Page 14 of 16

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 09 ივნ 2012, 17:03
by ლეონტი
მე მინდა უფრო შემაშფოთებელი ფაქტი გაუწყოთ.
კაცობრიობა ვარაუდობს რომ დედამიწის რესურსების ამოწურვის და კლიმატური მარაზმის მერე მას დიდი მხარდაჭერა ექნება ოკეანის ამოუწურავი რესურსებიდან, პირველ რიგში საკვებზეა საუბარი.
მაგრამ ატმოსფეროსი ცო2 ის მატებამ რა თქმაუნდა კატასტროფულად აწია ოკეანის აციდიზაციის დონე ანუ გამჯავიანების დონე PH . დაირღვა ეკობალანსი მცენარეებსა მოლუსკებსა და თევზებს შორის, ნადგურდება პლანქტონი, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის მთელი სისტემა.
მართალია განათლებულ "ცივილიზირებულ" ციფრულები გავხდით, მაგრამ ეს ბოლო გამარიაჟებას გავს, იჩქარეთ.

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 09 ივნ 2012, 19:59
by QAQUCA
თუ კარგ საქმეზე მიდიხართ ჩვენც წაგვიყვანეთ :(

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 26 ივლ 2012, 17:30
by Makena
უახლესი მეცნიერული მონაცემებით თუ ასე უგვანოდ გააგრძელა ადამიანმა არსებობა საუკეთესო შემთხვევაში 300 წელი გაძლებს ჩვენი ცივილიზაცია. ოკეანე რომელიც გამაგრილებელ სფეროს წარმოადგენს დედამიწისათვის შეიძლება ,,ადუღდეს" რადგან მასში არსებულმა დინებებმა შესაძლებელია არსებობა შეწყვიტოს. თუ კაცობრიობამ ენერგიის ახალი ფორმა არ აღმოაჩინა და არ დანერგა ცხოვრებაში, ნავთობის ასე უგზოუკვლოდ გამოყენება დაასრულებს დედამიწაზე სიცოცხლეს.

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 28 ივლ 2012, 16:04
by arcivi9
თუ კაცობრიობამ ენერგიის ახალი ფორმა არ აღმოაჩინა და არ დანერგა ცხოვრებაში
ეს კაი ხანია რომ მიმდინარეობს

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 28 ივლ 2012, 16:10
by ლეონტი
Makena wrote: 300 წელი გაძლებს ჩვენი ცივილიზაცია.
30 წელი უფრო რეალურს
ვადას ჰგავს. თუ რატო, ამას უკვე ვხედავთ.

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 28 ივლ 2012, 17:18
by Archil
ადამიანი იმისთან არსებაა, მაინც გამოჩხრიკავს რაღაცას და თავს სასიკვდილოდ არ გაწირავს არც 300 და არც 3000 წლის განმავლობაში :)

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 28 ივლ 2012, 18:43
by ლეონტი
Archil wrote:ადამიანი იმისთან არსებაა...
ადამანი კი, ადამიანთა მასა, არა.

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 29 ივლ 2012, 20:45
by Makena
ნავთობის გაქსუებული მაგნატები ბლოკავენ ახალი ენერგიების დანერგვას თორემ უკვე დიდი ხანია გამოგონებული და დამუშავებულია წყალბადზე მომუშავე ავტომობილები, ასევე ელექტრომობილები, თუმცა უკვე იქამდე მიდის საქმე რომ თუ ელექტრომობილებს არ დანერგავენ უახლოეს ათეულ წელში დედამიწას დაერხევა ამიტომ სავარაუდოთ ამ 5 წელიწადში განვითარებული ქვეყნები ჩვეულებრივი ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლებას დაიწყებენ, და სავარაუდოთ 30% ჩანაცვლდება
.

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 29 ივლ 2012, 22:01
by Nika
ხო მარა ელექტრომობილებისთვის დენი საიდან წარმოიქმნება?

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 30 ივლ 2012, 00:42
by ლეონტი
ანდა ის საზიზრრობა ქიმიით გაწეწკილი აკუმულატორი რომ დაამზადონ, რამდენი ანტიბუნებრივი პროცესი უნდა ჩატარდეს?













