ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ARCHILI » 13 აგვ 2008, 00:18

Tamari-ch.



ვაფიქსირებ თქვენს მიმართ პატივისცემას, მაგრამ... მაგის (რუსულ საიტებზე ამონარიდს ვგულისხმობ) იდეატორი და შემდგენელი მეტიჩარაა და მეტი არაფერი... ცოტა მეტი გონიერება გვმართებს ეგეთი რამე რომ არ გავავრცელოთ...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Tamari-ch. » 13 აგვ 2008, 00:24

მომივიდა მესიჯი გაავრცელეო

ისე რატომ?

oto
ბოდიალა
Posts: 161
Joined: 29 აპრ 2007, 22:44
Location: Tbilisi
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by oto » 13 აგვ 2008, 01:12

ARCHIL_i wrote:

ახლა... ამ წუთებში რუსთაველზე სიმღერებისა და ტაშის დაკვრის ხმა ისმის -
სამაჩაბლოს ტყეებში კი დაჭრილი ვაჟკაცები უიმედოდ ელიან დახმარებას...

ამ წუთებში ჩვენი თანამდებობის პირები ზურგში გამაგრებულები და დაიმედებულები საკუთარი უსაფრთხოებითა და თანამდებობების შენარჩუნებით გახალისებულები მიკროფონებთან ხარობენ - გორში, კარალეთში, ტყვიავში, ტირძნისში და ჯერ კიდევ ხალხიან სოფლებში ჩვენს მშობლებს-დედებს აწიოკებენ...

ახლა რუსთაველზე ხალხი დღესასწაულობს, თითქოს გამარჯვებულები ყოფილიყვნენ რამეში - ქართული სოფლებიდან დევნილი დედები, მამები, დები და ძმები კი უსახლკაროდ არიან დარჩენილები და ცრემლშეუშრობლად დასტირიან თავიანთ დაუსაფლავებელ მიცვალებულებს...

ახლა თბილი განათებულ-გახარებულია უმიზნოდ და ბეცად - ჩვენი ქართლი კი ნამსხვრევებში კვამლს უკანასკნელი ამოოხვრასავით აყოლებს ცას... ჩვენი მიცვალებულები კი მიწას ელიან, რომელიც ჯერ კიდევ არ აყრიათ...

ახლა აქ ზარ-ზეიმით ხვდებიან დამპყრობლების დამქაშებს - ჩვენს გვერდით კი ასობით ოჯახში კუბოებში ჩაწვენილ 20-22 წლის ბიჭების არიან ჩამომხობილები მათი მშობლები... ჩუმად ტირიან, იქვე სხვა ოჯახებშიც უამრავი ჩვენი ძმაა დასვენებული...

ახლა ჩვენი უსირცხვილო ვითომ პოეტები, ვითომ მომღერლები, ვითომ მოღვაწეები გლოვის სცენას საკუთარ ბენეფისად იყენებენ - მთელი საქართველო კი დაბომბილ-დანგრეულია...

ამათ სიმღერას ახლა გადამთვრალი კაზაკ-ჩეჩენ-რუსები ღრეობის შემდგომ ცეკვა-თამაშებში იყენებენ... დაგვცინიან... დაგვხარხარებენ...

ახლა ღმერთი ტირის, ამდენი ახალგაზრდის სიკვდილს გლოვობს... თავისკენ იხმობს... ახლა გლოვის დროა... ახლა ცრემლის დროა... ახლა სიკვდილია ამ ქვეყანაში... ფიზიკურიც, მორალურიც, სულიერიც...

ასეთ დროს ეშმაკები ხარხარებენ მხოლოდ... ასეთ დროს ეშმაკის მოციქულები მღერიან ხოლმე... ასეთ დროს ეშმაკის დამქაშები უკრავენ ხოლმე ტაშს...

ახლა დუმილი უნდა იყოს... ახლა სიკვდილის საათია... ახლა ვედრებისა და ლოცვის საათია...

+1000000

ზატო ეხლა ხო შევალთ ნატოში.ამათი დედა მოვ......ან მე (ბოდიში ქალბატონებთან)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Naia » 13 აგვ 2008, 05:53

popins wrote:
Tamari-ch. wrote:ახლა არაა დრო მთავრობას აუჯანყდეთ -
სწორედ ეს უნდათ რუსებს და ამისათვის შემოვიდნენ აქ.

ამით მაინც არაფერი ეშველება უკვე ამ საქმეს.

ახლა მართლა ერთად უნდა ვიდგეთ და ვამხნევოთ ერთმანეთი.

ისე კი ვინმემ უთხარს იმ ღნავილის ორგანიზატორებს შინაურულად,
რომ არაა ეს ლამაზი.
და იქნებ და რამოდენიმე ან სულაც ერთი კაცის შეცდომების გამო ვისჯებით ასე.

