Page 1 of 28

KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Posted: 11 აგვ 2008, 13:50
by Varvara
მათ, ვისაც სურვი აქვს დახმარება გაუწიოს დევნილ მოსახლეობას!

ვისაც სურვილი გაქვთ დახმარება გაუწიოთ დევნილ მოსახლეობას, შეგიძლიათ მომართოთ ფონდს ”ღია საზოგადოება - საქართველო”!

მომართეთ ფონდის ”ღია საზოგადოება - საქართველო” ცხელ ხაზს, სადაც იკრიბება ინფორმაცია იმის თაობაზე თუ ვინ, რა სახით და სად საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას.

ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენთან იქმნება მონაცემთა ბაზა, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება დევნილი მოსახლეობისათვის კოორდინირებული დახმარების გაწევა.

ამისათვის გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არიან განთავსებული დევნილები და კონკრეტულად რაში სჭირდებათ დახმარება.

ასევე, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ ნებისმიერი სახით დაეხმაროთ დევნილ მოსახლეობას (ფიზიკურად თუ მატერიალურად) გთხოვთ, მოგვმართოთ ამავე ცხელი ხაზის საშუალებით და ჩვენ მოგაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას და მისამართს, დევნილთათვის დახმარების გასაწევად.

ფონდის ”ღია საზოგადოება - საქართველო” ცხელი ხაზი:

ელექტრონული ფოსტა: tushishvili@osgf.ge
ოფისის ტელეფონები (10:00 - 13:00 სთ.; 14:00-18:00 სთ.):
(+995 32) 25 05 92;
(+995 32) 25 05 93;
ფაქსი - (+995 32) 29 10 52
მობილური ტელეფონები (24 საათის განმავლობაში):
(+995 77) 47 11 63 თიკო
(+995 77) 41 41 28 ირინა
(+995 99) 50 84 73 ნინო

KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Posted: 11 აგვ 2008, 13:51
by bususa
Varvara


ჩვენ შევეცაადოთ რაც შეგვიძლია... თქვენი აზრიც დაწერეთ ვინ რას ფიქრობთ ამაზე... ერთობლივად რომ შევძლოთ რამე ... :?

KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Posted: 11 აგვ 2008, 14:51
by Naia
იქნებ მართლა გავაკეთოთ რამე ერთობლივად. საპატრიარქოც აკეთებს მსგავს ღონისძიებებს. ჯერ-ჯერობით რაც ვიცი, საპატრიარქო დევნილების სახლებში შეფარებას ითხოვს.

KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Posted: 11 აგვ 2008, 15:07
by Mta Mkvarebia
Mta Mkvarebia wrote:რადგან ფორუმზე ორი ერთნაირი შინაარსის თემა იყო: "კარავი რუს-საქართველოს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ" და "დავეხმაროთ ქართულ ჯარს ცხინვალში", რომელთა მთავარი იდეა იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებაა, ეს ორი თემა გავაერთიანე. ნელ-ნლა წავშლი პოსტებს, რომლებიც ამ გაერთიანებული თემის მთავარ მიზანთან კავშირში არაა და შეიძლება თემების გაერთიანების გამო აქ შემომსვლელი მომხმარებელი დაებნია.

bususa
როგორ წარმოგიდგენია, როგორ უნდა მივაწოდოთ ჯარს დახმარება ? :roll:
თუ ვცდები მომიტევეთ, მაგრამ, მე როგორც მესმის, ჯარის შიმშილი იმ კრიტიკულ დღეებში იმით კი არ იყო გამოწვეული რომ მთავრობას მათი გამოსაკვები ფული არა ჰქონდა, არამედ მათთვის პროდუქტების მიწოდების სირთულით. მე სამთავრობო ჯარის ნაწილებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში და არა რეზერვისტებს. თან რეზერვისტების ძირითადი ნაწილი უკან დაბრუნდა როგორც ვიცი.

Varvara
Naia

ეს მართლა განხორციელებადია. ძალიან კარგი იდეაა, მეც თქვენს გვერდით მიგულეთ.

KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Posted: 11 აგვ 2008, 15:14
by Archil
ეს მომივიდა ეხლახანს

[3:12:37 PM] lullyloll says: [3:12:27 PM] Shorena говорит: [14:56:23] Alexsander Glurjidze говорит: xalxno momisminet! Cxvarichamiiis mosaxleobam 500 mde ltolvili sheifara, gushin sofels gamoukvebia da dgeistvis araferi agar aqvt! arc tansacmeli arc sachmeli! kvelas gevedrebit, visac risi sashualeba gaqvt, davexmarot chven tanamemamuleebs da nikoladzis 16 nomershi visac risi sashualeba gaqvt, sul mcirec ki, gavigot im xalxistvis! chemi nomeria 893 73 15 14 am nomerze damireket! gtxovt gaavrcelot es informacia sascrafod, zogi mdzimedaa!!

KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Posted: 11 აგვ 2008, 15:37
by Naia
ახლა დავრეკე მერიის ცხელ ხაზზე: 378337

დევნილების დასახმარებლად შეგიძლიათ მოიტანოთ სურსათი და ტანსაცმელი და დატოვოთ მერიის შენობაშიო (ყოფილი შრომის სასახლე).

თუ სურვილი გაქვთ, შევიკრიბოთ და ორგანიზებულად მივიტანოთ ჩვენი დახმარება. შეგვიძლია თანხა ავკრიბოთ და ისე ვიყიდოთ საჭირო სურსათი. აგრეთვე სახლში მოვძებნოთ ზედმეტი ტანსაცმელ-ფეხსაცმელი და დევნილებს მივუტანოთ

KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Posted: 11 აგვ 2008, 16:21
by Archil
1. მიდიხართ მიცკევიჩის 29ა-ში, მიცკევიჩის ბოლოშია, საირმის ასახვევთან, მეორე სართულზე.

2. მერიაში დარეკვას აზრი არ აქვს, მაინც ვერ გაგცემენ ზუსტ პასუხს, მე პირდაპირ მიცკევიჩზე დამამისამართეს.

3. დევნილებს ჭირდებათ აბსოლუტურად ყველაფერი, საჭმელი, ტანისამოსი, ჰიგიენის საშუალებები, პირველადი მოხმარების საგნები.

4. ჩამოგიწერთ მიახლოებით სიას რისი მიტანა შეგიძლიათ:

ტანისამოსი:

რაც გაქვთ და არ გენანებათ ყველაფერი და ყველანაირი, მთლად ზამთრის ქურთუკები მემგონი ჯერ არ ჭირდებათ, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი. ქალების, კაცების და რაც მთავარია ბავშვების, ძალიან ბევრი ბავშვიაო, ყველა ასაკის, მათ შორის თოთო ბავშვები.

თეთრეული:

ძალიან ჭირდებათ. თეთრეული, პირსახოცები, პლედები, საბნები, თუ გაქვთ და შეგიძლიათ ლეიბები.

ჰიგიენის და პირველადი მოხმარების საგნები:

საპონი, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდი, ასანთი.

პროდუქტი:

შაქარი, ჩაი, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, მანის ქაში, კონსერვები ყველანაირი, ტუშონკები, ძეხვეული, მოკლედ ყველაფერი ისეთი რაც შეიძლება მალფუჭებადი არ იყოს და ოჯახებს დაუნაწილონ. პურის მიტანაზე გვითხრეს რომ თუ უნდა იყიდოთ არ გინდათო, ჯობია სხვა რაღაცეები იყიდოთ, პურით ქარხნები მოგვამარაგებენო. ასევე გვთხოვეს მიგვეტანა წყალი.

ბავშვებისთვის:

დევნილებში არის ძალიან ბევრი ბავშვი, მათ შორის თოთო ბავშვები და რამოდენიმე თვის ჩვილები. შესაბამისად შეგიძლიათ მიიტანოთ მათთვის რძის ფხვნილი, პატარა ბავშვების ფაფები, ლაპარაკია ჩვილი ბავშვებისთვის, 4-6 თვის და ა.შ. პამპარსები და ბავშვის ჰიგიენური საშუალებები.

KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Posted: 11 აგვ 2008, 16:38
by Nini_A
მოგესალმებით ყველას, გთხოვთ შეგროვილ დახმარებას სახელმწიფო სტრუქტურებს ნუ მიაწოდებთ, დაფიქსირდა შემთხვევა რუსთავში სტამბულის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში ჩააბარეს დევნილებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება. ვფიქრობთ, არასამთავრობო სექტორი ამ მხრივ საიმედოა. ასევე, უპრიანი იქნება, თუკი ჩვენს მიერ მოგროვილ დახმარებას უშუალოდ ჩვენ თვითონ მივიტანთ ადგილზე - მიცკევიჩის 29ა-ში. შევუთანხმდეთ ერთმანეთს, როდის მივიდეთ ადგილზე.

მე მირჩევნია საღამოს 19:00 საათიდან. ამ დროს ყველას გვცალია. :roll:

KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Posted: 11 აგვ 2008, 17:42
by bususa
თქვით ხალხო სად შევიკრიბოთ, და რამეს მოვახერხებთ ალბათ ყველა.... ვისაც რა შეგვიძლია...

Mta Mkvarebia
საპატრიარქომ მიაწოდა საკვები გორში უკვე, ასე რომ ეს არ ეხება მხოლოდ ცხელ წერტილში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს... აქაც უამრავი გვყავს მისახედი ...

მოიფიქრეთ ხალხო სად და როდის შევიკრიბოთ ... და სხვებსაც გააგებინეთ... აქ უამრავი ადამიანი შემოდის მაგრამ რეგისტრაციის უქონლობის გამო ვერ წერენ ვერაფერს... რაც უფრო მალე დავწერთ რას ვაპირებთ, მით უკეთესი ...

ME - NINI ARABULI

მასე სჯობს... მეც მცალია...

KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Posted: 11 აგვ 2008, 17:56
by ნინი_85
აუცილებლად შევიკრიბოთ, მე რასაც შევძლებ წამოვიღებ.

გაუკეთეთ ვინმემ ორგანიზება.

KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Posted: 11 აგვ 2008, 19:31
by bususa
ხვალისათვის რომ შევიკრიბოთ რას ფიქრობთ ამაზე? დღეს კიდე წაიკითხავენ და ხვალ ასე საღამოს 7 სთ_თვის შევიკრიბოთ (ამ დროს ყველას სცალია) ...

დაწერეთ ყველამ ვინც რას ფიქრობთ....

KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Posted: 11 აგვ 2008, 19:34
by ნინი_85
bususa wrote:ხვალისათვის რომ შევიკრიბოთ რას ფიქრობთ ამაზე? დღეს კიდე წაიკითხავენ და ხვალ ასე საღამოს 7 სთ_თვის შევიკრიბოთ (ამ დროს ყველას სცალია) ...

დაწერეთ ყველამ ვინც რას ფიქრობთ....
შევიკრიბოთ ხვალ, საღამოს 7 საათზე, მერიის შენობასთან.

KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Posted: 11 აგვ 2008, 19:40
by megzuri
Archil wrote:ჩვენი ჯარი ცხინვალში აღარაა... ასე რომ...

სხვა მხრივ კი რაც შეგვიძლია, უნდა ვქნათ, ბუნებრივია...
magashi darcmunebuli xar? chveni jari rom gamoyvanilia mtlianad? hmmmm

KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Posted: 11 აგვ 2008, 20:17
by megzuri
ხალხო დავეხმაროთ რითIც შესაძლებელი იქნება. როგროც ვიცი ჯარის

ნაწილი ისევ იქ იმყოპება და საკვები ესაჩიროება.ეგ ალბათ სამინისროს

დონეზე იქნება გადასაწყვეტი სად და როგრო შეიძლება მათთვის დახმარების

გაწევა,ხვალ შევხვდეთ ყველანი 7 საათზე და გადავწყვიტოთ ტუნდაც

სოპლებიდან ჭამოსულ მოსახლეობას როგორ დავეხმაროთ.რისი

შესაძლებლობაც იქნება:საჭმელი,ტანსაცმელი,ფეხსაცმელი.ყველაფერი

საჭიროა ეხლა და გამოსაყენებელი...

KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Posted: 12 აგვ 2008, 11:14
by megzuri
vinmem gauketet organizeba an rac ki da ritic shegvidzlia ,rom

davexmarot ertad tu ver shevdzlebt calcalke cavugot...