კარავის დღიურები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კარავის დღიურები

Post by Naia » 20 აგვ 2008, 14:25

kotetbeli
:D :D :D

კოტე, შენი ფანი ვარ :)

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by kotetbeli » 20 აგვ 2008, 14:51

Naia
:oops: :oops: :oops: :oops: მადლობა ძვირფასო... თუმცა, არ ვარ მე მაგის ღირსი, ამ ჩემი მოგონების მერე ხომ დარწმუნდი?.. :oops: :oops: :oops: :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კარავის დღიურები

Post by Mta Mkvarebia » 20 აგვ 2008, 15:07

kotetbeli
:lol:
ახალი რა გითხრა? :wink:
kotetbeli wrote: არა, აშკარად გამომელია www.karavi.ge-ს სპეციფიური ლექსიკა... ძველებურად ისევ უნდა მოვუხშირო ლაშქრობებს!
ოღონდაც! :D გელოდებით!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კარავის დღიურები

Post by guruli » 20 აგვ 2008, 16:38

kotetbeli - მაგარი ხარ... :lol:

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by kotetbeli » 22 აგვ 2008, 23:30

VIII უძველესები

ეს მასალები გუშინ მომაწოდეს, მაგრამ წუხელ ხასიათზე არ ვიყავი. დღეს, გორიდან რუსების გასვლის გარდა, კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს, ანუ გუშინდელი მასალები...
ჭალა რაღაცნაირთან (მდინარე სველის კალაპოტში) აღმოჩენილია უძველესი სტელები, რომლებიც მოწესრიგებულად იყო მოფენილი მთელი ჭალის ტერიტორიაზე.
ფაქტიურად, საქმე გვაქვს ფორუმის უძველეს ანალოგთან...
სტელებს უტარდება რესტავრაცია, გთავაზობთ რამდენიმე აღდგენილი და გაშიფრული სტელის შინაარსს...

სტელა N 14:
,,ახლა აქ მარტო ვარ. ყველას ძინავს. ჭალაში არ დამარეგისტრირეს-მდინარე ახლოსაა და ცურვა არ იციო და ამიტომ შემოვიპარე ღამით, რომ რამე მეთქვა... აუ, რაღაც მინდა ვთქვა... მაგარი ყოფილა, ხვალ ღამითაც მოვალ."

,,თავხედი ხარ, ვიღაცა ხარ! ეს აქ არ უნდა ამოგეტვიფრა, გვერდითაა ,,წავედი-მოვედი" სტელა და იქ! ქვისმთლელს ვთხოვ ეს გადატვიფროს გვერდით სტელაზე და აქედან ამოკაწროს..."


სტელა N 25:
,,ზეგ მამონტტურზე ვინ მოდის?"

,,ცოტანი შევგროვდით, მგონი ნაწერს ვერ ხედავენ სხვები"

,,იდეა მაქვს: მორიგეობით ეს სტელა თითო საათით ხელში გვეჭიროს მაღლა აწეული..."

,,ალუბალი გადაუსვით ამოტვიფრულს, ფერადი მაგარია..."


სტელა N 37:
,,ჩემი სტელა მინდა მქონდეს..."

,,მერე სულ სტელებში არ ცხოვრობ გამოქვაბულში?.."

,,კი, მაგარამ სტუმრებს იქ ხომ არ მივიყვან?"


სტელა N 41:
,,ჩამოვედით. ზალიან მაგარი იყო, მამონტის ტყავი მთის ფორმაზე გავშალეთ: ზემოთ წვეტი გავუკეთეთ, ქვემოთ გავაფართოვეთ და შიგნით გვეძინა... გარედან რომ შეგეხედა, თითქოს მამონტი წევსო-იფიქრებდი. შიგნით სითბო დაგროვდა, წვიმა არ ჩამოვიდა, პატარა ადგილი დავტოვეთ ჰაერისთვის... დილით მამალმა მამონტმა გაგვაღვიძა... ჩვენ არ დავიბენით."

,,აუ, კარგად ყვები, როგორი იყო? აქვე ამოკაწრე რა ნახატი. თუ პატარა ქვაზე გიხატია, ამ სტელასვე დააწებე. თუ დიდ ქვაზე გაქვს დახატული, მაშინ ეგ დიდი ქვა მძიმე იქნება და სადმე მაღალ მთაზე ატვირთე და იქითკენ ისარი დახატე, რომ წავიდეთ და ვნახოთ..."

,,საქმე არა გაქვთ?"

