კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ira » 20 აგვ 2008, 12:20

არჩილ ეს ფოტო უკვე 2 დღეა "მოგზაურობს" მეილებზე :D

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by lama » 20 აგვ 2008, 12:25

ბორის ვიშნევსკი
"გრანი. რუ" - 18 აგვისტო, 10:25
რუსული "უფლებაშემოქმედება"
"სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება არ დააბრუნებს უკან ქართველ ლტოლვილებს, რომლებმაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო დატოვეს საკუთარი სოფლები - განუცხადა ინტერვიუში "კომერსანტს" არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა. "ჩვენ არ ვაპირებთ ამიერიდან იქ ვინმეს შეშვებას. 18 ათასზე მეტი ოსი ლტოლვილი საქართველოდან ახლა ჩრდილოეთ ოსეთში იმყოფება. ჩვენ ისინი სამხრეთ ოსეთში უნდა დავაბრუნოთ", - განაცხადა მან. ხოლო შეკითხვას, ფაქტობრივად, ნამდვილად განადგურებულია თუ არა სამხრეთ ოსეთში ქართული ანკლავები, არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა უპასუხა: "ჩვენ იქ ყველაფერი მიწასთან გავასწორეთ. დავადგინეთ სამხრეთ ოსეთის საზღვრები... აბა რა ვქნათ, ნება მივცეთ, რომ იქიდან გვესროდნენ? ისევ ზურგში გვესროდნენ და ჩვენს ხალხს ამცირებდნენ?"

ბორის ვიშნევსკი: არადა, სწორედ ყოველივე ამას ეწოდება "ეთნიკური წმენდა", რაც კოკოითმა ასე გულუბრყვილოდ აღიარა და რაშიც პუტინი, მედვედევი, ლავროვი და სხვები საქართველოს ადანაშაულებენ პრინციპით - "თავდასხმა - საუკეთესო თავდაცვაა". ამასთან, ბატონ კოკოითს მედვედევი კრემლში საზეიმოდ იღებს და ჰპირდება სამხრეთ ოსეთის სტატუსის "გარანტიებს". თუმცა, რაა აქ გასაკვირი? ვინ არიან ჩვენი მეგობრები? მაჰმუდ აჰმადინეჯადი და ჰამასი? მაგრამ თუ ჰამასის ლიდერებს, რომლებიც ირანის პრეზიდენტის მსგავსად საჯაროდ მოუწოდებენ "ებრაული საკითხის გადაწყვეტისკენ" გულღიად ხვდებოდნენ მოსკოვში, რითაა უარესი კოკოითი, რომელიც "ქართულ საკითხს" წყვეტს?

"სამხრეთ ოსეთში მასობრივი მკვლელობებისა და გენოციდის ფაქტებს, შესაძლოა, დაემატოს მუხლები სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შესახებ - გადმოსცემს "იტარ-ტასი" რუსეთის პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრ ბასტრიკინის, (რომელიც ცხინვალში რუსი გამომძიებლების მუშაობას ხელმძღვანელობს) განცხადებაზე დაყრდნობით. ბასტრიკინის სიტყვით, ახლა მიდის მუშაობა ქართული მხარის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეიარაღებათა დაუშვებელი სისტემების, კერძოდ, ზალპური ცეცხლის, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ - გამოყენების გამოკვლევისა და დოკუმენტაციისთვის".

