რა? სად? როდის?

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რა? სად? როდის?

Post by MIRANDA » 02 ოქტ 2008, 04:07

მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ და 1920 წელს ბერლინელმა ჰანს ჰაუფტმა ნამდვილი წინსვლა მოახდინა ქოლგის "ბიოგრაფიაში". მოკლედ ის იყო პირველი, ვინც მოიფიქრა და გააკეთა ჩაკეცვადი ჯიბის ქოლგა (მანამდე ყველა ჯიბის ქოლგა დაკეცვადი იყო). მერე კომპანიაც დააარსა იქვე და ის კომპანია საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იყო ერთ-ერთი წამყვანი ქოლგების მწარმოებელი... (კომპანიის სახელი, ინფორმაციისთვის, იყო - knirps - გერმანული სიტყვაა და არ ვიცი მნიშვნელობა).

1936 წელს კიდევ ერთი სიახლე შემოვიდა ქოლგების ბაზარზე და თქვენ წარმოიდგინეთ და ისევ გერმანიიდან. ეს იყო პირველი ავტომატური (ანუ ღილაკიანი) ჯიბის ქოლგა. ამ ქოლგას სახელად ერქვა "Lord & Lady" :wink:

1950-იანი წლების დასაწყისში ჯიბის ქოლგების აღმასვლა დაიწყო. "knirps"-ის ქოლგა ამ დროს ძალიან პოპულარული იყო და ფაქტიურად დაპყრობილი ქონდა ბაზარი მთელი ათწლეულის განმავლობაში. ამ ბრენდმა კიდევ უფრო მეტად გაითქვა სახელი, როცა ნეილონის გამოყენება დაიწყო მასალად, რადგანაც ნეილონი საშუალებას იძლეოდა უამრავი სხვადასხვა ფერის ქოლგა შექმნილიყო.

ამასობაში ქოლგა გახდა უფრო კოხტა, დახვეწილი, თხელი, მსუბუქი და რაც მთავარია გაცილებით უფრო გამძლე. საათისა და ძვირფასეულობის შემდეგ (knirps-ის) ქოლგა გახდა სასიამოვნო საჩუქარი იუბილარისთვის, დედისთვის, შობაზე ნათესავებისა და მეგობრებისთვის.

ნუ, მერე, აღმოსავლეთიდან ძალიან იაფფასიანი ქოლგა შევიდა და ქოლგამ სიმბოლოს სტატუსი დაკარგა.

საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, XX საუკუნის ბოლოს განიცადა ქოლგამ სიახლე. ამჯერად ეს მასალის შეცვლამ გამოიწვია. ქოლგის სხვადასხვა მასალა, ფუნქცია, ფორმა და ზომა შემოვიდა აღმოსავლური კულტურიდან.

და ბოლოს ქოლგას თურმე ნუ იტყვი და საკუთარი მუზეუმიც ჰქონია, მაგრამ მხოლოდ 1 და ისიც იტალიაშია, გაგიკვირდებათ და.. "Museo dell'Ombrello" შეგიძლიათ ნახოთ "ქალაქ" Gignese-ში, რომელიც იტალიის დიდი ქალაქებიდან ქალაქ ტურინთან არის ახლოს (დაახლოებით 100-110 კმ-ის დაშორებით).

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
რა? სად? როდის?

Post by konstantine » 02 ოქტ 2008, 09:41

MIRANDA

ბრავო, ბელისიმო...
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
რა? სად? როდის?

Post by khrukhuna » 02 ოქტ 2008, 11:50

მგონი სასარგებლო ინფორმაციაა კონსტანტინესთვის, რადგან ძალიან ბევრ სიზმარს ნახულობს.. :lol: ასე რომ ერთხელაც სიზმარში თუ ქოლგა ნახე...

....სიზმარში ქოლგის ნახვა უსიამოვნებებია. თუ ვიღაცას უჭირავს ქოლგა–მოგმართავენ დახმარებისა და ქველმოქმედებისათვის. ვიღაცას გამოართვა ქოლგა–გაუგებრობაა უახლოეს მეგობართან ურთიერთობაში. თუ ვინმეს ათხოვებ შენს ქოლგას–მოჩვენებითი მეგობრები შეურაცხყოფას მოგაყენებენ. თუ სიზმარში კარგავთ ქოლგას–ცხადში ელოდეთ უსიამოვნებებს მისგან, ვისაც ძალიან ენდობი.
დახეული ან დამტვრეული ქოლგის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ საქციელს არასწორად გაიგებენ. დასვრეტილი ქოლგის ნახვა მაუწყებელია იმ ტკივილისა, რომელსაც განიცდით საყვარელთან ან კომპანიონთან ურთიერთობაში. ახალი ქოლგა ხელში, განსაკუთრებით თუ მზე ანათებს, ხოლო ცაზე ღრუბლის ნასახი არ არის, მოასწავებს კმაყოფილებასა და გახარებას.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რა? სად? როდის?

