კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 თებ 2009, 22:55

ლეონტი wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: აჭარის სიმშვიდეზე, ასე თუ ისე, თურქეთი იღებს პასუხისმგებლობას და ვფიქრობ, რუსეთი იქ ვერ შემობოგინდება.
ის 1 ბომბის ჩამოგდებაც საკმარისი იყო, რომ თურქეთის მთავრობას კრემლისთვის თითი დაექნია.
აჭარის სიმშვიდეზე?
უფრო სწორი იქნებოდა გეთქვა:
აჭარის თურქულ წიაღში დაბრუნებაზე თურქეთი იღებს პასუხისმგებლობას, რადგან აჭარა რუსების წართმეულია და დღემდე თურქები თავისად მოიაზრებენ.
სასაზღვრო ზონები თურქეთთან სხვაგანაც გვაქვს, მაგრამ ესეთი ყურადღება თურქეთის მხრიდან იქ არაა.
იმპერიული შოვინიზმი ყველა რუსშია და ყველა თურქშიც.
თურქებს რომ კითხო საბერძნეთი , ბულგარეთი, ბალკანეთის დიდი ნაჭრით, სასომხეთი, ერაყის ნახევარი, კვიპროსი და ასე შემდეგ, ძირძველი თურქული მიწებია.
მბრდღვინავ ლომებს შორის ვართ აქეთ თურქეთი, იქით რუსეთი, იქით ირანი და აქეთ ამერიკა, რომელიც თუ გაგვწირავს და ამათ შეგვატოვებს საჯიჯგნად, ვაი ჩვენი ბრალი.
სიმშვიდეზე, დიახ, რადგან თურქეთი, რომელსაც შენი თქმის არ იყოს, მართლაც აქვს აჭარაზე პრეტენზია,
მანდ საომარ მოქმედებებს არ დაუშვებს.
ისე კი, რაც მენშევიკებმაც და ბოლშევიკებმაც კგ გააკეთეს, ის იყო, რომ ართვინის ოლქის მსგავსად,
ბათუმი აჭარა თურქეთს არ დაანებეს.
არადა, დამოუკიდებლობა-ოკუპაციის წლებში, რუსეთის მოწადინებით, თურქეთს უზარმაზარი ტერიტორია ჩაბარდა.
ამავე წლებში დავკარგეთ სამშვილდე-ლორე, ე.წ ნეიტური ზონა, მინგიჩაური, ჰერეთი, სოჭი, ისტორიული
დვალეთი, მთლიანად, დაახლოებით 45-50 კვკმ
დათო wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
და კიდევ, თუ რუსი ოკუპანტები თბილისის აპორტის აღებას აპირებენ, ბათუმის აპორტის გამოყენებას ვერ შევძლებთ?
გააჩნია ვინ. თბილისში მყოფი ვერ შეძლებს. ბათუმში ჩასული კი თბილსში ვერ შეაღწევს.
ეს არა მხოლოდ ადამიანებს, ტვირთებსაც ეხება, რაც მნიშვნელოვანია.
იცი, რა, რომელიღაც ადგილამდე ტვირთის გამოტანა მაინც შეიძლება.
თუნდაც, მთიანი აჭარით ახალციხე-ახალქალაქი-წალკაში.
ზურგის უზრუნველყოფა რომ ვერ შევძლოთ, მაშინ რუსეთმა ბათუმიც უნდა აიღოს.
ფოთს რომ ადვილად აიღებს, ომმაც დაადასტურა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 24 თებ 2009, 23:24

ის ჩაიკეტა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გადააყენოს


ანდრე ალმანდი
24 თებერვალი 2009

საქართველო - სატელევიზიო ”რეალითი” შოუს მომხრეები ეკრანზე ინაცვლებენ. ხელოვნურ საკანში დატყვევებული ერთი იუმორისტი სახელმწიფოს მეთაურის გადადგომამდე ტელე- კამერების გარემოში ცხოვრობს.

თბილისში ამის გარდა, არაფერზე აღარ ლაპარაკობენ. უკვე ერთი თვეა იუმორისტი გიორგი გაჩეჩილაძე ხელოვნურ საკანში ცხოვრობს და მისი ყოფა 24 საათის განმავლობაში ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში გადაიცემა. მომღერალი, პოეტი და განსაკუთრებით კი პოლიტიკური ოპონენტი გვარწმუნებს, რომ ”საკანში მანამ დარჩება, ვიდრე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თეთრ ქსოვილს არ გადმოფენს”.

სახელმწიფო მეთაურის წინააღმდეგ მიმართული ეს საპროტესტო შოუ სულ უფრო და უფრო ძლიერდება. მას შემდეგ, რაც აგვისტოში რუსეთის წინააღმდეგ ომი გაჩაღდა, ოპოზიცია ზეწოლას აძლიერებს. იანვარში თორმეტამდე პოლიტიკურმა პარტიამ პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა, მათ შორის იყვნენ ნინო ბურჯანაძე - ერთ დროს სააკაშვილის მოკავშირე და საქართველოში საყოველთაოდ პატივცემული პიროვნება ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში, რომელიც თანამდებობიდან გადადგა, რომ ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

მაშასადამე, სატელევიზიო შოუ ”საკანი 5” თავის თავზე ვალდებულებას იღებს. გიორგი გაჩეჩილაძემ თავის საკანში უკვე 150-მდე ადამიანი მიიღო, მათ შორის რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა, და ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი სოზარ სუბარი.

პრეზიდენტ სააკაშვილს შეშფოთების საფუძველი აქვს, თუმცა იგი დაბეჯითებით აცხადებს, რომ მეორე ვადის დასრულებამდე - 2013 წლამდე - თანამდებობაზე დარჩება. სააკაშვილი დასძენს, რომ იგი თავად არის ”საკანი 5”-ის გულშემატკივარი.

:lol: :lol: :lol:

კაიფია, რა!!!