ბორის ვიშნევსკი: გვახსოვს, რომ ეს საერთაშორისო ხელშეკრულებები ჩეჩნეთის ომამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა. ჯერ კიდევ 1907 წლის ჰააგის კონვენციაში იყო ლაპარაკი, რომ "აკრძალულია, დაუცველი ქალაქების, სოფლების, საცხოვრებელი ნაგებობების დაბომბვა ნებისმიერი სახით ან მათზე შეტევის მიტანა" და 1949 წლის ჟენევის კონვენციაში (1977 წლის დამატებითი ოქმებით) "ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ" ყველაფერია ნათქვამი მსგავს ქმედებათა დაუშვებლობის შესახებ.
ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ "ასრულებდა" რუსეთი ამ კონვენციას ჩეჩნეთში. შესაბამისი ფაქტები დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ, ასევე რაღაცები - თვით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, დიდი ხანია გამოკვლეული და დოკუმენტირებულია. გვიჩნდება სურვილი ვკითხოთ საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს: როდის აღიძრება საქმეები მათ წინააღმდეგ, ვინც ბრალეულია ამ დანაშაულებში. როდის გამოიძახებენ საგამოძიები კომიტეტში თუნდაც დაკითხვაზე - აღარაფერს ვამბობ საქმის აღძვრაზე - უმაღლეს მთავარსარდალ პუტინს, რუსეთის გმირ გენერალ შამანოვთან, გენერალ ხრულოვთან და სხვა დღევანდელ "მშვიდობისმყოფელებთან" ერთად?
გასაგებია, რომ სამსახურებრივად გაცილებით ადვილი და სასიამოვნოა დაკავდე "გენოციდის" დასაბუთებით, რომელიც ვითომდა საქართველომ სამხრეთ ოსეთს მოუწყო. მაგრამ, ჯერ ერთი, ამ სიტყვას აქვს მკაფიო იურიდიული განსაზღვრება: გაეროს გენერალური ასამბლეის 1948 წლის 9 დეკემბრის კონვენციის - "გენოციდის თავიდან აცილებისა და გენოციდში დამნაშავეთა დასჯის შესახებ" თანახმად, გენოციდის ქვეშ იგულისხმება "ქმედებანი, მიმართული რომელიმე ნაციონალური, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის, როგორც ასეთის სრული ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით". კერძოდ, ა) ასეთი ჯგუფის წევრების მკვლელობა; ბ) ასეთი ჯგუფის წევრებისთვის სხეულის სერიოზული დაზიანების მიყენება ან მათში გონებრივი დარღვევების გამოწვევა; გ) ასეთი ჯგუფის წევრებისთვის წინასწარგანზრახულად ისეთი საცხოვრებელი პირობების შექმნა, რომელიც გამოიწვევს მათ სრულ ან ნაწილობრივ განადგურებას; დ) ზომები, რომელიც გათვლილია ასეთ ჯგუფების შიგნით ბავშვების დაბადების შეწყვეტაზე; ე) ბავშვაბის ძალადობრივი გადაცემა ადამიანთა ერთი ჯგუფიდან მეორეში.
არცერთი მსგავსი ნიშანი სამხრეთ ოსეთში 8-12 აგვისტოს მომხდარ ქმედებებში - ცხინვალისკენ სროლა და მისი შტურმი, საბრძოლო მოქმედებები ქალაქსა და მის შემოგარენში - ჩანს, რომ არ აღინიშნება. შესაძლებელია მხოლოდ და ალბათ, საჭიროცაა ლაპარაკი იყოს საქართველოს მხრიდან ზემოთ ნახსენები 1949 წლის ჟენევის კონვენციის დარღვევის თაობაზე, მაგრამ არა გენოციდის შესახებ. ამის მიუხედავად რუსეთის ოფიციალური პირები გამუდმებით სწორედ გენოციდზე საუბრობენ, რითაც ცნებების შეგნებულად აღრევას ახდენენ.
ამ დროს კი სულ უფრო და უფრო საეჭვო ხდება მონაცემები სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო მოსახლეობის დანაკარგების შესახებ. რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალებებში "დადგენილი" ციფრი 2000 ადამიანი, ოფიციალური პირების განცხადებების გარდა, არაფრითაა გამაგრებული.
მოცემულ მომენტში საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "ჰუმან რაიტს ვოტჩ" რუს მედიკოსებზე დაყრდნობით დაადგინა მხოლოდ 50-60 ადამიანის დაღუპვის და დაახლოებით 500 ადამიანის დაჭრის ფაქტი. 6000 დაჭრილის შესახებ კი, სწორედ ამდენი უნდა იყვნენ ისინი 2000 ადამიანის დაღუპვის შემთხვევაში, არაფერია ცნობილი. დაჭრილი მხოლოდ რამდენიმე ასეულია და მათგან ბევრი სამოქალაქო პირი კი არა სამხედროა. შესაძლოა, ეს მონაცემები არ არის ზუსტი და რეალური დანაკარგები ბევრად მეტია, მაგრამ რუსული მხარე არ იძლევა რამე მტკიცებულებებს და დათვლის საკუთარი მეთოდიკის შესახებ არ იუწყება.
უდავოა, რამდენიმე ათეული დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე - ეს ტრაგედიაა, მაგრამ, რადგანაც კონფლიქტის პირველივე დღიდან რუსეთის მხრიდან გაჟღერებული დანაკარგების საშინელი ციფრები რუსეთის სამხედრო ქმედებათა უმთავრეს პროპაგანდისტულ დასაბუთებას ემსახურებოდა, არ შეიძლება არ გაჩნდეს კითხვა: რა გამოდის, თუ საუბარია წინასწარგანზრახულ დეზინფორმაციაზე რუსეთის მოსახლეობაში სიძულვილის გასაღვივებლად საქართველოს მოსამართით და ქართულ ტერიტორიაზე რუსეთის არმიის ყოფნის გასამართლებლად?
სხვათა შორის, აბა რა "სამშვიდობო მანდატი", რასაც მუდმივად ამტკიცებს რუსულუ მხარე, გააჩნია დღეს რუსეთს?
სოჭის (დაგომისის) 1992 წლის ხელშეკრულებას ხაზი გადაესვა, რადგან ის იმთავითვე გამორიცხავდა "რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონფლიქტში ჩართვას". ასევე ხაზი აქვა გადასმული ამავე ხელშეკრულებაში არსებულ - "ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის გათვალისწინებული რუსული კონტინგენტებისა და სამხედრო დამკვირვებლების მოქმედების ძირითადი პრინციპების შესახებ" დებულებას, რომლის თანახმადაც, მშვიდობისმყოფელები ვალდებულნი იყვნენ აღეკვეთათ "მხარეების მიერ ნებისმიერი არაკონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირების" მოქმედება, მათ შორის შეიარაღებული. სამშვიდობოებს უფლება ეძლეოდათ განეხორციელებინათ დევნა, ხოლო შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში გაენადგურებინათ ის შეიარაღებული ბანდები, რომლებიც არ ასრულებდნენ საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს კონფლიქტის ზონაში, ხოლო კონფლიქტის ზონის გარეთ დევნის განხორციელება და საომარ მოქმედებათა წარმოება ხორციელდებოდა მხოლოდ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების აუცილებელი გაფრთხილების შემდეგ. და ბოლოს, სამშვიდობოებს საომარი მოქმედებების წარმოება შეეძლოთ მხოლოდ და მხოლოდ მათ ხელთ არსებული შეიარაღებით, სარდლობის ბრძანების შესაბამისად. გასაგებია, რომ ყველა ეს დებულება ასევე დარღვეულია.
არსებითად, შეთანხმებას ანულირებას რუსეთის განცხადება უკეთებს სამშვიდობო კონტინგენტის სტრუქტურაში რუსულ და ჩრდილოოსურ მხარეებთან ერთად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქართული მხარის სამხრეთ ოსეთში არდაშვების შესახებ.
ამას გარდა, დარღვეულია 1995 წლის 23 ივნისის ფედერალური კანონი რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილება რუსეთის ტერიტორიის გარეთ შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმირებების გაგზავნისა სამშვიდობო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად მიიღება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ფედერაციის საბჭოს დადგენილების საფუძველზე. ეს საკითხი კი, როგორც ვიცით, ფედერაციის საბჭოში არ განხილულა.
სულ ბოლოს, გაეროს მანდატი სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო მოქმედებებისთვის რუსეთს არ აქვა და არც არასდროს ჰქონია. რომ აღარაფერი ვთქვათ "სამშვიდობო მოქმედებებზე" საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე: სენაკში, ფოთში, გორში, ბორჯომში, ზუგდიდში.
ამრიგად, როცა დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ "რუსეთი, როგორც კავკასიასა და რეგიონში უსაფრთხოების გარანტი, მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არაორაზროვნად ასახავს ამ ორი კავკასიელი ხალხის ნებას" და "არა უბრალოდ მიიღებს ამ ნებას, არამედ იხელმძღვანელებს მისით თავის საგარეო პოლიტიკაში და გარანტიების შესრულებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე იმ სამშვიდობო მანდატის შესაბამისად, რომელიც ჩვენ გვაქვს", ის არ ეყრდნობა არავითარ იურიდიულ ნორმებს, რადგან არავითარი "სამშვიდობო მანდატი" აღარ არსებობს. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ "კავკასიასა და რეგიონში უსაფრთხოების გარანტის" სტატუსი რუსეთის ხელმძღვანელობამ საკუთარ თავს თავად მიანიჭა. არავითარი საერთაშორისო ნორმებით ან ორმხრივი ხელშეკრულებებით ეს დადგენილი არ არის.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by kotetbeli » 20 აგვ 2008, 13:23

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან!
ნურც გაუხარიათ ჩვენს მიწაზე მტრებს!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by khrukhuna » 20 აგვ 2008, 14:17

რუსმა სამხედროებმა თავიანთ ორ ჯარისკაცს სცემეს.
გორის რაიონის სოფელ სამთავისში, ერთ-ერთ ოჯახში დღეს ორი რუსი ჯარისკაცი მივიდა და არაყი მოითხოვა. უარის შემდეგ მათ სროლა ატეხეს, თუმცა არავინ დაშავებულა.
ადგილზე მივიდნენ ქართველი სამართალდამცველები, რომლებმაც მომხდარი ფაქტის შესახებ იგოეთთან მდგარ რუსული ქვედანაყოფის წარმომადგენლებს შეატყობინეს.
ადგილზე მისულმა რუსმა სამხედროებმა ჯარისკაცებს სცემეს. ნაცემები ამ წუთებში იგოეთის გამშვებ პუნქტზე მიიყვანეს, სადაც მათ ისევ გაუსწორდნენ ფიზიკურად იმ მოტივით, რომ მაროდიორი ჯარისკაცები რუსეთის არმიას არცხვენენ.



