Page 2 of 78

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 20 სექ 2007, 20:40
by bellge
აი როგორი ქართული მუზები სწვევიათ კარაველებს :)))))

გაიხარეთ ბიჭებო !!!

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 21 სექ 2007, 01:06
by Archil
ოკეანეც გადმილახავს, კავკასიის ქედებიც,
ზღვები მრავალსახელება, ტბები მრავალფერები
მომივლია მე ქვეყნები, სხვა რჯულის და ენისა
ჩვენზე უფრო დალოცვილის ნახვა მე ვერ მეღირსა

აღარც ბავშვი ვარ აკვანს ჩაკრული, რომ გავიკვირვო რამე ნახული
აღარ მაკვირვებს ტრამალის ყინვა, და არც სიმრავლე მე ჭირნახულის

გამკვირვებია მე სითბო შენი, შენი ძმობა და დამოყვრება
ასჯერ გაწირულს აღარ გბეზრდება, ათასმეერთედ კვლავ დამოყვრება.
სიკეთის ქმნა და მისი მადლი არ დაივიწყე მძიმე წუთებშიც
მუდამჟამს ჩანდა მოყვრის ტკივილში თუ რაოდენი მოგაქვს ნუგეში

დავაგუგუნებთ ძველს საგალობელს, ძველ სალაშქროს და ძველ იავნანას
მოხუცებს ვეტყვით, გვასწავლეთ ბაბა, ”შენ ხარ ვენახი” და განდაგანა

მოდი ბაბუ, დამიჯექი, მომიყევი ამბავი,
ომში როგორ შედიოდა თქვენი ჟამის ამქარი
რას ამბობდით ბრძოლის შემდეგ, დაღლილ-დაქანცულები
თუ გინახავთ ამ ჩვენს დროშიც თქვენებური გულები?

სადღაც რაში მიაგელვებს საყვარლისკენ საყვარელს
ანთებული გულის მსგავსად ვერაფერი ანათებს

გადალახავს ადიდებულ არაგვსა და მტკვარსა
ვერაფერი დააოკებს ლურჯ თვალების წვასა...
ვერაფერი ჩააჩუმებს მისი გულის ხმასა...
ამიტომაც შეახვედრებს თავის სატრფოს ყმასა...

შორით წვა და შორით დაგვა... უსწავლია შოთას...
თვით იერუსალიმს წასულა, და ვის ვუკითხოთ ოდა?
”მოდი გოგო ჩემთან ახლოს”, დღეს ასეა მოდა
ერს ხომ უნდა გამრავლება, მეთანხმები? ჰოდა....

კლდეშიც, მთაშიც და ჭაობშიც აუგია ოდა
ვაზი ყველგან გაახარა, სულ ახსოვდა შობა
ჯვარი ფართოდ დაისახა, არ გაყიდა ღმერთი
ამიტომაც ქართველ კაცის არის სულ სხვა ბედი

ხმალი, თოფი და ნაბადი, იყო მისი საძმო
თოფიანის ნათოხნი კი ღმერთთან სხვაფრად ფასობს
ცალით ხმალი მიკაფავდა, ცალს ეჭირა ჩვილი
მერე ამის შემხედვარე ნუ გახდები გმირი...

ბევრი მხარე მომივლია, ბევრიც მინახია მე ცა
მაგრამ შენ რომ დაგინახე, ეს რა მეხი მეცა....
დავიბენი? არა ვგონებ, არ ვარ მაგის ჩიტი
მაგრამ მინდა ჩემს ბუდეშიც შენისთანა გვრიტი...

დავილოცავ, ღმერთს ვახსენებ, მადლს ვუსურვებ მოყვასს
ყურძნის ნაჟურს ვეწაფები, ასეთი გვაქვს მოდგმა
მძლეთა მძლეთა უფრო მძლეთად მიგვაჩნია თავი
მაგრამ რა გვჭირს უკურნელი, ვერ გავიგეთ მაგი…..

დავიძინო, მგონი დროა, უკვე არვინ მერჩის
წყნარად თუკი დაგტოვებენ, მიქელას ხმაც გესმის
ჩუმად მოდის, უდრტვინველად, ის ერთ დღეში მოვა
გაბრიელს რომ ხელს ჩაკიდებს, ჩემი ჟამიც მოვა…

თუკი ვინმე შემიყვარებს, ის არასდროს მოვა
და თუ ვინმე შევიყვარე, ის არასდროს მოვა…

მაგრამ როდის მოვა?

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 21 სექ 2007, 11:04
by ZVIOSULI
მოიცა არჩილ მოვაზე ახლა რიმეს მოგიძებნი იქნებ მოვიდეს -
აი მაგალითად:

ჩემში ძვლები უფრო მეტია ვიდრე თავისუფლება ან მომავალი,
არა და ვრჩები, ვმჩნევ, რომ ვსუნთქავ
და ატმოსფეროს არც კი წავრწყმიდავ, ვერც კი ვაფუჭებ,
ჩემი სადგომი პლანეტა არის, რომლის სახელსაც კი ვერ შევარცხვენ,
არა და მსურდა ვყოფილიყავი თუნდ უსასრულო უდრტვინველობა,
და რადგან ვხვდები მე ჩემს სიმცირეს - მძულს ამპარტავნობა!
განწყობად ვიზრდი ჩემში სიმძიმეს,
საბოლოო შერკინებისთვის,
რომელიც ვიცი არასდროს მოვა.