:lol: :lol: :lol:
Image

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 25 თებ 2009, 00:00

GAMARJOBA SAKARTVELO
იცი, რა, რომელიღაც ადგილამდე ტვირთის გამოტანა მაინც შეიძლება.
თუნდაც, მთიანი აჭარით ახალციხე-ახალქალაქი-წალკაში.
არა :) იმ სცენარის შემთხვევაში, რაზეც ვსაუბრობთ, არ შეიძლება.
სიმშვიდეზე, დიახ, რადგან თურქეთი, რომელსაც შენი თქმის არ იყოს, მართლაც აქვს აჭარაზე პრეტენზია,
მანდ საომარ მოქმედებებს არ დაუშვებს.
მერე რა? იქნება პროტექტორატი/ "ბუფერული ზონა". რუსების ქმედებებს დანარჩენ საქართველოში ეს ვერ შეაფერხებს.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 თებ 2009, 00:17

დათო wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
იცი, რა, რომელიღაც ადგილამდე ტვირთის გამოტანა მაინც შეიძლება.
თუნდაც, მთიანი აჭარით ახალციხე-ახალქალაქი-წალკაში.
არა :) იმ სცენარის შემთხვევაში, რაზეც ვსაუბრობთ, არ შეიძლება.
ყველაფერი შეიძლება.

სიმშვიდეზე, დიახ, რადგან თურქეთი, რომელსაც შენი თქმის არ იყოს, მართლაც აქვს აჭარაზე პრეტენზია,
მანდ საომარ მოქმედებებს არ დაუშვებს.
დათო wrote:მერე რა? იქნება პროტექტორატი/ "ბუფერული ზონა". რუსების ქმედებებს დანარჩენ საქართველოში ეს ვერ შეაფერხებს.
მსგავსი რამ ბოლო საუკუნეებშიც ხდებოდა - დასავლეთ საქართველოს თურქეთი
აკონტროლებდა, აღმოსავლეთს - სპარსეთი.
მერე, რა.
ქვეყანა არ გამოძვრა მსგავი "ბუფერულიდან"?

ვფიქრობ, რომ ლეონტი (ბევრი მსგავსად მოაზროვნეც), მართალია, როდესაც ამბობს, რომ
ხსნა ჩვენს თავშია, ჩვენს შრომაში, წესიერებასა და მოწესრიგებულობაშია.
მოდი, ამაზე ვიფიქროთ, თორემ ეს გეპოლიტიკა მაინც ყურით მოთრეულია.
აგერ, პატარა ფინეთმა დიდ რუსულ დათვს დაუმტკიცა, რომ თავისუფლებას არ დათმობდა.
ჩვენ, რა, არ დაგვიმტკიცებია?
ჰოდა, სად ვართ?
რატომ ვუყურებთ ან ევროპას, ან ამერიკას, ან რუსეთს?
მოდი, რა ჩვენი თავებს მივხედოთ.
სხვები მართლა ვერაფერს დაგვაკლებენ, სულ კბილებს რომ ილესდნენ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 25 თებ 2009, 00:19

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:

ვფიქრობ, რომ ლეონტი (ბევრი მსგავსად მოაზროვნეც), მართალია, როდესაც ამბობს, რომ
ხსნა ჩვენს თავშია, ჩვენს შრომაში, წესიერებასა და მოწესრიგებულობაშია.
მიუხედავად იმისა, რომ ემოციურ დონეზე ბატონ ლეონტის ვეთანხმები, ეს პასიური პოზიციაა და არასაქმიანი...

:)

კიარადა

პუტინოვნა შემოდი რა ამ თემაშიც...

მოუხდები...

საინტერესოს მაინც გახდი...

:)
Image

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 25 თებ 2009, 00:47

GAMARJOBA SAKARTVELO

საქმე იმაშია, რომ თემა რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ეხება კონკრეტულ საფრთხეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ისე გამოვიდა რომ ამ საფრთხეს სწორედ გეოპოლიტიკა განაპირობებს.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by lama » 25 თებ 2009, 01:06

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
lama
მე გითხარი ჩემი სათქნმელი, გაგება და ეგეთი ტონი შენი ნებაა.
ხან და ხან, როდესაც რამეს ამბობ ან დაწერ, გულშიც ჩაიხედე, ხოლმე
ეეეეეეეეეეჰ
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 თებ 2009, 03:20

დათო wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

საქმე იმაშია, რომ თემა რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ეხება კონკრეტულ საფრთხეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ისე გამოვიდა რომ ამ საფრთხეს სწორედ გეოპოლიტიკა განაპირობებს.
ჩვენს საფრთხეს გეოპოლიტაკაზე მეტად, ჩვენი მოუწესრიგებლობა განაპირობებს.
ჩვენ ჯრ კიდევ ვერ შევქმენით ხერხემლიანი სახელმწიფო და ეგაა პრობლემა, თორემ
გეოპოლიტიკა ყველა საუკენეში იყო და მუდამ სხვის ინტერესებში ვიყავით.
აბა, გახდი ისეთი, რომ შენ თავად იყო მოთამაშე.
საფრთხეები მუდამ გვაქვს, მაგრამ არიდება შეგვიძლია.

ARCHILI wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:

ვფიქრობ, რომ ლეონტი (ბევრი მსგავსად მოაზროვნეც), მართალია, როდესაც ამბობს, რომ
ხსნა ჩვენს თავშია, ჩვენს შრომაში, წესიერებასა და მოწესრიგებულობაშია.
მიუხედავად იმისა, რომ ემოციურ დონეზე ბატონ ლეონტის ვეთანხმები, ეს პასიური პოზიციაა და არასაქმიანი...
:)
დარწმუნებული ვარ, როდესაც ლეონტი მსგავს სიტყვებს წერს, ის საქმითაც ასე იქცევა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 თებ 2009, 03:24

გარდიანი
ევროპა, პრაქტიკულად, ბელორუსიას დაემუქრა, არ ეცნო, აფხაზეთისა და სოსეთის სეპარატისტული რეჟიმების დამოუკიდებლობა.
lama wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:

ეეეეეეეეეეჰ
ვაღიარებ, რომ გადავაჭარბე.
ბოდიში
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 25 თებ 2009, 11:28

GAMARJOBA SAKARTVELO
ჩვენს საფრთხეს გეოპოლიტაკაზე მეტად, ჩვენი მოუწესრიგებლობა განაპირობებს.
არის საგარეო საფრთხე, და არის შიდა სისუსტე, რომელიც ხელს გვიშლის ამ საფრთხის მოგერიებაში. შენ რაზეც საუბრობ, ეს შიდა სისუსტეა. საგარეო საფრთხეს კი სწორედ გეოპოლიტიკა, ამ შემთხვევაში გეოპოლიტიკის რუსული აღქმა განაპირობებს.