როდის მერე გახდნენ ასეთი ღირსეულნი?! გული ამიჩუყდა ... (ირონიული სმაილი)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by lama » 20 აგვ 2008, 14:57

პაველ ფელგენგაუერი - ეს იყო დაგეგმილი და არა სპონტანური ომი



(სტატია დაწერილია ბუშის განკარგულებამდე საქართველოსთვის რეალური დახმარების გაწევის ოპერაციის დაწყების შესახებ)

13 აგვისტო
პაველ ფელგენგაუერი
"ნოვაია გაზეტა"-ს სამხედრო მიმომხილველი


ეს იყო დაგეგმილი და არა სპონტანური ომი

"დღეს ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოში წინასწარ იყო დაგეგმილი, ამასთან, საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ომისთვის მომზადების დასრულებისა და საომარი მოქმედებების აგვისტოში დაწყების შესახებ, როგორც ჩანს, მიღებულია ჯერ კიდევ აპრილში".

ოსები წინასწარგანზრახულად უწყობდნენ პროვოკაციებს ქართველებს და ნებისმიერი პასუხი - ხისტი თუ ნაკლებად ხისტი - გამოყენებული იქნებოდა თავდასხმის საბაბად. ხოლო თუ ქართველები მორჩილად მოითმენდნენ, მაშინ აფხაზები, ისე, როგორც ახლა, დაიწყებდნენ დიდი ხნის წინათ მომზადებულ კოდორის ხეობის ზემო ნაწილის "გაწმენდის" ოპერაციას. თუ ომი დაგეგმილია, საბაბი ყოველთვის მოინახება.
აგვისტოსთვის შავი ზღვის ფლოტის გემების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მზად იყო ხანგრძლივი საბრძოლო ცურვისთვის. სახმელეთო, სადესანტო და საზღვაო ფეხოსანთა ნაწილები მზად იყვნენ მოქმედებისთვის, ხოლო ომამდე ერთი კვირით ადრე - 2 აგვისტოს დამთავრებულ სამხედრო სწავლებებში, სახელწოდებით "კავკასია-2008", სამხედრო-საჰაერო ძალების, ფლოტისა და საარმიო ძალებმა დაასრულეს საქართველოს საზღვართან მზადყოფნის საბოლოო შემოწმება. პარალელურად აგვისტოს დასაწყისისთვის სარკინიგზო ჯარებმა აფხაზეთში დაასრულეს რკინიგზის რემონტი, რომლითაც ამ კვირაში ენგურთან გადასროლილი იქნა ტანკები, მძიმე ტექნიკა და დაახლოებით 10 000-იანი კონტინგენტის მომარაგებისთვის საჭირო მარაგი, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შევიდნენ ყოველგვარი საბაბის ან თუნდაც ფორმალური მიზეზის გარეშე - ცხადია, არავითარი "სახალხო-სამეურნეო მიზნებისთვის" - როგორც ამას ოფიციალური მოსკოვი აცხადებდა. სახელმწიფო პროპაგანდისტულმა აპარატმა ასევე ჩაატარა მომზადება და დაამუშავა მოსახლეობა, რომ აუცილებლად იქნებოდა თავდასხმა საქართველოს მხრიდან და ამის უკან დგას აშშ და დასავლეთი.
ბუნებრივია, შეუძლებელია დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედოდ გყავდეს ჯარი და ფლოტი 24-საათიანი საომარი მზაობის მდგომარეობაში. ოქტომბერში ამინდი იცვლება, თოვლი კავკასიონის მთავარ უღელტეხილებს ფარავს და ამიტომ აგვისტოს მეორე ნახევარი მიჩნეული იყო საქართველოსთან სრულმასშტაბიანი ომის დასაწყებად ბოლო მიჯნად.
აპრილში ნატოს სამიტზე ბუქარესტში, რომელშიც პუტინი თავად მონაწილეობდა, ცხადი გახდა, რომ საქართველოსა და უკრაინის მიერთება ალიანსთან მართალია გადაიდო, მაგრამ გარდაუვალია. რუსი სამოქალაქო და სამხედრო პირები პატიოსნად აფრთხილებდნენ დასავლეთსაც და ხელისუფლებებს თბილისსა და კიევში, რომ "ნატოში შეთრევა" (რუსი დიპლომატების ენით რომ ვთქვათ) იმ ქვეყნებისა, რომელთაც რუსეთი თავის ტრადიციულ გავლენის სფეროდ მიიჩნევს, კრიზისს გამოიწვევდა. გამოცხადდა, რომ რუსეთი "ყველა საშუალებით" არ დაუშვებდა საქართველოს ნატოში მიღებას, მაგრამ მიხეილ სააკაშვილზე ამას გავლენა არ მოუხდენია. მაშინ კი მოვლენები სულ უფრო დაჩქარდა.
პუტინმა დაავალა მთავრობას "შეემუშავებინა ზომები საგნობრივი დახმარების თაობაზე" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის, რაც იურიდიულად უარყოფდა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს. შემდეგ რუსულმა გამანადგურებელმა აფხაზეთში ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო. აფხაზეთში, როგორც "მშვიდობისმყოფელები" შეიყვანეს საბრძოლო ნაწილები მძიმე შეტევითი შეიარაღებით, შემდეგ კი სარკინიგზო ჯარები. მანევრების ბოლო სერიაა - რუსული სამხედრო თვითმფრინავების საქართველოს ცაში ფრენა, მოგონილი მიზეზებით ფაქტობრივი უარის თქმა კონფლიქტების მოგვარებაზე და ბოლოს ომი, რომელსაც საბოლოოდ უნდა დაეცალა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქართული მოსახლეობისგან, მოეცილებინა სააკაშვილი თბილისიდან, ხოლო ამიერკავკასია - ნატოსა და ამერიკელებისგან. პრინციპში, მოსკოვი იმაზეც თანახმაა, ფორმალურად შეინარჩუნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რაღაც კონფედერაციის სახით და მისცეს ქართველებს საშუალება დემოკრატიულად აირჩიონ პრეზიდენტად ის, ვისაც მოსკოვი მოიწონებს.
