miyvars roca...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ananooo
ბილიკზე მოარული
Posts: 61
Joined: 21 ოქტ 2007, 14:04
Location: tbilisi
miyvars roca...

Post by ananooo » 30 ოქტ 2007, 01:16

miyvars roca saxlshi movdivar da kompi tavisupali mxvdeba...
me jer ar mdzinebia karavshi :(

User avatar
ananooo
ბილიკზე მოარული
Posts: 61
Joined: 21 ოქტ 2007, 14:04
Location: tbilisi
miyvars roca...

Post by ananooo » 30 ოქტ 2007, 01:31

miyvars roca momceren MIYVARXAR da bolos ar ceria sazizgari sityva GEKAIPE...
miyvars nataxtaris limonati...
miyvars chemi metsaxeli TAPENSA
miyvars roca samxedro akademia chems MEORE MEs brakavs...
miyvars LTB_s xakisperi chanta romelic ar miyides...
miyvars roca mexutebian...
miyvars tovli...
me jer ar mdzinebia karavshi :(

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
miyvars roca...

Post by Archil » 30 ოქტ 2007, 02:53

მიყვარს როცა მეგობარს მეგობრობაში გამოცდი და მეგობრად რჩება, მიყვარს როდესაც მასში უსუსურ, დაცემულ ადამიანს ვერ ვპოულობ

მიყვარს იუმორი, ისეთი, ღიმილიც რომ არ აქვს. ამბობ, აგრძელებ და გარშემო ვერ ხვდებიან რომ ეს იუმორია. მხოლოდ ისინი, ვისაც იუმორის დახვეწილი გრძნობა გააჩნიათ, გრძნობენ, აიტაცებენ და იმავე მანერით აგრძელებენ ხუმრობას. გარშემო კი ვერც ხვდებიან, რომ აქ ხუმრობენ. გურიაში მასწავლეს მასე. ხორხოცისა და სიცილ-კისკისის გარეშე ხუმრობა. ყოველ ჩასვლაზე მცდიან ... თუ ჩაიჭერი, გაქალაქებულაო, იტყვიან და ამოიხვნეშენ ... თუმცა სამაგისოდ არ მემეტებიან და.... მიყვარს ხუმრობა .

მრავალწერტილის დასმა მიყვარს ... თურმე ...

ერთი სიტყვით რომ მიგებს ადამიანი, მიყვარს.

საქართველო მიყვარს, დაძაბუნებული, დაცემული, გამყიდველი, მოღალატე და ბინძური. მისი სიკეთისათვის, სიწმინდისათვის, გამტანიანობისათვის და უზარმაზარი სითბოსთვის მიყვარს. რაღაც იმ მისტიკური ძალისათვის, რომლის ღირსებიც წესით არ ვართ...

ფეხი სიარული მიყვარს...

ზღვაში შესვლა მიყვარს, შორს, ისე რომ ნაპირი არ ჩანდეს. როდესაც მიდიხარ სიღრმეში, მიდიხარ და ბოლო არ ჩანს. თუ ღირსი არ ვარ, ნაპირზე ნუ გამიყვან ღმერთოო რომ იტყვი და დაქანცულს რომ გამოგაგდებს ტალღა ნაპირზე ... და ცხოვრება გრძელდება

ჩემი სახლი მიყვარს, საუკუნე ნახევრიანი, მრავლის მნახველი და ბევრის გამძლე, მუდამჟამს მთაწმინდისა და მტკვრის დუდუნის მოყურადე. ძველი და სითბოთი სავსე, ნათელი, მაღალი და ძლიერი. მისი დაქცევის მსურველთა დამქცევი

ადამიანი სიკეთეს რომ აკეთებს ბუნებრივად, მაგი მიყვარს... მიტევება რომ იცის, სხვა ადამიანის გულისნადების გაგება, მაგი მიყვარს

კაი ხალხში ქეიფი მიყვარს... ცუდთან ვერ ვხარობ...

ჭირში ერთად რომაა ხალხი, გულით რომაა ერთად, მაგი მიყვარს...

პატარას ღიმილი მიყვარს ...

მხარში მდგომნი მიყვარს.... იმედი რომ შეიძლება გქონდეს მათი...

