Page 1 of 22

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 12 ივნ 2008, 01:23
by GAMARJOBA SAKARTVELO
ესე იგი, ახლა რომ ვრეგისტრირდებოდე "კარავზე", იდეინს დავირქმევდი.
ბევრი იდეა მიტრიალებს თავში და სად წავიღო, არ ვიცი.
უ1ლესად, დრო არ მყოფნის, უფრო სწორად, დროს ვერ ვყოფნი...

ისე, ბევრი-ბევრი ბრწყინვალე ადამიანი შევიძინე "კარავზე" და რამდენიმე აზრის გახორციელება მათი მეშვეობით შევძელი.

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 12 ივნ 2008, 01:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჩემი ნება რომ იყოს, სა1ოდ ავკრძალავდი ცელოფნის პარკებს და მათ ნაცვლად ქაღალდის პარკებს გავყიდდი.
ბუნებისთვის ეს დიდი შეღავათი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდის გამო, ბევრი ტყე მოიჭრებოდა.
ტყის გამრავლება ადვილია, ცელოფნის პარკისგან მიღებული ზიანის გამოსწორება (ნიადაგში ჩარჩენა ან დაწვა) - რთული

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 12 ივნ 2008, 01:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
რა ვქნა, არაფრით მომწონს სიგარეტიანი კადრი.
ეს მოწევის არაპირდაპირი რეკლამაა.
ჰოდა, ვცდილობ, ასეთი ფოტო არ გადავიღო.
თუ შემთხვევით კადრში სიგარეტი ვინმეს გამოუჩნდა, ან სიგარეტს წავშლი, ან იმ ფოტოს

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 12 ივნ 2008, 01:37
by GAMARJOBA SAKARTVELO
საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ვიყო, საქართველოში აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის 2-3 ქვეყნის
საელჩოს გახსნაზე ვიზრუნებდი და მათ თავიანთი კონტინენტის ქვეყნების ვიზების გაცემის
წინადადებით მივმართავდი.

დღემდე ვერ გამიგია, საქართველოს მოქალაქე ბრაზილიის, კუბის, არგენტინის, მაროკოს, მოზამბიკის,
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ბევრი სხვა ქვეყნის ვიზას აქამდე მოსკოვში, კიევსა თუ ანკარაში რატომ უნდა იღებდეს

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 12 ივნ 2008, 01:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოში სამუშაო საათს დილის 8ზე (ყველაზე დიდი 9 სთზე) დავიწყებდი და 4ზე დავასრულებდი.
თუ ასე იქნება, შრომის ნაყოფიერებისა და დროის განაწილების სიკეთე მერე უნდა ნახოთ

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 12 ივნ 2008, 01:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
ცოტა მეტი ფხა რომ მქონდეს, ქართულ სასმელ წყალს აზიისა და აფრიკის ქვეყნებში გავიტანდი. იქ ამის დიდი მოთხოვნილებაა.
სულ არ მჭირდება ევროკავშირის ბაზარი.
ჰო, და უ1ლესად, წყლის მიწოდებას ერაყით დავიწყებდი.

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 12 ივნ 2008, 01:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
რა ვქნა, ძნ მინდა, საქართველომ ერთ რამეში მაინც დაამყაროს მსოფლიო რეკორდი.
მაგალითად, ბათუმში მსოფლიოში ყველაზე დიდი საახალწლო ნაძვის ხე დადგან.
თავად ქალაქის ტურისტულ იმიჯსაც დიდად წაადგებოდა

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 12 ივნ 2008, 01:56
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჰო, ბათუმზე გამახსენდა:
ახლა ბათუმი, პრაქტიკულად, 1 სეზონის - ზაფხულის ქალაქია.
4ვე სეზონში რომ იქაურობას მოგზაურ-დამსვენებლი არ აკლდეს, წმინდა გასართობ ქალაქად ვაქცევდი. სამორინეებს, დისკოტეკებს, პაბებს, ცნობილი ბრენდების მაღაზიებს გავხსნიდი.

ქუთაისს წმინდა საუნივერსიტეტო ქალაქად ვაქცევდი და სტუდენტებიც შეძლებდნენ უქმეებზე ახლომდებარე ბათუმში ჩასვლასა და იქაურობის გამოცოცხლებას.
ამასთან, ქუთაისის განვითარება დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას საკუთარ კერიებში უფრო მიამაგრებდა.
წარმოიდგინეთ, ზუგდიდელი რომ ქუთაისის სასწავლებელში ისწავლიდა, საკუთარ სახლში
უფრო ხშირად შეძლებდა დაბრუნებას, ვიდრე, თბილისიდან.
არც აღმოსავლელებს გაუჭირდებოდათ ქუთაისში სიარული, რადგან ეს ქალაქი სამშობლოს შუაგულშია.
მთავარია, დედაქალაქი თავკომბალად არ შენარჩუნდეს და მხოლოდ ერთ ქალაქში თავმოყრილმა
ცივილიზაციამ ქართული რაიონები არ დააცარიელოს.
მკდ, ჩემი სურვილია, თბილისი განიტვირთოს, ქუთაისი სტუდენტებით გამოცოცხლდეს, რაც
ადგილობრივ ინფრასტრუქტურას განავითარებს და ბათუმი 4ვე სეზონის ტურისტული ქალაქი გახდეს.

