ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia



qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by qvevri » 18 მარ 2009, 08:48

ბოლო სურათი გვერდულად დევს, გთხოვთ შეასწოროთ. :wink:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by qvevri » 07 აპრ 2009, 07:39

დღეს 9-15წუთზე ქვევრებზე ვისაუბრებ საპატრიარქოს ტელევიზია ივერიაში.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by qvevri » 09 აპრ 2009, 16:30

აი ეს გახლავთ ჩემი გამოსვლის პირველი ნაწილი.
http://www.youtube.com/watch?v=FA_G6pkEi-0
და მეორე
http://www.youtube.com/watch?v=e_N-dozoReM

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by ლეონტი » 23 დეკ 2010, 09:52

qvevri
აი ისწავლე ღვინის დაყენება როგორ უნდა:

http://www.youtube.com/watch?v=On8Tp7c1iCY

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by qvevri » 23 დეკ 2010, 10:45

ცინკის "ვედრებში" ანუ სათლებში არც ყურძნის დაკრეფა არ შეიძლება და არც მისი დაწურვა, ეს დაუშვებელია!
ლეონტი
ვერაფერი მაგალითია და თუ ასეთი მაგალითებით აპირებ ხალხის განათლებას მაშინ აჯობებს თAვი შეიკავო სამომავლოდ და იმაზე იფიქრო თუ, რატომ დაგსაჯა ღმერთმა და რატომ გაგიტყდა ბოცა...
მგონი ხვდები არა?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by ლეონტი » 23 დეკ 2010, 10:56

qvevri
ვერ ვხვდები და ამიხსენი.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by qvevri » 23 დეკ 2010, 11:01

ლეონტი
შენ რომ სვავ და სხვებს არ ასმევ :twisted:
საკითხავი აი ეს არის :!:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by ლეონტი » 23 დეკ 2010, 11:04

qvevri
ცილს რატომ მწამებ მოყვასო?
ეგ ცუდი საქმეა.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by ARCHILI » 13 იან 2011, 12:48

გიორგი, ძალიან მინდა გავუფრთხილდე შენს ნერვებს, მაგრამ ეს სტატია მაინც უნდა დავდო აქ...


და მერე შეუკურთხე შესაკურთხს (როგორც იტყვიან)!!!

http://vinoge.com/istoria/qarTveli-meRv ... aruTunians
Image

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by Nephros » 13 იან 2011, 12:53

ქართული ღვინო უცხოური წარმომავლობით

ავტორი: ნინო თარხნიშვილი

ამ უკანასკნელ ხანებში ქართულ მედიასაშუალებებში ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ საფრანგეთში ქართული პროდუქცია - უფრო კონკრეტულად კი, ”საფერავი”, ჩურჩხელა და ხაჭაპური - სომხური ბრენდის სახელით იყიდება. სომხეთის მეღვინეთა კავშირი ქართული მხარის ბრალდებას, რომ საფრანგეთში ფალსიფიცირებული ღვინო იყიდება, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ საფერავი ყურძნის ჯიშია და არავითარი საერთაშორისო დოკუმენტი არ მოიპოვება, რომელიც ყურძნის ჯიშს რომელიმე სახელმწიფოს საკუთრებად აცხადებდეს.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by Nephros » 13 იან 2011, 13:01

ARCHILI wrote:საფერავის ჯიშის ყურძენი ათას წელზე მეტია, სომხეთის ჩრდილოეთით ხარობს
ტიპიური სომხური წინადადება თავისი ბუნდოვანებით. ამ ლოგიკით შარდონეც და კაბერნეც კაი ხანია საქართველოს დასავლეთით ხარობენ.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by ARCHILI » 13 იან 2011, 13:02

Nephros


იმ ციტატას არჩილი მოაშორე თუ ძმა ხარ, მე კი არ ვწერ მაგას..

:D :D :D
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by qvevri » 13 იან 2011, 13:12

ჩემი სათქმელი ორი წლის წინ ვთქვი, რომელსაც გთავაზობთ განმეორებით. ისე კი თქვენ (ჩვენ) ამის მერე ვნახოთ მაგათი ქურდბაცაცობა, მაგრამ მეორეს მხრივ მაშ რა ქნან? :wink:
რამოდენიმე წელი ჯერ კიდევ გზა ხსნილი აქვთ, მაგრამ ყველაფერსა აქვს დასასრული და არც მაგ ერის ქურდბაცაცობასა აქვს გრძელი დღე, ისევე როგორც თავად მაგ ერს.