სიყვარულით სავსე გოგოს თვალები რომ შემოგანათებს, მიდი და ნუ გეყვარება ...

ნიგოზი მიყვარს, ბროწეული და ქაცვი. კაი ამოლესილი ლობიო მომნატრებია თურმე. თხილი და ჭყინდი სიმინდი მოხარშული. მწვადის შეწვა მიყვარს, შეჭმაც ბუნებრივია. ნაყინი მიყვარს და შოკოლადი.

წარმატება მიყვარს, როცა ღირსი ხდები წარმატების...
წარუმატებლობაც მიყვარს, ხვდები, დაგაფიქრებს რომ რაღაცას ისე არ აკეთებ, როგორც საჭიროა, რომ საჭიროა უფრო ძლიერი იყო.

ცხოვრება მიყვარს, საინტერესო და მრავალფეროვანი, უინტერესო და გასაძლები, ჭირი რომ გაძლიერებს და ყოველი წინაღობა რომ გაიძულებს რომ დაძლიო და საკუთარი თავი გააძლიერო...

მიქელ-გაბრიელიც მიყვარს, იცის როდის მოვიდეს და კაცურად თუ დაელაპარაკები, გაგიგებს კიდევაც... სულ გახსენებს რომ ამ ქვეყანაზე რაღაცისათვის ხარ მოსული და რისთვის, მაგი უკვე შენი გასარკვევი და საკეთებელი რომაა... იმ ჭიას რომ გახსენებს "მოკვდები, გაუხარდება, სამარის კარსა ჭიასა" რომ ქვია, მაგი მიყვარს...

ქარი მიყვარს მოზუზუნე და მზის ამოსვლა... ლამაზ ადამიანთან მარტოდ დარჩენა მიყვარს ბუნების სილამაზეში ... მზე მიყვარს... სადაც მზეა, იქ მუდამ სითბოა... თუმცა ერთხელ ისეც მოხდა რომ ვერ ათბობდა მიწას მზე... მაგრამ ეგ სულ სხვა კონტინენტზე იყო...

ლამაზი სიტყვა მიყვარს, კაცური, ნაღდი და წრფელი, ანუ უბრალო სიტყვა, მადლიანი, ქართველი გლეხის მიერ ალალად ნათქვამი, მიკიბ-მოკიბვების გარეშე... ერთს რომ იტყვის და ყველაფერსაც რომ მოიცავს, მეტ სათქმელსაც რომ არ ტოვებს, ისეთი...

ჩემს ნათქვამს კაცი რომ გაიგებს, ის მიყვარს. მოკლედ მიყვარს სათქმელის თქმა, მაგრამ რაღაც გრძლად კი გამომივიდა..

და ამას თავიდან ბოლომდე რომ წაიკითხავს და გაიგებს, ის ადამიანი მიყვარს
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
a12
მაწანწალა
Posts: 621
Joined: 15 ივნ 2005, 11:38
miyvars roca...

Post by a12 » 30 ოქტ 2007, 04:52

magari kacia archili tqva da ar jere am xalxs kvelas ar vgulisxmob ra tqma unda
gogoebo ar mesmis tqveni ratom erchit am kacs?
cota dafiqrdit am sitkvebis shemdeg mainc dafiqrdit. tu ggoniat rom itkueba?

Rac shemexeba me :)

me lixs iqit da lixs aqet mikvars saqartvelo :)

da es chemi iumoris pikia
xo vambobdit ver gaigebttqva :)

kidev miwa mikvars qartuli
mtavaria didi kenchi ar shemxvdes lukmashi,
cecxli mikvars game misi danteba da konstruqcia,
sufta haeri mikvars gamonabolqvis gareshe
tkis ugdmrielesi haeri ar ichmeba magram vynosav xolme.
ckali mikvars ankara da sufta
mtis, chanchershi shamponit
dagibaniat tavi? Tu ara cadet

kide ra ra da mtvare, xe, stiqia, mindvris kvavilebi, mdumareba, cvrilmanebi, musika, ketili matxvovrebi, sikvdili, kavkasioni, simartove, ocneba realushi gadasuli, fuli, bevri fuli, an kidev ufro bevri karavshi cxovreba, madlobis tqma, sporti, gogoebi mikvars kvela gogo mikvars visac vicnob da visac ara da a.sh.
მართლა იპოვა კონჭკათში დათიკო ნებიერიძემ დინოზავრის კვერცხები?