Post by MIRANDA » 02 ოქტ 2008, 19:16

khrukhuna
ე.ი. ერთადერთი ახალი ქოლგით ხელში თუ დაგესიზმრება შენი თავი მაშინ არის ქოლგის დასიზმრება კარგი... სხვა შემთხვევაში გამოღვიძების შეგეშინდება :lol:

5 რჩევა, რომელიც ქოლგის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინო:

1. Canopy - ჩრდილი

ყველა ქოლგა არის წყალგაუმტარი. ქოლგების უმეტესობა გადაფარულია ნეილონის, პოლიესტერის ან ბამბის მასალისგან. თანამედროვე ქოლგები გადაფარულია ტეფლონით (whatever that means) და ძალიან მალე შრება. მაღალ ხარისხიანია ქოლგა თუ მისი ყველა ნაწილი ცალ-ცალკე იწარმოება და შემდეგ აწყობილია ისე, რომ ყველა ნაწილი ერთ მთლიანს ქმნიდეს... ქოლგის საფარი უნდა იყოს ნაპირებზე ჩაკერებული თუ მოქსოვილი არ არის. ქოლგის ქუდი არ უნდა იყოს ძალიან მოშვებული და კარგი ქოლგის ცალკეული სეგმენტები არ უნდა იკეცებოდეს.

ყიდვის დროს - გაშალეთ ქოლგა და სინათლეზე გახედეთ. დეფექტი უფრო ადვილი შესამჩნევი იქნება ..

2. ჩარჩო (ანუ ჩონჩხი): ჩარჩოს "გარეგნობის" მიხედვით ადვილი დასადგენია ქოლგის ვარგისიანობა. იმისათვის, რომ ქოლგამ გაუძლოს ქარს მისი ჩარჩო უნდა იყოს ძლიერი, თუმცა ელასტიური. "ნეკნის" მასალა ადვილად უნდა იშვებდეს, მაგრამ თავის პოზიციასაც ადვილად უბრუნდებოდეს. მომავალი არის იმ ქოლგების, რომლების ჩარჩოც დამზადებული იქნება ბოჭკოვანი მინისგან (ქართულად არ ვიცი სახელწოდება და ჩემი ჭკუით დავწერე, ინგლისურად არის fibre glass ან fiber glass), რადგანაც იგი ძალიან (ულტრა) მსუბუქია და ამავდროულად ძალიან ელასტიური. ჩარჩოები, რომლებიც დამზადებულია გამოწრთობილი ელასტიური ფოლადისგან კიდევ უფრო მეტად გამძლეა, მაგრამ შედარებით მძიმეა..

ყიდვის დროს: მიუხედავად იმისა, რომ ალუმინის ჩარჩოები ბუმბულის წონისაა, ძლიერი ქარის დროს შეიძლება უცებ დაიგრიხოს.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რა? სად? როდის?

Post by MIRANDA » 02 ოქტ 2008, 19:56

3. მყესები (ეს სახელი მე შევურჩიე მისი ბუნებიდან გამომდინარე, სინამდვილეში რა ქვია არ ვიცი). მყესები არის ჩარჩოში სხვადასხვა ნაწილის გადაბმის ადგილი. ზოგადად მყესები არის ქოლგაზე გადაბმის ადგილები :) მყესები უნდა იყოს აუცილებლად მყარი და მკვრივი და არავითარ შემთხვევაში ფუყე (ანუ ღრუ არ უნდა იყოს.. ერთიანი მასა უნდა იყოს). ქოლგაში ყველაზე ძნელად დასამუშავებელი სწორედ მყესებია, მაგრამ სამაგიეროდ გამძლეობა და სიმტკიცე მასზე დიდადაა დამოკიდებული. თუ მყესი არ არის მთლიანი და აქვს ღრუ რამდენიმეჯერ გახსნისა და დახურვის შემდეგ აუცილებლად მოიშლება.
თუმცა არსებობს ნახევრად შევსებული მყესებიც....

ყიდვის დროს: შეეცადეთ შეიარჩიოთ ისეთი ქოლგა, რომლის მყესებიც იქნება მაქსიმალურად მკვრივი.

4. ქოლგის ტარი: არადაკეცვად ქოლგებში ქოლგის ტარის სიგრძეს დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა გამართულად დგახართ ქოლგა უნდა წვდებოდეს თქვენს მაჯას, სხვა შემთხვევაში რაღაც დროის გასვლის შემდეგ შეიძლება პრობლემა შეგექმნათ მხარზე ან მკლავზე. რაც შეეხება მის მასალას - ხე რჩება უცვლელ ფავორიტად. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტარი და სახელური არის ერთი მთლიანი, ბოლოში მოღუნული ან სწორი დაბოლოებით. ლითონის ტარებიც კი ჯობია ისეთ ხის ტარს, რომელსაც ტარი და სახელური სხვადასხვა ნაწილისგან აქვს დამზადებული და შემდეგ ერთმანეთზე მიმაგრებული. ლითონის ტარს სახელურთან ახლოს უნდა ქონდეს ნეილონის ამორტიზატორი. ეს თავიდან აგაცილებთ ტარის ბოლოში ბასრი კიდეს ფორმირებას.

ყიდვის დროს: იკითხეთ ერთიანი ტარი და სახელური, ან ლითონის ტარიანი ქოლგა.

