რა? სად? როდის?

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რა? სად? როდის?

Post by MIRANDA » 01 ოქტ 2008, 10:17

მოდით ამ თემაში დავწეროთ (ან თუ გვაინტერესებს ვიკითხოთ) რა, სად, როდის, - გამოიგონეს, აღმოაჩინეს, მოხდა, უნდა მომხდარიყო და არ მოხდა და ა.შ.

ჰოდა, მე და konstantine-ს გვაინტერესებს - როდის, რისთვის, რატომ და სად გამოიგონეს ქოლგა...

ვინც რა იცით ამ საკითხთან დაკავშირებით და რა ინფორმაციასაც მოიპოვებთ დაწერეთ :D

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
რა? სად? როდის?

Post by konstantine » 01 ოქტ 2008, 15:15

:)
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
რა? სად? როდის?

Post by kotetbeli » 01 ოქტ 2008, 18:29

MIRANDA

მოდი, კარავი.გე-მ ვითამაშოთ ,,რა? სად? როდის?" გუნდებად დავიყოთ და ა.შ.
ფინალური შეხვედრა დავამთხვიოთ ახალ წელს ან რამე მასეთი, იდეებს კიდე დავყრით მერე :)

თუ გინდა სპეციალური ახალი თემაც გავხსნათ...
მოკლედ, მე დიდი სურვილი მაქვს :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
რა? სად? როდის?

Post by marita 777 » 01 ოქტ 2008, 18:32

kotetbelი
მეც მინდა
amindi moqmedebs

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
რა? სად? როდის?

Post by kotetbeli » 01 ოქტ 2008, 18:35

marita 777
გაიხარე! :) აბა ამოვქოქეთ სია:

kotetbeli
marita 777
?
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
რა? სად? როდის?

Post by kotetbeli » 01 ოქტ 2008, 18:38

მოდი, ცალკე თემა გავხსნათ...
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რა? სად? როდის?

Post by MIRANDA » 01 ოქტ 2008, 18:52

kotetbeli
ვიცოდი, რომ ამ სათაურზე ეგ აზრი წამოვიდოდა. იდეა, როგორც ასეთი კარგია. მეც შემოგიერთდებით დიდი სიამოვნებით... ქვევრი კარგი წამყვანი იქნება, საინტერესო გამოცანებს წერს ხოლმე, კითხვებსაც კარგს მოამზადებს (სხვების დახმარებით of course)...

ჰოდა, ამ პოსტებს იმედია ახალ თემას როცა გახსნით (იდეების კიდობანში) ჩვენი საყვარელი მოდერები იქ გადაიტანენ :D

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
რა? სად? როდის?

Post by marita 777 » 01 ოქტ 2008, 18:59

MIRANDA

ქოლგის წარმოშობა არ ვიცი...ნეტა არავის ეცოდინება?
იაქტიურეთ იაქტიურეთ :D

საინტერესო თემაა :wink:
amindi moqmedebs

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
რა? სად? როდის?

Post by konstantine » 01 ოქტ 2008, 19:40

http://en.wikipedia.org/wiki/Umbrella


აბატონო შებრძანდით ამ ლინკზე და დეტალურად წერია ჩვენი ქოლგუნიას ისტორია....
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
რა? სად? როდის?

Post by Bivrili » 01 ოქტ 2008, 20:16

ქოლგა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 11 საუკუნეში არსებობდა. ქოლგის სამშობლოდ ჩინეთი ან ეგვიპტე ითვლება. ჩინეთში, ინდოეთში და ეგვიპტეში ქოლგა ძალაუფლების სიმბოლოდ ითვლებოდა და მათი ტარება მხოლოდ იმპერატორებსა და ფარაონებს შეეძლოთ.....

თავდაპირველად ქოლგები 1,5 მეტრი იყო და 2 კგ. იწონიდა.

ხელისუფალთ 13 ქოლგა ჰქონდათ, რაც მზის და მის გარშემო მოძრავ 12 ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლო იყო.......

აღმოსავლეთიდან ქოლგა ძველ საბერძნეთსა და რომში გავრცელდა, სადაც მათ უკვე ქალები იყენებდნენ....

დასავლეთ ევროპაში ქოლგა მე-18 საუკუნეში საფრანგეთში გაჩნდა და თავიდან ის მზისგან დამცავ საშუალებას წარმოადგენდა....

1750 წელს ინგლისელმა ჯონს ხენვეიმ პირველმა გამოიყენა ქოლგა, როგორც წვიმისაგან დამცავი საშუალება.......


თანამედროვე ქოლგების მრავალფეროვნებით ალბათ თვით ფარაონიც აღფრთოვანდებოდა........
დღეს უკვე არსებობს ქოლგა-წინასწარმეტყველი, რომელიც ავტომატურად იღებს ჩვენი საყვარელი ამინდის პროგნოზის საიტიდან შეტყობინებებს და მოსალოდნელი წვიმის შესახებ აფრთხილებს პატრონს..... :)

ქოლგა, რომლის სახელურში ჩამონტაჟებული ჩიპის საშუალებით შესაძლებლობას მოგცემთ შეცვალოთ როგორც მისი შიდა სახე, ასევე ცვალოთ მისი თანმდევი ხმები .....(მაგალითად ტყის ფონზე ჩიტების ჭიკჭიკი გესმით და მისეირნობთ შუა ტრასაზე, ან ზღვის ფონზე ტალღების დგაფუნი გესმით და მიდიხართ თოვლში, თოვლის ფონზე კიდევ გუნდების სროლის ხმა გესმით...... :) ...).............