ზუსტად ასე ამზადებდა რუსეთის ხელმძღვანელობა ჩეჩნეთში შეჭრას 1999 წელს. მაშინ ჯერ კიდევ ადრიან გაზაფხულზე, ყოფილი პრემიერის სერგეი სტეპაშინის ჩვენებით, მიღებულ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება ომის აგვისტო-სექტემბერში დაწყების შესახებ. მთელი ზაფხული მიმდინარეობდა საინჟინრო და სხვა სახის მზადება დამრტყმელი დაჯგუფებების განსალაგებლად. მაშინ პუტინი და მისი გუნდი რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდნენ, დღეს კი, როგორც ჩანს, პასტსაბჭოთა სივრცის აღდგენას მიჰყვნენ.
1999 წელს ომის საბაბი ჩეჩენი "ბოევიკების" დაღესტანში შეჭრა გახდა, მაგრამ ამ შეჭრის მოულოდნელი საწყისი წარმატება კრიზისის მიზეზი გახდა - შედეგად სტეპაშინი პუტინმა შეცვალა. დღესაც სააკაშვილის მოულოდნელმა ძლიერმა დარტყმამ - ოსური ფორმირებების მყისიერმა განადგურებამ - კარტების სერიოზული არევა გამოიწვია. მოსკოვს აღარ დარჩა საშუალება თავის მოკატუნებისა - თითქოს ეს მამაცი ოსები ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს, ხოლო ჩვენები კი მხოლოდ მხარეების დაშორიშორებას და მშვიდობის დამყარებას ცდილობენ. საჭირო გახდა ღია ინტერვენცია, დანაკარგებისადმი შეგუება და დასავლეთის ზეწოლის ატანა, რაც დასავლეთის ფინანსურ სისტემაში ინტეგრირებული რუსული ბიუროკრატიისთვის შეუძლებელია.
საჭირო გახდა ჯარების ბრძოლაში ჩაბმა შედარებით მცირე-მცირე ჯგუფებით. როკის გვირაბი (სიგრძე 6 კმ) სივიწროვის გამო მხოლოდ მონაცვლეობით ცალმხრივი მოძრაობისთვისაა გამოსადეგი და ჯავისა და ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე საშინელი საცობები წარმოიქმნა. მუდმივად გამოდიოდა მწყობრიდან ძველი რუსული ტექნიკა. დაჭრილებსა და სამოქალაქოთა გამოყვანა, ამ სიტუაციისთვის სრულებით არასაჭირო მოხალისეების გამოჩენა, - ყველაფერმა ამან გამოიწვია საშინელი და დღემდე გაგრძელებული კრიზისი მომარაგებაში, ხოლო მოწინავე მცირე ნაწილებს ბრძოლაში ჩაბმამ მარშიდან მოუწიათ.
8 აგვისტოს ცხინვალს მიახლოებული ელიტური ნაწილები, მათ შორის სადესანტო ჯარების სპეცრაზმი, თითქმის ორი დღე უშედეგოდ ცდილობდა ქართველების ცხინვალიდან გაძევებას მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ არტილერიის, ტანკების და სამხედრო ავიაციის მხარდაჭერა. დაიჭრა თვით 58-ე არმიის სარდალი, არმიის გენერალი ხრულოვი, რომელიც მოწინავე პოზიციებზე გაემართა წესრიგის დასამყარებლად. ქართული რეგულარული ჯარები გამოვიდნენ ცხინვალიდან საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანებით. რუსული გენშტაბის უფროსის მოადგილე ანატოლი ნოგოვიცინმა აღიარა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ის აღარ არის, რომელიც 15 წლის წინ სეპარატისტებთან ბრძოლებში დამარცხდა: "მოცემულ მომენტში ეს არის თანამედროვე, კარგად მობილიზებული დაჯგუფება, რომელიც თანამედროვე იარაღითაა აღჭურვილი".
ცხინვალიდან გასვლის შემდეგ ქართულმა ჯარებმა უკან დახევა გააგრძელეს და 11 აგვისტოს თითქმის მთელი არმია თბილისის გარშემო იყო კონცენტრირებული. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ჩათვლით შესული იყო 20 000-მდე ჩვენ ჯარისკაცი. მოწინავე რაზმები მიუახლოვდნენ გორს, დაიკავეს ზუგდიდი, სენაკი. მოწინავე დაზვერვა კი ქალაქ-პორტ ფოთში შევიდა. ქართული არმია ბრძოლაში თითქმის არსად ჩაბმულა და უკან იხევდა. რუსული ჯარები შორს მოწყდნენ მომარაგების ბაზებს და ისინი ცოტანი არიან წარმატებული ოკუპაციისთვის, მათმა წინსვლამ საქართველოში დაკარგა აზრი და იწვევდა მხოლოდ შემდგომ დანაკარგებს ტექნიკაში ხშირი მწყობრიდან გამოსვლის გამო. უკან დახევის ბრძანებით საქართველოს ხელმძღვანელობამ შეინარჩუნა რეგულარული არმია, რომელმაც ოსების ელვისებური დამარცხებით მოსახლეობაში თავისი პრესტიჟი ასწია. არმიის შენარჩუნებით სააკაშვილმა შეინარჩუნა ერთიანი საქართველო და საკუთარი რეჟიმის საძირკვლები, ხოლო რუსეთის ინტერვენციასთან საქმის გარჩევა დასავლეთის ლიდერებსა და დიპლომატებს შეატოვა.
ქართველი ერი მთელი თავის ისტორიის მანძილზე ცხოვრობდა მსოფლიო იმპერიების შეჯახებათა საზღვარზე და შეიძინა გადარჩენისთვის მოქნილობა და ცოდნა იმისა, თუ როგორ დაუპირისპიროს ერთმანეთს ძლიერი მოწინააღმდეგეები ისე, რომ ჩვენებს არც კი დაესიზმრებათ. რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელთაგან ზოგიერთს მხოლოდ ეჩვენება, რომ ისინი ისე მოქმედებენ, როგორს სტალინი.
დანგრეული სამხედრო ბაზები და სხვა ინფრასტრუქტურა აღდგება დასავლეთის ფულით და ამ დროს დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება, განადგურებული რადარები და იარაღი შეიცვლება ახლით და უკეთესით. სააკაშვილმა წარმატებით გადაწყვიტა თავისი უმთავრესი სტრატეგიული ამოცანა - საბოლოოდ მოახდინა სამხრეთ-ოსური და აფხაზური პრობლემების ინტერნაციონალიზაცია, რამაც საბოლოო ჯამში უნდა გამოიწვიოს რუსეთის თანამიმდევრული გამოდევნა და მისი გავლენის შემცირება რეგიონში. ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს თბილისში ფრანგი ელჩი ერიკ ფურნიე "ნოვაია გაზეტას" კორესპონდენტის თანდასწრებით ამბობდა, რომ "საერთაშორისო საზოგადოება არ მიიჩნევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სერიოზულ პრობლემებად. ჩვენ გვაქვს ირანი, ავღანეთი, სუდანი, ლიბანი, ერაყი. არავინ ბრიუსელში არ განიხილავს რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების გამოგზავნის საკითხს. ევროკავშირს არ ჰყავს ზედმეტი ჯარისკაცები ასეთი მცირე მნიშვნელობის საკითხისთვის. ეს საერთოდ, რუსების საქმეა, რეგიონში ძირითადი მოთამაშე სწორედ რუსეთია".
