Page 1 of 4

ქართული იარაღი

Posted: 31 მარ 2008, 06:39
by Archil
ბოლო ხანებში ლაშქრობაში სატარებლად ხანჯლის შეძენის იდეა ამეკვიატა. შესაძლებელია ლობოს და ქვევრის რომელიღაცა თემაში საუბარმაც მისცა ამას სტიმული.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ დღეს მცხეთაში ნაგვის დასასუფთავებლად წასვლა ვერ მოვახერხე (დამეძინა) და მშრალ ხიდზე ერთი ძველებური ხანჯალი შევიძინე.

ხანჯლების ფასმა ბოლო ხანებში საკმაოდ აიწია. კაპიკებში გაყიდულმა ქართულმა სამხედრო აღჭურვილობამ უცხოელთა ხელში გადაინაცვლა და ადილობრივ ბაზარზე უკვე იშვიათობად იქცა. ხანჯლებიც სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირი ყოფილა, სვანური, მეგრელი, გურული, ქალაქური (თბილისური) ხანჯლები განსხვავდებიან ფორმით, ფერითა და ჟღერადობით (დიახ, ხმლისა და ხანჯლის გასასინჯად ფხა უნდა გაუსინჯოთ და ის თავისებურ ხმას გამოსცემს).

თუ გაქვთ გარკვვეული ცოდნა და გამოცდილება, გავუზიაროთ აქ.

Image

ეს ის ხანჯალია რომელიც დღეს შევიძინე. ისე, სატევარი უფრო ეთქმის მგონია, პირის სიგრძე 40 სმ-მდეა, ხოლო მთლიანი 53 სმ. გამყიდველმა კახეთიდანააო, ყვარლიდანო. არ ვიცი ამდენად მართალია. სხვა ხანჯალს, რომელიც მამისგან დამრჩა, ჯვარი აქვს დამღად დადებული, ანუ ქრისტიანობა ხანჯლის დამამზადებლისა უტყუარია. ამას კი მზესავით დამღები აქვს. ვინმემ ხომ არ იცით რას ნიშნავს?

ქართული იარაღი

Posted: 31 მარ 2008, 21:04
by qvevri
დიდი გამოცდილება ნამდვილად არა მაქვს, უბრალოდ ვიცი ლეკურ დაღესტნური ხანჯლების გარჩევა ქართული სატევარისაგან. სიტყვა ხანჯალი არ არის ქართული სიტყვა. ხანჯალი და რუსული "კინჟალი" ერთი და იგივე სიტყვაა და სავარაუდოდ სპარსულ-არაბული უნდა იყოს. ქართულად კი მართლაც კაცურად გამოითქმის--- "სატევარი". არსებობდა კოშკის სატევარი, რომელიც ჩვეულებრივთან შედარებით გრძელი იყო და განკუთვნილი იყო კოშკში საბრძოლველად. მოგეხსენებათ კოშკში ძნელია ხმლის მოქნევა და ამიტომაც ჩვემნა წინაპრებმა მიმართეს ამგვარი იარაღის გამოყენებას. საქართველოში არსებობდა სხვადასხვაგვარი სატევრები, მაგალითად მეგრულ ლაზური სატევრები და სხვა. მაგრამ იყო თუ არა ყველა კუთხისა და მხარის სატევრები ეს მე არ ვიცი. ალბათ ნახავდით ჩემს სატევარს??? ლაშქრობებში---ჩემი თემაა სახელად "ჩახერგილი" და იქ ნახავთ. ეს სატევარი დაახლოებით 200მდე წლისაა და ლაზურია. დავამატებ ერთსაც, ჩემის აზრით სატევარის ტარებას დამსახურება უნდა, არ ვიცი ამას ვიმსახურებ თუ არა, მაგრამ ერთს გეტყვით, რაღაცნაირ სიამოვნებას მანიჭებს მისი ტარება, ხოლო მეორეს მხრივ ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობასაც.

ქართული იარაღი

Posted: 31 მარ 2008, 21:09
by qvevri
Image
აგერ ისიც :!:

ქართული იარაღი

Posted: 01 აპრ 2008, 02:32
by meore monadire
საინტერესო თემაზე წამოგიწყიათ საუბარი, მეც გამიგონია რაღაცები იარაღზე :)

ჩემი ხანჯლის ფოტოსაც დავდებ ალბათ, ამ დღეებში მას სულ სხვანაირი დამღა აქვს და სამფენოვანი ფოლადითაა გაჭედილი

ქართული იარაღი

Posted: 06 აპრ 2008, 00:10
by Archil
meore monadire

შენგან ველოდებით კარგ ნიმუშებს, სამშობლოში შემორჩენილი გექნებათ იმედია

ქართული იარაღი

Posted: 07 აპრ 2008, 10:59
by ZVIOSULI
Archil

satevris tarebis idea momewona.... wmida pragmatulobis gamo.... da an ara marto magitom....