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Druides » 25 თებ 2009, 17:24

ადამიანის უფლებათა ცენტრს აქვს სამხილები, რომ ქართულმა მხარემ ჩაიდინა ომის დანაშაულებები



ჯეფრი ქეი სილევერმანი და იან ქარვერი



აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს მთავრობამ, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აკრძალული კასეტური ბომბები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს. საქართველოს მთავრობა ამას არ აღიარებს. თუმცა, აცხადებს, რომ კასეტური ბობმები სამხრეთ ოსეთში გამოიყენა და ამის აღიარებისა არც ერიდება. ფაქტია, რომ აღნიშნული ქმედება დანაშაულებრივ ხასიათს ატარებს და თუ საქართველოს მთავრობის მიერ კასეტური ბომბების გამოყენებას ომის დანაშაულად გამოაცხადებენ, აღნიშნული საქართველოს მოქმქდი სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების აღსასრულის ტოლფასი იქნება.



2008 წლის აგვისტოს შუარიცხვებიდან ოქტომბრის დასაწყისამდე ორმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ამერიკელმა ჯეფრი სილვერმანმა ბრიტანელ ჟურნალისტ ენტონი ბათსთან ერთად პირველებმა აღმოაჩინეს, რომ კასეტური ბომბები სამხერთ ოსეთის ტერიტორიის გარეთ იქნა გამოყენებული. მოგვიანებით, ამერიკელმა დამოუკიდებელმა ფოტოგრაფმა იან ქარვერმა კასეტური ბომბების ფოტოები რუსული ბლოკ პოსტების მიღმა მდებარე სოფლებში გადაიღო ფარული გამოძიების დროს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ კონფლიქტის ზონის გარეთ სამოქალაქო და სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ კასეტური ბომბების გამოყენების მასშტაბის დადგენას.



დამოუკიდებელი უცხოელი ჟურნალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად ფირზე აღიბეჭდა ომის საშინელებები და მოროდიორობის ფაქტები. ჟურნალისტებმა მოიპოვეს მასალები ოსი ბოევიკების მიერ ჩადენილი ეთნიკური წმენდის ფაქტებზე. მოპოვებულ იქნა ინფორმაცია იმაზეც თუ, სად გაქრა ქართველების მიერ მიტოვებული იარაღი. ჟურნალისტებმა ასევე მოიძიეს დოკუმენტაცია იარაღის იმპორტის სხვასხვა წყაროებთან დაკავშირებით და სცადეს დაედგინათ ადამიანის უფლებების დარღვევების მაშტაბი საქართველოში. გაჩნდა კითხვა ქართული მხარის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ, რაზეც პასუხის გაცემა საქართველოს მთავრობას უჭირს.



იან ქარვერის კასეტური ბომბების ზოგიერთი ფოტო უკვე დაიდო სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე და გაეგზავნა რამდენიმე ადამიანის უფლებათა ორგანიზაციას. ყუმბარების ფოტოების ანალიზის შედეგად, რომელიც ახლახანს დასრულდა და რომელიც ა.შ.შ.-ს დაზვერვისა და სამხედრო ექსპერტების მიერ ჩატარდა, დადგინდა ასაფეთქებელი ნივთიერებების ტიპი და წარმომავლობა. საქართველოს მთავრობას ამ ანალიზის შედეგები არ გაუპროტესტებია, მხოლოდ ფაქტების ჩვენეული ინტერპრეტაციაზე გამოთქვა პრეტენზია.



ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია



კასეტური ბომბებისა და იმ ყუმბარების (რომელშიც კასეტური ბომბები იყო მოთავსებული) ფოტოები, გამოიკვლიეს მთელი ამერიკის მასშტაბით მომუშავე ასაფეთქებელი მოწყობილობების ექსპერტებმა, მათ შორის მათაც, ვინც უკვე წლებია მუშაობენ ა.შ.შ.-ს სამხედრო და სამართალდამცავ ორგანოებში, ფედერალურ სააგენტოებსა და დაზვერვის სისტემაში. სამწუხაროდ, ექსპერტებმა არ მოგვცეს უფლება დაგვესახელებინა მათი სახელები, რადგან ისინი ჯერ კიდევ ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ.



ექსპერტები ერთ აზრზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ზოგადი დასკვნა ასეთი იყო: ფოტოებზე გამოსახულია M85-ის ტიპის კასეტური ბომბები. მათ ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად ან როგორ იყო ეს ბომბები დამზადებული, თუმცა, ამას ჩვენ არც ველოდით. საქართველოს მთავრობის მეირ დაქირავებული ამერიკული ანტი ტერორისტული კონსალტინგური ჯგუფის “არჩეინჯელ გრუფის” წარმომადგენელმა ჯონ გიდუკმა განაცხადა, რომ “არავინ (იგულისხმება ამერიკელი ექსპერტები, რომებსაც გავუგზავნეთ ფოტოები) არაფერი იცოდა საქართველოში არსებული კასტური ბომბების შესახებ, გარდა იმისა, რომ ისინი (ბომბები) აღმოჩენილ იქნა საქართველოში. ისინი არ იყვნენ უფლებამოსლნი, რომ თავიანთი ვინაობა და თანამდებობა გაემხილათ. მით უმეტეს ამ ტიპის გამოძიების დროს.” ის რომ კასეტური ბომბები იპოვეს სამხრეთ ოსეთის გარეთ, დასტურდება სხვადასხვა მედია საშუალებებისა და “ჰიუმან რაითს ვოჩის” მიერ.



