კარავის დღიურები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კარავის დღიურები

Post by meore monadire » 22 დეკ 2007, 11:23

kotetbeli
მაგარო

:D
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კარავის დღიურები

Post by meore monadire » 22 დეკ 2007, 11:23

ბიჭო პასტა ფურცლით იარე ხოლმე საყიდლებზე

:D
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კარავის დღიურები

Post by lama » 24 დეკ 2007, 15:49

kotetbeli
:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:DD::D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D


gaixare ganagrzeeeeeeeee
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by kotetbeli » 24 დეკ 2007, 20:47

IV

კარავი სამსახურში


როგორც ზემოთ ვთქვი, აქ მოყვანილი ფაქტების 97,1% მართალი იქნებათქო, ჯერ-ჯერობით ჩემი ნაწერი 2,9%-ის რესურსს წარმოადგენს (მართლა კი არა, ვხუმრობ:))


მოგეხსენებათ, ცალკე თემაა სხვადასხვა პროფესიის კარველები და მათი სამსახურებრივი მრავალფეროვნება, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვნდება ნანინანატრი შაბათ-კვირის დადგომისას...
იმის გამო, რომ კარველებთან არალაშქრული ურთიერთობებიც მაქვს, დავასკვენი, რომ ლაშქრული ატმოსფერო თავისთავად სამსახურებშიც მიჰყვებათ და თავიანთ ოფისებში მუშაობის ორიგინალურ (კარვულ) სტილს ნერგავენ...
თბილისის ოფისებში გაფანტული კარველებიდან რომ მოგენახულებინათ ყველა, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოდ მოგეჩვენებოდათ "ფოტოსამყარო" და "ფოტოსამყაროს" კარველ დიზაინერთან (Pauna) მისული კლიენტი:

კლიენტი: გამარჯობა, ფოტოების დაბეჭდვა მინდა და თქვენი დიზაინერული კონსულტაცია მჭირდება.

pauna: გამარჯობა, კი ბატონო.

კლიენტი: აი, ამ აბსტრაქტული კომპოზიციის დაბეჭდვა მინდა სიგრძეზე.

pauna: სიგრძეზე მგონი არ გამოდგება, ჰორიზონტალურად უფრო ეფექტური იქნება...

კლიენტი: რატომ?

pauna: ეს უბრალოდ ჩემი აზრია... მაგალითად, თქვენ წარმოგიდგენიათ შვეულად დადგმული კარავი? კარავი იდგმება ჰორიზონტალურად, მყარად...

კლიენტი: კი, მაგრამ ეს ნახატია და არა კარავი.

pauna: არასწორი პარამეტრებით დაბეჭდილი კომპოზიცია შეიძლება ისევე აიგდონ მნახველებმა თავიანთი კრიტიკით, როგორც ცუდად დადგმული კარავი -ქარმა...

კლიენტი: და ჩარჩო როგორი შევურჩიო?

pauna: თქვენი ნახატი კედელზე უნდა ეკიდოს უამრავი წლის განმავლობაში, ზაფხულსა და ზამთარში... რა თქმა უნდა, ჩარჩო უნდა იყოს გამძლე, როგორც კარგი კარავი!

კლიენტი: და ამ კომპოზიციებიდან კიდევ რომელი შევარჩიო ოთახისთვის? ცნობისთვის, ოთახის ინტერიერი სულ თეთრია...

pauna: იცით, ისევე, როგორც ლაშქრობას, ოთახს ზედმეტი და უსარგებლო ნივთები არ უხდება... მხოლოდ აუცილებელი და საუკეთესო კომპოზიციები უნდა დაკიდოთ.

კლიენტი: ფოტოების განლაგება როგორ ჯობია: ერთი კედელი დავტვირთო სპეციალურად ფოტოებისთვის თუ?

pauna: ფოტოების ერთ კედელზე თავმოყრა რაღაც არ მომწონს... ერთხელ 7 კაცს გვეძინა ერთ კარავში და... მოკლედ, ოთახში იკიდება იმდენი ფოტო, რამდენსაც ოთახი დაიტევს და აიტანს. ფოტოები უნდა გადაანაწილოთ ყველა კედელზე, თორემ ყველა ფოტოს ერთ კედელზე ჩამოკიდება, იგივეა, 4კაციან კარავში ყველამ ერთ მხარეს რომ დაიძინოს ერთმანეთზე...

კლიენტი: კარგი, დიდი მადლობა. როდისთვის იქნება?

pauna: ხვალ ლაშქრობაში ვარ- ზეგ!

