ფესტივალი "ნიამორი" - 2008

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ფესტივალი "ნიამორი" - 2008

Post by niamori » 12 დეკ 2007, 19:52

ინფორმაცია და მონაწილეობის წესები

ძირითადი ინფორმაცია
თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების ფესტივალი N”ნიამორის” მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს და პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოში ალპინისტური, სპორტის ექსტრემალური სახეობებისა და სათავგადასავლო დოკუმენტური კინოს განვითარებას, როგორც საზოგადოებაში, ჯანსაღი წესის დამკვიდრების ერთ-ერთ საშუალებას. ასევე, ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების დამკვიდრებას. ფესტივალი მზადაა უმასპინძლოს ყველა პიროვნებას, ვისაც უყვარს და პროფესიად აქვს ფილმების დამზადება.
ფილმების ფესტივალი “ნიამორი” ჩატარდება 2008 წლის 18 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, თბილისსა და გუდაურში. ფესტივალის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “კასტირიონი”.
პარტნიორები არიან სამაუწყებლო კომპანია რადიო “ფორტუნა”, “ჯიპა”, “ქარვასლა”, “პროფოტოცენტრი”, კინოს სახლი, ჟურნალი “ოზონი”, პროსერვისცენტრი.
ინტერნეტ-პარტნიორი _ სი-დი-ენი;
მედია პარტნიორები არიან: ინგლისურენოვანი გაზეთი Gეორგია თოდაყ, საინფორმაციო სააგენტო “პირველი”, ყოველდღიური გაზეთი “ლელო”.

ფესტივალის მონაწილეთათვის გადასახადი დაწესებული არ არის;

პრიზები და ჯილდოები:
გრა-პრი _ დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმი, რომელიც თავისი შინაარსით, შეესაბამება ფესტივალის შინაარს და ფესტივალის მაყურებლისთვის წარმოადგენს შემეცნებით ფასეულობას;
გამოვლინდება სამ ნომინაციაში გამარჯვებული:
1. საუკეთესო ალპინისტური ფილმი;
2. საუკეთესო სათავგადასავლო ფილმი;
3. საუკეთესო ექსტრემალური პროექტი;
ფესტივალზე ასევე დაწესებულია დამატებითი პრიზები:
• საუკეთესო უცხოური ფილმი;
• საუკეთესო ქართული ფილმი;
• საუკეთესო დებიუტი _ (პრიზი არის I ფესტივალის ნომინანტის, ლევან ლაგაზიძის სახელობითი პრიზი და გადაეცემა საუკეთესო ქართილ დებიუტს);
• მაყურებლის სიმპათიის პრიზი;

ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტისა და ჟიურის ქართველი წევრების (რომელშიც შესული არიან ფილმებისა და სატელევზიო პროგრამების სცენარისტები, პროდუსერები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, მსოფლიო რანგის მოგზაურები) მიერ მოხდება ფესტივალზე შემოსული ფილმების წინასწარი სელექცია, რომლის შემდეგაც ამოირჩევა თითო ნომინაციაში 4-4 ფილმი. საუბარია უცხოურ ფილმებზე, ქართული ფილმები მაქსიმალურად დაშვებულნი არიან მომდევნო ეტაპზე. სწორედ ამ ფილმების ჩვენება შედგება, თბილისში, კინოს სახლში.
ამ ეტაპზე გასული ფილმებიდან, უკვე ჟუირის საერთაშორისო წევრებთან ერთად აირჩევა ნომინაციაში გამარჯვებული და გრან-პრის მფლობელი ფილმები.
ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდება ნიამორის პრიზითა და დიპლომით;
ფესტივალის სპონსორების მიერ გრან-პრის მფლობელი ფილმისთვის დაწესებულია საგანგებო პრიზი – 8 დღიანი მოგზაურობა საქართველოში.

ყურადღღება! თუ გრან-პრის აიღებს ქართული ფილმი მას ელის სიურპრიზი!!!

ფესტივალის ოფიციალური ენებია ქართული, ინგლისური და რუსული;
გთხოვთ, თქვენი ფილმის შევსებული განაცხადი და ფილმი გამოაგზავნოთ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტში:
• შეავსეთ განაცხდის ფორმა;
• ფილმი ჩაწერილი კასეტაზე (მინი_DV ან DVD ფორმატზე;
• ფილმის ანოტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს არაუმეტეს 150 სიტყვას;
• ფილმის სკრიპტი (ტექსტობრივი ვერსია);
• ფილმის ამსახველი 2-3 კადრი, ფესტივალის კატალოგისთვის;
ყველა ამ საბუთის შევსება აუცილებელია (უცხოელებისთვის ინგლისურ ან რუსულ ენებზე);
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2008 წლის 20 იანვარი (ამ დღით დათარიღებული საფოსტო გზავნილი ფესტივალში მონაწილეობს);
ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტში გზავნილზე ფასს იხდის გამომგზავნი;
ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი გზავნილზე, DVD/კასეტაზე პასუხისმგებელია, მხოლოდ მისი ორგკომიტეტში ჩაბარების შემდეგ;
საორგანიზაციო კომიტეტში შემოსული ყველა ფილმი ტქნიკურად მზად უნდა იყოს დიდ ეკრანზე გასაშვებად; ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი არ აგებს პასუხს DVD/კასეტაზე არსებულ ხარვეზზე, ასევე იმაზე თუკი ფილმი დაიკარგება გამოგზავნის პროცესში.

