Page 1 of 73

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 22 სექ 2008, 10:23
by qvevri
ამ თემაში დავაწყოთ გამოცანები. მაშ ასე:
მას თითქმის ყოველთვის ოთხკუთხა ფორმა აქვს, იშვიათად მრგვალია. იგი ან კედელზე ჰკიდია ან რაიმე თაროსმაგვარზე დევს. მას ძალიან უყვარს ხალხთან ურთიერთობა, რაღაცნაირი მიმზიდველობაც გააჩნია. როდესაც მის წინ დგეხარ იგი სულ თვალებში გიყურებს. ის შენ ძალიან გგავს ფორმით. მას უყვარს "სინალე". მის ვინაობას ლაშქრობებში, მაკენას მიერ გასხნილ თემაში ვიპოვით "ციხე ჩიოდაში"... ადამიანები მიუცლელები ვართ, მაგრამ მისთვის ყოველ დილით ან საღამოს (შესაძლოა დღის განმავლობაშიც) ვიცლით სულ რამოდენიმე წუთი. ამბობენ ზოგ შემთხვევაში იგი "ნატვრებს ასრულებსო". მას ძალიან უყვარს სანთლები, რაც ბევრია მით უკეთესიაო ამბობს ხოლმე. მას განსაკუთრებულად ექცევიან, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება.
აბა რა არის :?:

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 22 სექ 2008, 10:24
by Naia
qvevri
სარკე? :)

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 22 სექ 2008, 10:25
by qvevri
რა იყო შე ქალო ცოტა მაინც გეფიქრა :evil:

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 22 სექ 2008, 10:29
by Mta Mkvarebia
qvevri
ქალს სარკესთან რომ დიდი მეგობრობა აკავშირებს, დაგავიწყდა? დიდი ფიქრი რად დასჭირდებოდა :lol: .

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 22 სექ 2008, 10:32
by Naia
qvevri wrote:რა იყო შე ქალო ცოტა მაინც გეფიქრა :evil:
ძალიან ადვილი იყო :) მაკენას თემაში შეხედვაც კი არ დამჭირდა :)

აბა, კიდევ თქვი რამე, ოღონდ ცოტა რთული ;)

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 22 სექ 2008, 10:33
by qvevri
კარგი, ოღონდ იცოდე ეხლა ისეთს ვამზადებ, რომ პასუხი მე თვითონაც არ ვიცი :D

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 22 სექ 2008, 11:07
by qvevri
ეს "კახელი" ვაჟბატონი ნამდვილი რევოლუციონერი და ბუნტისთავია. ამ ქვეყანაზე სულ რაღაც ათიოდე დღეს ცოცხლობს და ეშურება თავის საქმიანობას. მას დიდმა საბამ მეტსახელად ამბოხიც კი უწოდა და სწორიც არის, იგი ხომ თავის სიცოცხლეს ამბოხებაში ატარებს. მისი საქმიანობაა ყოველივე ტკბილის თავდაპირველად მწარედ შეცვლა, ხოლო მერე....
მას ვერც შეაჩერებ და ვერც დაეწევი რაც უნდა სდიო "ტრამალ და ტრამალ". მის ვინაობას "მუხრანის ბოლოს ჩასაფერბული" გეტყვის :?: :?: :?:

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 22 სექ 2008, 11:10
by Mta Mkvarebia
qvevri
მაჭარი! :lol:

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 22 სექ 2008, 11:11
by qvevri
ხო :evil:

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 22 სექ 2008, 11:11
by qvevri
აბა ვინ მეტყვის რა არის ანჯამა :?:

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 22 სექ 2008, 11:13
by Mta Mkvarebia
qvevri
ფანჯარა რაზეცაა ჩამოკიდებული ის :lol:

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 22 სექ 2008, 11:15
by qvevri
ჭოპოსანი :?:

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 22 სექ 2008, 11:28
by Mta Mkvarebia
qvevri
ჩოხოსანი ვიცი და....
ჭიპი რომ უჩანს ისეთი ჩოხოსანი? :roll: :lol:

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 22 სექ 2008, 11:41
by Mta Mkvarebia
qvevri

რკინის იარაღი ხორკლიანი, საფხეკი ძუალით ან ხით. :wink:

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 22 სექ 2008, 11:55
by Gamge
რაიყო ლექსიკონები გვაქვს? :D