GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ნოე 2009, 01:39

იცი, რა, კაცი ქალის სდღეგრძელოს ამბობს, მისთვის ტრანსპორტში ადგილის დათმობაც უნდა შეეძლოს.
იმ 6 მუტრუკს, ნაშუადღევს 2 ქალს ადგილი რომ არ დაუთმო, სულ მცირე, 6ჯერ მაინც მიუძღვნია დითირამბი ქალებისთვის.
სად წიღეს ის გონება, ლამაზ-ლამაზი სიტყვები რომ ათქმევინა?
სირცხვილია, სირცხვილი...

შეიძლება, მე აღვიზარდე სხვა ზნეობით, არ ვიცი, და სულაც არ არის სირცხვილი,
1ს ფიქრობდე, მე2ს ამბობდე, მე3ს აკეთებდე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by lama » 21 ნოე 2009, 11:36

GAMARJOBA SAKARTVELO wrote: 1ს ფიქრობდე, მე2ს ამბობდე, მე3ს აკეთებდე
ნამდვილად მართალია, რასაც ამბობ

გეთანხმები ორივე ხელით

მეზიზღება ასეთი ხალხი :twisted: :twisted: :twisted: :twisted:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by ARCHILI » 21 ნოე 2009, 12:34

დიდო და ნეტარო ძმაო, ახალ შეგონებებს ველით!!!

:roll:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 ნოე 2009, 10:21

lama wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: 1ს ფიქრობდე, მე2ს ამბობდე, მე3ს აკეთებდე
ნამდვილად მართალია, რასაც ამბობ

გეთანხმები ორივე ხელით

მეზიზღება ასეთი ხალხი :twisted: :twisted: :twisted: :twisted:
არადა, ქართველები წესიერნი და სიტყვის დამცველნი იყვნენ.
პირგატეხილობა და ცბიერება რა მოსატანი იყო. ახლ კიდევ რა ხდება, ზოგი PMში დათაფლულ წერილს
იწერება, საჯაროდ კი გლანძღავს.
ეგეთი ადამინის არც მეგობრობის მჯერა, არც ნიანგის ცრემლების, არც ურთი1ობის სურვილი
მაქვს და არც სადღეგრძელოების მეგულწრფელება.
მომრავლდა ცბიერება და 2პირობა.
თუმცა, იმედიანად ვარ, რადგან ეგ ჩვენი გენისთვს უცხოა, სარეველაა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 ნოე 2009, 10:24

სა1ოდ, სარეველა მაშინ ჩნდება, თუ მბარველის ბარი ხელში არა აქვს.
1 ბარის დარტყმითაც ორმო არ ამოიღება...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by ლეონტი » 22 ნოე 2009, 11:36

lama wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: 1ს ფიქრობდე, მე2ს ამბობდე, მე3ს აკეთებდე
ნამდვილად მართალია, რასაც ამბობ



მეზიზღება ასეთი ხალხი :twisted: :twisted: :twisted: :twisted:
ზიზღი ცუდი გრძნობაა და მის მფლობელს აზიანებს.(ხშირად საზიზღარს ხდის)
(სიბრძნე-შეგონება.)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by ლეონტი » 22 ნოე 2009, 11:39

ARCHILI wrote:დიდო და ნეტარო ძმაო, ახალ შეგონებებს ველით!!!

:roll:
ეს ფრაზე ესე უნდა წარმოსთქვა:

"ჰოი!! დიდო და ნეტარო ძმაო, ახალ შეგონებებს ველით!!!"
და პირქვე დაემხო.

(სიბრძნე-შეგონება.)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by ლეონტი » 22 ნოე 2009, 11:42

lama wrote:
გეთანხმები ორივე ხელით
ხმის მისაცემად 1 ხელიც საკმარისია.
2 ხელის აწევა კი ხმების გაყალბებაა, კარუსელი.

(შეგონება)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by ლეონტი » 22 ნოე 2009, 11:44

!!!!!
Last edited by ლეონტი on 22 ნოე 2009, 19:39, edited 1 time in total.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5255
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by Makena » 22 ნოე 2009, 11:57

GAMARJOBA SAKARTVELO
საზოგადოების გარკვეული ნაწილი უზრდელია, ყეყეჩი და ავყია... სამწუხაროდ ამ ნაწილის ხელახლა აღზრდა და მათი ხასიათის გამოცვლა ფაქტიურად შეუძლებელია, არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა....

