დამღები იარაღზე, ქვევრებზე, ჭურჭელზე და სხვა ნაკეთობებზე.

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დამღები იარაღზე, ქვევრებზე, ჭურჭელზე და სხვა ნაკეთობებზე.

Post by qvevri » 17 ივნ 2010, 10:05

ამ ერთი კვირის წინ ხელთ ვიგდე ერთი ძველი ნივთი, რომელიც თავიდან ჩამჩა მეგონა, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ესაა აზარფეშა. ყოველი შემთხვევისათვის მასზედ ყურძნის სტილიზებული გამოსახულებაა და ასევე ჯვარიც და ისეა შემკული სხვადასხვა დამღა-ორნამენტებით, რომ ჩამჩის ამგბარი შემკობა ცოტა არ იყოს უხერხულიც კია :wink: და თან თავად ჭურჭელს არა აქვს ჩამჩის მოყვანილობა, არამედ აზარფეშისა.
Image
ჯვარი
Image
შემკულობანი
Image
Image
Image
და ესეც ყურძნის სტილიზებული გამოსახულება
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დამღები იარაღზე, ქვევრებზე, ჭურჭელზე და სხვა ნაკეთობებზე.

Post by qvevri » 18 ივნ 2010, 11:11

რახან საქმე აზარფეშამდე მივიდა დავდებ აზარფეშის კლასიკურ ვარიანტს.
ესაა ვერცხლის აზარფეშა, რომელიც ლევან დადიანს ეკუთვნოდა.
Image
ესეც მისი დამღა, რომელზეც წერია დავითი
Image
ნამდვილი შედევრია
Image
ესეც წარწერა, რომელიც ჩემი ვარაუდით მოგვიანებითაა ამოტვიფრული
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დამღები იარაღზე, ქვევრებზე, ჭურჭელზე და სხვა ნაკეთობებზე.

Post by qvevri » 02 აგვ 2010, 21:54

ერთხელაც სიცხისაგან გათანგულმა და სასომიხდილმა მივაშურე მრალ ხიდს. არ ვიცოდი წინ რა მელოდა და უღიმღამოდ მივაბიჯებდი კარგად ნაცნობ გზაზე. მივადექი ერთ დახლს და ჩემი ყურადღება ერთმა პატარა საგანმა მიიზიდა...
სპილენძის არყის საწყაო აღმოჩნდა, რომელსაც ორთავიანი არწივიც კი ედო დამღად. დაუმზადებიათ 1874 წლს.
Image
ეს კი დამზადების წელი
Image
Image
ჩემზე ზუსტად 100 წლითაა უფროსი :wink:
Image
დავიიღლიავე ჩემი ახალი შენაძენი და წამოვედი სახლში ცოტათი გახარებული.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დამღები იარაღზე, ქვევრებზე, ჭურჭელზე და სხვა ნაკეთობებზე.

Post by qvevri » 02 აგვ 2010, 22:05

qvevri wrote:და აი სწორედ დღეს შევიძინე ერთი ჩერქეზული სატევარი, რომელზეც ნუ იტყვით და დამღაც კია.
Image
სატევარი საკმაოდ ძველია და თან საკმაოდ დიდიცაა, იქნება ესე სამოცი სანტიმეტრი.
Image
ეს დამღიანი სატევარი, რომელიც სავარაუდოთ XVIII საუკუნის ნამუშევარს წარმოადგენს დიდი სიამოვნებით გადავეცი კორშის მუზეუმს.

User avatar
nalbo
ბილიკზე მოარული
Posts: 39
Joined: 22 ივლ 2009, 19:36
Location: ხზ
Contact:
დამღები იარაღზე, ქვევრებზე, ჭურჭელზე და სხვა ნაკეთობებზე.

Post by nalbo » 30 მარ 2011, 14:55

ერთო ორი კითხვა მაქ მურაბა ხალხო და იქნებ დამეხმაროთ სავით.

ფანდურის მოხატვა განვიზრახე რატომღაც და სად და როგორ შეიძლება ამის გაკეთება ხომ ვერ მეტყვით? და ორნამენტებით მიდა გაფორმება, ვაზის ორნამენტზე ვფიქრობ გვერდებზე ლამაზად ჯდება ავსებს მთლიანად მარა ინტერნეტში ვერ ვიპოვე სრულყოფილი, ისე კი ხელით მაქ დახატული შეძლების გვარად. თუ მოგეპოვებათ ლამაზი ორნამენტები იქნებ მომაწოდოთ :D
ხაშხინკალა თელაურო, დალაქხანასიღნაღურო, ბიჭო და ველისციხურო,

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დამღები იარაღზე, ქვევრებზე, ჭურჭელზე და სხვა ნაკეთობებზე.

Post by qvevri » 30 მარ 2011, 15:38

nalbo
ორნამენტები მართლაც ბევრი მაქვს. შენი ელ-ფოსტა მომწერე და გამოგიგზავნი.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]