ჭაჭა იაფად ანუ როგორ დავამზადოთ ფალსიფიცირებული ღვინო

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჭაჭა იაფად ანუ როგორ დავამზადოთ ფალსიფიცირებული ღვინო

Post by qvevri » 16 ოქტ 2007, 21:00

ჭაჭის შოვნა ძნელი სულაც არაა. საქმე ისაა, იცოდე თუ როგორ და რაში გამოიყენო ის. პირადად მე შაქრიანი ღვინო არასოდეს დამიმზადებია არც სახლში და არც ქარხნებში სადაც მე მიმუშავია. ამ თემის დადება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ზოგიერთ ბაზარში თქვენ წარმოიდგინეთ უკვე ოფიციალურად და უსირცხვილნამუსოდ იყიდება ყურძნის ჭაჭა. მაგალითად ტყიბულის ბაზარში, "ვედრა"-2.5 ლარი. ეს სურათიც სწორედ იქიდან არის.
Image
წარმოგიდგენიათ? დღისით მზისით ესეთი რამის ყოვლად უნამუსოდ კეთება? სხვათა შორის სწორედ დღეს გამოვითვალე და ფალსიფიცირებული ღვინის დამზადება უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ნამდვილისა :roll: (შაქარი გაძვირდა) მარა ზოგირერთი ცალტვინა მაინც დიდი სიამოვნებით აგრძელებს შაქარწყლის დამზადებასა და სმას. ეს პრობლემა განსაკუთრებით იმერეთში დგას. მარა მინდა ვთქვა რომ ამ ბოლო დროს კახეთიც არ აკლებს. და ბოლოს: სპეციალურად მათთვის ვინც ჯიუტად აგრძელებს ღვინის ფალსიფიკაციას, გთავაზობთ ღვინის ფალსიფიკაციის ფორმულას და მინდა გითხრად რომ ყლაპეთ ეგ თქვენი შაქარწყლიანი "ჟვაპი" და იყავით, ღმერთმა შეგარგოთ(თუმცა მე ეჭვი მეპარება)და ნუ დაივიწყებთ რომ ღვინის ფალსიფიკაციას გარდა შაქრისა, სხვა ალქიმიური პრეპარატებიც ესაჭიროება, აბა თქვენ იცით. ის ,რომ მე ამას ვაკეთებ შესაძლოა ამან ბევრი კარველი გააკვირვოს ,მაგრამ ეს არის ერთგვარი პროტესტი და ვფიქრობ თუ ჩაუღრმავდებით მიხვდებით ჩემს ჩანაფიქრს. ვოტ ტაკ :evil:
Image
ეს სურათი ერთერთ გაზეთშიც კი იყო, სადაც მე მივმართავდი საქართველოს მეღვინე ფალსიფიკატორებს. მინდა გითხრად რომ ამას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამინისტროს მხრიდანაც.
Last edited by qvevri on 17 ოქტ 2007, 09:26, edited 1 time in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჭაჭა იაფად ანუ როგორ დავამზადოთ ფალსიფიცირებული ღვინო

Post by ლეონტი » 16 ოქტ 2007, 22:21

ყურძნის ჭაჭაში უხვად არის უამრავი სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერება.
ღვინის ფალსიფიკაციის შემთხვევაში რა თქმა უნდა ის ნაკლებადაა სასარგებლო
იქნება, მაგრამ მაღალტექნოლოგიურ ქვეყნებში, სადაც სიღარიბე დაამარცხეს შრომით და ტვინის გარყევით, ამ სიმდიდრეს სხვაგვარად იყენებენ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჭაჭა იაფად ანუ როგორ დავამზადოთ ფალსიფიცირებული ღვინო

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ოქტ 2007, 02:28

qvevri
მადლობა ამ თემის წამოწევისთვის.

მარტივად როგორ გავარჩიოთ კგ ღვინო გაყალბებულისგან?