ჩვენება:
ყველა ფილმი, რომელიც გავა სელექციის მომდევნო ეტაპზე და დასახელდებიან ნომინაციების პრეტენდენტებად ნაჩვენები იქნება თბილისის კინოს სახლში, 2008 წლის 22-29 თებერვლის ჩათვლით. ამ არაკომერციულ ჩვენებზბეზე დაიშვებიან აკრედიტებული სტუმრები და ფესტივალის მონაწილეები;

მონაწილესთან შეთანხმების შემთხვევაში, აპლიკანტის მიერ გამოგზავნილი ფილმი ნაჩვენები იქნება საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთი არხის მიერ, რაც საორგანიზაციო კომიტეტს დაეხმარება მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელის გამორკვევაში.
ფესტივალი იცავს ყველა საავტორო უფლებას და ავტორის წერილობითი თანხმობის გარეშე შემოსულ მასალას სხვა მიზნით არ გამოიყენებს;

საორგანიზაციო კომიტეტში გამოგზავნილი ფილმის და შევსებული განაცხადის მიხედვით, თქვენ ეთანხმებით ფესტივალის მიერ შემოთავაზებულ წესებს.

ყურადღება! მხედველობაში იქონიეთ, რომ ფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიაზე მხოლოდ მოწვეული სტუმრები დაიშვებიან. დეტალებისთვის მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების ჩატარება:
განაცხადების მიღების ვადაა _ 2007 წლის 5 დეკემბრიდან 2008 წლის 20 იანვრამდე;
ლიტერატურული _ 2008 წლის 12 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით;
ფოტო-კონკურსი _ 2008 წლის 18-23 თებერვალი, ”ქარვასლა”
• ქართული დარბაზი;
• გამოიფინება საუკეთესო საკონკურსო ფოტოები;
• გაიხსნება “იტალიური დარბაზი”;
ფილმების კონკურსი:
არასაკონკურსო ფილმები: _ 2008 წლის 20 - 23 თებერვალი (მხატვრული პროგრამა);
საკონკურსო ჩვენებები შედგება: _ 2008 წლის 24 - 29 თებერვლი;
მასტერ-კლასები: _ 2008 წლის 23 -25, თებერვალი;
სპორტული სანახაობა: _ 2008 წლის 2 და 3 მარტი;
კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 3 მარტს გუდაურში.

ყურადღება!კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი და შემდეგ წარმოადგინონ საკონკურსო ფოტოებთან ერთად (რაოდენობა შეზღუდული არ არის). თითოეული საკონკურსო ფოტოს ზომა უნდა იყოს ფოტოს ზომა A5 (15X21).
ფოტო-კონკურსში, ფოტოები გამოაგზავნეთ სამ ნომინაციაში:
• საუკეთესო ალპინისტური ფოტო,
• საუკეთესო სათავგადასავლო ფოტო;
• მთის ბუნება, ფლორა, ფაუნა, მოსახლეობა, ყოფა...
დეტალებისთვის მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს.

ყურადღება:
ლიტერატურული კონკურსის მონაწილეებმა მოთხრობები (ჩანახატები) მისამართზე უნდა გადმოაგზავნონ lit@niamori.ge. ტექსტი უნდა იყოს აკრეფილი 12-იანი, Acad Nusx (ცად უსხ) შრიფტით და არ უნდა აღემატებოდეს 10 თაბახის ფურცელს.
ნომინაციები:
• დოკუმენტური მოთხრობა,
• მოთხრობა.


დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეიხედთ "ნიამორის" განახლებულ საიტზე, რომლის სრული რეკონსტრუქცია კვირის ბოლოს დასრულდება. www.niamori.ge
მადლობა ყურადღებისთვის და გელით ფესტივალზე...
მობრძანდით თავისუფლად და წაგებასაც შეეგუეთ ვაჟკაცურად 8)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ფესტივალი "ნიამორი" - 2008

Post by lama » 12 დეკ 2007, 19:54

niamori
იმედია წელსაც კაი ფესტივალი გამოვა

შარშანდელივით :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ფესტივალი "ნიამორი" - 2008

Post by kotetbeli » 15 დეკ 2007, 23:33

მე "პას!"




