Tamusia მოდი აქ და პარალონი დააგდე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Tamusia მოდი აქ და პარალონი დააგდე

Post by ARCHILI » 21 თებ 2009, 20:57

Tamusia-ს უყვარს მეგრელები, განსაკუთრებით, სეპარატისტი მეგრელები, ე.ი. მე ვუყვარვარ...

ხომ ასეა, თამუსია?

:roll:
Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
Tamusia მოდი აქ და პარალონი დააგდე

Post by Tamusia » 27 თებ 2009, 22:06

archili

მოგმართავ, როგორც ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ თავისი ქვეყნისთვის გული ერჩის; რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში სავალალო მდგომარეობებს ხედავს და ამის გამო წუხს.

მინდა კიდევ ერთ სავალალო მდგომარეობაზე შევაჩერო შენი ყურადღება(სხვებისაც).

ეს სავალალო მდგომარეობა ჩვენს განათლების სისტემას ეხება. ვითარება შემდეგნაირია: როგორც კომპეტენტური პირები ამბობენ, თბილისის ბევრ საჯარო სკოლაში ფეხმოკიდებულია მექრთამეობა, გეგმიური საჩუქრები მასწავლებლებისთვის და ზოგჯერ დაკვეთებიც კი საჩუქრებთან და "პატივსცემასთან" დაკავშირებით. მე ვთვლი, რომ

1.ეს სამარცხვინოა და მასწავლებელს სხვის ხელებში მაყურებელი მათხოვრის მდგომარეობაში ამყოფებს(თუმცა ასეთები თავს ასე არ აღიქვამენ).

2.ასეთი ვითარება არყევს და რყვნის საფუძველს, რომელზედაც მომავალი თაობის ხედვა ყალიბდება.

3.მათხოვარი და მექრთამე ბევრ თავისნაირს გაზრდის.

ბევრი იტყვის: აბა რა ქნას, მასწავლებლის ხელფასზე ხომ არ იცხოვრებს, თანაც ასეთ მნიშვნელოვან და რთულ საქმეს აკეთებსო. მაგრამ მე პროტესტს ვაცხადებ ზემოთ მოყვანილი მიზეზების არსებობის გამო და კიდევ იმის გამო, რომ ასეთ გარემოში გაზრდილები ქვეყანას ვერასოდეს ააშენებენ და ვერც აშენებენ. საკუთარი ქვეყანა ალბათ არც კი ეყვარებათ.
p.s. სულ მიკვირდა, ეს მასწავლებლები საპროტესტო აქციებს რატომ არ მართავენ, მუდმივად სოციალურად დაუცველ ფენასთან ერთად მოხსენიებისა და რეალურად ამ კატეგორიის შესაბამისი ცხოვრების პირობების გამო-მეთქი, მაგრამ...

რაც შეეხება კერძო სკოლებს, აქაც მძიმე ვითარება გვაქვს. მოგეხსენებათ ასეთ სკოლებს თავიანთი მეპატრონეები ჰყავთ, რომლებისთვისაც ხშირ შემთვევაში სკოლა ჯერ ბიზნესის კეთების საშუალებაა და მერე სხვა რამ. ამ სკოლებში მასწავლებლის ყოფნა ბევრად გაუსაძლისია, ვინაიდან, თუ რამეა ის არის დამნაშავე. ვინაიდან BOS ვსეგდა პრავ, და თუ რამე არ მოგწონს, შეგიძლია მიბრძანდე, სამსახურს ისედაც ყველა ეძებს და შენი შეცვლა არ გაუჭირდებათ.
იგივე ბოსი უმეტეს შემთხვევაში არ გაამტყუნებს მოსწავლეს, რაც არ უნდა ტყუოდეს იგი, რადგან მას გადახდისუნარიანი მშობელი ჰყავს, რომლის ხელიდან გაშვებაც არ სურს სკოლას და თვალებში შესციცინებს ზოგჯერ სწორედაც რომ გაზულუქებულ, გაუნათლებელ, ფული იშოვეს და თავი პიკზე გონიათ ვიგინდარებს. უფრო მეტიც მასწავლებლისგანაც ითხოვენ იგივენაირ თვალებში შეციცინებას, თუნდაც მაშინ, როცა თვალებიდან სიმწრის ნაპერწკლები გცვივა.