ქართული იარაღი

Posted: 12 მაი 2008, 21:53
by ნათია
ქართული სატევარი – მოოქროვილი პირით გიგი გიგინეიშვილის პირად კოლექციიდან

Image

ქართული იარაღი

Posted: 12 მაი 2008, 22:22
by ნათია
ჩერქეზული

Image

ქართული იარაღი

Posted: 13 მაი 2008, 09:23
by qvevri
ნათია wrote:ქართული სატევარი – მოოქროვილი პირით გიგი გიგინეიშვილის პირად კოლექციიდან

Image
სატევრის ეს ფორმა, როგორც ერთმა იარაღთმცოდნემ მითხრა მეგრულ-ლაზურიაო.

ქართული იარაღი

Posted: 15 მაი 2008, 21:41
by ნათია
qvevri wrote: სატევრის ეს ფორმა, როგორც ერთმა იარაღთმცოდნემ მითხრა მეგრულ-ლაზურიაო.
არ ვიცოდი, მადლობა!

ქართული იარაღი

Posted: 18 მაი 2008, 13:06
by qvevri
ჩემი სატევარი და ეგრეთწოდებული "ჩელთი" ანუ სანადირო დანა. ეს უკანასკნელი კახა ზარნაძეს ხელითაა გამოჭედილია(ღმერთმა აცხოვნოს), რაც შეეხება სატევარს როგორც ზემოთ ვთქვი ლაზეთში ნაჭედია და იქნება დაახლ. 200 წლამდე. ქარქაში ახალია (ვერცხლია).
Image

ქართული იარაღი

Posted: 18 მაი 2008, 13:09
by qvevri
ისე მაკენას სახლში მთელი არსენალი აქვს და თუ დადებს... :roll:

ქართული იარაღი

Posted: 18 მაი 2008, 13:22
by qvevri
ამ დანისპირის ორივე მხარეზე უძველესი ნადირობის სცენებია ამოტვიფრული. როგორც თავად მჭედელმა მითხრა ეს სცენა ჩვენსწელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულის სამარხშია ნაპოვნიო. რაც შეეხება კუს გამოსახულებებს ეს კახამ ჩემი თხოვნით დაამატა დანაზე და ამას ცალკე ისტორია აქვს...
Image
Image

ქართული იარაღი

Posted: 18 მაი 2008, 18:49
by qvevri
ეს კი, როგორც თავად კახამ მითხრა მისი საგვარეულო დამღა იყო. "ლომი". ეს ნიშანივე აქვს აღებული საქართველოს ბანკს თავის ემბლემად. საერთოდ თითქმის ყველა ქართულ იარაღს დამღა ჰქონდა.
Image

ქართული იარაღი

Posted: 18 მაი 2008, 22:48
by Bernar
ისე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთერთ უნიკალურ ქართულ იარაღზე. მისი დასახელება არის ხევსურული სათითე ან მეორენაირად ღაჯია. ეს იარაღი უნიკალურ იარაღადაა აღიარებული თუ არ ვცდები იუნესკოს მიერ.
ღაჯია არის თითზე ჩამოსაცმელი კბილებიანი რგოლი, რომლის ხმარება საკმაოდ მოსახერხებელია და ამ იარაღით საკმაოდ მძიმე ჭრილობების მიყენებაა შესაძლებელი. ის შეიძლება მოირგო როგორც ცერა, ასევე საჩვენებელ და შუა თითებზე. სამივე შემთხვევას Vავისი დატვირთვა და ფუნქცია აქვს. რაღაც აზრით ეს იარაღი კასტეტს მოგაგონებთ, მაგრამ ის კასტეტზე ბევრად მოსახერხებელი და საშიშია მოწინააღმდეგისათვის. ხელჩართულ ბრძოლაში ეს ალბათ შეუცვლელი რამაა.

ხევსურებს რამოდენიმე ღაჯია წელზე ჰქონდათ მიმაგრებული წვრილი ძაფით რათა საჭიროების შემთხვევაში ხელის სწრაფი მოძრაობით ღაჯია მოერგოთ სასურველ თითზე და ადვილად აეწყვიტათ ღაჯიის დამწერი ძაფი.

სამწუხაროდ სურეთი არა მაქვს, თორემ აუცილებლად დავდებდი.