,,არ აყვეთ, გვერდითა ჭალიდან იქნება"
(შემდეგ აღარ იკითხება)


სტელა N 65:
,,უსაქმურები ხართ ვიღაცეები ხართ! გამოქვაბულის გამოსათხრელად მივდიოდი და შემთხვევით ვნახე ეს ფილები აქ...
ამის წაშლა არ შეიძლება ნეტა? ხო, არაუშავს... რა მინდა გკითხოთ, ზემო გამოქვაბულში უნდა გადავბარგდე, ხოდა იქ რომ დავწერო ხოლმე პატარა ქვებზე რაც მე მინდა და მერე ჩამოვიტანო და ამ სტელებზე მივაწებო, შეიძლება?"

,,ვა, კაი აზრია! ოღონდ უზრდელობები არ შეიძლება!
ზემოთ დიდ ქოხთან მიდი და დააკაკუნე. რაღაცეებს გაუგებრად გკითხავენ, შენ არ დააცადო და ეგრევე თავი დაუქნიე - თანახმა ვართქო და მიგიღებენ..."



სტელა N 87:
,,ვინ ამოშალა ჩემი ნაკაწრი? თქვენ არ ხართ ჩემი ღირსი! მე გადავაგდებ ჩემ სოლს და ამ სტელებზე აღარასოდეს ამოვთლი!"

,,გადასაგდები სოლები სადაა... აქ ერთია, ფრჩხილებით წვალობს, იმას მიეცი!"

,,ვიხუმრე"

,,მიეცი მეთქი!.."

,,სტელა ხვლიკის ცხიმით გაპოხეთ, რომ სოლები ასხლტეს და ამ სტელაზე აღარ იჩხუბონ!"


სტელა N 315:
,,ხვალ სტელების გარეცხვის აქციაა, რომ უკეთ იკითხებოდეს ამოკაწრულები... არაფერი მოიმიზეზოთ"


სტელა N 410:
,,დავაწესოთ ლამპიონით მორიგეობა მათთვის, ვინც ღამით კაწრავს..."

,,მაპატიე, არ მინდოდა..."

,,შენზე არ ვამბობ"

,,მორჩით ეხლა, ეგ ცალკე გაარკვიეთ!"


სტელა N 520:
,,მოდიხარ, ძმაო? მოდიხარ? ჰა? ხო მოდიხარ? მოდიხარ? კი, მოდიხარ!.. lama"


სტელა N 735:
,,მოდით, გვერდით ტომში დავდგათ დიდი ისარი ჩვენი ტომისკენ მომართული და ზედ დავაწეროთ: ხალხი, ვისაც მამონტის ტყავში უძინია..."
Last edited by kotetbeli on 22 აგვ 2008, 23:38, edited 1 time in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კარავის დღიურები

Post by tiko_r » 22 აგვ 2008, 23:37

ვაააჰაააუ :lol:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კარავის დღიურები

Post by Mta Mkvarebia » 22 აგვ 2008, 23:42

kotetbeli
:lol: :lol: :lol:

უგემრიელესი ჩურჩხელებია;)

კიდევ გექნება გამოზოგილი ხურჯინში;)
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარავის დღიურები

Post by ARCHILI » 22 აგვ 2008, 23:52

kotetbeli wrote:
სტელა N 520:
,,მოდიხარ, ძმაო? მოდიხარ? ჰა? ხო მოდიხარ? მოდიხარ? კი, მოდიხარ!.. lama"

არც შეცვლილა ლამა ამ ორი მილიონი წლის განმავლობაში
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კარავის დღიურები

Post by lama » 22 აგვ 2008, 23:54

"ლაშქრობაზე მივდივართ გოგოები, ბიჭები და ლოლაძე"
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by kotetbeli » 23 აგვ 2008, 00:14

Mta Mkvarebia
ორი ამდენი იყო, რაც დმამახსოვრდა, ესაა :oops: :( :wink: :wink:
კიდე მოვა მოსავალი... :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კარავის დღიურები

Post by lama » 23 აგვ 2008, 00:21

kotetbeli wrote:Mta Mkvarebia

კიდე მოვა მოსავალი... :D
მოვა მაგრამ, როდის???
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by kotetbeli » 07 სექ 2008, 23:51

IX
არაზღაპრული ზღაპარი

(არაიუმორისტული ბლოკბასტერი დრამისებრთა ოჯახისა...)