ასეთ ვითარებაში მასწავლებელი იმყოფება საკუთარი პოზიციისა და აზრის არ მქონე მონა-მსახურად, რომლის მდგომარეობაც მხედველობიდან არ რჩებათ მის მოსწავლეებს და უცერემონიოდ და უპრობლემოდ ასხდებიან თავზე. თქვენ თვლით, რომ ნებაწართმეული მონა თავისუფალი სულისა და ჯანსაღი შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანებს გაზრდის?

ეს ყველაფერი არის ის, რაც მე კარგად ვიცი და რაც მეტად მაწუხებს.


archili

ვიცი, რომ რაღაც შეხება გაქვს საგანმანათლებლო სფეროსთან ჟურნალისტობის ამბავში. იქნებ სააშკარაოზე გამოვიტანოთ და კრიტიკის საგნად ვაქციოთ რაღაც-რაღაცეები. არის ამის შესაძლებლობა?

მოგმართავთ სხვებსაც,იქნებ რამე მოვიმოქმედოთ. თუ არა და, მე მომწონს, რომ ეს ყოველივე ცოტა ადამიანს მაინც გავაცანი: იქნებ ცოტა შედეგი მაინც იქონიოს ჩემმა სიტყვებმა.

რა ვიცი, რა ვიცი...

მერე კიდევ ყველას გვიკვირს, საცოდავი და უპატრონო ქვეყანა რატომ გვაქვსო...
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Tamusia მოდი აქ და პარალონი დააგდე

Post by ARCHILI » 13 მარ 2009, 12:58

Tamusia


შეიძლება ითქვას, რომ ამ და მსგავსი საკითხების შედეგად, მე უარი ვთქვი განათლების სამინისტროსთან ოფიციალურ თანამშრომლობაზე... ამგვარ თემატიკაზე, რამდენიმე მასალა არასამთავრო ორგანიზაციას გადავუგზავნე... ეს ახლა ბევრად უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული შესაძლებლობაა, ვოდრე პერიოდული მასალების გამოქვეყნება...

თუ კონკრეტულ ფაქტებს მომაწოდებ, ჩავრთავ ხოლმე პერიოდულ ანგარიშში, რამდენადაც, პერიოდილად, დაკვეთას ვიღებ განათლების რეფორმის პროცესუალური ანალიზი ვაწარმოო ხოლმე...

მხოლოდ ზოგადი რელობა არ არის, როგორც წესი, საკმარისი, მნიშვნელოვანია კონკრეტული ფაქტები, მონაცემები და ა.შ.

ეს საკმაოდ ფრთხილი თემაა და ზომიერად და ფრთხილად უნდა მიდგომა...

ამიტომ...

შენი წუხილის ძალიან კარგად მესმის და თუ კონკრეტულ , ფაქტობრივ მასალას მომაწვდი ან პერიოდულად დამაკვალიანებ, ვეცდები ხოლმე, გავითვალისწნო, როცა კი ამის შესაძლებლობა მექნება...
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Tamusia მოდი აქ და პარალონი დააგდე

Post by ARCHILI » 13 მარ 2009, 13:02

რაც შეეხება მასწავლებელთა საპროტესტო აქციებს, მინდა გითხრა, რომ ეს კიდევ უფრო რთული თემაა, ზოგადადაც, პრობლემურ საკითხებზე დღევანდელ პედაგოგებთან მუშაობა საკმაოდ რთულია...

პროფესიულ ინტერესებზე მეტად, ზოგიერთ შემთხვევაში, პირადი ინტერესი აქვთ წინ წამოწეული, რაც საბოლოოდ, ხელს პიროვნულ ინტერესებსაც უშლის...

ამიტომ, მასწავლებლებში ერთიანობის წარმოდგენა საკმაოდ რთულია...

ეს ხელს უშლია შედეგზე ორიენტირებული ქმედებების განხორციელებას...
Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
Tamusia მოდი აქ და პარალონი დააგდე

Post by Tamusia » 13 მარ 2009, 14:31

მდააა

და რაც აქ დავწერე, მაგალითად ფასიან სკოლებზე, რომ გამოვაქვეყნოთ, ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე, ან რაიმე ცუდი დაემუქრება?