რა მოიმოქმედეს მათ



ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტის აზრით, ქართველების მიერ გამოყენებული კასეტური ბომბები რუსული BM-21- ის ტიპის ყუმბარებში იყო მოთავსებული. ამ ტიპის იარაღს ბევრ ქვეყანაში ამზადებენ, მათ შორის, ბოსნიაში, ერაყში და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში და ყველა მათგანი რუსული ორიგინალის ვარიაციას წარმოადგენს. კასეტურ ბომბებს ხშირად ისვრიან M 87 ორკანის ტიპის ყუმბარებიდანაც. ერთ-ერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ კასეტური ბომბი საკმაოდ მგრძნობიარეა და შეიძლება ძლიერმა ქარმაც კი ააფეთქოს. “M85 მეტად მგრძნობიარეა და თვით-განადგურების მექანიზმი აქვს. ბევრ ქვეყანას აქვს გამოშვებული მისი სხვადასხვა ვერსია. ამ ქვეყნებს შორისაა ა.შ.შ., რუსეთი და ისრაელი. ისრაელის მიერ გამოშვებული M85 DPIჩM იგივეა რაც ა.შ.შ.-ს M42/M77. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ისრაელის წარმოებულ კასეტურ ბომბებს M123 ტიპის დეტონატორის ნაცვლად აქვს თვითაგანადგურებადი შენელებული მექანიზმის დეტონატორი. M85-ის ნატოსეული (ანუ გერმანული) ვერსია არის DM1383.”



სხვა ექსპერტებმა კი კასეტური ბომბების დეტალური აღწერილობაც მოგვცეს და შემდეგი სახის კომენტარიც გააკეთეს: “ფოტოზე მოცემული კასეტური ბომბების გასროლა შესაძლებელია ტანკსაწინააღმდეგო მოწყობილობით ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებთან ერთად. ამ ტიპის კასეტურ ბომბებს თვითმფრინავიდანაც ყრიან და 105 მილიმეტრისა და უფრო დიდი ზომის ყუმბარმტყორცნებიდანაც ისვრიან. კასეტური ბომბების სროლის სიმაღლეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თითოეულ კასეტურ ბომბს მოჰყვება ნაჭრის ლენტი (წითელი ან თეთრი ფერის, რომელიც ბომბის თავზეა დამაგრებული). ლენტი ბომბის ჩამოვარდნისას ჰაერში ტრიალებს და უზრუნველყოფს ბომბის სტაბილურ დაშვებას მიწაზე. ლენტის საშუალებით იხსნება კასეტური ბომბის თავსახური და მასში მოთავსებული ნივთიერება გამოდის გარეთ, რასაც “პირდაპირ დამიზნებას” უწოდებენ.
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Druides » 25 თებ 2009, 17:29

“კასეტური ბომბების 95 % შედგება ისეთი ქიმიური ნივთიერებისაგან, რომელიც ცეცხლს აჩენს. ასე რომ, ინერციით, თავსახურის გახსნის შემდეგ, ამოქმედდება დეტონატორი, იწყება ფრანგეტაცია და ჩნდება ცეცხლი. აფეთქების მასშტაბი დაახლოებით 5 მეტრია რადიუსში.“



იხილეთ გახვრეტილი სახურავისა და დამწვარი ოთახის ფოტო: ეს სურათი კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ მოქმედებს კასეტური ბომბი, როგორც ბომბი და როგორც ცეცხლის გამომწვევი მოწყობილობა. სურათზე გამოსახულ სახლის სახურავს M85 დაეცა და ოთახს წაეკიდა ცეცხლი.

კასეტური ბომბი მეტად საშიშია, რადგან მას ორმაგი მოქმედები ეფექტი აქვს. პირველ რიგში, კასეტური ბომბი თავისი აფეთქებით ქმნის საფრთხეს და თუ არ აფეთქდა ბომბიდან გამოსულმა ქიმიურმა ნივთიერებამ შეიძლება გააჩინოს ცეცხლი. ასე რომ, აფეთქება თუ არა ცეცხლი მაინც მოგიღებთ ბოლოს თუ ბომბის სიახლოვეს მოხვდით.



ერთმა ექსპერტმა მოგწერა, რომ ამ ფოტოზე გამოსახული ყუბარა DM 1385 ტიპის ჭურვის სასროლს ჰგავს. მისი თქმით, DM 1385 ტიპის ყუმბარა არის HEAთ/FღAG ტიპის ორმაგი დანიშნულების იარაღი, მისი აფეთქების შედეგად ჩნდება ცეცხლი. DM 1385 ტიპის ყუმბარით შეიძლება ასევე DM662 ტიპის ჭურვის სროლაც. ერთ-ერთი ანალიტიკოსის თქმით, „ეს შესაძლოა არის დაშლადი ჭურვი, რომელიც ამერიკულ მრავალდანიშნულებიანი M42ტიპის ჭურვის მსგავსია. ისინი ნამდვილად ქარხნული წარმოებისაა. თუმცა, მათი დამზადება სახლშიც შეიძლება. ამ ჭურვის ამერიკული მოდელი შიეცავს პატარა სპილენძის მოწყობილობაში მოთავსებულ ასაფეთქებელს, რომელსაც შეუძლია მსუბუქი ჯავშნის დაზიანება და ასევე შეიცავს მოწყობილობას, რომელიც შიგნიდან ფეთქდება და რამაც შეიძლება სერიოზული მსხვერპლი გამოიწვიოს. ამ ტიპის ჭურვებს ჩვეულებრივ მსუბუქი ჯავშნისა და ფეხოსანი ჯარისკაცების წინააღმდეგ იყენებენ. ასევე ეფექტურია მათი გამოყენება რამდენიმე ტიპის ტრანსპორტის წინააღმდეგ. ასეთი ტიპის ჭურვები ეფექტურია ძველი ტანკებისთვის სერიოზული ზიანის მისაყენებლად.



„ამ ტიპის რაკეტების უმეტესობას ხმელეთიდანვე ისვრიან. ამ ჭურვებს რუსული შეიარაღებისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს, მაგრამ შეიძლება ამერიკული წარმოებისაც იყოს. ამ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ნატო და ამერიკა ადრე საქართველოს ტექნიკითა და სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებდა. შესაძლოა საქართველომ ამ გზით მიიღო ეს იარაღი.“



საქართველოს პასუხი



1)Pპრეს რელიზი



„ჰიუმან რაითს ვოჩისა“ და სხვა ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც შესაძლოა ქართულმა მხარემ M85 ტიპის კასეტური ბომბები აგვისტოს ომის დროს გამოიყენა( რასაც ჩვენი ექსპერტებიც ვარაუდობდნენ), 2008 წლის 1 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა პრეს რელიზი.