User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
ჭაჭა იაფად ანუ როგორ დავამზადოთ ფალსიფიცირებული ღვინო

Post by tama » 19 ოქტ 2007, 21:29

ჭაჭა+240ლ(წყალი)+50კგ შაქარი(1 მეშოკი) ადუღეთ 20 დღე=

=260ლ ღვინოს :oops: (ფუუ შეგირცხვა გამკეთებელი)
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჭაჭა იაფად ანუ როგორ დავამზადოთ ფალსიფიცირებული ღვინო

Post by ლეონტი » 19 ოქტ 2007, 21:48

ამბობენ გლობალური დათბობის გამო ვენახები ცხელ რეგიონებში გადახმებაო.
http://64.233.183.104/search?q=cache:8H ... =294&gl=ge

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჭაჭა იაფად ანუ როგორ დავამზადოთ ფალსიფიცირებული ღვინო

Post by qvevri » 20 ოქტ 2007, 23:42

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:qvevri
მადლობა ამ თემის წამოწევისთვის.

მარტივად როგორ გავარჩიოთ კგ ღვინო გაყალბებულისგან?
მარტივად მაგ საქმის გაკეთება ცოტა გაძნელდება.

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ჭაჭა იაფად ანუ როგორ დავამზადოთ ფალსიფიცირებული ღვინო

Post by N67 » 22 ოქტ 2007, 13:41

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:qvevri
მადლობა ამ თემის წამოწევისთვის.

მარტივად როგორ გავარჩიოთ კგ ღვინო გაყალბებულისგან?
ჰო ცოტა ძნელი რამეა მაგრამ შეიძლება რაღაცის გაკეთება მაინც :)

ღვინო ლიტრი ლარი რომ ღირს გასაგებია უკვე რა იქნება.

მარტო თვითღირებულება (უშაქრო-უწყლოსი) სადღაც 5 ლარამდე ადის ლიტრის..

:)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ჭაჭა იაფად ანუ როგორ დავამზადოთ ფალსიფიცირებული ღვინო

Post by Kakha » 26 ოქტ 2007, 10:46

N67
არც მთლად ასეა საქმე. მე წელს კილო 40 თეთრად ვიყიდე. ორი კილოდან ერთი ლიტრი ღვინო გამოდის. კაი ჩემი შრომაც შეიძლება ცოტათი მივათვალოდ და საბოლოოდ თვითღირებულება ერთი ლიტრასა ერთი ლარი გამომდის.

ცხადია გლეხები თვითღირებულებაზე ძვირად უნდა ყიდდნენ და აგერ შენი 2 ან სამი ლარი ჩამოსასხმელი ქვევრის ღვინო. თუმცა უნდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს კალკულაცია წლევანდელ წელს ეხება, როცა მოსავლალი კახეთში ზღაპრული იყო თორემ შარშან მე თვითონ კილო რუძენში 90 თეთრი გადავიხადე.

და კიდევ, რამდენადაც ვიცი, საქართველოში ისმევა იმ რაოდენობის ღვინო რამდენის წარმოების პოტენციალი გვაქვს დღესდღეობით, ანუ იმ რაოდენობის ვენახებიდან რომლებიც დღეს გვაქვს. ანუ თუ ფალსიფიცირებული შაქარ-წყალი არ ვაწარმოეთ მთილანად შიდა ბაზარი მოერევა ჩვენი ღვინის დალევას.

აი რაც შეეხება ვაშლებსა და ციტრუსებს, რაზედაც ნაკლებადაა ლაპარაკი აქ არანაირი შანსი არ გვაქვს რომ მთელი მოსავალი შევჭამოთ. გაცილებით მეტს ვაწარმოებთ, ვიდრე შეგვიძლია მოვიხმაროთ.