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 12 ივნ 2008, 02:03
by anano
ხმა მიეცით პარტია "გამარჯობა საქართველოს " ლიდერს– " გამარჯობა საქართველოს!!!! "

მე პირადად არ დავიშრებდი წინა საარჩევნო კამაპანიაშ ჩემს ენერგიას :lol:

სერიოზულად ძალიან მომწონს შენს მიერ ჩამოყალიბებული კონცეფციები! :)

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 12 ივნ 2008, 02:07
by GAMARJOBA SAKARTVELO
კიდევ 1 ქალაქზე მინდა 2ოდე სიტყვის თქმა:
ეს სიღნაღია, რომელიც 1999 წელს, 1ლივე ნახვისას შემიყვარდა.
გადარეული ვარ სიღნაღის გალამაზება-მოწესრიგებით.
ახლა მას სიყვარულის ქალაქი უწოდეს.
რატომაც არა? მშვენიერი აზრია. ისიც მომწონს, რომ აქ ხელის მოწერა 24 სთის მანძილზე შეიძლება.
ოღონდ, კგ იქნება, ეს უცხოეთშიც თუ ეცოდინებათ და ხელის მოსაწერად აქ ჩამოვლენ.
წარმოგიდგენიათ ჰო, ამის გამო საქართველოდან რამდენი წაიღებდა სასიამოვნო შთაბეჭდილებას.
ჰოდა, იმისათვის, რომ მსოფლიოშიც იცოდნენ სიყვარულის ქართულ ქალაქზე, მოვძებნიდი 2-3 ცნობილ ჰოლივუდურ თუ პოლიტიკურ წყვილს (მაგალითად, სარკოზას
მსგავსი, რომელმაც ეგვიპტეში ითაფლა), გადავუხდიდი ფულს და სიღნაღში მოვაწერინებდი ხელს.
ცნობილ ადამიანებს პაპარაცები და სხვა უამარავი ჟურნალისტი თან დაჰყვება და წარმოიდგინეთ,
მათ რეპორტაჟებში სიღნაღი როგორ წარმოჩინდებოდა

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 12 ივნ 2008, 02:09
by GAMARJOBA SAKARTVELO
რძის მწარმოებელი კომპანიის მფლობელი რომ ვყოფილიყავი, ქართულ მაწონს მთელს
მსოფლიოში გავუკეთებდი რეკლამას და სახეებად 100 წლის ქართველებს გამოვიყენებდი

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 12 ივნ 2008, 02:16
by GAMARJOBA SAKARTVELO
ტურიზმი საქართველოში ნელ-ნელა ვითარდება. მართლა ძნ მომწონს.
საამისოდ ბუნებამ და წინაპარმა ბევრი რამ გვიბოძა.
ახლა ბევრმა გააკეთა სასტუმრო. მრავალი მეპატრონის მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ სასტუმროს ტურისტისთვის მოწყობა არ იცის, ასევე არ იცის, რა საჭმელად როდის რა მიართვას.
ჰოდა, მათი ცოდნის ასამაღლებალდ 4-5 დღიანი სემინარის მოწყობაა საჭირო.
თუ არადა, სტუმარს
დილით ყოველთვის ბორჩს მიართმევენ, სადილზე კარაქიან პურს, ვახშამზე კი კატლეტს ან ჩაქაფულს.
ანდაც, აბაზანაში სტუმარს საპონი არ დახვდება, ან ტანისა და პირ-სახის გასამშრალებლად მხოლოდ 1 ტილოს დაუდებენ.

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 12 ივნ 2008, 02:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
რა ვქნა, ვერაფრით ვიწონებ ეგვიპტიდან კარტოფილის შემოტანას მაშინ, როდესაც ჩვენს
გლეხებს ჯავახეთსა თუ დუშეთში ის გასაყიდი რჩება, ანდა, საქართველოს ბევრი ნოყიერი ნიადაგი დაუთესავია

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 12 ივნ 2008, 02:22
by GAMARJOBA SAKARTVELO
როდესაც მაღაზიაში შევდივარ, ჯერ ქართულ ნაწარმს ვეძებ. თუ არის, ვყიდულობ და
ამით ვგრძნობ, რომ ჩემი ქვეყნისა და ასევე, ქართველი მეწარმის ბიუჯეტში შევიტანე ფული და არა ვინმე უცხოსი.
ვიცი, რომ ბიუჯეტში რაც მეტი ფული შევა, მით მეტი სოციალური პროექტი დაფინანსდება.
იცი, გერმანელი სტუმარი მყავდა 1ხელ და როდესაც სუპერმარკეტში გერმანული ლუდი იყიდა, სულ არ გამკვირვებია.
ამით მან ხელი საკუთარი ქვეყნის მეწარმეს შეუწყო

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 12 ივნ 2008, 02:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვენაცვალე იმ ქართველს, ვინც სადღეგრძელოში საქართველოს სადღეგრძელოს მკდ ამბობს,
თავისი ქვეყნისთვის კი საქმით მეტს აკეთებს