(დევის) IX (მეხიც ცხრავეზე დასცემია) თავი

იდგა და არა იდგა რა, კარვის გარდა რა იდგმებოდა, იდგა ბევრი კარავი...
ის იყო, მზეთუნახავმა ნაცარქექია კოცნის პირას მიიყვანა, რომ ბაყბაყ დევის როხროხი გაისმა – ყველამ თავის ნაცარს მიხედოსო და ვერავინ ვერაფერი მოასწრო...
ბოლო კარავში ვერმიცანას ეძინა.
- რაც მე ვარ, 10 იმდენი წონა კიდევ ზემოდან მაწევს – უთხრა ნაცარქექიამ ბაყბაყ დევს და დაეჭვებულმა იმით, თუ რამდენად სწორად ახსოვდა ეს ფრაზა თავისი როლიდან, თავი მოიქექა.
- თავი არ დაგეკარგოს, ბიჭი – ჩაიხრინწხითხითა ბაყბაყ დევმა და კარვებს შორის შემოვიდა – მახსოვს, სადგისი, ყველის გაწურვა და რამე... ისე, ბოლო გამოცემაზე ძალიან უშნოდ ვეხატეთ ორივე... არაყი გაქვთ?
- არ ვსვამთ... - ბოლო კარვიდან ცალყბად გამოსძახა ვერმიცნამ და პატარაზე დარჩენილი კარვის ღია უბეც ბოლომდე შეკრა.
- რას გამირბიხართ თქვე კაი ხალხო, რით ვერ მიმეჩვიეთ? – მოწყენით ჩაიბუტბუტა ბაყბაყ დევმა და მეცხრე თავი დანანებით გააქნია.
სიჩუმე ჩამოვარდა და სიჩუმის ჩამოვარდნის ხმაზე ყველა შეხტა.
- ყველანი აქ ხართ ისევ? - იკითხა დევმა.
- კი, - გვერდზე მიაგდო მშვილდისარი ირმისამ და დევის პირდაპირ დაჯდა – რა იყო, მოგენატრეთ?
- ის მშვენიერი ქალწული ვინაა?
- ეთერია, ამირანის საცოლე.
- თვითონ ამირანი?
- ამირანი არ ჩანს.
დევს აშკარად არ გახარებია. წამოდგა, გვერდით მიუჯდა ირმისას და ჯოხით ქვიშის ჩიჩქნა დაიწყო ნერვულად, თითქოს ერთ-ერთი თავი შიგ ჩაუვარდა და ეძებსო.
- ახლა ხვდები, რატომ ვჩიჩქნიდი ნაცარს? – უთხრა ნაცარქექიამ.
- რატომ?
- ნაკვერჩხალს ვეძებდი.
ჩიტი ღობეს შემოჯდა, – ნეტაი, შენაო, – გახედა თევზს, – ცურვა იციო.
- გაღმა ახალი ქალაქი აშენდა, გაიგებდით – ფრთხილად წამოიწყო ბაყბაყ დევმა და ნაცარქექიას გახედა - რატომ აღარ ჩანხართ, სად ხართ დაკარგულები?
- ვინ გვკითხულობს რო?.. - გამოსძახა კვლავ ვერმიცანამ.
- ვიცით მაგ ქალაქის შესახებ, - დაუდასტურა ნაცარქექიამ დევს - მთელი სოფლებიდან გაიწვიეს ხალხი და იმ ქალაქში ჩაასახლეს თურმე. კიდევ რას ამბობენ?
- ვიღაც დევი ჰყავთ, ის მართავს მთელ ქალაქს, არც დიდია და არც საშიში. ხალხს თვითონ უთხოვია – გეხვეწები, შენი გვეშინოდესო და ამანაც თურმე –უუუუუუუ-ო... გარშემო ხალხური ზღაპრების გმირები ყავს და მთელ ქალაქს აწიოკებენ, ხალხს გონია, რომ თქვენ გახდით ასეთები და უკვე ეჯავრებით კიდეც.
- მოიცა, ეგ როგორ? – კარვიდან გამოვიდა უცბათ ვერმიცანა და ღობეზე ჩამომჯდარი ჩიტი შიშისგან გულაფანცქალებული აფრინდა.
- როგორც და ხალხში დადის რამდენიმე კაცი, თავს ნაცარქექიას, ხუთკუნჭულას, ირმისას და სხვათა სახელებს უწოდებენ, თაღლითობენ, ცემენ და ძარცვამენ ხალხს. ვიღაც ქალიც ჰყავთ – ეთერიაო, ამირანის საცოლეო, იმ ქალს სულ გაურყვნია იქაურები. თვითონ ამირანი მოკვდაო, ასე ამბობენ და ყოველ საღამოს ამირანის სახსოვრად თითო საგმირო ზღაპარს ჰყვებიან სახალხოდ ის ვითომ ნაცარქექია, ირმისა, ხუთკუნჭულა...