ახლა კი ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა. რუსეთის შეჭრამ ევროპა გამოაღვიძა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ წამოაყენა სამშვიდობო გეგმა, რომელიც შეთანხმებულია მოკავშირეებთან ნატოში და იაპონიასთან, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას, ყველა დევნილის დაბრუნებას, მათ შორის აფხაზეთში, რუსეთისა და საქართველოს ჯარების სრულ გამოყვანას კონფლიქტის ზონებიდან და საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანას, რომელშიც ასაევე, რუსული კონტინგენტიც იქნება ჩართული. წინა ფორმატი რუსეთის ერთპიროვნული მონაწილეობით მიუღებელი გახდა დასავლეთისთვის, ჩვენმა აგრესიამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. უბრალო ადამიანებისთვის კავკასიაში - ოსებისთვის, ქართველებისთვის, აფხაზებისთვის და სხვათათვის ეს ნიშნავს რეალურ მშვიდობას, უსაფრთხოებას, უზარმაზარ უცხოურ დახმარებას რეგიონის აღდგენისა და განვითარებისთვის. რუსეთისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს სამხედრო-პოლიტიკურ დამარცხებას თითქოსდა წარმატებული შეჭრის შედეგად.
გასაგებია, რომ ფრანგული გეგმა გაეროში ჩვენი ელჩის ვიტალი ჩურკინის მიერ მაშინვე უარყოფილი იქნა როგორც მიუღებელი, მაგრამ შემდეგ მოსკოვმა მანევრირება დაიწყო. დღევანდელ დასავლეთზე დამოკიდებულ რუსეთს ბევრი შეუძლია ილაპარაკოს თავის აღორძინებულ სიძლიერეზე, ხოლო სინამდვილეში სულ სხვა რამ გამოდის. საქმე ის არ არის, რომ ძველი ტექნიკა სულ მუდამ ფუჭდება, ხოლო ქართველები აღმოჩნდნენ მზად, ჩამოეგდოთ ჩვენი ზებგერითი სტრატეგიული ბომბდამშენი. რუსეთის ყველა ლიდერი, როგორც "ძალოვანებიდან", ისე "ლიბერალებიდან" არსით ბიზნესმენ-მილიარდერები არიან, მათი პირადი ინტერესები დასავლეთში ძევს, მათი მთავარი პოლიტიკური მიზანი "რუსეთის მოდერნიზებაა", ხოლო საქართველოში შეჭრა დღეს მათ აკოტრებს და მომავალში აშკარად გაცილებით დიდ უსიამოვნებებს უქადის. დასავლეთთან ინტეგრაციის შესაძლებლობის შენარჩუნების მიზნით სამშაბათს პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გამოაცხადა "სამხრეთ ოსეთში მშვიდობისკენ იძულების ოპერაციის" შეწყვეტის შესახებ. ნოგოვიცინის თქმით, ეს ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას.
მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. მოსკოვში კიდევ იმედოვნებენ სააკაშვილის გადაყენებას, და, თუმცა ეს ნაკლებად შესაძლებელია, ნებისმიერი მისი მემკვიდრე, მაგალითად დევნილი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც სააკაშვილი საჯაროდ შეურიგდა, უკეთესი არ იქნება. კონფლიქტი როგორც ჩანს გართულებულია პიროვნული შეუთავსებლობით სააკაშვილსა და პუტინს შორის. თბილისის დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ სააკაშვილმა დამცინავი სიტყვები თქვა "კრემლის ბინადრებზე" მოწმეების თანდასწრებით. ჩემთან პირადი შეხვედრის დროს კი სააკაშვილმა მითხრა და უფლება მომცა დამებეჭდა, რომ ამ ჭორების შესახებ მასაც გაუგონია, მაგრამ თავად მსგვასი არაფერი უთქვამს და ეს "ყველაფერი რუსული სპეცსამსახურების პროვოკაციებია".
მოუთმენელია იმასთან შეგუება, რომ იქედნური სააკაშვილი, რომელმაც საქართველო გამოიყვანა დსთ-დან, გამოაცხადა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოფიციალურად ოკუპირებულ ტერიტორიებად და რომელსაც ჩვენი ხელმძღვანელები საჯარო პოლიტიკაში ვერანაირად შეეჯიბრებიან, ისევ უნდა დარჩეს თბილისში პრეზიდენტად. კრემლში გარკვეული წრეები ითხოვენ, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი კავკასიაში დანაშაულებათა გამოსაძიებლად. (სხვათა შორის "ნოვაია გაზეტა" მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია, ოღონდ პირობით, რომ გამოძიება კონფლიქტის ყველა მხარეს შეეხება). თუმცა, თუნდაც მსგავსი ტრიბუნალი მოულოდნელად კიდეც რომ შეიქმნას, (მიუხედვად იმისა, რომ უკვე არსებობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო), მისი იურისდიქცია გავრცელდება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზეც, რომელიც შესაძლოა პირველ რიგში აღმოჩდნეს დარტყმის ქვეშ კავკასიაში დღესაც და ადრეც ჩადენილი საქციელისთვის. ერთხელ შექმნილი საერთაშორისო á
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში


Tikalo?!
მაწანწალა
Posts: 379
Joined: 01 ივლ 2008, 11:30
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tikalo?! » 20 აგვ 2008, 16:34

რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებმა ქართველმა ახალგაზრდებმა საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს მიმართვა გამოუგზავნეს. მასში ნათქვამია: `ჩვენ, ქართველმა ახალგაზრდობამ რუსეთში, უდიდესი ტკივილით განვიცადეთ რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მიწა-წყალზე შეჭრა და ჩვენი სოფლებისა და ქალაქების იავარყოფა. ასობით დახოცილი და დაჭრილი, გადამწვარ-გადაბუგული სახლები, ათი ათასობით დევნილი, რუსეთის სამხედრო საავიაციო და სარაკეტო ძალების მიერ ქალაქებისა და მნიშვნელოვანი ობიექტების დაბომბვა, მათი სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ ქართული გემების განადგურება, მათ მიერ დაკავებულ ქალაქებსა და სოფლებში რუსი ჯარისკაცების აღვირახსნილი მოროდიორობა - აი, როგორია ერთმორწმუნე რუსეთის სამშვიდობო მისია საქართველოში.

რუსეთის ტანკები და ჯავშანტექნიკა, მიუხედავად მსოფლიო საზოგადოებრიობის მტკიცე მოთხოვნისა - გავიდნენ საქართველოს ტერიტორიიდან, დღესაც დათარეშობენ ჩვენს მრავალტანჯულ მიწაზე.

ჩვენო ძვირფასებო! ახლა, როდესაც მთელ მსოფლიოში აღშფოთების ყიჟინა გაისმის რუსი აგრესორების ასალაგმავად, ჩვენ, მრავალრიცხოვანი ქართველი ახალგაზრდობა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან საშინელი წნეხის ქვეშ ვიმყოფებით, არა გვაქვს საშუალება გამოვიდეთ მოედნებზე და ჩვენი გულისტკივილი გამოვხატოთ, რადგან რუსეთის სახელმწიფო და გამეფებული საზოგადოებრივი აზრი შორს არის დემოკრატიული პრინციპებისაგან. ამიტომ არის, რომ მხოლოდ წერილის საშუალებით გვიხდება შევუერთოთ ჩვენი მრისხანე ხმა, თქვენს მქუხარე ხმებს.

ძირს რუსეთის აგრესია!

გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!

ღმერთი იყოს ყველა ჩვენგანისა და სრულიად საქართველოს მფარველი!~

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by lama » 20 აგვ 2008, 16:36

Tikalo?!
აქამდე სად იყვნენ


და რა რუსულ სპეცსამსახურებზე საუბრობენ????


ცოტა მიკვირს

იქ მყოფნი მიუხედავად ყველაფრისა უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და პროტესტი გამოხატონ


ასე მესმის მე :?
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

Tikalo?!
მაწანწალა
Posts: 379
Joined: 01 ივლ 2008, 11:30
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tikalo?! » 20 აგვ 2008, 16:46

lama

ეხლაც არ ამხელენ ვინაობას უსაფრთხოების დაცვის მიზნით

რა არის ეს შიში

:roll:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by lama » 20 აგვ 2008, 16:49

აი მათი შიშის და გაუბედაობის არ მესმის

და


რა ვქნა

:?:?:?:?:?
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 20 აგვ 2008, 19:29

lama
აი მათი შიშის და გაუბედაობის არ მესმის
როგორ არ იცნობ რუსებს და არ იცი რა ფაშისტები არიან! კარგად მესმის მაგ ხალხის ძალიან...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by აცაბაცა » 20 აგვ 2008, 19:37

Что я видел в охваченной войной Грузии
Бернар-Анри Леви


Первое, что поражает при выезде из Тбилиси, – вызывающее беспокойство полное отсутствие военных. Я читал, что грузинская армия, потерпевшая поражение в Южной Осетии и обращенная в бегство в Гори, сосредоточилась вокруг столицы для ее защиты. Но вот я доезжаю до городских окраин. Проезжаю еще 40 км по трассе, пересекающей страну с востока на запад. И почти не вижу следов этой армии, которая якобы перегруппировалась, чтобы оказать ожесточенное сопротивление вторжению. Вот пост полиции. Чуть дальше – небольшая группа солдат в слишком новой форме. Ни одного боевого подразделения. Ни одной установки ПВО. Никаких заграждений или завалов, призванных замедлить продвижение противника и обычно появляющихся во всех осажденных городах. Пока мы едем, приходит сообщение о том, что российские танки направляются к столице. Информация, переданная по радио и в конечном итоге опровергнутая, создает неописуемый беспорядок, а редкие автомобили, осмелившиеся выехать за пределы города, в спешном порядке возвращаются обратно. Одновременно создается ощущение, что власть непонятно почему опустила руки.
Может, грузинская армия там была, но пряталась? Являемся ли мы свидетелями одной из войн, когда высшая военная хитрость, как в забытых африканских войнах, заключается в том, чтобы быть максимально незаметным? Или президент Саакашвили решил уклониться от боя, словно для того, чтобы поставить нас – европейцев и американцев – перед лицом нашей ответственности и нашего выбора ("Вы называете себя нашими друзьями? Вы сто раз нам говорили, что с нашими демократическими институтами и нашим стремлением в Европу наше правительство, в котором – уникальный случай в истории – вместе работают англо-грузинский премьер-министр, американо-грузинские министры, израильско-грузинский министр обороны, является в высшей степени западным? Так вот настало время – сейчас или никогда – доказать это")? Не знаю. Но факт остается фактом: первым значительным военным подразделением, на которое мы наткнулись, была длинная российская колонна – как минимум сто машин, – спокойно двигавшаяся в направлении Тбилиси. Затем в 40 км от города, на высоте Оками, нам повстречался еще один российский батальон с несколькими бронемашинами, функция которого заключалась в том, чтобы не пропускать в одном направлении журналистов, а в другом – беженцев.

Один из них, крестьянин, раненый и все еще ошалевший от страха, рассказывает мне историю своей деревни в Южной Осетии, из которой он пешком идет уже третий день. Русские пришли. Осетинские банды и "казаки", шедшие за ними, грабили, насиловали и убивали. Они, как и в Чечне, собрали молодых людей и погрузили их в грузовики, уехавшие в неизвестном направлении. Они убивали отцов на глазах у детей. Детей на глазах у отцов. В подвале одного дома, который взорвали, подорвав газовые баллоны, нашли семью, у которой отняли все, что она пыталась спрятать, а потом поставили взрослых на колени и пустили им пулю в голову. Российский офицер, командующий КПП, слушает. Ему наплевать. У него такой вид, будто он слишком много выпил, и теперь ему на все наплевать. Для него война закончилась. Никакие бумажки – вроде соглашения о перемирии из пяти или шести пунктов – ничего не сделают с его победой. И этот беженец может рассказывать что угодно.

На подходе к Гори ситуация меняется и внезапно становится более напряженной. Рядом с дорогой в канаве – грузинские джипы. Чуть дальше – обгоревший танк. Еще дальше – более важный пропускной пункт, где не пропускают группу журналистов, к которой мы присоединяемся. Нам открыто говорят, что нас здесь не ждут. "Вы на российской территории, – орет офицер, раздувшийся от собственной важности и водки. – Дальше идти могут только те, у кого есть российская аккредитация". К счастью, появляется машина с дипломатическим флагом. Это автомобиль посла Эстонии. В машине, кроме самого посла, находится секретарь грузинского Совбеза Александр Ломая, у которого есть разрешение пройти за российский кордон, чтобы забрать раненых. Он соглашается взять с собой меня, евродепутата Ислер Беген и журналистку Washington Post. "Я никому не гарантирую безопасность, – предупреждает он. – Понятно?" Разумеется, понятно. Мы втискиваемся в Audi, направляющийся в Гори.

