კარავის დღიურები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კარავის დღიურები

Post by Mta Mkvarebia » 28 დეკ 2007, 00:34

Gvalva
:lol: :lol: :lol:
Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by kotetbeli » 28 დეკ 2007, 14:42

Gvalva wrote:kotetbeli

შაბაშები შეიძლებაა??? :)

VI გობე და კოტეტბელი გარეთ გავიდნენ
მე, მე დავბრუნდი...
შენ ხომ მაინც იცი, რომ ცუდს არაფერს ვწერ, უწყინარი ვარ და მხოლოდ მცენარეებით ვიკვებები?..
შაბაშები არა, თითომ თითო ,,ლეიკო" მომეცით.

იმ პერიოდში, როდესაც პროცესორის ქულერის გადახურებისას :roll: გარეთ გამიყვანეს, დაახლოებით 5 წუთში თავადვე შემომიყვანეს... დავჯექი მაგიდასთან და დავწერე დღიურის კიდევ ერთი ჩანახატი: ,,ვაახ!"
მოვითხოვ:
1. სიტყვის თავისუფლებას!
2. თავისუფლებაზე საოფისე ფართს!
ეს gobe-სთვის...

მე არაფერს მოვითხოვ, არც კატეგორიულად... :roll:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
კარავის დღიურები

Post by გვალდა » 28 დეკ 2007, 15:16

pauna: ფოტოების ერთ კედელზე თავმოყრა რაღაც არ მომწონს... ერთხელ 7 კაცს გვეძინა ერთ კარავში და... მოკლედ, ოთახში იკიდება იმდენი ფოტო, რამდენსაც ოთახი დაიტევს და აიტანს. ფოტოები უნდა გადაანაწილოთ ყველა კედელზე, თორემ ყველა ფოტოს ერთ კედელზე ჩამოკიდება, იგივეა, 4კაციან კარავში ყველამ ერთ მხარეს რომ დაიძინოს ერთმანეთზე...
:) :)
გუშინ იგივე მეთოდის ოჯახში განხორციელების მცდელობა მქონდა. ამაოდ :oops:
ჩემმა დამ გამოზიდა ფოტოები და ერთ ოთახში უნდა დავკიდოო. ვეკითხები, ამ ოთახში რამდენ შენს დაქალს დააძინებ-თქო მაქსიმუმ? ერთსო, ჰოდა, პაუნას მეთოდით აქ ერთი ფოტო უნდა დაკიდო თქო :D არ დამიჯერა. ხუთი ფოტო დაკიდა, თანაც ერთ კედელზე :lol:
სვანეთოლოგი

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by kotetbeli » 28 დეკ 2007, 15:31

გვალდა
paunologia... :D
ერთი შენი და კარავზე გააწევრე და მეთოდიკას PM-ით გავუგზავნი დაწვრილებით :)))
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
კარავის დღიურები

Post by გვალდა » 28 დეკ 2007, 21:20

kotetbeli
კარგი :lol: 2008 წლიდან "ონლაინ მოწაფე" გეყოლება :))
სვანეთოლოგი

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კარავის დღიურები

Post by Mta Mkvarebia » 03 აგვ 2008, 01:08

kotetbeli
კოტიკ, სად ხარ?
არაა ეს თემა ჩასაძირი :D , მართალია შენ ზამთრაში ბუხრის წინ წასაკითხი ზღაპრების რანგში გახსენი და ახლა ზაფხული და გაქანებული ლაშქრობებია, მაგრამ მაინც...

ძალიან დიდი სარეკლამო პაუზა გამოგივიდა, ველით ახალ სერიას :wink:
Image

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
კარავის დღიურები

Post by Druides » 05 აგვ 2008, 13:36

kotetbeli



au daglije magari xar!!!
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

madlenuka
ბილიკზე მოარული
Posts: 58
Joined: 04 დეკ 2007, 13:28
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by madlenuka » 19 აგვ 2008, 16:21

.....დღიურების წერა მომნატრებია....ჰო...ახლა ვიგრძენი "კარვის დღიურები" რომ ამოვიკითხე....
...რა საშინელი ზაფხულია..ცხელი...მხუთავი ჰაერით...სისხლით და ცრემლებით გაჟღენთილი და დამძიმებული.....არადა...გეგმეები მქონდა...შვებულების დღეების ნაყოფიერდ გამოყენება მინდოდა....
ახლა ვგრძნობ რომ წერააც არ შემიძლია იმდენად ვარ დამძიმებული...არა...ასე გაგრძელება აღარ შეიძლება...დაგვანებონ რა თავი რუსებმა!!!!!