შინდისში ( და შესაძლოა სხვა ადგილებშიც) M85 ტიპის კასეტური ბომბების აღმოჩენის საპასუხოდ, სამინისტრომ განაცხადა, რომ „მტრის ძალების მიერ არ განადგურებულა არც ერთი GღADLAღ 160 სარაკეტო სისტემა.“ სამინისტროს პრეს რელიზში ნათქვამია „M-85 ტიპის ბომბების აღმოჩენა შინდისის ტერიტორიაზე ბევრ ეჭვს ბადებს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ არ აღინიშნება არანაიარი სახის დაზიანება ამ ტიპის ბომბების მიერ. აღნიშნული ფაქტი საჭიროებს სათანადო გამოძიებას. ქართული მხარე მზადაა მონაწილეობა მიიღოს გამოძიების პროცესში და უზრუნველყოს ყველა სახის შესაბამისი დახმარება. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ დავასახელოთ მომწოდებელი კომპანიის სახელიც.”



სამინისტროს პრეს რელიზის თანახმად, „M-85 ორმაგი დანიშნულების ბომბს გააჩნია უნიკალური თვითგანადგურების მექანიზმი. ეს განსაკუთრებული უსაფრთხოების ელემენტი შექმნილია იმ მიზნით, რომ ბრძოლის ველზე არ დარჩეს არანაირი ჭურვის ნაწილები, რათა წინ მიმავალმა ჯარებმა და მოსახლეობამ უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლოს. ძლიერი მგრძნობელობის აფეთქება ფითილის თვისებიდან აფეთქების კუთხემდე და სუსტი აფეთქების სიჩქარე არ უქმნის სერიოზულ საფრთხეს მშვიდობიან მოსახლეობას.



2003 წელს M M-85 ორმაგი დანიშნულების ბომბები გაერთიანებულმა სამეფომ ერაყში ომის დროს გამოიყენა.”





2) ოფიციალური წერილი



ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩის მაია ფანჯიკიძის მიერ ერთ-ერთი ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციისათვის გაგზავნილი წერილი ქართველების მიერ კასეტური ბომბების გამოყენებას ეხება. Eეს წერილი საქართველოს მთავრობის მიერ დაქირავებულმა პიარ ფირმის წარმომადგენლებმა დაწერეს. Aამ წერილით საქართველოს მთავრობა ცდილობს საქართველოს მიერ ცივილიზებული ქვეყნების უმეტესობაში აკრძალული კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტი გაამართლოს. ციტატა წერილიდან:



„... თქვენს მიერ 5 სექტემბერს გამოგზავნილი წერილის პასუხად, რომელიც რუსეთის საქართველოში შემოჭრის დროს ქართული არმიის მიერ M85 ტიპის კასეტური ბომბების გამოყენებას ეხება, გწერთ, რომ ბოლო ათასწლეული მანძილზე საქართველოს მტერი მრავალჯერ დაესხა თავს. Bბოლო საუკუნის მანძილზე მარტო რუსეთმა ორჯერ დაგვიპყრო. მრავალი წლის მანძილზე ქართული არმიის მთავარ ამოცანას დამპყრობელთა შეჩერება და მოგერიება საუკეთესო შემთხვევაში წარმოადგენდა.



დღესდღეობით, ქართულ არმიას არსენალში აქვს კასეტური ბომბები და სხვადასხვა ტიპის სარაკეტო სისტემები, რომელთა მიზანია ქვეითი მტრის შეჩერება ან მისი წინსვლის შენელება გაშლილ ველზე. ამ მიზნით ქართულმა არმიამ შეარჩია M85 ტიპის კასეტური ბომბები. M85 ტიპის კასეტური ბომბებს ისვრიან MK4 LAღ160 ტიპის რაკეტით GღADLAღ160 სარაკეტო სისტემიდან. ქართულმა არმიან M85 ტიპის კასეტური ბომბი ნაწილობრივ იმის გამო შეიტანა სამხედრო არსენალში, რომ მას აქვს უნიკალური თვითგანადგურების მექანიზმი (რასაც ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ნორვეგიის ხალხთა დახმარებაც“ ადასტურებს და აცხადებს, რომ M85-ს „კასეტურ ბომბებს შორის ყველაზე საუკეთესო თვითგანადგურების მექანიზმი აქვს“).



თუმცა, მცირე რაოდენობით დარჩენილი აუფეთქებელი კასეტური ბომბები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას. ნაწილობრივ ამიტომაც ამ ომში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა M85 ტიპის კასეტური ბომბები მხოლოდ ერთი სამიზნის, როკის გვირაბიდან საქართველოში შემომავალი რუსული არმიის წინააღმდეგ გამოიყენა. კერძოდ კი, ქართულმა მხარემ კასეტური ბომბები როკიდან ჯავისკენ მიმავალ ვიწრო, ალპურ ზონაში გაშლილ მდელოზე გამავალ გზაზე გამოიყენა, რომელიც სოფლებისაგან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს. ქართული არმიის სამიზნეს მოძრავი რუსული კოლონა წარმოადგენდა.



M85 ტიპის კასეტური ბომბები ქვეითი სამხედრო ძალის წინააღმდეგ გამოიყენება გაშლილ ადგილას. ჩვენ ეს იარაღი მისი დანიშნულებისამებრ გამოვიყენეთ. არმიას M85 ტიპის კასეტური ბომბები სხვა სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოუყენებია.



რუსების მტკიცებით, M85 ტიპის კასეტური ბომბები ცხინვალსა და გორს შორის სოფელ შინდისში იქნა აღმოჩენილი. შინდისი ქართული სოფელია, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის შუაგულში მდებარეობს და რომელიც ამჟამად რუსების კონტროლქვეშაა. შინდისი იყო ერთ-ერთი ბოლო პოზიცია, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ეკავა. ქართულ არმიას არ მიუტანია იერიში საკუთარ ჯარისკაცებსა და ქართველ მშვიდობიან მოსახლეობაზე არც კასეტური ბომბებით და არც სხვა რაიმე იარაღით.