После очередных шести КПП, один из которых под командованием вооруженных людей без формы представляет собой ствол дерева, поднимаемый и опускаемый с помощью лебедки, мы прибываем в Гори. Мы не в центре города. Но с того места, где Ломая высаживает нас, прежде чем в одиночестве отправиться за ранеными, с этого перекрестка, контролируемого громадным танком, похожим на движущийся бункер, мы – насколько хватает глаз – можем видеть пожары. За яркими вспышками, с регулярными интервалами озаряющими небо, следует короткая детонация. И еще – пустота. Едва уловимый запах разложения и смерти. И постоянный гул бронетранспортеров и примерно в два раза реже попадающихся машин без опознавательных знаков с ополченцами, которых можно узнать по белым нарукавным повязкам и банданам на голове. Гори не является частью Южной Осетии, которую, как утверждают русские, они пришли "освободить". Это грузинский город. Поэтому они его сожгли. Разграбили. Превратили в город-призрак. Пустой.

"Логика такова, – объясняет, пока мы в темноте и смраде стоя ждем возвращения Ломаи, генерал Вячеслав Борисов. – Мы здесь, потому что грузины бессильны, их администрация подавлена, а город оказался в руках грабителей. Посмотрите..." Он показывает на своем мобильном телефоне фотографии оружия, которое, нарочито подчеркивает он, было сделано в Израиле. "Вы считаете, мы могли оставить все это без наблюдения? Я вот еще что скажу..." Он надувается от важности. Закуривает сигарету, и от вспышки спички подскакивает маленький белокурый танкист, задремавший на своей башне. "Мы вызвали в Москву министра иностранных дел Израиля. И сказали ей, что если они и дальше будут снабжать грузин, мы продолжим снабжать "Хизбаллу" и "Хамас". Мы продолжим... Какое признание! Проходит два часа. Два часа хвастовства и угроз. То и дело проезжающие мимо машины собираются остановиться, но, завидев танк, передумывают и уезжают. Потом наконец возвращается Ломая, передающий нам старушку и беременную женщину, которых он вытащил из ада, и поручает нам отвезти их в Тбилиси.

Президент Саакашвили вместе со своим советником Дэниэлом Кэннином слушает мой рассказ. Мы в президентской резиденции Авлабари. 2 часа утра, но его советники работают, как днем. Он молод. Очень молод. Это молодость, которой еще свойственны нетерпеливость жестов, лихорадочность взгляда, внезапные взрывы хохота или эта манера пить одну за другой банки Red Bull, словно это Coca-Cola. Впрочем, все эти люди очень молоды. Все его министры и советники – стипендиаты фондов типа Фонда Сороса, прервавшие свою учебу в Йеле, Принстоне и Чикаго из-за "революции роз". Он – франкофил и франкофон. Увлечен философией. Демократ. Европеец. Либерал в обоих – американском и европейском – смыслах слова. Из всех великих участников сопротивления, которых я встречал за свою жизнь, из всех Массудов и Изетбеговичей, которых мне приходилось защищать, он хуже всего знаком с универсумом войны, ее обрядами, эмблемами, культурой, – но он справляется.

"Позвольте мне кое-что уточнить, – прерывает он меня с внезапной серьезностью. – Нельзя говорить, что мы начали эту войну... Начало августа. Министры в отпусках. Я сам – в Италии, лечусь похудением, собираюсь лететь в Пекин. И вдруг в итальянской прессе я читаю: "Военные приготовления в Грузии". Вы меня понимаете: я спокойно отдыхаю в Италии и тут читаю, что моя собственная страна готовит войну! Понимая, что что-то не так, я срочно возвращаюсь в Тбилиси. И что я узнаю от своих спецслужб? – он делает гримасу человека, задавшего каверзный вопрос и дающего собеседнику шанс найти правильный ответ. – Что это русские, завалившие новостные агентства этой чушью, собираются вывести жителей из Цхинвали, ввести свои войска, транспорт и цистерны с мазутом на грузинскую территорию и, наконец, провести танковые колонны через тоннель Роки, разделяющий две Осетии. Теперь представьте, что вы руководите страной и узнаете такое – что бы вы сделали? – он встает, говорит по двум одновременно звонящим телефонам, возвращается, вытягивает свои длинные ноги. – Когда сто пятидесятый танк располагается рядом с вашими городами, вы вынуждены признать, что началась война, и несмотря на дисбаланс сил, у вас нет выбора..." – "С согласия ваших союзников? – спрашиваю я его. – Предупредив членов НАТО, хлопнувшего дверью перед вашим носом?" – "Настоящая проблема, – говорит он, уходя от вопроса, – это цели этой войны. Путин и Медведев искали повод для вторжения. Зачем? – он собирается считать по пальцам. – Во-первых, мы – демократия и воплощение альтернативы путинизму при выходе из коммунизма. Во-вторых, через нашу страну проходит нефтепровод БТД, связывающий Баку с Джейханом через Тбилиси, и если мы падем, если Москва посадит на мое место какого-нибудь служащего "Газпрома", вы, европейцы, будете на 100% зависеть от русских в вопросе ваших поставок энергии. И в-третьих, – он берет персик из корзины с фруктами, которую приносит его помощница – "осетинка", – уточняет он. – В-третьих, посмотрите на карту. Россия – союзница Ирана. Наши армянские соседи тоже не далеки от иранцев. Представьте, что в Тбилиси установится пророссийский режим. Вы получите геополитический континуум от Москвы до Тегерана, что вряд ли в интересах свободного мира. Надеюсь, НАТО это понимает..."