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
კარავის დღიურები

Post by Int3lig3nt » 19 აგვ 2008, 16:50

აი თურმე რა ყოფილა კოტეტბელის იუმორი :).

მაგრად ვიხალისე :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კარავის დღიურები

Post by lama » 19 აგვ 2008, 17:12

kotetbeli
შენ მართალი ხარ პრინციპში

შენს გვერდით ვარ

დღეს ავდეწი და რას ვხედავ რუს სპორცმენს (სახელსა და გვარს არ დავასახელებ) ოქროს მედალი არ ჰკიდია და არ დგას კვარცხლბეკზე :twisted: :twisted: :twisted:

საშინელ ხასიათზე დავდექი

გავიდა 5 წუთი და შემოვედი აქ ჩვენთან კარავზე და ამდენი ხალხის დანახვამ გამახარა
:)

მე მინდა იზოლირებული ბინა მოსკოვის ცენტრში რათა......
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by kotetbeli » 19 აგვ 2008, 20:36

უი, მადლობა მომიხსენებია ყველასთვის, გაიხარეთ :)
აი, იმედია კაი ამბები მოხდება ჩვენს გარშემო, მეც ხასიათზე მოვალ და გავაგრძელებ აუცილებლად... არსად გამქცევი არა ვარ, საგადასახადოში აღრიცხვაზე ვარ-იუმორზე სოციალურია 20%, ასე, რომ აქ ვარ :wink:

P.S. ლამას გასაქანი მიეცით, მიუშვით... მასალები მჭირდება თემისთვის!.. :)
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by kotetbeli » 19 აგვ 2008, 20:47

წავიხალტურებ და სხვაგან დაპოსტილს აქაც დავდებ...
VI 1-2 რჩევა კარვების და საძილეების ასარჩევად:

კარვის არჩევისას იხემძღვანელეთ ამით (ლამა ყიდის, ბაზრობის თემაში ალალად დავუსვი ეს კითხვები და არაფერი მიპასუხა :( )
1.კარავს ფითოხლართების ამრეკლი თუ აქვს?
2.სპეცაეროფიზოქიმოსენსორიკა და ელვაეშესაკრავი?
3.შიგნით ძილისას შემთხვევითი თვითდაკეცვადობის ალბათობის პროცენტულობით რა საგარანტიო ტესტებზეა შემოწმებული?


ხო,საძილეს შერჩევა... ახლა რა ხდება...

1. აუცილებელია, რომ სიგრძეში იშლებოდეს აღმოსავლეთიდან დასავლეთით.
2. ზემოთ, თავის ადგილას უნდა ჰქონდეს ხვრინვამაყუჩი.
3. ვინაიდან მადაგასკარის ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლი სამსახურში გვიან გამოცხადდა, უტრანსპორტობის გამო მადაგასკარის პორტში მისვლა დააგვიანდა პორტის მთავარ მუშა-ტექნიკოსს... ამ მიზეზით ერთ-ერთი გემი პორტიდან ტექნიკური დათვალიერების გარეშე გავიდა და ავსტრალიის სანაპიროებიდან 75-77 მეტრში ჩაიძირა. ჩაძირული დიდი თეთრი გემის დანახვისას ზომების გამო დაკომპლექსებულან ავსტრალიის დიდი თეთრი ზვიგენები და სასოწარკვეთილები გამორიდებიან იქაურობას, უცურიათ შორს, შორს და 3 დღის წინ უკვე შეუნიშნავთ შავ ზღვაში, ხოლო შავი ზღვიდან მდინარეების საშუალებით ადიან სოფლებში, მთებში, იქ, სადაც დიდი თეთრი გემები არ დაცურავენ და იმის თქმა მინდა, რომ საძილეს უნდა მოყვებოდეს ზვიგენების დამფრთხობი სასტვენი მოწყობილობა.
4. უნდა ჰქონდეს შტრიხკოდი და გამოშვების ვადა.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კარავის დღიურები

Post by Mta Mkvarebia » 19 აგვ 2008, 20:54

kotetbeli wrote:... არსად გამქცევი არა ვარ, საგადასახადოში აღრიცხვაზე ვარ-იუმორზე სოციალურია 20%, ასე, რომ აქ ვარ :wink:
P.S. ლამას გასაქანი მიეცით, მიუშვით... მასალები მჭირდება თემისთვის!.. :)
:lol:
დროებით გიბრუნებ მინდვრისყვავილისგამომეტყველებისსმაილიკს :wink: ...მხოლოდ დროებით!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კარავის დღიურები