\

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 30 ივლ 2012, 15:04
by arcivi9
ნავთობის გაქსუებული მაგნატები ბლოკავენ ახალი ენერგიების დანერგვას
არაფერს არ ბლოკავენ და ვერც დაბლოკავენ. როცა შეიქმნება მისაღები ტექნოლოგია კიდევაც დაინერგება

ლეონტი
ანტიბუნებრივი პროცესი უნდა ჩატარდეს?
"ანტიბუნებრივი" რას ნიშნავს?

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 30 ივლ 2012, 18:19
by Nika
აკუმლატორი ქიმიურად საკმაოდ აგრესიული ნივთიერებებისგან შედგება. ყველაზე მეტი ტყვია და გორირდმჟავაა. ჯერ მათი მიღება, შემდეგ უტილიზაცია. საკმაოდ რთული რპოცესია. ამას დავუმატოთ ის რომ გარბენი ეგეთ მანქანებს არც ისე დიდი აქვთ და დატენვა საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებს. მაგრამ ამას რო თავი დაანებო აკუმლატორი რო დატენო ისევ ელექტროსადგურზე მიღებული ენერგია უნდა გამოიყენო.

იგივე ეხება წყალბადსაც რომლის მისაღებად ელექტროლიზი უნდა მოახდინო რაც ასევე ბევრ ელექტრო ენერგიას საჭიროებს.

გამოდის რომ ამ ორივე მეთოდით დაბინძურება და სითბს გამოყოფა უბრალოდ ქალაქის ქუჩებიდან გადაინაცვლებს ელექტროსადგურებისკენ. მათი უმეტესობა გაზზე, ატომზე ან წყალზე მუშაობს. ატომი ჩვენ არ გვინდა, ჰესები არ გვინდა რჩება თბოელექტროსადგურები რომლებიც ფაქტიურად იგივე პრინციპზე მუშაობენ რაც მანქანები. გაზს ან მაზუთს მოიხმარენ.

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 30 ივლ 2012, 23:31
by ლეონტი
მეცნიერები ამბობენ რომ ციმბირში კლიმატი ისეთი არარასოდეს იქნება, როგორიც იყო. წლევანდელმა გვალვამ მდინარეები და ტბები დააშრო და ცეცხლმა ტყის უდიდესი მასივი გაანადგურა. ეს გაგრძელდება 5 აგვისტომდეო, ვარაუდობენ.
პლანეტას კიდევ ერტი მტავარი "ფილტვი" გაეთიშა.
ამის მერე უარესი ცვლილებებია მოსალოდნელი.

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 31 ივლ 2012, 17:22
by Makena
arcivi9
ელექტროლიზი ალბათ გაგიგია, ეს არც ისეთუ რთული პროცესია დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, მისაღები ტექნოლოგია 20 წლის წინ შეიქმნა დეტალებზე აღარ დავწვრილმანდები... თუმცა დღესაც დაბლოკილია და კიდევ კარგა ხნით დაბლოკავენ რადგან ნავთობის გაყიდვით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახებია დაკავებული.

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 31 ივლ 2012, 17:33
by Makena
Nika
ლეონტი

ცხენზე აღარავინ გადაჯდება, რათქმაუნდა ქიმიის გარეშე აქაც არაფერი გამოვა თუმცა ყველაფერი შედარებითია, გარემოს გაცილებით ნაკლები ზიანი მიადგება ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების გამოყენებით, რაც შეეხება ელექტრომობილებს და მათი აკუმულატორების დატენვას, აკუმულატორს კი არ დატენი როცა დაჯდება არამედ უბრალოდ შეგიცვლიან ავტოგასამართ სადგურზე და ეს 2 წუთს დაიკავებს.
მარტო ის რად ღირს რომ ჩვენ და ჩვენი შვილები ქალაქში აღარ ვისუნთქებთ ამ დაბინძურებულ, კანცეროგენებით გაძეძგილ გამონაბოლქვს.