miyvars roca...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
miyvars roca...

Post by legenda » 09 ივლ 2008, 16:30

მიყვარს როცა სხვას ვანიჭებ ბედნიერებას, ძალიან მიყვარს...
მიყვარს როცა შემიძლია ადამიანი გავაოცო, ძალიან მიყვარს...
და კიდევ სიცოცხლე მიყვარს, სიცილი და ......

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
miyvars roca...

Post by pataputina » 09 ივლ 2008, 16:33

მიყვარს

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
miyvars roca...

Post by Tamusia » 09 ივლ 2008, 22:30

მე კარავი.გე მიყვარს
... რა ძნელია ჩაეტიო სიტყვებში...
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
miyvars roca...

Post by ele » 09 ივლ 2008, 22:52

ოცნება მიყვარს: - მაშინ როცა რული მომერევა და ძილბურანში მყოფი ცხადის შეგრძნებით ვარ. . .



ბაზარში ბოდიალი მიყვარს ბებიასთან ერთად, განსაკუთრებით გუდის ყველის და მწვანილის ზოლში, ბავშვობა მახსენდება. . . შიშით შევყურებდი ამ მომწვანო-მოყვითალო ყველის მთებს და მათ გამყიდველ წარბებგაერთიანებულ შავ კაცებს, მერე და რა სუნი? . . :P
”მწვანილი რა ღირსო - ”ბაჯი”-ო?” . . .ეს სიტყვა მზაფრავდა
ახლა კი მიყვარს რაღაც შორეულს და ძალიან თბილს მახსენებს ჩუმად რო მაღიმებს ისეთს. . .


მისი თვალები მიყვარს. . .
დილით რო სითბოთი მაცილებენ და
საღამოს კი მოლოდინის მოლოდინური მოლოდინით მელოდებიან
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
miyvars roca...

Post by Bivrili » 09 ივლ 2008, 22:55

მარეკები შლიდნენ ბანაკს
ქარი ჩამი-ჩუმით ჰქროდა,
ვიწექ, რომელიღაც ბალახს
უცბად -
ქალის სუნი ჰქონდა.

თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა -
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს -
ქალის სუნი ჰქონდა.

სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, -
სუნი - საზოგადოდ ქალის,
სუნი -
საზოგადოდ მდედრის...

ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ
ეგ სურნელი ვიგრძნო.

ეს ლექსი მიყვარს და კიდევ მგონი ერთ-ერთი კარაველიც მიყვარს უკვე..............
თანაც ძალიან.......................

გვირილას ვკითხავ აბა და თუ მირჩევს, რომ უთხრა, ვეტყვი რომ მიყვარს.................

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
miyvars roca...

Post by namcecuna » 09 ივლ 2008, 23:51

ფეხით სიარული მიყვარს, ბოდიალი...
ვერ ვიღლები ასეთ დროს...

ღამით სეირნობა მიყვარს, ქალაქში, სოფელში, ზღვის სანაპიროზე, მთის ფერდობზე...
მყუდრო პატარა ქუჩები მიყვარს, გადაუბელავი ჭადრები...

ვარსკვლავებია ცა მიყვარს, ახლოს მოსული-მთაში როცა ხარ...
რაჭის, ჯავახეთის, ხევსურეთის ღამის ცა მიყვარს, გადაჭედილი ვარსკვლავებით...
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
miyvars roca...

Post by namcecuna » 11 ივლ 2008, 14:09

ტანგო მიყვარს..........
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
miyvars roca...

Post by zika » 11 ივლ 2008, 15:06

ტანგო ოეს ტანგო როგორ მიყვარს.......
мир идет навстречу Вам во Всем.

User avatar
nataliko-nataliko
მაწანწალა
Posts: 702
Joined: 29 აგვ 2008, 21:32
Location: მზის და ვარდების მხარე
miyvars roca...

Post by nataliko-nataliko » 22 სექ 2008, 08:11

მე კი გაზაფხულის სუნი მიყვარს...
все к лучшему

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
miyvars roca...

Post by ZVIOSULI » 22 სექ 2008, 16:32

მას სახელი არ აქვს
მისი სული საზიდარია
ჩემი ბეჭები მზადაა ჩაწყდეს და ჩაილეწოს
მაგრამ სიცარიელის გარდა ვერაფრეს ვერ ვგრძნობ...........
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
miyvars roca...

Post by Archil » 22 სექ 2008, 17:42

ZVIOSULI

გიგრძვნია :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
miyvars roca...

Post by Jnosy » 22 სექ 2008, 17:48

Tamusia wrote:მე კარავი.გე მიყვარს
... რა ძნელია ჩაეტიო სიტყვებში...
პარალონი?
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
miyvars roca...

Post by Tamusia » 22 სექ 2008, 20:49

კარავი თუ არ იქნება, პარალონი რად მინდა?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
miyvars roca...

Post by lama » 22 სექ 2008, 22:11

მიყვარს თამუსია, პარალონით ხელში :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
miyvars roca...

Post by z g a r b i » 24 სექ 2008, 13:00

მიიიიიყვაააააააააარრრრრრრრსსსსსს

მიყვარს როცა მზე ანათაბს მაღლიდან და კიდევ სავსე,ვერცლისფერი მთვარე

მიყვარს როცა ვიცი რომ მეორე დღეს სადღაც შორს მივდივარ, მთებთან,მდინარეებთან...

მიყვარს ძილის წინ ფიქრი

მიყვარს როცა შემიძლია ჩემი თავის ფლობა

მიყვარს ის შეგრძნება, როცა ტკივილს ვეღარ ვგრძნობ

მიყვარს ადამიანების თვალიერება, მათთან საუბარი და მათი გაგება

მიყვარს როცა მოულოდნელად, ნახევარ საათში ვალაგებ ბარგს და მივრბივაააარ....

მიყვარს როცა ვგრძნობ რომ თავისუფალი ვარ
მიყვარს როცა ვხატავ
მიყვარს როცა ბოლომდე ვაფრენ, მიყვარს მუსიკა და rock'n'rollis გადარეული რიტმები
მიყვარს როცა რაღაც კარგი უსასრულოდ გრძელდება

მიყვარს როცა ზღარბუნია ეკლებიდან ცხვირს ყოფს

მიყვარს როცა მოულოდნელად თავს ბედნიერად ვიგრძნობ და მეც არ ვიცი რატომ...

მიყვარს როცა მიყვარს და უფრო მიყვარს როცა მასაც ვუყვარვარ








Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]