შინდისში აღმოჩენილი არც ერთი კასეტური ბომბი არ აფეთქებულა. კასეტური ბომბების 100 %-ის აუფეთქებლობა მაშინ როცა ცნობილია, რომ ეს მეტად მგრძნობიარე იარაღია, საეჭვოა. ჩვენ ვიცით, რომ შინდისში კასეტურ ბომბებს ნგრევა და დაზიანება არ გამოუწვევია, ასევე ვიცი, რომ M85 ტიპის კასეტური ბომბები რუსულ არსენალში არ არის (თუ ბრძოლის დროს არ ჩაიგდო ხელში მოწინააღმდეგისგან) და საქართველოს შეიარაღებულ ძალებსაც არ დაუბომბავს თავისი მოქალაქეები, ამიტომ ვასკვნით, რომ შინდისში კასეტური ბომბები სხვა გზით მოხვდა.



იმის გამო, რომ კასეტური ბომბები მოთავსებულია რაკეტაში შეუძლებელია ქართულ არმიას ისინი უკანდახევის დროს ამოიღო რაკეტიდან და დაეყარა შინდისში (ვინმემ თუ არ გააკეთა ეს უკან დაიხევამდე). ჩვენი ვარაუდით, რუსმა ჯარისკაცებმა M85 როკის გვირაბის სამხრეთით ქართველების მიერ ნასროლი აუფეთქებელი კასეტური ბომბები მოაგროვეს და შინდისში ჩამოიტანეს, რათა საქართველოს არმიის დისკრედაცია მოეხდინათ.



ჩვენ მივესალმებით რუსული და ქართული სამხედრო ძალების მიერ კასეტური და სხვა ტიპის ჭურვების გამოყენებისა და ორივე არმიის მოქმედებების თაობაზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას. გეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანია ბომბებთან დაკავშირებულ რისკებზე ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და მათი საცხოვრებელი ტერიტორიების ბომბებისაგან გაწმენდაში დახმარება. ამას ჩვენ სიამოვნებით გავაკეთებთ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტოტიაზე. თუმცა, ის ტერიტორია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ე.წ. ბუფერულ ზონაში მდებარეობს, სადაც საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი იურისდიქცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამის გამო, ვთვლით, რომ თქვენ შემოთავასების ადრესატი რუსეთი შეიარაღებული ძალებია.



გარწმუნებთ, რომ ჩემი ქვეყნის მთავრობა მზად არის გაწმედნითი და სხვა სახის სამუშაოები ჩაატაროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე როგორც კი რუსული საოკუპაციო ჯარი დატოვებს საქართველოს. გეთანხმებით, რომ კასეტური ბომბები მეტად საშიშია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და სწორედ ამიტომაც ომის დროს ქართულმა მხარემ დიდი სიფრთხილით გამოიყენა ისინი. დიდი სიამოვნებით ამოვიღებდით ხმარებიდან ამ იარაღსაც და სხვა იარაღებსაც. თუმცა, გასული თვის მოვლენებმა დაგვარწმუნეს, რომ ამის ფუფუნება არ გვექნება სანამ ჩვენი დიდი ჩრდილოელი მეზობელი ევროპის სამშვიდობო წესებს არ დაემორჩილება. მანამდე კი, ჩვენ ჩვენი ტერიტორია და ჩვენი მოსახლეობა უნდა დავიცვათ და არმიაც უნდა აღვჭურვოთ ამ ამოცანის კარგად შესასრულებლად. ამის გამო, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევუერთდებით „კონვენციას კასეტური ბომბების შესახებ.“



კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ საქართველო მიესალმება საერთაშორისო გამოძიებას, რომლის მიზანიც იქნება იმის დადგენა თუ როგორ გამოიყენა ორივე მხარემ (რუსეთმა და საქართველომ) კასეტური ბომბები და სხვა იარაღი ომის დროს. უფრო კონკრეტულად კი, თუ რა ნაბიჯები გადადგეს სამხედრო ძალებმა მშვიდობიან მოსახლეობას შორის ომის დროს და მის შემდეგ მხვერპლის მინიმუმამდე შესამცირებლად.



პატივისცემით,



მაია ფანჯიკიძე



3) პიარ კონსულტანტის ვერსია



პატრიკ უორმსმა, საქართველოს მთავრობის მიერ დაქირავებულმა პიარ კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც კამპანია შთOP ღUშშIA-ს წარმოებაზე იყო პასუხისმგებელი, ჩვენს იმეილზე ასეთი პასუხი გაგვცა: „იმის გამო, რომ თქვენ თავად იმყოფებოდით ბუფერულ ზონაში, იქნებ მოგეპოვებათ კასეტურ ბომბებზე დაწვრილებითი ინფორმაცია? იქნებ შეძლოთ ამ ინფორმაციისა და ფოტოების მოწოდებაც?“ უორმსის თქმით, „საქართველოს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ერთ ქართულ სოფელში მაინც არის კასეტური ბომბები, რომლებიც ნასროლი კი არა ჩადებულია ( ქართული მხარე ამას იმის საფუძველზე ასკვნის, რომ ქართულ სოფელში ნაპოვნი არც ერთი კასეტური ბომბი არ არის აფეთქებული, რაც ასეთი ტიპის იარაღისთვის საკმაოდ უჩვეულოა. საშუალოდ ნასროლი კასეტური ბომბების მხოლოდ 10 % არ ფეთქდება.). მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი ვინ რა, როგორ და ვის წინააღმდეგ გამოიყენა ომის დროს (რადგან სამხილები მოპოვებულია დამკვირვებლების და თქვენს მსგავსად ადამიანის უფლებათა აქტივისტების მიერ), ვეჭვობ, რომ მას შემდეგ რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტის დადასტურდა, რუსეთი ცდილობს საქართველოსაც დასდონ ბრალი კასეტური ბომბების გამოყენებაში. ამ მიზნით კი, ჩემი აზრით, რუსულმა მხარემ როკის გვირაბის შესასვლელიდან (სადაც ქართველების აღიარების თანახმად, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა კასეტური ბომბები გამოიყენეს) აღებული კასეტური ბომბები გამოიყენეს და სხვა ტერიტორიაზე გადაიტანეს იმის იმიტაციისათვის, რომ საქართველომ კასეტური ბომბები როკის გვირაბის შესასვლელის გარდა სხვაგანაც გამოიყენა. მაგრამ, დასკვნების გაკეთებას მაინც არ ვჩქარობ.“