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 დეკ 2009, 00:17

ძნ მინდა, გთხოვოთ, რომ საახალწლოდ არ დაიდგათ მოჭრილი ნაძვის ხე.
თუ მაინც და მაინც, ბუნებრივი ნაძვის ხით გინდათ საახალწლო
განწყობის გალამაზება, ქოთნის ნაძვის ხე დაიდგით.
გმადლობთ ბუნების მოფრთხილებისთვის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by Falcon » 30 დეკ 2009, 23:24

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ჩემი ნება რომ იყოს, სა1ოდ ავკრძალავდი ცელოფნის პარკებს და მათ ნაცვლად ქაღალდის პარკებს გავყიდდი.
ბუნებისთვის ეს დიდი შეღავათი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდის გამო, ბევრი ტყე მოიჭრებოდა.
ტყის გამრავლება ადვილია, ცელოფნის პარკისგან მიღებული ზიანის გამოსწორება (ნიადაგში ჩარჩენა ან დაწვა) - რთული
გეთანხმები, ცელოფანს ქაღალდის პარკები სჯობს, თუმცა "ტყის გამრავლება ადვილია" მიდგომა მთლად მართებული არაა. ტყე შეიძლება იმით იყოს ღირებული რომ ხელუხლებელი და ბუნებრივია და არა ხელოვნურად გაშენებული (საქართველოში ჯერ კიდევ უნდა იყოს შემორჩენილი ასეთი ტყეები). თუმცა, კიდევ ერთხელ - ქაღალდი ყველა შემთხვევაში უკეთესია ვიდრე ცელოფანი. ;)

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by Falcon » 30 დეკ 2009, 23:26

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოში სამუშაო საათს დილის 8ზე (ყველაზე დიდი 9 სთზე) დავიწყებდი და 4ზე დავასრულებდი.
თუ ასე იქნება, შრომის ნაყოფიერებისა და დროის განაწილების სიკეთე მერე უნდა ნახოთ
სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე 9-ზე ვიწყებ :D

...თუმცა 6ზე ვამთავრებ :roll:

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by Falcon » 30 დეკ 2009, 23:28

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ასე მგონია, უსაფრთხოების ღვედები მხოლოდ გზატკეცილზე კი არა, ქალაქშიც საჭიროა
10000% გეთანხმები.

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by Falcon » 31 დეკ 2009, 00:03

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:რადგან თბილისზე სიტყვა ჩამომივარდა, ვიტყვი, რომ ბევრ ქუჩაზე ჭადრის ხეს დაბალძირიანი
ხით ჩავანაცვლებდი. მაგალითად, ტირიფით, მარადმწვანე ხით ან იმავე ზეთისხილით, რომელიც
რუსთაველზე უკვე დაირგო.
ამოღებულ ჭადრებს კი სხვაგან დავრგავდი.
ქალაქში ჭადრები ალერგიულია და თანაც, რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირების მშვენიერ შენობებს ჩრდილავს.
მასივებში კი ცაცხვის ხეებს დავრგავდი. მეტად სასარგებლო და ჯანსაღი ხეა
საერთოდ ქალაქის გამწვანებაში ყველა სახეობის ხეს ვერ გამოიყენებ. ქალაქის მტვერს ყველა ვერ უძლებს და ხმება.

ჭადარი ერთ-ერთი იმ ხეთაგანია, რომელიც ქალაქის პირობებში, მტვერში (მერედა რა მტვერია ხოლმე თბილისში) ძლებს. კი, შეიძლება მოიძებნოს ხის სახეობა, რომელიც ჭადარს ჩაანაცვლებდა, მაგრამ აქ ერთი მომენტია კიდევ: ჭადარი რაღაცნაირად თბილისთან (თუ პირიქით - თბილისი ჭადართან) არის დაკავშირებული თუ ასოცირებული (როგორც მაგალითად წაბლი - კიევთან, თუ არ ვცდები). სიმღერაც არის თბილისზე, მაია ჯაბუა რომ მღერის მზიურში "როცა ჩაქრება ჭადრებში ლამპიონების ნათება, შენი წარსული ქალაქო მე თვალწინ დამეხატება..."

ალერგიას რაც შეეხება - კი, ბევრს შეიძლება მართლა ქონდეს ალრეგია (რასაც ქვია ალერგია), თუმცა, პირადად ბევრჯერ შევსწრებივარ, როდესაც, მაგალითად ვინმეს მცენარის ბუსუსი შეუვარდა ცხვირში და დააცემინა, და მაშინვე - უჰ, ალერგია მაქვს ამ ბუსუსუებზე. ეს არ არის ალერგია, ეს არის ორგანიზმის ნორმალური, თვდაცვითი რეაქცია ცხვირში მოხვედრილი უცხო სხეულის მოსაშორებლად. (ჰო მართლა, ისე ბუსუსები ოფს უფრო აქვს (და ისიც მდედრობით ხეებს) ვიდრე ჭადარს ;) ).

თუმცა არქიტექტურული ძეგლებიც არ უნდა იყოს დაფარული ხეებით. შეიძლება გასხვლით და ხეებისათვის სპეციალური ფორმის მიცემით ეშველოს ამას. არა??

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]