5. ქოლგის მოვლა: სველი ქოლგა აუცილებლად გააშრეთ, სანამ მისი ჩონჩხი ბოლომდე არ გაშრება, ეს მას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. როცა ქოლგას ახვევთ, ქოლგის ქუდის ბოლოები მიიტანეთ სახელურთან და შემდეგ დაახვიეთ ტარის ირგვლის (რბილად). არასოდეს დაზეთოთ ქოლგა, ქოლგის ქუდს აუცილებლად გაუჩნდება ლაქები ნაჭერზე. არასოდეს დაგრიხოთ ან დაატრიალოთ ღია ქოლგა.

ყიდვის დროს: თუ ოდესმე თქვენს ქოლგას რაიმე პრობლემა შეექმნება, გახსოვდეთ, რომ თუ ქოლგა ხარისხიანია იმის შეკეთება ყველა ვარიანტში შესაძლებელია. ეს გაცილებით დაგიზოგავთ თანხას, ვიდრე წახვიდეთ და იაფი ქოლგა იყიდოთ.

P.S. ვიცი, რომ ძალიან უაზრო ენაზე მიწერია და იმედი მაქვს რომ რაიმე მაინც გაიგეთ :lol:
Last edited by MIRANDA on 06 ოქტ 2008, 14:27, edited 1 time in total.

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
რა? სად? როდის?

Post by konstantine » 02 ოქტ 2008, 21:03

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ქოლგას არანაირად არ ვნახავ სიზმარში (რანაირ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს)
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
რა? სად? როდის?

Post by lama » 02 ოქტ 2008, 23:08

რა ? სად ? როდის ?

ვითამაშოთ!!!!!!!!!!!!!!
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
რა? სად? როდის?

Post by Linda » 02 ოქტ 2008, 23:13

lama

sxva ganyofilebashi gadadi da naxav ik temas :D OFF-TOPIC :twisted:

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
რა? სად? როდის?

Post by marita 777 » 03 ოქტ 2008, 12:12

დედა ლამა რამხელა ოფტოპიკია :D ასე არ შეიძლება!!! :)

ისა და რა მაინტერესებდა მირანდა, ქოლგებს ციმბირში თუ იყენებენ ნეტა :lol: :P
amindi moqmedebs

Tikalo?!
მაწანწალა
Posts: 379
Joined: 01 ივლ 2008, 11:30
რა? სად? როდის?

Post by Tikalo?! » 06 ოქტ 2008, 11:36

MIRANDA

დისერტაცია თემაზე "ქოლგა და გარესამყარო "

:D

მააგრი ხარ :wink:

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რა? სად? როდის?

Post by MIRANDA » 06 ოქტ 2008, 14:52

marita 777 wrote: ისა და რა მაინტერესებდა მირანდა, ქოლგებს ციმბირში თუ იყენებენ ნეტა :lol: :P
ქოლგას ციმბირშიც იყენებენ... თუმცა უნდა ითქვას, რომ ციმბირში ამინდი საკმაოდ ცვალებადია.. დღის განმავლობაში შეიძლება ტემპერატურა საგრძნობლად შეიცვალოს, თან რამდენიმეჯერ.

ნახევარსაათიანმა წვიმამ შეიძლება ქუჩები დატბოროს..

ზაფხული (ანუ ზომიერად ცხელი ამინდები) ზოგჯერ მხოლოდ ერთი თვე გრძელდება... სწორედ ზაფხულის განმავლობაში წამოსული წვიმისგან დასაცავად იყენებენ ციმბირში ქოლგას... ეს იმიტომ, რომ შემოდგომაზე ან ზამთარში მოსულ წვიმას ძალიან ხშირად ქარიც ახლავს თან და ქოლგებს ამტვრევს.. ქოლგის გამოყენებას ასეთ ამინდში აზრი ეკარგება...

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
რა? სად? როდის?

Post by khrukhuna » 08 ოქტ 2008, 10:43

რაღაც ფრაზა გამიგია..

"ისეთი კარგი ხელი გაქვს, გაშლილი ქოლგა შეეტევაო"...

რას უნდა ნიშნავდეს თუ იცით?? :roll:

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რა? სად? როდის?

Post by MIRANDA » 08 ოქტ 2008, 15:11

ვფიქრობ ქოლგის თემა ამოიწურა...

თუ ვინმემ იცით ხრუხუნას კითხვაზე პასუხი იქნებ უპასუხოთ?!!! მე არ ვიცი რას ნიშნავს ეგ გამოთქმა..

რაც შეეხება ახალ კითხვას (რომელზეც დარწმუნებული ვარ პასუხი რომელიმე კარაველს მაინც ექნება):

საქართველოში რომელი ეკლესიაა ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა?? (დავაზუსტებ: მაინტერესებს ეკლესია, და არა სალოცავი)

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
რა? სად? როდის?

Post by Linda » 08 ოქტ 2008, 15:13

khrukhuna

:lol: me eg gamoTqma cota sxvanairad vici :lol: :lol:

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
რა? სად? როდის?

Post by MIRANDA » 09 ოქტ 2008, 13:06

არავის გაქვთ პასუხი? :roll:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]