***

როდესაც I კლასიკურ გიმნაზიას ჩაუვლით, შესაძლოა ყური მოკრათ lama-ს ხმამაღალ საუბარს საქართველოს ისტორიის შესახებ...
,,1790 წელს იმერეთის მთავარი ერეკლესთან ჩამოვიდა და შესთავაზა გაერთიანება. ამ ვიზიტისთვის მან რთული გზა გამოიარა...
ბავშვებო, მაშინ არ არსებობდა ისეთი კომფორტული ლაშქრული მოწყობილობები, როგორსაც ვთქვათ, კარველები ვიყენებთ: 40 გრადუსიანი საძილეები, GPS ტექნოლოგია, დიოდის ფანრები...
ვებსაიტებიც არ იყო და რომ ყოფილიყო კიდეც, ასეთი საიდუმლო ვიზიტებისას არაფრით არ შეიძლებოდა "სამომავლო გეგმების" გახმაურება და დაწერა - ,,შაბათს მივდივარ ერეკლესთან, გაერთიანება უნდა შევთავაზო. წავალ ამ მარშრუტით, კიდევ ვინ წამოვა?.."
ცოტა გადავუხვიე, მაპატიეთ, მოკლედ, ერეკლემ შესანიშნავად მიიღო იმერელი დიდგვაროვანი, გაერთიანების იდეაც მოეწონა, მაგრამ სად იყო და სად არა, გამოჩნდა ერეკლეს ცოლი-დარეჯანი... დარეჯანს არ მოეწონა გაერთიანების იდეა... მან არ დააფასა იმერეთიდან ჩამოსული სტუმრის ძალისხმევა, რადგან იგი არ იყო ნამყოფი ლაშქრობაში, მან არ იცოდა, როგორ დადიან ტალახით ფეხდამძიმებული მოლაშქრეები, როგორ უფრთხილდებიან ჯერ ერთმანეთს და მერე ყველაზე ნოყიერ-"ზგუშონს", რა ნელა მიიწევენ მიზნისკენ წვიმასა თუ ქარში და რა ჩქარა ალაგებენ დილით კარვებს, რადგან ვინც ბოლო აალაგებს კარავს, ის ცხელ ჩაის ვერ მიუსწრებს...
-მასწ, ტოტლებენსაც არ უხაროდა ხო გაერთიანება?
-ტოტლებენი საერთოდ ლაშქრობაში წასაყვანი არ იყო!.."
Last edited by kotetbeli on 25 დეკ 2007, 13:52, edited 1 time in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კარავის დღიურები

Post by Naia » 24 დეკ 2007, 22:57

kotetbeli
:D :D :D
ტოტლებენი საერთოდ ლაშქრობაში წასაყვანი არ იყო!.."
ეგრეა. ტოტლებენი რომელი სალაშქრო კაცი იყო :D

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
კარავის დღიურები

Post by Linda » 24 დეკ 2007, 23:14

ფაუნასთან საუბარი მჯერავს მართლა ეგეთი იქნება, :lol: :lol:

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
კარავის დღიურები

Post by paata_ » 24 დეკ 2007, 23:20

:D

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კარავის დღიურები

Post by tiko_r » 24 დეკ 2007, 23:39

kotetbeli
:lol: :lol: :lol: კოტეეე

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
კარავის დღიურები

Post by ZVIOSULI » 25 დეკ 2007, 10:52

kotetbeli
კა ჯანდაბას მოგიწყობთ ფილარმონიაში საღამოს! :D :D :D :D
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
კარავის დღიურები

Post by nusa » 25 დეკ 2007, 11:23

IV ნაწილმა(ც) გაამართლა !

სამსახურში ყველას გიჟი ვგონივარ (ალბათ გამონაკლისი არ ვარ) :D :D :D :D
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კარავის დღიურები

Post by meore monadire » 25 დეკ 2007, 13:12

კოტე შე მაგარო :D:D:D:D:D
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by kotetbeli » 26 დეკ 2007, 14:48

რეკლამის შემდეგ

V
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by kotetbeli » 26 დეკ 2007, 14:56

რეკლამა

ჩიჩილაკების ფირმა გთავაზობთ საახალწლო ფასდაკლებას...

ჩვენი ბრენდის პოზიციონირება გაცილებით უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო -გაყიდვებმა 304%-ით იმატა ბოლო ერთ კვირაში, რაც ჩვენი ახალი მენეჯმენტის დამსახურებაა!..
ჩვენი ჩიჩილაკი დიდია, დასაკეცია და გამოგადგებათ ზაფხულში ზღვაზეც-მის ჩრდილში შესაძლებელია შეზლონგის დადგმა.
გელით!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კარავის დღიურები

Post by Mta Mkvarebia » 26 დეკ 2007, 15:01

kotetbeli
:lol: :lol: :lol:
nusa wrote:
სამსახურში ყველას გიჟი ვგონივარ (ალბათ გამონაკლისი არ ვარ) :D :D :D :D
ნამდვილად არა ხარ გამონაკლისი, მეც რომ გიჟი არ ვეგონო ვინმეს მოგუდულად ვიცინი ან როცა მარტო ვრჩები მაშინ ვკითხულობ ამ თემას :wink: :D
Image

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
კარავის დღიურები

Post by N67 » 26 დეკ 2007, 15:31

:)

:D

:lol:

:mrgreen: :
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]