ლამა(ზ) ზღაპრები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by kotetbeli » 24 აგვ 2009, 21:28

Mta Mkvarebia

ხო, იმედია, კარგად გაისეირნა :)
მერე მითხრეს, ხან აქეთ გადაუხვევდა, ხან - იქითო, ვეუბნებოდით - აქეთ, ბატონო, აქეთ მობრძანდითო და ასე გვითხრა - დამაცადეთ, ცოტახანს დავიკარგოო :D

ვანსკი მგონი მაგას ვალის გადახდაში არ ჩამითვლის - ეპიზოდურებს არ ვართო - იტყვის :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Mta Mkvarebia » 24 აგვ 2009, 21:31

kotetbeli
:lol: :lol: :lol:
Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Tamusia » 24 აგვ 2009, 22:22

მაგალითად მე მინდა დავწერო ზღაპარი იმაზე, თუ როგორ დადოიდა ლამა მარჯვცხნივ, მხარეში, რომელსაც სხვები დასაკარგავს ეძახდნენ, რადგან არ ესმოდათ ერთი რამ: რომ არ არსებობს დაკარგვა, არსებობს ისა, რო ფეხითა ხაარ, და მთელი ქვეყანა შენი გგონია

მაგრამ ზღაპრების წერის ნიჭში ვერა ვაარ
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by kotetbeli » 24 აგვ 2009, 22:38

Tamusia
ჰოდა, რობინ ჰუდსაც ამიტომ შეპირდა ლამა განმარტოვებით დაგტოვებო... ანუ რაც ჩვენ დაკარგვა გვგონია, სინამდვილეში, უბრალოდ განმარტოვებაა :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Tamusia » 24 აგვ 2009, 22:44

აააააა, მივხვთი
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by VANO » 24 აგვ 2009, 22:45

kotetbeli wrote:
ვანსკი მგონი მაგას ვალის გადახდაში არ ჩამითვლის - ეპიზოდურებს არ ვართო - იტყვის :D

არა ძღაპარი მომეწონა მარა რო გითხრა რო ბოლომდეა ვალი გადახდილითქო მოგატყუებ :D :D :D :wink: :wink: :wink:



საღოლ კოტიკ.
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by kotetbeli » 24 აგვ 2009, 22:48

Vanski
ბიჯო, სათაურში რომ ჩაგსვა, გამომიქვითავ? :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by VANO » 24 აგვ 2009, 22:55

kotetbeli wrote:Vanski
ბიჯო, სათაურში რომ ჩაგსვა, გამომიქვითავ? :D

:D :D :D :D :D
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by tamuna_gudarexi » 26 აგვ 2009, 00:36

kotetbeli
ჰუხ, ძილის წინ კარგი იყო ზღაპარი! :)
აი, ზუსტად ლამას და ვანსკის ხმა ჩამესმოდა, რომ ვკითხულობდი! :D თანაც დარწმუნებული ვარ, დიალოგები მართლაც ასეთი იქნებოდა სინამდვილეშიც :D
გაიხარე შენ!
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by kotetbeli » 27 აგვ 2009, 11:36

tamuna_gudarexi
ვაჰ, მადლობა დიდი :wink:

მაგრამა, ეს ბოლო ზღაპარი ცოტა უცბათ დავწერე - იუბილარ ლამას იუბილარობა გასდიოდა და უნდა მომესწრო :wink:

შემდეგს უფრო დინჯად და აუჩქარებლად დავწერ :wink:



http://files.ge/file/430891/iyoda-ara-i ... i-swf.html
Last edited by kotetbeli on 31 აგვ 2009, 17:24, edited 6 times in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by lama » 31 აგვ 2009, 03:12

kotetbeli
ჩემი ძალიან ძალიან ძალიან

მაგარი ძმა ხარ :)

მაგრად მიყვარხარ

უღრმესი მადლობა :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by kotetbeli » 04 სექ 2009, 03:02

თუშური ზღაპარი
დააგემოვნეთ ტკბილი თუშური კილო!
(ეძღვნება ყველას, ვისაც ჩემსავით უყვარს თუშეთი)




,,-ერთ მელაც ყოფილიყო, მოალის თურ მოალისადაც ერთ ქერის თავთავ მეცხელ, წავიდ სოფლის ახლოასადაც ერთ სახლის კართან დეცყუდა მემრ უძახ:

- ოჯახის შვილებო, სახლში არ დამაყენებთაავ?
- მოდიღავ, მელო, მოდი, რად არ დაგაყენებთავ!

შესულიყო დაც ეთქვა:

- ესეღ ქერის თავთავი, სიაც მამალაც გიჯდებითავ, იქ შემინახეთავ. წასრულიყვნეს დაც, სიაც მამალაც ჯდებ, იქ დაცდვ ქერის თავთავი.

მეორე დილა ეთქვ მელოს:

- ეგეღ ქერის თავთავ გამომიტანეთავ!

