GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by burdula » 24 მარ 2009, 12:42

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ამას წინათ, ეს აზრი საჯაროდ გამოვხატე, მაგრამ რიგ მიზეზთა გამო, ჩემი სათქმელი ნაწილობრიბ გაურკვეველი გახდა.
ჰოდა, ახლა ვიტყვი:

დღეს საქართველოს გენოფონდს სერიოზული შემცირება ახასიათებს.
ამ ტემპების გათვალსიწინებით, 150 წლის შემდეგ, ქართველი ერი აღარ იარსებებს.
უცხოეთში წასულებსაც აღრევა ემუქრებათ.
პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა, ბევრი სოციალური პოგრამის გახორციელება.
კერძოდ, სახელმწიფო ყველა დაქორწინებულ წყვილს ოჯახის ინსტიტუტის განსამტკიცებლად, 1ჯერადი დახმარების სახით, 2-3 ათას ლარს უნდა აძლევდეს.
განქორწინების შემთხვევაში, ოჯახი ამ თანხას სახელმწიფოს უნდა უბრუნებდეს, რომ თავიდან
ავირიდოთ ყალბი ქორწინებები ან წვრილმან მიზეზთა გამო, განქორწინებები.
მეუღლის გარდაცვალება ამ თანხის უკან დაბრუნებას არ უნდა ითვალისწინებდეს.
ყოველი ბავშვის დაბადებისას სახელმწიფო ოჯახს 1 000-3 000 ლარს საჩუქრის სახით უნდა აძლევდეს.

ფულადი საჩუქრის მისაღებად, ოჯახი ან შეძენილი ბავშვის მშობელი, სახელმწიფოსგან
უყურადღებოდ რომ არ დარჩეს, წერილობით უნდა მიმართავდეს ადგილობრივ მმართველობებს.
თუ ოჯახი ისეთია, რომ ფული თავზე გადასდის, მან შესაძლოა, სახელმწიფოს არც მიმართოს.
ჰოდა, თუ არ მიმართავენ, დაწესებულებებიც ფულადი საჩუქრის გაცემაზე პასუხისმგებლები არც იქნებიან.

ცხადია, ეს იდეა დახევწას მოითხოვს.
დახვეწას და განხორციელებას,რაც არამგონია ჩვენმა სახელმწიფომ განახორციელოს :roll:
bag,music and a long road...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by Naia » 24 მარ 2009, 16:55

burdula
არადა რა კარგი იდეაა

უფრო მეტიც: კარგი იქნებოდა თუ სახელმწიფო მოახერხებდა ბანკების სუბსიდირებას, რათა მათ ახლადშექმნილ ოჯახებს ბინის შესაძენად დაბალ-პროცენტიანი იპოთეკური სესხი მისცენ.

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by burdula » 24 მარ 2009, 17:03

Naia
სუბსიდირება კი არა გამოფიტვა მოუწყვეს ბანკებს :roll: არადა მართლა მომეწონა იდეა
bag,music and a long road...

User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by Lola » 26 მარ 2009, 07:17

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ველოს მოსახლეობას საკუთარ კერიებში უფრო მიამაგრებდა.
წარმოიდგინეთ, ზუგდიდელი რომ ქუთაისის სასწავლებელში ისწავლიდა, საკუთარ სახლში
უფრო ხშირად შეძლებდა დაბრუნებას, ვიდრე, თბილისიდან.
არც აღმოსავლელებს გაუჭირდებოდათ ქუთაისში სიარული, რადგან ეს ქალაქი სამშობლოს შუაგულშია.
თბილისელებმა რა ვქნათ ბრატ? =))
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by Lola » 26 მარ 2009, 07:22

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:გაეროს გენმდივანი რომ ვიყო, წევრ ქვეყნებს მოვუწოდებდი, თვეში ან 3 თვეში 1ხელ 5 წუთით
მათ ტერიტორიაზე ყველა ფაბრიკა-ქარხნისა და მანქანის მუშაობა-მოძრაობა შეეჩერებინათ.
ამით გარემოს დავიცავდი.
აბა, წარმოიდგინეთ, 5 წუთში რამდენი გამონაბოლქვი იფრქვევა ატმოსფეროში,
რომელიც საყოველთაო დათბობის რისკს სულ უფრო ზრდის.
ისე, საქართველოდან რომ დაგვეწყო ეს პროცესი, ეგებ მაგალითი მიგვეცა ბევრისთვის.
ამასთან, აქცია ჩვენი ქვეყნის იმიჯსაც წაადგებოდა

საქართველო არ ვიცი მაგრამ მაგაზე მეც მიფიქრია...
სამყაროში სუუუუულ 1 საათით ყველა მანქანა და ქარხანა რო გაჩერდეს ამოვისუნთქებდითქო...
უსაქმურობას და ოცნებას რა ვუთხარ.......
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by Lola » 26 მარ 2009, 07:25

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:რადგან თბილისზე სიტყვა ჩამომივარდა, ვიტყვი, რომ ბევრ ქუჩაზე ჭადრის ხეს დაბალძირიანი
ხით ჩავანაცვლებდი. მაგალითად, ტირიფით, მარადმწვანე ხით ან იმავე ზეთისხილით, რომელიც
რუსთაველზე უკვე დაირგო.
ამოღებულ ჭადრებს კი სხვაგან დავრგავდი.
ქალაქში ჭადრები ალერგიულია და თანაც, რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირების მშვენიერ შენობებს ჩრდილავს.
მასივებში კი ცაცხვის ხეებს დავრგავდი. მეტად სასარგებლო და ჯანსაღი ხეა
ფართეფოთლოვანი ხეები ქალაქში უნდა იყოს.. ეკოსისტემისთვის ეგრე უკეთესია...
ლამაზიცაა...
და ვისაც ალერგია აქვს წამალი დალიოს..
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by Lola » 26 მარ 2009, 07:31

უსაქმურობას რა ვუთხარი ....
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by Lola » 26 მარ 2009, 07:33

ARCHILI


ჩემი კუმირი ხარ კი არადა...