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
miyvars roca...

Post by lama » 30 ოქტ 2007, 09:36

მე არჩილი მიყვარს არჩილი

მაგარი ხარ ძმაო მაგარი
!!!!!!!!!!!!!!!!!

;)
:D:D:D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
miyvars roca...

Post by ketuna4 » 30 ოქტ 2007, 09:37

მიყვარს!!!
რა მიყვარს იცით? მწვანე ბალახზე ფეხშიშველი რომ გაივლი და გრძნობ მიწა როგორ გეფერება. გეფერება და თან თუ კი რამე ცუდია შენში იმას იზიდავს რომ გამოდევნოს და გაგათავისუფლოს.
კიდე დილას მზის სხივი რომ შემოგაჭყოტებს და ადექი ფეხზე გათენდა უკვეო გეტყვის.
წვიმა მიყვარს მაისის უცბად რომ დასცხებს და ასევე უცბად გადაიღებს.
აპრილის თვე მიყვარს ძალიან. მიწას ოხშივარი რომ ასდის და ყოჩივარდები რომ იჭყიტებიან.
ძალიან მიყვარს ახლადგაღვიძაბულ ბავშვს რომ ჩაეხუტები და მარმელადივით რომ შემოგადნება ლოყაზე. ამ დროს ტირილი მინდება ხოლმე.
მიყვარს ადამიანები ვისაც ცხოვრება არ ეზარება და ყველა მის პატარა მომენტში პოულობს დადებითს.
სიცოცხლე მიყვარს ძალიან!!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
miyvars roca...

Post by Naia » 30 ოქტ 2007, 09:45

Archil
მაგარი ხარ, არჩილ ;)

მე კიდევ ადამიანები მიყვარს....

User avatar
meko
მაწანწალა
Posts: 681
Joined: 25 სექ 2006, 23:57
Location: Georgia
Contact:
miyvars roca...

Post by meko » 30 ოქტ 2007, 15:05

არჩილ გაიხარე! :shock: :P

მე კიდევ წვიმა მიყვარს! ... და მერე ნაწვიმარზე მიწა რომ სუნს აუშვებს, იმის ყნოსვა მიყვარს...
ამომავალ მზეს თვალს რომ გაუსწორებ და რომ არ აგწვავს, ის მიყვარს...
ბუხართან სავარძელში თბილად ჯდომა და მოგიზგიზე ცეცხლის ყურება მიყვარს, ტკაცატკუცი რომ გაუდის ცეცხლმოკიდებულ შეშას ის ხმაც მიყვარს!
ტელევიზორთან სავარძელში მოკალათებულს ჩაძინება მიყვარს... ოცნება მიყვარს.. ზღვის ტალღების ხმა მიყვარს... უკიდეგანოო სივრცის ყურება მიყვარს...
ღამე მიყვარს, ბალახზე გულაღმა წამოწოლილს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება მიყვარს... შემოდგომის ტყეში ბოდიალი მიყვარს, კოჭამდე ფოთლებში სირბილი და გუნდაობა მიყვარს..
გაზაფხულზე, აყვავებული ხეების ქვეშ ჯდომა და ყვავილების სურნელი მიყვარს, ნიავზე თოვლივით რომ გაყრის ყვავილების ფურცლებს ისიც მიყვარს ძალიან:)
თოვლი ხო მიყვარს და მიყვარს...
კიდევ შუაღამე მიყვარს... სიჩუმე და მყუდროება... ფიქრი და ოცნება მიყვარს.
მთის ჩქარი მდინარე მიყვარს... ჭექა-ქუხილი მიყვარს...
ავაზას ჩაბჟირებამდე სიცილი მიყვარს...
კიდევ უთენია ზღვა რომ სარკესავით წნარია მაშინ მიყვარს ღრმად შეცურვა..
მეგობრებთან ჩახუტება და მოფერება მიყვარს... მოხუცი ხალხი, მათთან საუბარი და მოფერება მიყვარს...
უუფ კიდევ იმდენი რამე მიყვარს..... :roll: :P

ეხლა უკვე არჩილიც მიყვარს :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
miyvars roca...