ვინმემ თქვაა სადმე ყურაშვილი სად არის?

ვინმე რამეს გეუბნება საერთოდ?ცენზურა უნდა იმას რამდენია მსხვერპლი?
ყურაშვილი ცოცხალია

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Naia » 13 აგვ 2008, 06:00

Tamari-ch.
სისულელეა ეს ბოიკოტი. ამით შენს თავს უფრო ავნებ... რუსულ დაზვერვას ვინც სჭირდება, მასზე ინფორმაციას ნებისმიერ ვარიანტში მოძებნის, არ გაუჭირდება. მე ყოველდღიურად ვიყენებ რამდენიმე რუსულ საიტს და ახლაც მოუთმენლად ველი როდის ამუშავდებიან

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 აგვ 2008, 07:07

რუსეთ-საქართველოს ომი, მგონი, დასრულდა.
თუ კრემლმა ისევ არ აურია.
2008ის 7-12 აგვისტოს მოვლენებს ისტორია ზუსტ სახელს დაარქმევს.
დიდი გულისტკივილით მინდა ვთქვა,
რომ რუსეთმა მაინც ვერაგულად ჩაგვითრია პროვოკაციებში და ამით, კინაღამ მთელი საქართველო დაიპყრო.
არადა, ჩვენი ქვეყანა ამ ომისთვის მორალუარადაც კი არ იყო მზად.

დღევანდელი ვითარებით, გადავრჩით. ჯერ კიდევ ბუნდოვანია კოდორის ამბები.
ღმერთმა ქნას, რომ ოკუპანტები იქ არ იყვნენ.

ძნ განვიცდი, რომ შორიდან მიწევს ლაპარაკი...
ნეტავ მანდ ვყოფილიყავი...
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითოეული ჭურვი პირადად მე მხვდებოდა სხეულს ტკივილებისგან მიფლეთავდა...

ახლა ამის დრო არ არის.

მხნედ უნდა ვიყოთ და საქართველო ჩვენვე ავაშენოთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by navigator » 13 აგვ 2008, 07:11

GAMARJOBA SAKARTVELO
კოდორის ხეობაში ბუნდოვანია მხოლოდ რუსის და აფხაზის რაოდენობა, სხვა ყველაფერი ნათელია :( კოდორი დაკარგულია გოგა.
ასევე ბუნდოვანია მისი დაბრუნების პერსპექტივები.
აცხა ღორებო Image

User avatar
chamoxeuli bilbordebi
MoDiGLiaNi
Posts: 868
Joined: 29 ოქტ 2007, 01:14
Location: Jამაიკა
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by chamoxeuli bilbordebi » 13 აგვ 2008, 11:01

Image[/URL]


Image


Image


Image



Image
წითელი, ყვითელი, მწვანეImage

User avatar
chamoxeuli bilbordebi
MoDiGLiaNi
Posts: 868
Joined: 29 ოქტ 2007, 01:14
Location: Jამაიკა
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by chamoxeuli bilbordebi » 13 აგვ 2008, 11:16

Image[/url]
Image
Image
Image
Image
Image
წითელი, ყვითელი, მწვანეImage


User avatar
chamoxeuli bilbordebi
MoDiGLiaNi
Posts: 868
Joined: 29 ოქტ 2007, 01:14
Location: Jამაიკა
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by chamoxeuli bilbordebi » 13 აგვ 2008, 11:18

Image[/url]


Image


Image
წითელი, ყვითელი, მწვანეImage


User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Gvalva » 13 აგვ 2008, 13:57

ეხლა მოდერატორობის ნერვები არავის აქვს!

კიდევ ერთხელ გთხოვთ, კარგად დაფიქრდით სანამ დაწერთ!

წინააღმდე შემთხვევაში ფორუმს გავხდი Read Only-ს და ვეღარც ერთმანეთის ამბებს გავიგებთ და ვერც სხვებისას

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Naia » 13 აგვ 2008, 20:35

რუსეთის მთავრობაში განხეთქილებაა. ვისაც საღი აზრი შერჩა, ყველა შეშფოთებულია დიდი რვიანიდან რუსეთის შესაძლო გარიცხვისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის არ მიღების გამო. გარდა ამისა, როგორც ჩანს გაიაზრეს, რომ რუსეთს წინ სერიოზული ეკონომიკური სანქციები ელის.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Naia » 13 აგვ 2008, 20:37

ხალხ, ვინც რა არ უნდა თქვას, რუსეთის ძალები თბილისში არ შემოვლენ!

ამჟამად, ისინი ხალხში პანიკის დათესვას ცდილობენ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]