წინადადება ანუ აუ, რაღაც მინდა ვთქვა
Posted: 30 ოქტ 2007, 20:52
კარავი ფართოვდება და განსხვავებულ სახეს ღებულობს. კარ(ა)ველების გაზრდილმა რაოდენობამ განსხვავებული მოთხოვნილეები წარმოაჩინა. მხოლოდ იდეების კიდობანი, სამომავლო გეგმები და ლაშქრობა საკმარისი აღარაა. თემათა ყველაზე მეტი რაოდენობა ზოგად საუბრებშია უკვე.
შემომაქვს წინადადება, საშინაო საქმებში გაიხსნას განყოფილება "აუ, რაღაც მინდა ვთქვა" ან რაიმე ამდაგვარი, სადაც გადაინაცვლებს ისეთი თემები, როგორიცაა: მიყვარს როცა, არ მიყვარს როცა, აუ რაღაც მინდა ვთქვა, ვის რა გიყენიათ დესკტოპზე, სახალისო ფოტოები, კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერინება და რა ვქნა, თქვენი ფანჯრიდან რა ჩანს, ვაკანსია არ გაქვთ? ქორწილია ქორწილი, გელა დაიაურს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება !!! (აღარ ესაჭიროება), სიმფონიური კონცერტის ფესტივალი, პაატამ ცოლი მოიყვანა, ბოდიში ადმინს, ვის რა ზომა ფეხი აქვს, წუთისოფელი, აბალდუი აღარ გვყავს, ჟურნალი მშვენიერი საქართველო, ცეკვა ვის გიყვართ და ასე შემდეგ.
ვფიქრობ, ამითი ზოგად საუბრებს დაუბრუნდება თავისი პირვანდელი ფუნქცია, სადაც მხოლოდ ლაშქრობების შესახებ საუბრები მოიყრის თავს, ხოლო შედარებით განსხვავებული თემები კი, რომელიც კარავის ცხოველმყოფედობის აუცილებლობიდან გამომდინარეა, მაგრამ ლაშქრობასთან პირდაპირ კავშირში არაა (მაგალითად ვიზიტები თაღლაურაში), ამ განყოფილებაში მოყრის თავს.
ველი თქვენს მოსაზრებებსა და გამოხმაურებებს