ვაახ......




.
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by Lola » 26 მარ 2009, 07:44

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ბუნების მოყვარული ვარ.
ყველაფრიანად მწვანე ვარ.
ძნ მაწუხებს ცხოველების ბედი, განსაკუთრებით კი, ჩვენ მეგობრების. სულ გული მეთუთქება, როდესაც გზატკეცილებზე მანქნაგადავლილ ძაღლებს ვხედავ.
ეგრე ფიქრობს ჩემი მეზობელი (რომ გავუშვა მანქანა დაეჯახებაო)...
და აგერ უკვე 12 ძაღლი და 20 მდე კატა (ბოლო მონაცემებით) აუგროვდა სახლში..

მაგას გინდა მიბაძო? =))))
Last edited by Lola on 26 მარ 2009, 20:30, edited 1 time in total.
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 მარ 2009, 11:25

Lola wrote:უსაქმურობას რა ვუთხარი ....
ყველაზე დიდი უსაქმური ვერ, თორემ ამდენს რა დამწერინებდა?
შენც რა ყურადღებით წაგიკითხავს ყველაფერი.
გმადლობ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by Lola » 26 მარ 2009, 20:33

GAMARJOBA SAKARTVELO

შენ თუ ესე გააგრძელე მალე ჭურჭლის სარეცხებსაც აკრძალავ:
ქიმიაა და ქვიშით ვრეცხოთო....

Image
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 მარ 2009, 01:19

Lola wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

შენ თუ ესე გააგრძელე მალე ჭურჭლის სარეცხებსაც აკრძალავ:
ქიმიაა და ქვიშით ვრეცხოთო....

Image

ბუნებასთან მოპყრობის ზომიერების მომხრე ვარ.
არ შეიძლება, ას ეუკუნტროლოდ ჩეხო შეშა ან შვეულმფრენით ინადირო ან ყოველდღე ლოგინის თეთრეულს
ცვლიდე და რეცხავდე ან უსარგებლოდ ენთოს მთელი ღამე სადარბაზოს შუქი თუ ფასადის გარე
განათება ან წარამარა უცვლიდე კალაპოტს მდინარეეებს ან ყოველი ახალი წვრილმანის შეძენისას ცელოფნის
პარკს იყენედე ან ყოველ გასვლაში 1ჯერად ჭურჭელს ხმარობდე და ა.შ...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 სექ 2009, 05:25

მოვიკითხოთ და შევიძინოთ ქართული ნაწარმი.
ხელი შევუწყოთ ჩვენი თანამემამულეების შრომას, მათი ბიუჯეტის გაზრდას.
სირცხვილია, საქართველოში ჩინური ნიორი, ბულგარული მწნილი, რუსული წვენი, თურქული კარტოფილი,
მოლდავური ვაშლი, უკრაინული არაყი, ირანული კონსერვი უფრო დიდი ოდენობით რომ იყიდება.
მათი შემოტანის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მაშფოთებს ქართული ნაწარმის უგულვებელყოფის მასშტაბურობა.
ვერავინ დამაჯერებს, რომ ჩვენი ნაწარმი მათზე ნაკლებია.
თავს დავდებ, ბევრი რამითაც კი სჯობს.

ზუგდიდში ვიყავი. მეგრული ჩაი ვითხოვე. არ გვაქვსო.
სირცხვილია, სირცხვილი - "ლიპტონი" და "მარიამი" უხვად კი ჰქონდათ იმ და სხვა კაფეებში და
თავიანთ თანამემამულეების ხელის გამართვაზე კი სულ არ ფიქრობენ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 სექ 2009, 05:29

ავიაკომპანიები, როგორც წესი, ქვეყნის სავიზიტო ბარათია. ქართული ნაწარმის ბორტზე შეტანა მათ პოპულარიზებას უწყობს ხელს.
ამ მხრივ ჩვენი ავიაკომპანიები სცოდავენ.
ჰა-ჰა, მხოლოდ მინერალურ წყლებსა და ღვინოებს თუ ნახავთ.
დანარჩენი ნაწილი - კარაქი, ჯემი, ჩაის ნამცხვარი, ბოსტნეულიც კი, დაფასოებული შაქარი,
ყველი, უცხოეთიდან შემოტანილია.
ეს კიდევ 1 დასანანი და ვიტყოდი, არამამულიშვილური მიდგომაა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

Tikalo?!
მაწანწალა
Posts: 379
Joined: 01 ივლ 2008, 11:30
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by Tikalo?! » 04 სექ 2009, 09:43

GAMARJOBA SAKARTVELO
გოგოა გეთანხმები ბევრი რამითასც ჯობია ქართული ნაწარმი მაგრამ , როცა ტელევიზიით გამოდიან და აცხადებენ რომ ქართული კარაქში ასევე არაჟანში ვერ გაიგეს რა სახის ცხიმის შემცველბაა ნამდვილად ვეღარ იყიდი. ან ესე საჯაროდ არ უნდა მოხდეს ამის დემონსტრირება და ამ ნაწარმის რეალიზაციიდან ამოღება უნდა მოხდეს დაუყონებლივ ან რავიი რამე უნდა მოიფიქრონ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]