განათლების რეფორმა ძალიან სასაცილოდ ჟღერს, როცა ნამდვილ პრობლემებზე სინამდვილეში არავინ ზრუნავს. მაგალითად ჩვენთან მესამე ან მეოთხე გაკვეთილის შემდეგ ყველა, შედარებით უფროსკლასელი მცდელობას არ აკლებს, სახლში წავიდეს. ეს პირველ რიგში იმ გაუსაძლისი რეჟიმის ბრალია, რომელშიც მას ამყოფებენ, თავში ათას რამეს ატენიან, როცა უმჯობესი იქნება ცოტა, ოღონდ სინამდვილეში ასწავლონ. რა ვიცი, შეიძლება რაღაც მეშლება, მაგრამ ფაქტია, რომ ქაოსი არსებობს.

კიდევ არ გვაქვს სპორტული დარბაზი დაწყებითი კლასების ბაცშვებისთვის და მათ სპორტი უფროსკლასელებთან ერთად უტარდებათ, რასაც ბევრი პრობლემა და კონფლიქტი ახლავს თან. მაგრამ "მერე რა", მთავარია ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია, რომ სპორტი უნდა აუცილებლად არსებობდეს, როგორც გაკვეთილი და რა პირობებში ჩატარდება, ამაზე არავინ ღელავს.

ეჰ, პარალონით ვივლი, აბა რას ვიზამ...
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
Tamusia მოდი აქ და პარალონი დააგდე

Post by Tamusia » 14 მარ 2009, 20:51

ვაღიარებ: არაჩმორობის წინაშე ჩმორი ვარ
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Tamusia მოდი აქ და პარალონი დააგდე

Post by ARCHILI » 16 მარ 2009, 01:11

Tamusia wrote:
და რაც აქ დავწერე, მაგალითად ფასიან სკოლებზე, რომ გამოვაქვეყნოთ, ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე, ან რაიმე ცუდი დაემუქრება?
არავის არაფერი დაემუქრება, მაგრამ...

შენს კოლეგებს ეს ასე არ სჯერათ...

ჰგონიათ, რომ საკუთარ სამუშაოს დაკარგავენ, ეგრე შეშინებულები კი უნებურად უწყობენ ხელს იმ პროცესს, რაც თავდვე არ მოსწონთ...

დადექით და გაუწიეთ ორგანიზება კარგ და საქმიან საპროტესტო აქციას ან მანიფესტაციას...

შეეცადე და ნახავ რამდენი ამოგიდგება გვერდით..
Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
Tamusia მოდი აქ და პარალონი დააგდე

Post by Tamusia » 16 მარ 2009, 17:47

სამსახურის დაკარგვის შიში მართლაც დიდია ხოლმე
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
Tamusia მოდი აქ და პარალონი დააგდე

Post by Tamusia » 16 მარ 2009, 17:49

ჩავაბარე მაგისტრატურაში.

მოვხვდი ფასიან განყოფილებაზე.

მჭირდება სპონსორი, ან ძალიან გრძელვადიანი სესხი.

რას მირჩევთ?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
Tamusia მოდი აქ და პარალონი დააგდე

Post by lama » 16 მარ 2009, 18:22

Tamusia
და რა ჯდება მაი ამბავიიიი

:?
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
Tamusia მოდი აქ და პარალონი დააგდე

Post by Tamusia » 16 მარ 2009, 18:24

ზუსტად არ ვიცი. მგონი 2000 ლარი
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
Tamusia მოდი აქ და პარალონი დააგდე

Post by lama » 16 მარ 2009, 18:27

Tamusia wrote:ზუსტად არ ვიცი. მგონი 2000 ლარი
თ.ს.უ.-ში?
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
Tamusia მოდი აქ და პარალონი დააგდე

Post by Tamusia » 16 მარ 2009, 18:30

lama

კი
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
Tamusia მოდი აქ და პარალონი დააგდე

Post by lama » 16 მარ 2009, 18:32

Tamusia
ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ხომ?

და რა სპეციალობაზე, კონკრეტულად?
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
Tamusia მოდი აქ და პარალონი დააგდე

Post by Tamusia » 16 მარ 2009, 18:34

ლამა

ხო, განათლების მეცნიერებებზე
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]