდეს და მე ვითამადო? არა ძმაო, ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა, თავშივე მითქვამს, სთქვა ღიმილით კოტეტიშვილმა.
კელაპტრიშვილის რიხიან ნათქვამს ჩემი ჟანგიანი სიტყვა შეედრებაო? უპასუხა სხარტად შატბერაშვილმა, რომელსაც სასწრაფოდვე შეაგება ფარივით სიტყვა კელაპტრიშვილმა და თქვა, იცი რა გითხრათ? ვინც სუფრის თავში ბრძანდება თამადობაც იმან გასწიოსო, ეს სიტყვა იყო და ყველამ ერთად გახედა ხორგუაშვილს, რომელიც ღიმილით ადევნებდა თვალყურს სუფრეულს.
ვითომ რათა მეეო? იუარა აქამდე ჩუმად მჯდარმა ხორგუაშვილმა, არ გაგიგიათ? ვისაცა მურაბა უჭამნია არაყიც იმან დალიოსო. მამალხინევ მიდი ერთი შენებურად მაგვალხინეო, უთხრა მამალხინე ხორგუაშვილს მამაჩემმა, მარა ვერაფერს გახდა...
ჰოო კარგი, კარგი, ისევ მე ვიქნები თამადა, თორემ სანამ ჩვენა ვჩხუბობთ ეს გიორგობაც გადავაო, სთქვა ბოლოს მამამ და სუფრაზე მდგარ დაცვარულ საღვინეს წამოავლო მარჯვენა ხელი...
შემოდგომის სასიამოვნო დღე იდგა, შორიდან კავთურას ჩხრიალიც კი ისმოდა, თუკი კაცი მიაყურადებდა. მე და ჩემმა მეგობრებმა გული ვიჯერეთ თამაშობითა და კისკისით, მერე დედაჩემს მივეხმარეთ ცოტა.
ყოველი მარხვის დაწყების წინ დედაჩემს წესადა ჰქონდა, რომ მთელი ჯამ-ჭურჭელი წყაროზე უნდა წაეღო და ნაცარტუტით დაეხეხა, ხოდა დედაჩემი სწორედ ამ ჭურჭელს უყრიდა თავს სახვალიოდ. როცა სტუმრები ცოტა ზარხოშში მოვიდნენ იმღერეს კიდეც. წყნარად და ტკბილად მღეროდნენ, არაფერი სჯობდა იმათ მოსმენას, დედა სათონესთან მდგარ ჭანჭურის ხეს მიჰყუდებოდა და ისე უსმენდა კაცების სიმღერას გაღიმებული და თან ჩუმად რაღაცასა ბუტბუტებდა. მერე მამამ კედელზე დაკიდებული ფანდური ჩამოიღო და მამალხინეს გადაუგდო...
მამალხინე ერთი დაბალი კაცი იყო მოსწრებული ენისა, ზემო ნიჩბისიდან. ძალიან უყვარდა ხუმრობა, სულ ბალღივითა მასხარაობდა მუდამჟამ. არ ვიცი, მაგრამ ალბათ მაგისთანა ოინბაზობისთვის აკლდა ცალი თვალი...
ჭარმაგი იყო, ჯანი ჯერ კიდევ მოსდევდა, მაგრამ სიბერე კი წამოჰპარვოდა.
ჰა, აბა ახალი გვითხარიო, უთხრა მამაჩემმა მამალხინეს და უცბათ ყველა გაჩუმდა. მამალხინემ ერთი აუსვ-ჩამოუსვა ფანდურის ლარებს თითები, მერე ლარები დაჭიმა, შეასწორა და აუჩქარებლად, დაბალი ხმით დაამღერა მოკლე სიმღერა:

“ტიალოო წუთისოფელოო შაგჭამე ხინკალივითაა,
წამამეპარაა სიბერე, მამღუნაა კირკალივითაა,
ცალ თოლში ეშმაკი მამხვდა, დამშუშხა ჭინჭარივითაა,A
ცალას თოლასღა ვაბჟუტებ, მიბინდულ ცისკარივითაა”.

შეუქეს ლექსი მამალხინეს...

ერთ გოზაურზე მეტი ღვინო არ დაულევიათ. მე და ჩემი მეგობრები ხან დაბლა ჩავიდოდით ეზოში, ხან სუფრასთან მივიდოდით. ერთი მახსოვს, მამამ რომ დაგვიძახა სუფრასთან მეცა და ჩემს მეგობრებსაც, და მერე ის წუთები და სიტყვები ძალიან დიდ ხანს მახსოვდა. კაცები ფეხზე იდგნენ და მიცვალებულთა შესანდობარს ამბობდნენ ხმამაღლა. ცალ ხელში პურის ნატეხები ეჭირათ და წითელ ღვინოში აწობდნენ. ჩემი დის შესანდობარიცა თქვეს, პატარა ნინოსი, რომელიც სულმთლად პატარა გარდაცვლილიყო უეცარი ავადმყოფობით ჩემს დაბადებამდე. დედაჩემი ქალაქს წასულიყო და მეორე დღეს უნდა დაბრუნებულიყო, მამა სá

User avatar
marmenio
მაწანწალა
Posts: 545
Joined: 13 აგვ 2009, 17:08
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by marmenio » 21 ივლ 2011, 17:23

qvevri

:) უცბათ იმ დროში გადავედი . რა კარგად ყვებით. ასე მგონია მამაკაცების სუფრასთან უნდა გამოვთქა აზრი და ცოტა მომერიდა.

"მამალხინე"- წარმოვიდგინე. როგორ მაინტერესებს როგორ მღეროდა ამ სიმღერას?! მელოდია იცით გიორგი? :)

“ტიალოო წუთისოფელოო შაგჭამე ხინკალივითაა,
წამამეპარაა სიბერე, მამღუნაა კირკალივითაა,
ცალ თოლში ეშმაკი მამხვდა, დამშუშხა ჭინჭარივითაა,
ცალას თოლასღა ვაბჟუტებ, მიბინდულ ცისკარივითაა”.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by Mta Mkvarebia » 21 ივლ 2011, 17:27

:(

marmenio

ეკა, სწორედ მაგის თქმა მინდოდა, გიოს ნაწერს რომ ვკითხულობ, თითქოს ფილმს უყურებდე, ისე ცოცხლდება წინა საუკუნეები შენს თვალწინ :).
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]