Post by guruli » 20 აგვ 2008, 11:23

kotetbeli
საგადასახადოში აღრიცხვაზე ვარ-იუმორზე სოციალურია 20%, ასე, რომ აქ ვარ

P.S. ლამას გასაქანი მიეცით, მიუშვით... მასალები მჭირდება თემისთვის!..
:lol: :lol: :lol: :lol: :lol:
:D :D :D :D :D
:lol: :lol: :lol:
:D :D
:lol:
მაგარი ხარ...საძილე-კარვების ასარჩევი რჩევებიც მაგარია.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by kotetbeli » 20 აგვ 2008, 13:02

VII კარავში თვითდამკვიდრება(ციკლიდან ,,უნამუსო მოგონებანი")

დიდი ხნის წინ, როდესაც კარავზე გავწევრდი, არავის ვიცნობდი. შემოვარდნენ welcome მითხრეს და ისევ თავისთვის გაგრძელეს საუბარი...
ვერცერთ თემაში სიტყვა ვერ ჩავაგდე... სიტყვები ხო იცით როგორაა წიინადადებაში? აი, ,,ტეტრისი" ხომ გითამაშიათ, ერთი კონკრეტული ფორმის კუბიკი რომ აკლია და რომ შეივსება, მასეა წინადადებაში სიტყვაც... ხოდა ეგეთ სიტყვას ვერ ვნახულობდი ხოლმე, არადა პოსტებს შორის ის ცარიელი ადგილი ისე მიმზიდველად იყურებოდა (სხვები რატომღაც ვერ ამჩნევდნენ), მარტო მე მიყურებდა, თითქოს მეუბნებოდა- მიდი კაცო, ჩასვი რამე, თუ შიგნით ბუნებრივად არ ჩაჯდა და არ მოერგო, მაშინ- გაჭედეო!
- ახალი ამბავი არ იცით?!!! - ვიკითხე თემაში ,,უკვე შემდგარი ლაშქრობები"
- არა, თქვი აბა! -მიპასუხეს მაშინვე.
- არც მე ვიცი-ვუთხარი მზაკვრულად კმაყოფილმა და ასე გაჩნდა პირველი ოფტოპიკი...
როდესაც დავპოსტე და მთავარ გვერდზე განყოფილების გასწვრივ ჩემი ნიკი დავინახე, სიხარულის და სიამაყის ცრემლი მომადგა თვალებზე. მერე ვიღაც უნდილმა სულ სხვა თემაში დაპოსტა... შევხედე, აღარც ჩემი თემა აღარც ჩემი ნიკი... ქვედა პოზიციაზე ჩამოიწია. 2 დღე საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი, აღარც ვჭამდი, აღარც ვსვამდი... წავედი ბიბლიოთეკაში და გადავიკითხე წიგნი ,,ფარული ტაქტიკა და უჩინარი კონკურენცია". წიგნის კითხვისას სამკითხველო დარბაზში ვიღაცამ მკითხა:
-რას კითხულობთ?
-ფარული ტაქტიკა და...
-მე ვკითხულობ მაკულატურის ფილოსოფიას-დამასწრო უცბათ.
,,ჰეჰ, ესა ნახე რა!"-გავიფიქრე და გავაგრძელე:
- და უჩინარი კონკურენცია.
-მაკულატურის ფილოსოფია!
-უჩინარი კონკურენცია-მეთქი ბიჭო, რატო არ მაცდი?!
უცბათ იმ ტიპმა ნიშნისმოგებით გაიღიმა.
გავიღიმე მეც-დიალოგის მოგებით... და უცბათ იდეალურმა აზრმა გამიელვა: რა საჭიროა წინადადებები, ფრაზები, სიტყვები, მარცვლები, როცა არსებობს სმაილიკი! მვვარდი კომპთან, შევედი და ჩემ თემაში სმაილიკი დავპოსტე და ჰუუუუუჰ, ისევ პირველ ადგილას ამოიწია... მივლულე თვალები, თან დროდარდო მთავარ გვერდს ვუყურებდი... აი, ახლა კი ნამდვილად ჩავწვდი თუშური სიმღერის ერთ ფრაზას: ,,მზეს ამაჰლალებდ უმტეროს თავზეეეე...", მართლაც, როგორ ამოჰლალდა ჩემი დაპოსტილი მაღლა და როგორ მიმოვფანტე სხვები!
მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ იყო...