- მერე ჩვენთან რას ჩივიხარ ამხელა კაცი კი არა და, დევი? – შეაწყვეტინა ვერმიცანამ – მარტო ვერ მოერიე? _ ის ხალხი, ვის ბედზეც ახლა შენ სწუხხარ, უფრო ძლიერი გაიზრდებოდა, შენ რომ თავის დროზე წყაროებს არ დაპატრონებოდი...
- ეეხ, - ამოიოხრა დევმა – ახლანდელი დევები სხვანაირები ყოფილან...
- როგორები, ცხრანახევარ თავიანები?
- ძველი დევები წყაროებს ეპატრონებოდნენ, ახლანდელი დევები - ადამიანთა ფსიქოლოგიას.
- შეხედეთ, ამირანი მოდის! – მთელი ძალით დაიყვირა ირმისამ და ხელი გაიშვირა.
ყველა წამოხტა ფართხაფურთხით და ყველამ იქით გაიხადა, საითაც ირმისა უთითებდა.
- კარგია, კარგი... ესე იგი, ჯერ კიდევ გჯერათ – ჩაიცინა ირმისამ და კარავში შევიდა.
- ხვალ ქალაქში მივდივართ – თქვა ვერმიცანამ, ახლა ყველამ დაიძინეთ.
- ყველა არ ჩააქრო, ფრონტალური განათება დატოვე – უთხრა რეჟისორმა ამირანას – სცენის გამნათებელს, - ანტრაქტზე ქვემოთ ჩამო, ბავშვების ხმაურს რა გაუძლებს აქ. ბიჭებმა კონიაკი მოიტანეს...
- ვიქნები რა, ნაბახუსევზე ვარ, აღარ მინდა შემიტრიალდეს – თქვა ამირანამ და მორიდებით მომღიმარმა დააბოყინა.
- აბა, ყველამ მათხოვრის ჯვალოები გადაიცვით და ქალაქში შევიდეთ – თქვა ვერმიცანამ და წინ წაუძღვა.
ერთი საათი უპრობლემოდ იარეს. ქალაქი ძალიან უშნო იყო, უფერული, უსიცოცხლო. ბოლოს ვიღაც იქაური წინ გადაუდგა და გააჩერა.
- ვინ ხართ?!
- ჩვენ მენაგვეები ვართ, შენ შემოგევლე – მიუგო ვერმიცანამ – ისე, მწვანილოლოგიური მაქვს დამთავრებული, ესენი ჩემი თანამენაგვეები არიან.
- ფუ! (სცენარის ამ მომენტთან დაკავშირებით, რეჟისორის სამთელთეატრო გამოკითხვამ – გაეცინებოდათ თუ არა ბავშვებს, გაამართლა და ერთმა ბავშვმა ძალიან მოკლედ გაიცინა, ან შეიძლება ითქვას - დააცემინა) მე გახლავართ... თვით უზეაღმადიადესი და უკეთილსინდისნამუსმაღალფარდოვნება დევის ახლო მეზობლის ქვისლის თანამშრომლის ბიძაშვილის ბაღის ამხანაგი!
- ოოოო, როგორ გაიხარებს ჩემი მწვანილი ან ქალაქში, ოდეს თვით უზეაღმადიადესი დევის ამონასუნთნახშირორჟანგული ჰაერი დაუბერავს მათ... დაგვრთეთ ნება, დავრჩეთ აქ...
- ეს ამხელა ვინაა? –ეჭვით შეათვალიერა ბაყბაყ დევი იმ ქალაქის მკვიდრმა.
- ეს ჩვენი ნაგვის ყუთია.
- ეგ როგორ?
- როგორ და აი, რასაც ვაგროვებთ, ეს ჭამს და აქრობს... ყოველ შემთხვევაში, ადრე მასე იყო. დავრჩეთ?
- ეეე... დარჩით.
- და ხომ ვერ გვეტყვით, საითაა დევის სასახლე? – ჰკითხა ახლა ირმისამ.
- იქითაა – გზა უჩვენა იმ ვიღაც მოქალაქემ და კერპთაყვანისმცემლის სახის იმ ნაწილით, სადაც პირია, ნერწყვი ჩაყლაპა – ფრთხილად მიდით, გთხოვთ, სიმყუდროვეს ნუ დაურღვევთ, კაკლის ძირას ძინავს ხოლმე გაუნძრევლად.