შესულიყვნეს, რაც, ქერის თავთავ მამალაცს შეცჭამ. მემრ მელოს ეთქვ:

- მომცემთ ემაგ მამალაცსავ, არაო-დ, სახლ-სამყოფს დაგილევთავ!

ამდგარიყვნეს დაც მიეც მამალაცი. წავალის თურ მელო, წავალისა დაც მეორე სოფელში წასულიყო, წასულიყო დაც ეძახა:

- ოჯახის შვილებო, სტუმარ არ გინდათაავ?
- გვინდავ, მელო, გვინდა, შემოდიღა!
- მაშიღავ, ეს მამალაცი, სიაც ყოჩ გიბიათავ, იქ დაცბითავ. წასრულიყვნენ დაც დეცბ ის მამალაცი, ღამ იქ დამდგარიყვ მელოი. მეორე დილა ეთქვ: ისიღ მამალაცი გამომგვარეთავ!
შესრულიყვნეს და ენახვ, ყოჩს ამეცჯლიხაგ დაც მეხკლ ის მამალაეცი. მელოი ეთქვ:

- მომცემთ, მომცემთ ემაგ ყოჩს, არაოდდ' სახლსა-დ' სამყოფს დაგილევთავ.

მეტი რაც დრო ხქონდა, დაეცყვანა დაც მიეც ყოჩი. წავალის თურ წავალის მელაცი დაც ახლა სოფელში წავალის. წავიდა დაუცძახა:

- სახლის პატრონებო, დღეს ღამეღ შემინახეთავ!
- მოდი, მელო, მოდი, შეგინახავთავ.
- მაშიღ ესეღ ყოჩი ბაშტეს (,,ბაშტე"კოშკის პირველი სართულია) დაცბითავ.

წასულიყვნეს, ბაშტეს შეცყვან დაც დეცბ ეს ყოჩი. იმ სახლის პატრონებს თურ სამ ქალებ ხყვანან: ცუტუნაც ქალ თურ მეტაც ლამაზი. დაწვნეს, ყველაცთ დეცძინა. ადგა ეს მელიო-დ თურ იმ ცუტუნაც ქალს დანა მოხპარა, ყელი გამოშჭრა თავის ყოჩს, სისხლიან დანაი თურ იმ ცუტუნაც ქალს ჩუდვ ჯიბეში. მეორეს დილა თურ უთხრ:

- იეგეღ ჩემ ყოჩ გამომგვარეთავ!
- უი, მელო, შენ ყოჩისად ყელი ვისამ გამოუცჭრია!
- არავინაცარ გამოსჭრიდა ყელს და არავინაც არა, თქვენ მოგიკლავთავ ის ყოჩიო.
- არავ, მელო, არავ, ჩვენ არ მოგვიკლავავ!
- აბა, მაშ დანებ მანახვიეთავ, ვისიც დანა სისხლიანიავ, იმის მოკლულ იქნებავ ჩემ ყოჩი.

ნახეს დაც ცუტუნაც ქალის დანა იყავ სისხლიანი.

- ამას მუცკლავ ჩემ ყოჩივ. მომცემთ, მომცემთ ამ ქალსავ, თუ არავ, სახლსა-დ სამყოფს დაგილევთავ.

ციცყვანეს დაც მისცეს ის ქალ მელოს. ჩასვ გუდაში, ციცკიდ ზურგთ დაც წავალის თურ მელო, მღერის:

- ვიცინცულე, ვიკუნკულე, ერთ ქერის თავთავ მოვხელე, ქერის თავთავ მამლაცდ გავყიდე, მამალაც ყოჩად გავყიდე, ყოჩი ლამაზ ქალად გავყიდე.

იქ ახლოს თურ ყანას ახნევენ, მოხნავმ უძახ მალოს: მელო, აქაღ მოდი!

წავიდა მელოი დაც დაჯდ იმ მოხნავთან, გუდაიც გვერდ დაიდვ, მემრე მოხნავმა უთხრა:

- მელო, ამ საცრით წყალ მომიტანიდივ!

წავიდ მელოი და წყალს ვერ აყენებს საცერში, მემრ უძახ მოხნავს: - მე ამ საცერში წყალს ვერ ვაყენებავ.

მოხნავმ დუცძახ: - მიწით გოზევ!

ეგოზ ამ მელაცს. იმისობაში იმ მოხნავს ის ქალი ამეცსვ გუდითა, ძაღლის ლეკვაც ჰყვანიყუ დაც ის ჩეცსვ გუდაში. ქალ კიდე დეცმალ ურნატში. მოსულიყუ მელაცი, წყალი მეყღუ, ცეცკიდ გუდაი-დ' წავალის. წუწკუნებს თურ ის ლეკვავ გუდაში, წუწკუნებს თურ, მელაც ეტყვის:

- ნუ სტირი, ქალო, ნუ სტირი, სუროს კარ წაგიყვანავ, ჯვალ-მალიანაცს განახვევავ.