ჰოდა აქედან გამომდინარე ახლა მითხარით რომელი პროდუქტისათვის უფრო საჭიროა ბაზრის მოძებნა ვაშლ-ციტრუსებისათვის თუ ღვინისთვის. უნდა ვაღიარო რომ მე თავად მესმის რომ ღვინო უფრო პრესტიჟულია როგორც საქონელი და მოგებაც შეიძლება უფრო მეტი იყოს მაგრამ მაინც რა ვუყოთ ვაშლს?
Last edited by Kakha on 26 ოქტ 2007, 13:45, edited 1 time in total.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჭაჭა იაფად ანუ როგორ დავამზადოთ ფალსიფიცირებული ღვინო

Post by Gvalva » 26 ოქტ 2007, 12:02

უკაცრავად, მე მხოლოდ იმან დამაინტერესა, როგორ ითვლიან რამდენი ღვინის დალევა შეგვიძლია ყველა კართველს ერთად, და ეს ფორმულა ქართულია თუ ემთხვევა სხვა ქვეყნებისას

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ჭაჭა იაფად ანუ როგორ დავამზადოთ ფალსიფიცირებული ღვინო

Post by Kakha » 26 ოქტ 2007, 13:52

Gvalva
ძალიან მარტივად ითვლება - გამოკითხვების მეშვეობით. მაგალითად მსოფლიო სასურსათო პროგრამმა სწავლობს ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის "დიეტას" -ანუ რას სვამე ან ჭამენ და კიდევ მეტი არა თუ ქვეყნის არამედ ქვეყანაში ამა თუ იმ კუთხის რეგიონის "დიეტას". მოკლედ ეს ყველაფერი სტატისტიკური მონაცემების შეკრებაზეა დაფუძნებული. თავად სტატისტიკური მონაცემების შეკრები სხვადასხვა მეთოდები არსებობს. ამ შემთხვევაში ინტერვიუებით ხდება გარკვეული წესით შერჩეული ხალხის/ოჯახების. ამოცანაა რომ შერჩეული ოჯახები წარმოადგენდნენ სხვადასხვა ფენას, რეგიონს და ა. შ. თუ საშუალო მონაცემი ცნობილის მერე ყველაფერი არითმეტიკამდეა დასული გადაარავლე ოჯახში აშვალოდ მოხმარებლული ღვინის რაოდენობა ოჯახების რაოდენობაზე, რომელიც ასევე ცნობილია სტატისტიკურად და აგერ ბატონო საშუალოდ რამდენს ვსვამთ.

ასეთი გაანგარიშებები ტარდება არა მარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში და მერე იციან, ვთქვათ, ვინ ყველაზე მეტ ლუდს სვამს ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში ანდა ვინ მოიხმარს ყველაზე მეტ ალკოჰოლს და ა. შ.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ჭაჭა იაფად ანუ როგორ დავამზადოთ ფალსიფიცირებული ღვინო

Post by lama » 26 ოქტ 2007, 14:29

ძალიან საინტერესო თემაა გიორგი დიდი მადლობა ამ ინფორმაციის მოწოდებისათვის
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჭაჭა იაფად ანუ როგორ დავამზადოთ ფალსიფიცირებული ღვინო

Post by qvevri » 26 ოქტ 2007, 16:20

ori kilo kurdznidan sheidzleba martla daamzado erti litra gvino da shesadzloa ori kilo kurdzeni martlac girdes erti lari, mara es aris mxolodda mxolod gvinis nedleulis safasuri xolo erti litri gvino mgoni ufro metia vidre ori kilo kurdzeni, ase ar aris kaxa :?: :roll:
movikvan kidev ert magalits: mogexsenebat me da makena amjamad polonetshi vimkofebit, scored gushin sagamos gavsinjet saqonlis kveli romelic სxvata shoris dzalian gemrieli iko da girda erti kilogrami 30 zloti anu qartul pulze 16--17 lari. am კvelis misagebad ki satchiroa ori sami litri rdze, romelicgirs sul ragac 5 zloti anu 2 lari. aqedan gamomdinare..... :D kvelic 2 lari unda girdes :?:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]