4) წერილი იარაღით მოვაჭრე ფირმას



ადამინაის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკური საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიი მიერ შედგენილი სერტიფიკატი. სერტიფიკატში ჩამოთვლილია საარტილერიო ჭურვები და საარტილერიო ვაზნები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ KADDB-სგან შეიძინა შუამავალი ფირმის “მელვეილ ქორფორეიშან”-ის მეშვეობით. ეს საბრძოლო მასალები რუსული ტიპოლოგიისა, თუმცა, როგორც თქვენს საიტზე ვნახეთ, თქვენი შეიარაღება ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. გარდა ამისა სერტიფიკატი შედგენილია რუსულ ენაზე მაშინ, როდესაც არც ერთი მხარე რუსულენოვანი არ არის. ამ შეუთავსებლობამ გარკვეული ეჭვები გაგვიჩინა, იმპორტიორი მხარე ნამდვილად თქვენი კომპანიაა თუ არა.



დამატებითი სამხილები



2008 წლის 4 ნოემბერს ამერიკულ გავლენიან გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალში” გამოქვეყნდა სტატია “ჰიუმან რაითს ვოჩის“ თქმით, საქართველომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კასეტური ბომბები გამოიყენა“. „ჰიუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, ქართული კასეტური ბომბები სოფელ შინდისის გარდა „9 ქართულ ქალაქში ჩამოვარდა, მათ შორის არის ისეთი ტერიტორიებიც, რომლებიც საქართველოს მიერ აღიარებული კასეტური ბომბების გამოყენების ადგილიდან შორს მდებარეობს....“ ა.შ.შ.-ს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლისა და “ჰიუმან რაითს ვოჩის“ უფროსი სამხედრო ანალიტიკოსის მარკ გარლასკოს განცხადებით, კასეტური ბომბები
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 25 თებ 2009, 21:44

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
დარწმუნებული ვარ, როდესაც ლეონტი მსგავს სიტყვებს წერს, ის საქმითაც ასე იქცევა.
მაგაში მე არა ვარ დარწმუნებული და შენ საიდან?
:P

ისე მაგის პასუხი არაა და სულ მახსოვს ცხონებული ბებიაჩემი ხშირად იმეორებდა:
ვისაც საქართველოს ძუძუ აქვს ნაწოვი და ამ მიწის მადლი აქვს მიღებული და საქართველოს წინააღმდეგ სიტყვა თქვას , სისხლად ამოანთხიოსო.
მეც დავემოწმები.
ამინ.