და იყო ქართლს შინა პური და ღვინო ფრიადი...
მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყანა საქართველო, როგორც ვაზისა და ღვინის, ისე ხორბლის ერთ-ერთ სამშობლოდ მოიაზრება. ამას ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მრავალი ვაზისა თუ ხორბლის ადგიობრივი ჯიშების არსებობა. აღნიშნული ვაზისა თუ ხორბლის ჯიშები, რომელთაც უდაოდ ძალზედ დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩვენი ერის დღევანდელ დღემდე მოღწევაში, წარმოადგენენ ქართული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ნაწილს. ქართული ვაზისა და ხორბლის ჯიშების გამოყვანა, ეს არ იყო არც ერთი და არც ორი წლისა და თუ გნებავთ ათწლეულის საქმე, მათ შექმნასა და გამოყვანას ქართველმა კაცმა ათეული და ასეული წლები მოანდომა, რომელი დროც ქართული კულტურის შექმნისა და ჩამოყალიბების პარალელურად მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშების სახით საქმე გვაქვს არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო საგანძურთან. ამ ჯიშთა ბუნება ფაქტიურად იგივეა, რაც ქართველი კაცის ბუნება. ქართული პურ-ღვინო ეს ის პროდუქტებია, ურომლისოდაც ქართველი კაცი არ არის სრულფასოვანი ქართველი. თუკი ჩვენ ჩვენს წმინდათა წმინდა სამეულს, ენას, მამულსა და სარწმუნოებას ცალ-ცალკე განვიხილავთ, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მამულში არა მარტო ტერიტორია არამედ პირველ რიგში სწორედ ქართული პურ-ღვინო მოისაზრება. იგი მეორე მხრივ ეხმაურება ასევე ენასა და სარწმუნოებასაც და ეს ყოველივე შესაძლოა განხილვის საგნადაც გახდეს იმ გაგებით, რომ ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების მთავარი სიმბოლო- ზიარება, რომელიც წარმოადგენს მაცხოვრის სისხლსა და ხორცს, თავდაპირველად სწორედ პური და ღვინოა, ხოლო რაც შეეხება ენას, განა შეიძლება იმაზე მეტი ითქვას ამის შესახებ, როდესაც სიტყვა “ღვინო” სწორედ ქართული ენიდან გავრცელდა მსოფლიო ენებში და იგი წმინდა ქართულ სიტყვას წარმოადგენს? ქართული სოფლის მეურნეობის ეს ორი უმთავრესი დარგი ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკის დასაყრდენსა და საფუძველს. სწორედ ამაზე უნდა მეტყველებდეს ის ფაქტი, რომ წლის მოსავლის ავ-კარგიანობის განმსაზღვრელს საქართველოში ხორბლისა და ყურძნის მოსავლიანობა წარმოადგენდა, აღარას ვამბობთ თავად იმ ფაქტზე, რომ საქართველოში მთისა და ბარის განსაზღვრებად სწორედ ვაზი გვევლინებოდა და ამრიგად მთად იწოდებოდა ის ადგილი სადაც ვაზი არ ხარობდა სიცივისა და ზღვის დონიდან სიმაღლის გამო. ქართულ ხორბალს (“მახა”, “ზანდური”, “თავთუხი”, “დიკა”, “დოლისპური”, “ასლი” და სხვ.) გააჩნია ის უნიკალური თვისებები, რაც ძალზედ ბევრ უცხოურ და განსაკუთრებით თანამედროვე ჯიშებს არ გააჩნია. ამით სულაც არ გვინდა ჩრდილი მივაყენოთ სხვა ქვეყნის კულტურას, მაგრამ მაშინ რას ნიშნავს ის ფაქტი, როდესაც ძალიან ბევრი ხორბლის ახალი ჯიშების გამოსაყვანად “საფუძვლად” გამოიყენება სწორედ ქართული ხორბალი?