და კიდევ ათასი საშინელება გამოიგონეს........ქოლგა ორისთვისო; ქოლგა, რომელიც ვერტიკალურ მდგომარეობაშიც შრებაო; არადასველებადი ქოლგაო (ლოტოსის ფოთლებისგან ამზადებენ); ადვილად აალებადი და აქროლვადი ქოლგაოოო ( ამას მე გამოვიგონებ მალე).........და ა.შ.

მე თუ მკითხავთ ქოლგა სულ არაა საჭირო.............
რა საჭიროა ქოლგა, როცა მზე გათბობს , წვიმა კი გასველებს..........

ვისაც გათბობა ან დასველება არ უნდა დარჩეს სახლში..............
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რა? სად? როდის?

Post by MIRANDA » 01 ოქტ 2008, 21:16

Bivrili

დიდი მადლობა :)
Bivrili wrote: 1750 წელს ინგლისელმა ჯონს ხენვეიმ პირველმა გამოიყენა ქოლგა, როგორც წვიმისაგან დამცავი საშუალება.......
ე.ი. წვიმისგან დამცველის ფუნქცია ქოლგამ XVIII საუკუნის 50-იან წლებში მიიღო....

საყურეების საკიდის ფუნქცია კი აგერ, XXI საუკუნის დასაწყისში დააკისრეს :D (გადაღებულია ბარსელონაში... 2008 წლის აგვისტოში)

Image

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
რა? სად? როდის?

Post by ele » 01 ოქტ 2008, 21:19

MIRANDA


ფუფალასაც კი შეშურდებოდა. . . :D
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რა? სად? როდის?

Post by MIRANDA » 01 ოქტ 2008, 21:27

ესეც ჩვენი ჯონს ხენვეი :D, რომელსაც ხალხი ძალიან გაკვირვებული უყურებს:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რა? სად? როდის?

Post by MIRANDA » 01 ოქტ 2008, 21:49

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ქოლგის შესახებ:

ინგლისი, უფრო კონკრეტულად კი - ლონდონი - ცნობილია მისი წვიმიანი ამინდებით და შესაბამისად იგი მიიჩნევა ქოლგების ქალაქად (არადა, სტატისტიკურად თურმე წელიწადის განმავლობაში პარიზში უფრო ხშირად წვიმს ვიდრე ლონდონში, მაგრამ პარიზელები ამას არასოდეს აღიარებენ... თუმცა ფაქტია - პარიზში 2 დღით ვიყავი და აქედან 1 დღე სულ წვიმდა).. ასე, რომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ როგორც უკვე ბივრილმა აღნიშნა პირველი ადამიანი, რომელმაც ქოლგა წვიმისაგან დასაცავად გამოიყენა ჯონს ჰენვეი იყო. სწორედ მან აქცია ქოლგა პოპულარული იმ ფორმით რა ფორმითაც ჩვენ ვიცით დღეს.

სიტყვა "umbrella" არის ნაწარმოები ლათინური სიტყვიდან "umbra" - რაც ქართულად დაჩრდილვას, დაცვას ნიშნავს, "umbrella" კი "umbra"-ს პოეტური ვარიანტია და პატარა ჩრდილს ნიშნავს.

თავდაპირველად ქოლგა მხოლოდ ქალების მიერ გამოიყენებოდა მზისაგან თავის დასაცავად და ქალურ აქსესუარად მიიჩნეოდა. სწორედ ამას დაუსვა წერტილი თქვენთვის უკვე კარგად ცნობილმა ინგლისელმა ვაჭარმა, ჯონს ჰენვეიმ, როცა ქოლგა წვიმისაგან დასაცავად გამოიყენა და აქცია იგი ბრიტანელი ჯენტლმენის მნიშვნელოვან თანამგზავრად.

დაახლოებით 1800 წლისათვის ქოლგა საკმაოდ ბევრს იწონიდა, დაახლოებით 5 კგ-ს (ახლა ავწონე ჩემი ქოლგა და სულ რაღაც 500 გრამია), ამის მიზეზი კი ის მასალა იყო, რითაც ქოლგას აკეთებდნენ - ხე და ვეშაპის ძვალი...
Last edited by MIRANDA on 02 ოქტ 2008, 04:07, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რა? სად? როდის?

Post by MIRANDA » 02 ოქტ 2008, 03:37

მოკლედ, ამის მერე მასალა შეიცვალა, უფრო მსუბუქი და მოსახერხებელი მასალით ამზადებდნენ ამ ჩვენს (როგორც konstantine იტყოდა) ქოლგუნიას. შესაბამისად მისმა ღირებულებამაც დაიკლო, წარმოიდგინეთ რა ეღირებოდა როცა მისი დამზადება 1 ცენტიც კი არ ჯდებოდა :D

ჰოდა, იმის შემდეგ ჩვენი ქოლგუნია დიდად არ შეცვლილა. ძირითადად არის შავი და წვრილი, სათანადოდ დახვეული და დამაგრებული - როცა არ წვიმს და მოხდენილად მორგებული ხელში - როცა წვიმს.

1715 წელს პარიზელმა მეწარმემ მარიუსმა განაცხადა, რომ მე გამოვიგონეო ისეთი ქოლგაო, რომელიც შეგიძლიათ ჯიბით ატაროთო... XIX საუკუნეში კიდევ ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ ქოლგა უფრო მოსახერხებლად სატარებელი გამხდარიყო (აბა ჩემი ქოლგა ისეთი გრძელია, რომ .. სულაც არ არის მოსახერხებელი.. თუმცა - მიყვარს)..
1852 წელს ბატონმა ჯონ გოჯმა საზოგადოებას გააცნო თვით-გახსნადი ქოლგა.. ეს მოხდა პარიზში (ხომ ვთქვი, პარიზში ხშირად წვიმს-თქო)..

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]