Page 107 of 110

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 04 ივნ 2012, 01:28
by guruli
keto
Makena
guruli

ბევრად უკეთაა ეკა. გამოვიდა მდგომარეობიდან, უკვე ჭამს კიდეც, ფეხზეც გაიარა
ძალიან კარგი, მიხარია!

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 04 ივნ 2012, 15:27
by Kakha
კარგია - ძალიან, ძალიან კარგია!!!!

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 08 ივნ 2012, 11:02
by QAQUCA
ბიჭებო და გოგოებო 23-24 ივნისისთვის მჭირდება 2 სამარშუტო თავისი ჯიგრიანი მძღოლებით რომ ხევსურეთი გემრიელად მომატაროს იქნება ვინმეს ტელეფონი მომწეროთ.... მადლობა წინასწარ!

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 08 ივნ 2012, 16:22
by Naia
QAQUCA wrote:ბიჭებო და გოგოებო 23-24 ივნისისთვის მჭირდება 2 სამარშუტო თავისი ჯიგრიანი მძღოლებით რომ ხევსურეთი გემრიელად მომატაროს იქნება ვინმეს ტელეფონი მომწეროთ.... მადლობა წინასწარ!
599928090 ზვიადი

კარაველების დიდი მეგობარია, შატილში სულ მაგას დავყავართ. მეორე მძღოლსაც ეგ გირჩევთ

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 09 ივნ 2012, 19:54
by QAQUCA
Naia wrote:
QAQUCA wrote:ბიჭებო და გოგოებო 23-24 ივნისისთვის მჭირდება 2 სამარშუტო თავისი ჯიგრიანი მძღოლებით რომ ხევსურეთი გემრიელად მომატაროს იქნება ვინმეს ტელეფონი მომწეროთ.... მადლობა წინასწარ!
599928090 ზვიადი

კარაველების დიდი მეგობარია, შატილში სულ მაგას დავყავართ. მეორე მძღოლსაც ეგ გირჩევთ

მადლობა ნაია!

ზვიადს უკვე ველაპარაკე და შევთანხმდით!

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 14 ივნ 2012, 01:03
by Nephros
შესაძლებელია თუ არა ლოპოტის ტბის სიახლოვეს რაიმე ღირშესანიშნაობის ნახვა 3-5 კილომეტრის რადიუსში?

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 14 ივნ 2012, 09:03
by qvevri
ლოპოტას ტბასთან, გადასწვრივ, მთის კალთAზე დგას ძველი სალოცავი, რომელიც 2 სართულიანია. ტბიდან იქნება ასე 500 მეტრი აღმართზე. ნაფარეულშია ერთი ეკლესია, თუმცა რაიმე ჩუქურთმაშემკულობა არ გააჩნია და საკმაოდ გვიანდელია, (ალბათ მეთვრამეტესი???)

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 14 ივნ 2012, 09:13
by Tamari-ch.
Nephros wrote:შესაძლებელია თუ არა ლოპოტის ტბის სიახლოვეს რაიმე ღირშესანიშნაობის ნახვა 3-5 კილომეტრის რადიუსში?
რა ლამაზი ადგილი ყოფილა!


https://www.facebook.com/media/set/comm ... 1029645646


Image

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 14 ივნ 2012, 13:59
by qvevri
რა ძალა აქვს ამ პოტოშოპს...

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 14 ივნ 2012, 15:41
by qvevri
Tamari-ch.
ამ ადგილს ახლო წარსულში ნიმშნულები გაუკეთეს, მაგრამ როგორც ქართული, ისე უცხოური წარწერები შეცდომითაა რატომღაც...
მოკლედ ნამეტანი"კახური წარწერები" აქვს..

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 18 ივნ 2012, 13:01
by burdiani
ხალხნო და ჯამაათნო ვარძიასთან სიახლოვეს სასტუმროები რომააა მაგათი საკონტაქტო ინფორმაცია ხომ არ გაქვთ?

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 18 ივნ 2012, 14:10
by Mta Mkvarebia
burdiani wrote:ხალხნო და ჯამაათნო ვარძიასთან სიახლოვეს სასტუმროები რომააა მაგათი საკონტაქტო ინფორმაცია ხომ არ გაქვთ?
ვალოდიას კოტეჯს რომ ეძახიან მაგას გულისხმობ?

ვალოდია ზაზაიძე
599116207

(სხვა, მეორე სასტუმრო, "ბლექ-სი გრუპი"-ს ხალხს ჰქონდა მთლიანად დააქირავეული და შარშანწინ ადგილი არ ჰქონდათ, მაგრამ მორჩნენ უკვე გზის მშენებლობას მგონი და შეიძლება აღარცაა დაკავებული. აი ნომერი, თუ არ შეიცვალა ჩვენ რომ ბოლოს ვიყავით, მას მერე: გოჩა 598169915

ეს კიდევ ვანის ქვაბების ზედამხედველის ტელეფონია, იქ ყოფნისას ჩაგვაწერინა, ოთახებსაც აქირავებს ნუგზარ ზაზაძე 790285034 მაგთიფიქსია

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 21 ივნ 2012, 09:50
by Tamari-ch.
2012 წლის 30 06, შაბათი
19:00-დან 20:30-მდე
ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა სახელმწიფო თეატრი
ქალთა ფოლკლორული ანსამბლი "ელეონი",

თბილისის მერიის შ.შანიძის სახელობის მე-20 ხელოვნების სკოლის ფოლკლორული ანსამბლი "იარამაშა"

საპატრიარქოს წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა-პანსიონის ფოლკლორული ანსამბლი "არსიანი"

წარმოგიდგენთ ფოლკლორის საღამოს

”... აპირებს გათენებასა".

საღამო გაიმართება 2012 წლის 30 ივნისს თბილისში, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა სახელმწიფო თეატრის სცენაზე.

დასაწყისი: 19:00.

შესაძლებლობა გეძლევათ იხილოთ და მოისმინოთ ქართული აუთენტური ფოლკლორის ნაკლებად ცნობილი და უცნობი ნიმუშები.

ბილეთის ფასი 5-7 ლარი.

ანსამბლების ხელმძღვანელი: დალი დაბრუნდაშვილი.

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 04 ივლ 2012, 23:11
by Nephros
qvevri
მადლობა დიდი;)

Tamari-ch.
ნამდვილად მშვენიერი ადგილია :)

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 04 ივლ 2012, 23:19
by Nephros
მეგობრებო, ვეძებ რუსულენოვან გიდს ნახევარი დღით, რომელმაც კარგად იცის თბილისის ისტორია და რომელიც შესძლებს, რომ კარგი მეგზურობა გაუწიოს აზერბაიჯანელ და სომეხ სტუმრებს.