ამათუ იმ ერის კულტურას ბევრ სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს ასევე მისი ბუნების მრავალფეროვნებაც. თუკი შესაძლოა რიგი ქვეყნების ბუნების სიმდიდრედ უდაბნოს ქვიშა, კაქტუსები და მორიელები ჩაითვალოს, მაშინ რაღა ითქმის ქართულ ფლორასა ფაუნაზე, სადაც ველური ბუნების პარალელურად ქართველმა კაცმა გამოიყვანა ისეთი ვაზისდა ხორბლის ჯიშები, რომლებიც არათუ მხარისა და რეგიონის არამედ ხშირ შემთხვევაში სოფლებისა ან სოფლებში კონკრეტული უბნებისა თუ ფერდების სახელს ატაერბენ? მაგალითად: ხორბლის ჯიშებიდან- თიანური დოლისპური, კორბოულის დოლისპური, მესხური დოლისპური და სხვ. და ვაზის ჯიშებიდან- ვერტყვიჭალური თეთრი, ინგილოური, ვაზისუბნის წითელი, წნორის თეთრი და სხვ. ეს ყოველოვე უდაოდ სოფლის მეურნეობის ამ დარგების მაღალ დონეზე და განვითარებაზე მეტყველებს. მართალია ხორბლისა და განსაკუთრებით ვაზის ადგილობრივ ჯიშებს სიმრავლით ბადალი არა ჰყავთ, მაგრამ ვაზსა და ხორბალს არც ხილი ჩამორჩებოდა. მაგალითად ქართველი კაცის მიერ გამოყვანილი იქნა ისეთი უნიკალური და ადგილობრივ პირობებს ზედმიწევნით კარგად მორგებული და შეგუებული ვაშლის ჯიშები, როგორებიცაა მაგალითად: თურაშაული, აბილაური, შაქარნაბადა, ჯორისცხვირა, მესხური მსუქანა და სხვ. რომელთა ჩამოთვლა ისევე, როგორც ქართული კურკოვანი თუ თესლოვანი ადგილობრივი ხეხილის ჯიშების სახელების ჩამოთვლა ძალზედ შორს წაგვიყვანს. ჩემდა უნებურად მახსენდება ქართველი ბრძენკაცის მიერ გამოთქმული ერთი ქართული ანდაზა, რომელიც ზედმიწევნით კარგად გადმოსცემს დღეს-დღეისობით შექმნილ სიტუაციას, რომელიც შექმნილია როგორც საზოგადოდ, ისე კონკრეტულად სოფლის მეურნეობაში. “თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო”...
სამწუხაროდ საქართველოში ყოველ დროში არსებობდნენ და დღევანდელ დღესაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არათუ სათანადოდ ვერ აფასებენ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეს თავიანთი ჭკუის მოკლეისობის გამო, არამედ ყოველივე ქართულისა და ტრადიციულის წინააღმდეგნიც კი არიან. ვერ ვხვდები რამ დაუბინდა ამ ხალხს გონება, როდესაც მათ ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინება მხოლოდ უცხოეთიდან ვაზის, ხეხილისა და ხორბლის ჯიშების შემოტანაში მიაჩნიათ? მაშინ როდესაც თავად უცხოელები, როგორც ზემოთ ითქვა ჩვენს, ქართულ ვაზისა თუ ხორბლის ჯიშებს იპარავენ კიდეც და მცირედი სახესხვაობის შემდეგ თავისად ასაღებენ. შეიძლება ბევრი ქვეყნის მაგალითის მოყვანაც, მაგრამ შორს რომ არ წავიდეთ შევჩერდები ერთ ფაქტზე, რომელიც ყველაზე უფრო თვალნათელ მაგალითს იძლევა, კერძოდ, ჩვენი მეზობელი სომხეთი, რომელმაც არა მარტო ქართული ვაზის ისეთი ჯიშები მიითვისა, როგორებიცაა საფერავი და რქაწითელი და თავისად მიიჩნევენ, არამედ ქართულ სულგუნსაც სომხურ ყველად ასაღებენ. თუმცა რა უნდა გაგვიკვირდეს მაშინ, როდესაც ისინი ქართულ “მრავალჟამიერსა” და “ჩაკრულოსაც” თავიანთათ სთვლიან... რას იზავ, როდესაც ერს თავისი არაფერი შეუქმნია მაშინ იძულებულია ქურდბაცაცობით შეთხზას თავისი გაურკვეველი წარმოშობის, ბინდით მოცული ისტორია, მაგრამ ვიღაცეებს და მეტადრე ქურდბაცაცებს რა უნდა მოვთხოვოთ მაშინ, როდესაც ჩვენი შინაური მოკეთეები ქართულ პურ-ღვინოს გვიგინებენ და გვირყვნიან? ყველაზე უფრო გულსატკენი კი ამ ყველაფერში ისაა, რომ ეს ჩვენი შინაური მოკეთეები ამ ყველაფრის ქადაგებას მთავრობის ტრიბუნებიდან ეწევიან. მინდა ერთი შეკითხვა დავსვა, საქართველოს მთავრობა დაინტერესებული უნდა იყოს ქართული გენოფონდის გადარჩენით თუ პირიქით მის განადგურებას და მოსპობას ცდილობდეს? თავის დროზე საქართველოში რუსმა თუ ევროპელმა ეგრეთწოდებულმა სპეციალისტებმა ჩვენი ვაიქართველების დიდი გვერდშიდგომით ვითომდა ქართული ღარიბი ბიომრავალფეროვნების გასამდიდერბლად ჩვენში შემოიტანეს ვაზისა და ხეხილის უცხოური ჯიშები, რასაც წარმოადგენდა ამ ყველაფრის