კარველების რომელიღაც შეკრება იყო, თუმცა, ჩემთვის პირველი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პირველ ეფექტს და ისევ ძალიან ბევრი ვიფიქრე...
დათქმულ დღეს კარველები შეიკრიბნენ. მე შორიახლოს ვიდექი და ვიცდიდი.
უცბათ შეგროვილ კარველებთან მიირბინა ჩემმა ერთმა მეგობარმა და აქოშინებულმა იკითხა:
- მოგესალმებით! კოტეტბელი ხომ არ მოსულა უკვე?
- ჰა? ეგ ვინაა?
(ამის გაგონებაზე, სიბრაზისგან ფეხის თითები ისე მოვკუმე, სანდლები 2 ზომით დამიპატარავდა)
-მე კარავზე დარეგისტრირებული არ ვარ, მაგრამ შორიდან გიცნობთ ყველას- არ დაიბნა ჩამი მეგობარი- მისი ნახვა მინდა, მინდა პირადად ვიცნობდე!
ამ დროს მიირბინა ჩემმა მეორე მეგობარმა (ასაკით ცოტა განსხვავებულმა)...
- სალამი! კარველების შეკრებაა? კოტეტბელი მინდა რა!
ხალხი დაიბნა და შეიშმუშნა ინტერესით.
(ისევ გავშალე ფეხის თითები)
- კაცო, რა ყველა კოტეტბელს კითხულობთ?-იკითხა მეორემ.
არც მეორე მეგობარი დაიბნა:
- იქით კიდე ხალხი იცდის, ძალიან ბევრნი ვართ და მე გამომაგზავნეს-გაიგე კოტეტბელი ხომ არ მოსულაო...
- უკაცრავად და თქვენ მისი მეგობრები ხართ? - იკითხა ვიღაც მაღალმა სათვალიანმა გოგომ სანდომიანი სახით(დღემდე არ მევასება ეგ ტიპი).
ზუსტად ამ დროს მივუახლოვდი მათ და თითქოს გულგრილად მივუგე:
- არა, რა მეგობრები... გამარჯობა, მე კოტეტბელი ვარ!..
- აა, გამარჯობა!-თქვა მაღალმა სათვალიანმა სანდომიანმა და ისევ სხვებს მიუტრიალდა- აბა, რას ვშვრებით, მივდივართ ხვალ?..
ძნელია, ძლიან ძნელია თვითდამკვიდრება...
ვისაც ყველაზე მეტი პოსტი და გამოხმაურება ჰქონდა, შევეცადე იმის სტილი გადამეღო. მისნაირად ვხუმრობდი, მისნაირად ვწერდი, მისნაირად ვმღეროდი... + სმაილიკების ტაქტიკა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, თუმცა, ამას შთამომავლობა იტყვის რა გამომივიდა და რა-არა! (ცრემლებს ვერ ვიკავებ). შევქმენი ცალკე საიტი- www.mevardachemikaravi.ge, ვპოსტე, ვპოსტე, ყველგან მე ვიყავი. მერე მთავარ გვერდს ფოტო გადავუღე და ახლაც საძინებელში მიკიდია ზოგჯერ მეტი მხნეობის და გამძლეობის მოსანიჭებლად!.. მერე ესეც მომბეზრდა.
ეს თემის მიპინვა რაღა ყოფილა, თურმე სულ ზემოთა პოზიციაზეა შენი თემა... ეს რომ გავიგე, მერე მიპინულ თემებში დავიწყე პოსტვა სიტყვების, სმაილიკების და როცა ძალიან გამიჭირდებოდა-ტირეების, წერტილებისა და მძიმეების პოსტვა...
ბანი დამადეს. უმოწყალოა ეს წუთისოფელი. ცდილობ ადამიანი რაღაცას, იდეალებს იქმნი, ფასეულობების ,,რაზვალს" ასწორებ, ღირებულებებს ,,შტატივზე" დადგამ მყარად და ამ დროს აღმოჩნება, რომ ყველაფერი ნაცარია და მტვერი, ილუზიაა და 3D!
არა, აშკარად გამომელია www.karavi.ge-ს სპეციფიური ლექსიკა... ძველებურად ისევ უნდა მოვუხშირო ლაშქრობებს!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]