- უი, აქამდე არავის შეუნძრევია? – დაინტერესდა ახლა ნაცარქექია.
- რას კადრულობთ? ახლავე...
- სანამ აღმიშფოთებიხარ დაგაზე ეხლა აქედან, ოე! – ზრდილობიანად მიუგო ვერმიცანამ, თავისიანებს ნიშანი მისცა და დევისკენ გასწიეს. მივიდნენ და მიიხედ-მოიხედეს.
- აბა, დევი?
- ვაჰ, სადაა?
- მე ვარ დევი, რა გინდათ? – ჰამაკიდან ამოყო თავი ვიღაც პატარა კაცმა.
- შენ არა, დევი გვინდა, დევი – დაუყვავა ნაცარქექიამ.
- მე ვარ! რას კადრულობთ?! მე დევი ვარ! გაიმეორეთ ყველამ ახლავე – დეეევიიიი, დეეეევიიიი... აბა, ჩემთან ერთად გაიმეორეთ ყველამ: ,,შენ ხარ დევი!” ,,შენ დევი ხარ” ,, ჩვენ შენი გვეშინია”, გაიმეორეთ!..
- რა დევი, შენ ჩემთვის დევი არა ხარ – მობეზრებით უთხრა ვერმიცანამ და იქვე ბალახზე წამოგორდა – მე შენ დევობას არა ვცნობ... არც ესენი.
დევი შოკში ჩავარდა, დაუწყო ძახილი თავის ამალას:
- ჰეეი, ნაცარქექიავ, ირმისა, ხუთკუნჭულა! მოდით აქ ჩქარა, ეს ვიგინდარები გარეკეთ!
- ყველანი უკვე აქ ვართ – მშვიდად მიუგო ვერმიცანამ – ვიღას ეძახი?
ამის გაგონება იყო და დევი კანკალმა აიტანა, სათითაოდ აათვალ-ჩაათვალიერა თითოეული და თავქუდმოგლეჯილი გაეცალა იქაურობას.
ადგნენ ეს ჩვენი ზღაპრის გმირები და აკეცეს კარვები – აბა, ისევ ჩვენს ადგილას დავბრუნდეთო – თქვეს და ნაცარქექიამ, ხუთკუნჭულამ, ირმისამ და სხვებმა ერთი მიმართულებით გასწიეს, ვერმიცანა სხვა მხარეს წავიდა...
ყველანი გაკვირვებულები შემოტრიალდნენ და თვალი გააყოლეს.
- ვერმიცანა, სად მიდიხარ?
- უკან, იალბუზზე...
- მორჩა უკვე, დაასხი, დაასხი, ნუ გენანება, ხვალ ორშაბათია, ვისვენებთ.
- უუფ, ისე ხო...
- კაცო, ეს ჩვენი ამირანა დავპატიჟე კონიაკზე ანტრაქტის დროს და არაო, ვერ დავლევო.
- ჰო, მაგან იმდღეს გვითხრა, მორჩა, აღარა ვსვამო.
- ჰოო?
- ჰო, რამდენჯერაც დალია და გაძღა, იმდენჯერ დაეძინა, ხალხი კითხულობს ხოლმე მერე...
- ვაა.
- მაშ...
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კარავის დღიურები

Post by Mta Mkvarebia » 17 სექ 2008, 11:26

kotetbeli
:lol:

ისე მაგ ბაყბაყ დევს ვერ გვათხოვებ დროებით? მალე გოგა ჩამოვა და დასუფთავების აქციაზე დაგვჭირდება :wink:
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
კარავის დღიურები

Post by Gvalva » 18 სექ 2008, 23:17

kotetbeli

შენ რომ რამეს დაპოსტავ სადმე წითელი ლამპოჩკა რომ აენთოს ხოლმე ნეტა არ შეიძლება, თორე გამომრჩენია :)

სტელაზე წარწერები სულ ციტატებადაა დასაზეპირებელი :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კარავის დღიურები

Post by Mta Mkvarebia » 19 სექ 2008, 00:44

Gvalva
:lol:
მერე ადმინს დავუპიემოთ, იქნებ მოგვიხერხოს? :wink:
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]