მოტივი ეს ჩემთვის ძალზე კარგადაა გასაგები და ალბათ არც სხვებისათვის იქნება ეს ყოველივე გაუგებარი. ამ ყოველივეს მოჰყვა ის, რომ საქართველოში თითქმის გაქრა ქართული ხილის ჯიშები, ხოლო უცხოური ვაზის ჯიშებს(იქნებ არც თუ შემთხვევით) საქართველოში შემოჰყვა სოკოვანი თუ სხვა დაავადებები, რასაც ქართულ მევენახეობაში ნამდვილი კატასტროფა მოჰყვა. ამგვარივე რამ გამოიწვია თავის დროზე საქართველოში სიმინდის კულტურის გავრცელებამაც, რომელმაც ერთი მხრივ გამოიწვია ნიადაგების მასიური გამოფიტვა და გაღარიბება, ხოლო მეორე მხრივ მოჰყვა ის, რომ სიმინდმა განდევნა ისეთი კულტურები, როგორებიცაა ღომისღომი და ფეტვი, რომლისგანაც მზადდებოდა მჭადი. ყოველივე ახალი და თანამედროვე რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ ამ ახალმა გავრცელება ადგილობრივი და დიდი ხნის წინ გამოცდილი კულტურის განდევნის ხარჯზე არ უნდა ჰპოვოს. თავის დროზე ამ ეგრეთწოდებულ ახალი და გამოუცდელი ტექნოლოგიების დანერგვის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა ილია ჭავჭავაძემ. იგი ამბობდა, რომ ისინი, ვინც დაუფიქრებლად და გამოუცდელად შეეცდებიან ჩვენში დანერგონ რაიმე ახალი ისე, რომ არ გაითვალისწინონ ადგილობრივი ტრადიცია და გამოცდილება ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგავენ უმარცხოთო.
მაშ ასე, ჩვენს სასიქადულო მთავრობას გადაუწყვეტია საქართველოში შემოიტანოს და გაავრცელოს უცხოური ხრბლისა თუ ვაზის ჯიშები, ალბათ სწოერდ ამ ყველაფრის ნიადაგის შემზადებაზე მეტყველებს მათივე “ჭეშმარიტი ქართული საქმე”, რომელიც მიზნად ისახავს მთელს საქართველოში (ჯერ-ჯერობით მხოლოდ კახეთში) ქართული ვაზის ამოძირკვას და მოსპობას, რომელიც მეორე მხრივ ბრწყინვალე გაგრძელებაა შაჰ აბასისა, აღამაჰმადხანისა და თემურ ლენგის დაწყებული საქმისა. ნუთუ ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე პირველი და პრიორიტეტული საქმე და ამოცანა? ანდა ჭკუათმყოფელი ადამიანი იმას გააკეთებდა რაც ეგრეთწოდებული დევნილთა ქალაქების შექმნით გაკეთდა? მაშინ, როდესაც ეს ხუხულა ბარაკები აშენდა საუკეთესო სახნავ-სათეს და სავენახე მიწებზე, რომელთა გაკულტურებაზე, გასარწყავიანებაზე თუ მათი ქარსაფარი ზოლებით უზრუნველყოფისათვის თავის დროზე უამრავი დრო, ენერგია და ფული დაიახრჯა? ეს ყოველივე ხდება მაშინ, როდესაც ამდენი დაცლილი და გაპარტახებული სოფელია საქართველოს მთასა და ბარში. თითოეული ამ ბარაკის ფასათ ხომ სახლ-კარი მოვიდოდა თავისი სახნავ-სათესით ნებისმიერ სოფელში? ამით ხომ დაცლილი სოფელიც შეივსებოდა და გაძლიერდებოდა? ეხლა კი მხოლოდ ის გაკეთდა და მიიღწა, რომ არსებული საუკეთესო სახნავ-სათესიცა და სავენახე ფართობიც საბოლოოდ დაიკარგა და იქ აშენებულ დევნილთა ბარაკებში შესახლებული შრომას მიჩვეული მეურნეც საბოლოოდ მოსწყდა მიწას? არ ვიცი კიდევ რამდენი კითხვის ნიშანი დავსვა...
როდესაც ქართველ კაცს ქართულ ვაზსა და ხორბალს და აქედან გამომდინარე ქართულ პურ-ღვინოს წაართმევ და სანაცვლოდ ჰპირდები რაღაც გაურკვეველი წარმოშობის “ცარიელ” ჯიშებს, რომლებიც არცთუ იშვიათად გენური ინჟინერიის შედეგადაა მიღებული მაშინ, რაღაც მზაკვრულ ჩანაფიქრთან და გეგმასთან გვაქვს საქმე. აქ კი ჩემო ქართველებო ძალზე დიდი გულისხმევა და დაფიქრებაა საჭირო. ღმერთმა ნუ მოშალოს საქართველოში ქართული პურისა და ქართული, მართალი ღვინის მადლი, ამინ.
თქვენი მომამორჩილი
მცხეთა 2009წ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]