Утро пятницы. Мы вместе с Рафаэлем Глюксманом, Жилем Херцогом и евродепутатом решаем вернуться в Гори, из которого после соглашения о перемирии, составленного Саркози и Медведевым, начинают уходить русские и где мы должны встретиться с патриархом Грузинской православной церкви, направляющимся в Цхинвали, где грузинские трупы брошены собакам и свиньям. Но патриарха не найти. Русские никуда не ушли. На этот раз нас задерживают в 20 км от Гори, когда на машину, едущую перед нами, нападает эскадрон ополченцев под благосклонным взором российского офицера: журналистов заставляют выйти из машины, отнимают у них камеры, деньги, личные вещи и, наконец, саму машину. Итак, неверная информация. Привычный кордебалет дезинформации, непревзойденными мастерами которой, похоже, являются творцы российской пропаганды. Итак, мы направляемся в Каспи, расположенный на полпути между Гори и Тбилиси, где живет семья переводчицы евродепутата, а ситуация, предположительно, спокойнее. Но в реальности нас ожидает там еще две неожиданности. Во-первых, разрушения. Да, здесь тоже разрушения. Но разрушения, целью которых не были ни дома, ни люди. Что же тогда? Мост. Завод. Железная дорога – ее уже начала восстанавливать бригада, которой из своей комнаты руководит главный механик, тяжело раненный в бедро. Началось восстановление и системы электронного управления цементного завода Heidelberg с участием немецкого капитала, в который попала ракета, управляемая с помощью лазерного луча. "У нас было 650 рабочих, – говорит директор завода Леван Барамадзе. – Сегодня смогли выйти только 120. Наше производственное оборудование разрушено". В Поти русские пустили ко дну грузинский флот. В трех местах повредили нефтепровод Баку-Тбилиси-Джейхан. Здесь, в Каспи, они умышленно разрушали жизненно важные центры, от которых косвенно зависит экономика региона и всей страны. Целенаправленный терроризм. Стремление поставить страну на колени.

И вторая неожиданность – танки. Мы, я повторяю, на подступах к столице. Кондолиза Райс, уточняю, в данный момент дает свою пресс-конференцию. И вдруг, летя на низкой высоте, над самыми верхушками деревьев, показывается один из военных вертолетов, появление которых – всегда предвестник худшего. И вскоре все оставшиеся жители Каспи оказываются на улице, у порогов своих домов, потом очень быстро, по десять человек набиваются в старые "Лады". Все кричат, что русские идут и надо бежать. Сначала мы не верим. Мы думаем: как и позавчера, ложные слухи. Но оказывается, что нет. Вот они, танки. Их пять. Потом появляется подразделение инженерных войск и начинает рыть траншеи. Смысл ясен. Есть Райс, нет Райс, русские здесь хозяева. Они перемещаются по Грузии, как по завоеванной земле. Это не совсем захват Праги. Это его версия XXI века: медленно, мелкими мазками, посредством унижений, запугиваний, парадов и паник.

На этот раз встреча состоялась в 4 утра. Саакашвили провел весь вечер с Райс. Предыдущий день – с Саркози. Он благодарен им обоим за их усилия, за их дружбу, в которой ничто и никто не заставит его усомниться. Разве они с "Николя" не на ты? И кандидат Маккейн, "близкий к мадам Райс", разве не звонит ему с момента начала кризиса по три раза на дню? Но мне он кажется грустным, чего не было в первый вечер. Возможно, усталость... Эти ночи без сна... Эта череда неудач... Это возмущение, которое, он чувствует, растет в стране, и мы – увы – вынуждены это подтвердить: "А если бы Миша не смог нас защитить? А если бы этот блистательный молодой президент не навлек на нас громы и молнии? И если бы тогда пришлось покориться воле Путина и этой марионетки, которой он вертит как хочет?" Со всем этим, несомненно, связана грусть президента. И еще одно – более тревожное и связанное – как бы это сказать? – со странным отношением его друзей... Соглашение о прекращении огня, например, которое привез ему друг Саркози, было составлено в Москве в четыре руки с Медведевым. Он вспоминает, как французский президент в этом самом кабинете с таким нетерпением хотел, чтобы он его подписал. Он будто снова слышит, как тот повышает тон, почти кричит: "У тебя нет выбора, Миша! Будь реалистом, у тебя нет выбора. Когда русские придут тебя свергать, никто из твоих друзей, никто пальцем не пошевелит, чтобы тебя спасти". И какая странная реакция последовала, когда он, Миша Саакашвили, настоял на том, чтобы позвонить все же Медведеву, и ему ответили, что Медведев спит – было всего 9 вечера, но он спал, он был вне досягаемости до 9 утра следующего дня. И тут снова французский президент его уговорил, французский друг не захотел ждать. Он так спешил домой? Или был слишком уверен, что главное – подписать, не важно что, лишь бы подписать? Не так ведутся переговоры, думал Миша. Не так ведут себя с друзьями.

Я видел этот документ. Я видел вписанные от руки двумя президентами дополнения, сначала грузинским, потом французским. Я видел второй документ, подписанный Саркози и переданный Конди Райс в Брегансоне, чтобы она передала его Саакашвили. И я, наконец, видел меморандум замечаний, составленных вечером грузинской стороной и представляющихся ей жизненно важными.

Грузинская сторона добилась – и это не пустяк – исключения каких-либо намеков на будущий "статус" Южной Осетии. Она добилась – и это нельзя упускать из виду, – чтобы "разумный периметр" первого документа, в пределах которого допустимо, чтобы российские войска продолжали патрулирование ради обеспечения безопасности русскоговорящего населения Грузии, был заменен на периметр протяженностью "несколько километров". Но ни в одном из документов не говорится о территориальной целостности Грузии. А в том, что касается аргумента о легитимной помощи русскоговорящему населению, мы содрогаемся при мысли о том, как он будет использован, когда русскоговорящее население Украины, Прибалтики или Польши сочтет, что ему тоже угрожает "геноцид"... Решающее слово произносит американец Ричард Холбрук, влиятельный дипломат и приближенный Барака Обамы, с которым мы встречаемся на рассвете в баре нашего отеля: "Это дело дурно попахивает примиренчеством и Мюнхеном". О да. Либо мы сумеем громко заявить: остановите Путина в Грузии, либо человек, который, по его собственному выражению, собирался "мочить в сортире" жителей Чечни, почувствует себя вправе делать то же самое с кем угодно из своих соседей. Разве так надо строить Европу и мирное будущее во всем мире?


http://www.inopressa.ru/lemonde/2008/08 ... 12:02/levy


User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 20 აგვ 2008, 22:18

Varvara
პირველი სურათი უძლიერესია. :D
Boycott all russian products
and russian internet!!! მაილ.რუ-ზე რომ აქვს ნახევარ საქართველოს ფოსტა გახსნილი და ოდნოკლასნიკი.რუ-ზე რომ ატარებდა მთელი საქართველო თავისი ცხოვრების ნახევარს ნორმალურია ეს? ქართველები ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევეშვათ რუსული ინტერნეტ რესურსების მეშვეობით...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 20 აგვ 2008, 22:32

აცაბაცა
ამ კაცის დაკვირვება სიმპტომატურია.
რუსები არ გავლენ სანამ თბილისზე არ წამოვლენ.
მერე რა მოხდება ძნელი სათქმელია.
ჯარის და მთავრობის იმედი ცხინვალის მოვლენების მერე არ მაქვს.
უცხოეთი პირდაპირ ალბათ ვერ ჩაერევა.
თუ ჩაერია მესამე მსოფლიო ომია, საქართველო კი პოლიგონი.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]