Post by guruli » 30 ოქტ 2007, 15:21

კაცი არ მეკითხება ამის დაწერას, მაგრამ ჩეთი ხომ არაა ეს თემა ამ ფორუმზე? არ მინდ, მისმა ავტორმა ამისთვის უხერხულად იგრძნოს თავი, რადგან ახალია და არ იცის ყველაფერი, მაგრამ ესეც იგივე თემის გაგრძელება მგონია, რაც ხევსურულ ლაშქრობაში დავწერე - ახლებს აქაც იგივე ვითარება ჰგონიათ, რაც სხვა ფორუმებზე. არადა, არაა ასე. ყოველ შემთხვევაში, ადრე არ იყო და ახლა კი ვამსგავსებთ ასეთი თემებით.
P.S. თემის ავტორთან კიდე ერთხელ ბოდიში. პირადად არც ვიცნობ და ბუნებრივია, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
miyvars roca...

Post by Archil » 30 ოქტ 2007, 15:37

მადლობა გამოხმაურებისათვის, ჯიგაროები ხართ :lol:

meko, Naia, ketuna4, lama, a12, guruli

თქვენთან ლაშქრობა მიყვარს :lol:

guruli

ზოგადი საუბრებია, აქ შეიძლება ...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
miyvars roca...

Post by Mao » 30 ოქტ 2007, 15:48

mshvenieri temaa!
mgoni jobia iyos sxva temashi. mag. au ragats minda vtqva.....
:) ISTE .... GURULI GONIA MARTALI XAR!
Last edited by Mao on 30 ოქტ 2007, 16:07, edited 1 time in total.
together on the top!!

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
miyvars roca...

Post by Linda » 30 ოქტ 2007, 15:52

:)

მიყვარს ჩემი პატარა ანაბანა, დისშვილი, რომელიც ყოველ ღამე მესიზმრება

მიყვარს ისეთი მუსიკა მთელი სულით რომ გრძნობ და თვალდახუჭული რომ უსმენ

ზღვა მიყვარს... ტალღები.... ტალღებში ცურვა... ყოველ წამს რომ ელოდები როდის წამოვა უფრო დიდი და დიდი ტალღა....

მარტო სეირნობა და ბოდიალი.....

კიდევ მაგრად მიყვარს სიტყვა "აღიარება" :lol:


ცხოვრება მიყვარს.....

ხო კიდევ ძალიან ბევრი რამე, სხვა დროს დავწერ

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
miyvars roca...

Post by ZVIOSULI » 30 ოქტ 2007, 16:33

ზიგზაგები

იამოჩკეი

ცა

სულისშემძვრელი სხეულის ფორმები

ბრძოლის ყიჟინა
და
დროში დაკარგულობა მიყვარს




და ეს სმაილიკი
:mrgreen:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
ananooo
ბილიკზე მოარული
Posts: 61
Joined: 21 ოქტ 2007, 14:04
Location: tbilisi
miyvars roca...

Post by ananooo » 30 ოქტ 2007, 19:14

Mao wrote:mshvenieri temaa!
mgoni jobia iyos sxva temashi. mag. au ragats minda vtqva.....
:) ISTE .... GURULI GONIA MARTALI XAR!
AU RAGAC MINDA VTQVA da MIYVARS ROCA... mgoni ertidaigive ar unda iyos...
me jer ar mdzinebia karavshi :(

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
miyvars roca...

Post by guruli » 30 ოქტ 2007, 19:24

Mao
ISTE .... GURULI GONIA MARTALI XAR!
აი, ეგ "ისტეა" რაღაც ეშმაკად გამოჩხერილი ფორუმის ადრინდელობასა და თემის შინაარს შორის, თორემ უმაგისოდ მართლაც მშვენიერი თემაა... :D :D და მაგის გამოა, ბევრი ძველი და მართლა კარგი იუზერი რომ არ აქტიურობთ. :wink:

Archil
guruli
ზოგადი საუბრებია, აქ შეიძლება ...
ძმისგულო, ეგ "ზოგადი საუბრებიც" თავის დროზე მოგზაურობასთან დაკავშირებულ ზოგად თემებზე სასაუბროდ გაიხსნა და არა თბილისის ფორუმის "ქალი და მამაკაცის" ანალოგიით. ესაა სხვაობა. :wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]