წასულიყვნეს სუროს კარ, გეცხსნ გუდაი დაც შიგითა თურ ძაღლ ამოფრენილიყუ დაც გაქცეულიყუ. დამჯდარიყუ მელაც, ეტირ, ეტირ, ეტირ, ეტირ. ბოლოს ეთქვ, რომევ ჩემის ჭკვისასამც ყველაცს ეს მუცავ."

სიდო მაქოს ასული მოზაიძე, სოფ. დიკლო, 1932 წ.
ჩაიწერა სერგი მაკალათიამ
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Int3lig3nt » 27 სექ 2009, 18:41

kotetbeli
სანამ ბოლომდე ჩავედი, პირღია ვკითხულობდი, სად უსწავლია ამოტოლა თუშურიო :).

ეს ძღაპარი მომეწონა და აგერ კოტემაც გადმოაკოპირა (ჩემს დაკოპირებულს ვშლი) :).
Last edited by Int3lig3nt on 27 სექ 2009, 21:03, edited 1 time in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by kotetbeli » 27 სექ 2009, 20:16

Int3lig3nt wrote:kotetbeli
სანამ ბოლომდე ჩავედი, პირღია ვკითხულობდი, სად უსწავლია ამოტოლა თუშურიო :).
:D

აი, ეგ ზღაპარი კი აღარ მახსოვდა, შენ გაიხარე! აქაც დავდებ :wink:



ძღაპარი

იყო და არა იყო რა, იყო ჭამა და სმა.

ერთხელ ჭამა და სმა ერთმანეთს შეხვდნენ... ხან ჭამა იყო ზემოდან და სმა ქვემოდან და ხან პირიქით.

შეეძინათ შვილი - სიმაძღრე. ეს ძღაპარიც სწორედ მის შესახებ არის.

ადგა სიმაძღრე, დააარსა თავისი სამეფო და ბრძანა: ვინც ჩემს სამეფოში ყველაზე მეტ ადამიანს დაასახლებს, იგი სიკვდილის შემდეგ ჩემს პირად მენიუში დაიდებს ბინასო.

დადგა რიგი.

მწვადმა თქვა - მე მოგიყვან და დაგისახლებ მაყალმილიონ მწვადასიათას ადამიანსო.

ხინკალმა თქვა - მე უფრო მეტს დავასახლებო: დაკეპილიარდ ხორცასიათას პილპილორასორთქლოცდაბევრსო.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სხვადასვა საჭმლის მოყვანილი ადამიანებით გაივსო სამეფო.

მას შემდეგ დედამიწის იმ ნახევარზე, სადაც დღე იყო, უფრო ბევრი ჭამა-სმა ჩაღდებოდა, ადამიანებს მუცლები ევსებოდათ, ის ადგილი უფრო მძიმდებოდა, დედამიწას ძალავდა და აბრუნებდა. მერე მეორე ნახევარზე გათენდებოდა, გაჩაღდებდა ჭამა-სმა, დამძიმდებოდა ის ადგილი, ძალა დაადგებოდა პლანეტას და კიდევ დატრიალდებოდა... ასე ტრიალში დედამიწა მალე ციბრუტივით გახდა... მეტი აღარ შეიძლებოდა, რამე უნდა ეღონა... იფიქრა, იფიქრა და ასეთი რამ მოიფიქრა:

რადგან ყველა მაძღარ ადამიანს აუცილებლად სხვისი კუთვნილი აქვს ნაჭამი, გადამეტებულად ნაჭამი სარგებელში გამოექვითება და არ შეერგებაო.

ეს გადაწყვეტილება კუჭმა გააპროტესტა და ხმა აღიმაღლა ბოყინის სახით.

გულმა ვერც სინდისს გაუტეხა ხათრი, ვერც კუჭს და სულ აირია.

შეურგებელმა საჭმელმა ლტოლვილის თავშესაფარი სთხოვა სხეულს და ცხიმების უბანში დასახლდა, დეპორტს კი, მხოლოდ ცოტა მათგანი დაექვემდებარა, ისინიც გამოუსადეგრად გამოცხადდნენ და დღემდე ყველას ეზიზღება.

გონებამ გააპროტესტა, რომ სამუშაო პირობები დაერღვა.

ფეხებმა განაცხადეს, რომ მათზე მძიმე ზეწოლაა.

ზოგი ადგა, რომ ეთქვა - მოუქნელი პირობები შემიქმნესო, მაგრამ მაშინვე ჩამოაგდეს.

ზოგმაც ორ თითს მოუწოდა რევოლუციისკენ...

დღესაც ასეთი ამბებია ამ სამეფოში.

ელასა, მელასა,
ჭიქა მეკიდა ყელასა,
სწორად მსმელსა და მჭამელსა,
ღმერთი გვწყალობდეს ყველასა!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2011, 10:14

ჩემი კიდევ ერთი საყვარელი თემა! :D

ამ თემების დაბლა ჩატივტივება (ჩაძირვა როგორ წამომცდება) არ გვეპატიება!
ჰოდა ამოვწიოთ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]