თუ ვინმე მონაწილეონას მიიღებთ, ყველას წარმატებებს გისურვებთ!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ფესტივალი "ნიამორი" - 2008

Post by paata_ » 15 დეკ 2007, 23:35

მეც "პას!"

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ფესტივალი "ნიამორი" - 2008

Post by lama » 15 დეკ 2007, 23:41

kotetbeli
paata_
მე რვა დამიწერეთ და თუ "ჯოკერი" არ გყავთ ყველა ჩემია :? :roll: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ფესტივალი "ნიამორი" - 2008

Post by kotetbeli » 15 დეკ 2007, 23:46

lama
ჯოკრის თამაში არა, მარა გამარჯობის თქმა ვიცი!.. (ეს ისე)
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ფესტივალი "ნიამორი" - 2008

Post by lama » 15 დეკ 2007, 23:58

kotetbeli wrote:lama
ჯოკრის თამაში არა, მარა გამარჯობის თქმა ვიცი!.. (ეს ისე)
:wink: :wink: :roll: :lol: :lol:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ფესტივალი "ნიამორი" - 2008

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 დეკ 2007, 04:19

kotetbeli wrote:lama
ჯოკრის თამაში არა, მარა გამარჯობის თქმა ვიცი!.. (ეს ისე)
ვა, ჩემნაირო?

და "პასს" რატომ?

მიიღე მონაწილეობა "ნიამორში"

კარვულ სულთან ახლოსაა

და სა1ოდ, კარაველებო, თქვენ ბევრი არაჩვეულებრივი ექსტრემვიტარებაში გადაღებული ფოტო გაქვთ.
მიიღეთ მონაწილეობა.
ამით თვით "კარავის" სულისკვეთებას გამოხატავთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ფესტივალი "ნიამორი" - 2008

Post by popins » 28 დეკ 2007, 09:40

ისა და
ეგეთი რამ რომ მცოდნოდა ზაფხულში ერთ ფილმუკას როგორ არ გადავიღებდი.მომავალ წელსაც იქნება ეგ ნიამორი?

და ფილმის მეტრაჟი განსაზღვრულია?

გამადოკუმენტალისტებენ ეხლა სიბერეში:)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ფესტივალი "ნიამორი" - 2008

Post by lama » 28 დეკ 2007, 11:10

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
kotetbeli wrote:lama
ჯოკრის თამაში არა, მარა გამარჯობის თქმა ვიცი!.. (ეს ისე)
ვა, ჩემნაირო?

და "პასს" რატომ?

მიიღე მონაწილეობა "ნიამორში"

კარვულ სულთან ახლოსაა

და სა1ოდ, კარაველებო, თქვენ ბევრი არაჩვეულებრივი ექსტრემვიტარებაში გადაღებული ფოტო გაქვთ.
მიიღეთ მონაწილეობა.
ამით თვით "კარავის" სულისკვეთებას გამოხატავთ

ხო რავი აბა შეიძლება ხო იცი :);)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ფესტივალი "ნიამორი" - 2008

Post by niamori » 25 იან 2008, 19:42

ვინც ჯერ კიდევ ფიქრობთ "ნიამორის" კონკურსებში მონაწილოებას!!!
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ვადა გაგრძელებულია 2008 წლის 5 თებერვლამდე 8) მე მომიტევეთ, რომ ინფორმაციის დადება დავაგვიანე :wink:

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ფესტივალი "ნიამორი" - 2008

Post by niamori » 25 იან 2008, 19:44

ვინც ჯერ კიდევ ფიქრობთ "ნიამორის" კონკურსებში მონაწილოებას!!!
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ვადა გაგრძელებულია 2008 წლის 5 თებერვლამდე 8) მე მომიტევეთ, რომ ინფორმაციის დადება დავაგვიანე :wink:

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ფესტივალი "ნიამორი" - 2008

Post by paata_ » 26 იან 2008, 00:15

სამწუხაროდ მე არა მაქვს ნიამორისთვის ფოტოები
არადა კაი იქნებოდა

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ფესტივალი "ნიამორი" - 2008

Post by lama » 26 იან 2008, 00:22

paata_ wrote:სამწუხაროდ მე არა მაქვს ნიამორისთვის ფოტოები
არადა კაი იქნებოდა

nu xar pirferi


anu lama(s)zi : :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ფესტივალი "ნიამორი" - 2008

Post by paata_ » 26 იან 2008, 00:24

lama

მე ვარ პირფერი?

შენსავით ვაზელინს არ ვისვამ არავისთან

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]