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 11 მარ 2009, 02:53

Автор:
Павел Фельгенгауэр

10.03.2009 ВЕСЕННЕЕ ОБОСТРЕНИЕ

Поздней осенью, зимой и ранней весной на Кавказе воевать сложно, особенно в горах - снег и грязь закрывают дороги и перевалы. Вот на этой неделе Транскам - единственная дорога из России в Южную Осетию через Рокский тоннель была вновь перекрыта снежными лавинами, камнепадами и селями (РИА Новости, 9 марта). Часты дожди и туманы, что резко ограничивает возможности российской боевой авиации советского образца, не способной к всепогодной и круглосуточной прицельной поддержке войск на поле боя.
В первой половине октября в соответствии с мирным планом Медведева-Саркози российские войска отошли из зон безопасности к югу от границ Абхазии и Южной Осетии. Стало очевидно, что время для крупномасштабных боевых действий в 2008-ом истекло. До мая 2009-го, а то и до лета установились линии прекращения огня. Было время, чтобы укрепить режим перемирия, но несколько раундов российско-осетинско-грузинско-абхазских переговоров в Женеве при посредничестве США и ЕС не принесли никаких осязаемых результатов, и теперь по предложению Москвы они отложены до второй половины июня.
Москва отказывается от контактов с нынешним режимом Михаила Саакашвили в Тбилиси, считая его преступным. Зависимые от Москвы Сухуми и Цхинвали - тем более. Тем временем на линии прекращения огня, где грузинские силы МВД, осетинские и абхазские формирования находятся в непосредственном контакте, регулярно происходят перестрелки и другие инциденты, гибнут люди, все стороны взаимно винят друг друга. Невооруженные наблюдатели ЕС, а также ОБСЕ на осетинском фронте и ООН в Абхазии пока не в состоянии, не имея ни физических возможностей, ни признанного всеми мандата, реально развести противоборствующие стороны и утвердить сколько-нибудь устойчивое прекращение огня.
Россия, а также абхазские и югоосетинские власти постоянно обвиняют Грузию в концентрации войск в приграничной зоне и в подготовке новой агрессии. "В зонах, прилегающих к Южной Осетии и Абхазии, работают наблюдатели ЕС, они фиксируют, и мы тоже это фиксируем своими техническими средствами, наращивание присутствия грузинских силовых структур и грузинского спецназа вблизи границ Южной Осетии и Абхазии. Периодически случаются провокации. Нас это тревожит", - заявил глава МИД РФ Сергей Лавров (РИА Новости, 16 января). В ответ грузинские власти подписали 26-го января меморандум с миссией наблюдателей ЕС, обязавшись не размещать в зоне в 15 км от административных границ Абхазии и Южной Осетии более одного батальона военнослужащих и вооружения с орудиями калибра более 120-мм (т.е. танки, гаубицы и системы залпового огня). Наблюдатели ЕС подтвердили, что никакой концентрации грузинских войск они не видят. Из Цхинвали отвечают, что наблюдатели ЕС не хотят замечать "открытую подготовку к очередной вооруженной агрессии со стороны Грузии" (Интерфакс, 9 февраля).
На прошлой неделе президент Южной Осетии Эдуард Кокойты вновь заявил, что наблюдатели не мешают Грузии строить огневые позиции у границ Южной Осетии, что "в общей сложности в зоне конфликта с грузинской стороны находится около 2500 вооруженных людей", а наблюдатели ЕС "способствуют осложнению ситуации" (РИА Новости, 6 марта). Пока взаимные обвинения и провокации не привели к серьезной эскалации, но что может случиться к лету, когда погода позволит начать войну, и политическая ситуация может еще более осложниться?
В Грузии нарастает внутриполитический кризис. Многочисленные оппозиционные движения, почти ни в чем другом друг с другом не согласные, требуют немедленной отставки Саакашвили, досрочных парламентских и президентских выборов, угрожают начать массовые протесты. Сам Саакашвили никуда уходить не собирается. Поскольку в прошлом году в январе уже были президентские, а в мае - парламентские выборы, трудно представить, как конституционным путем оппозиция может добиться искомого. По опросам общественного мнения грузинское общество расколото, и ни у Саакашвили, ни у его противников нет явного превосходства. Парламентская оппозиция требования немедленной смены власти не поддерживает. На прошлой неделе, на конференции в Риге лидер парламентского меньшинства и Христианско-демократического движения Георгий Таргамадзе заявил, что опасно загонять Саакашвили в угол, что требования его отставки неприемлемы, Грузии нужна не "революция, а модернизация", что правительство и оппозиция должны работать вместе по изменению конституции и усилению роли парламента. По мнению Таргамадзе, у оппозиции нет ни конституционных, ни силовых возможностей смести Саакашвили, а "Россия попытается вынудить нас как-нибудь за нее сделать ее дело, и натравить нас друг на друга".
Новый молодой и популярный деятель оппозиции, бывший посол в ООН Ираклий Аласания также осторожен. В Риге он говорил о том, что часть оппозиции может составить коалицию, что Саакашвили, конечно, не уйдет, но "можно попытаться с ним договориться о постепенной эволюции режима, об усилении роли парламента, о ликвидации сверхпрезидентской республики". Но уже через пару дней в Тбилиси тот же Аласания высказался более жестко об усилении давления на режим, об образовании региональных штабов, для проведения некого "народного плебисцита" о смене режима (Новости-Грузия, 6 марта). Многие в Тбилиси полагают, что в Вашингтоне уже, мол, решили сменить дискредитированного Саакашвили милым, интеллигентным, хорошо образованными и дипломатичным Аласанией. Но пока он для того еще слишком молод.
О том, следует ли всерьез опасаться возобновления полномасштабных боевых действий, в Тбилиси разногласий не меньше, чем по любому другому поводу, в том числе и внутри правительства. В Риге вице-премьер и госминистр по евроатлантической интеграции, бывший министр обороны Георгий Барамидзе сказал мне, что видит множество аргументов, почему Россия может возобновить "агрессию", и не видит серьезных аргументов против. На конференции Барамидзе заявил, что "Россия может воспользоваться нестабильностью в Грузии для нового нападения". Министр обороны Грузии Давид Сихарулидзе заявил в Тбилиси, что расположенные в Абхазии и Южной Осетии российские войска "серьезно" угрожают безопасности Грузии: "Мы должны подготовиться, чтобы защитить нашу родину от вторжения» (AFP, 6 марта).
В то же время, выступая в Тбилиси 6-го марта на ТВ канале "Рустави-2", всесильный глава МВД Грузии Вано Мерабишвили утверждал, что новая война с Россией "практически исключена", потому что "в России очень глубокий кризис", а сама эта тема "подброшена со стороны русских", чтобы запугивать народ и потенциальных инвесторов. По мнению Мерабишвили, его полицейские пресекут любые насильственные действия и "провокации" в случае массовых протестов оппозиции: "У нас имеются достаточно ресурсов, чтобы предотвратить любое незаконное военное действие". В этом Мерабишвили надо верить. Спецназ МВД действительно хорошо подготовлен на случай массовых беспорядков, лоялен руководству и, несомненно, будет выполнять приказы.
В России нет, конечно, той отчаянной разноголосицы и публичных внутренних раздоров, традиционно свойственных Грузии. Например, на прошлой неделе в правительственной "Российской газете" председатель международного комитета Госдумы Константин Косачев напечатал вполне взвешенную статью о том, что это неправда, будто Россия одержима желанием заполучить (вернуть) "Грузию с Саакашвили во главе в зону своего влияния и ответственности". Речь идет, оказывается "о весьма конкретных вещах: о перспективах размещения оружия, о положении русскоязычного населения, о возможности повторения агрессии". Это, по мнению Косачева, "не вопросы влияния, а естественная ответная реакция на чужие действия, затрагивающие наши интересы" (РГ, 3 марта). Впрочем, режимы меняются, полагает Косачев, а грузинский народ остается нам близким, православно-единоверным и, кстати, по большей части русскоязычным.
В августе Россия благородно спасла осетин, которые попали в военную передрягу, и заодно абхазов, на которых никто не нападал. Вскоре, может появиться новая благородная цель - спасти от режима Саакашвили и его полиции дружественный грузинский народ, если власти, скажем, вправду применят газ и водометы против оппозиции, как в ноябре 2007-го. В августе это назвали "принуждением к миру", как НАТО против сербов, теперь можно "смена диктаторского режима", как американцы в Ираке. Тем более, если продолжатся взаимные провокации, в которых могут пострадать наши военнослужащие в Абхазии или Южной Осетии.
В принципе новую войну еще можно предотвратить, если западные посредники смогут убедить прежде все стороны согласиться на реальное разведение войск, создание демилитаризованных зон, укрепление мандата международных наблюдателей, увеличения их численности, зоны ответственности и разрешения носить оружие для поддержания правопорядка. Надо, чтобы грузины как-нибудь без драки нашли внутриполитический компромисс, в Москве поняли, что нынешняя политическая линия на Кавказе зашла в тупик и никак не служат нашим "интересам", а власти в Сухуми и в Цхинвали одновременно перестали провоцировать из-за мелких кланово-коммерческих нужд новую конфронтацию. Кроме того, в западных столицах должны осознать степень угрозы и начать действовать на высшем уровне, забыв на время о других важных проблемах. Короче, требуется чудо.

http://georgica.net/analitic/?page=ru&id=260

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by gobe » 11 მარ 2009, 15:01

ლეონტი wrote:...ცხონებული ბებიაჩემი ხშირად იმეორებდა:
ვისაც საქართველოს ძუძუ აქვს ნაწოვი და ამ მიწის მადლი აქვს მიღებული და საქართველოს წინააღმდეგ სიტყვა თქვას , სისხლად ამოანთხიოსო.
მეც დავემოწმები.
ამინ.
ლეონტი,

შენ გენაცვალე!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]