ისე მაგ შენი დაპოსტილი მხოლოდ ბოლო ორი სროფი წავიკითხე და ...

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 21 სექ 2007, 11:15
by gobe
სიძულვილი თუ არ არის, სიყვარული როგორ მოვა?
როდესაც დღე მოგვბეზრდება, მზე ჩავა, მთვარე ამოვა.
ასე მხოლოდ წოწიალით, არაფერი არ გამოვა
ცხოვრებაში უნდა იყო ან ლამა* ან კაზანოვა.


______________________________
* - არაცხოველ-არაკარველი


(გავიპარე)

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 22 სექ 2007, 21:16
by popins
ტისიჩილეტნიკი სუხიე ვ რაზნაცვეტნიე კრასკი
ასუშილი მეჩტი ნე ზემნიე ი ლიცა პაკრილი მასკი,
კრასკი ცვეტნიე მასკი ცვეტნიე მეჩტი ნე ზემნიე...პრაზდნიკ ვ ბუდნიე დნი :roll:

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 22 სექ 2007, 22:02
by a12
chuna wrote:რა ლექსები აღმოვაჩინე! გაიხარეთ პოეტებო!

ვაპირებ პრინტერი გავჩითო სადმე და ამოვიბეჭდო!!!!
i d e a
karavelebis leqsebis krebuli gavaketot. Tqven archevashi da akrefashi momexmaret
dakabadoneba da dabechvdva chemze ikos
rogori ideaa?

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 24 სექ 2007, 00:09
by Archil
დღეს რომ გნახე, დავიზაფრე
სახეს შენსას ჭმუნვი აჩნდა
სიხალისე გამქრალიყო
და სილაღეც არსად სჩანდა

რაღაც გჭირდა, ვერ გამეგო,
ყოველ წამში რად შფოთავდი
ჯუჯღუნებდი, არც ამბობდი
რა მიზეზითაც ბორგავდი

მორჩი წუწუნს, არ გიხდება
უაზროდ და უქმად ოხვრა
ქალის ღიმილს მოაქვს სხივი
ქალის დარდს კი მოაქვს გლოვა

მწუხარება, ცრემლის დაღვრა
შვენის მხოლოდ ჭირს და დარდებს
მხიარული სახის ნახვას
ვეშურებით, გულს გვიქარვებს

გინდა კვლავაც რომ მწუხარე
მე რომ გავხდე როგორც ძველად?
თუ, გინდა რომ მიხაროდეს
და ღიმილით შევხვდე ყველას?

შენი ლამაზი სიცილით
გამიხარე გული ჩქარა,
შენი ნათელი სხივით კი
გამინათე სული კვლავაც

შენი ნათელი ღიმილით,
გამახარე ტურფა ქალო...
და ხალისით ააძგერე
ჩემი გული გასახარო

იხალისე, გვახალისე
სიტურფითა მუდამ ლაღო
შენის ტკბილი ნაუბარით
ცას მაწიე გულის ვარდო

როცა ღიმილიანს გხედავ,
ცისკრის დილას მიგამსგავსე
ჩემო ლამაზო, პატარა გოგოვ,
ცის სარტყელებით აღსავსევ

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 24 სექ 2007, 12:22
by gobe
(სულ მალე, გაყოფილებაში: "ზოგადი საუბრები" გაიხსნება თემა: "Archilმა ცოლი მოიყვანა")

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 24 სექ 2007, 13:51
by Archil
gobe wrote:(სულ მალე, გაყოფილებაში: "ზოგადი საუბრები" გაიხსნება თემა: "Archilმა ცოლი მოიყვანა")

მე წინააღმდეგი არა ვარ, რატომღაც რომ წინააღმდეგი ვიყო

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 24 სექ 2007, 13:51
by lama
gobe wrote:(სულ მალე, გაყოფილებაში: "ზოგადი საუბრები" გაიხსნება თემა: "Archilმა ცოლი მოიყვანა")

:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D::D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:DD:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 21 ოქტ 2007, 22:01
by tama
ელგუჯა უძილაური. ლექსები.

ერთხელ ერთმა მოლექსე ქალმა დამხატა, დამარქვა ბერია და ასეთი ლექსი დამიწერა:

შევხედავ, მეუცხოვება,
დამჭკნარი ნესვის ფერია,
არც წინ ეტყობა ნომერი,
არც უკანიდან სერია.
ძალადა პოლიტიკოსობს,
მიდმოდის როგორც ბერია,
მაგის ლექსები კი მ . . . . . ნ
მაგის მუზა და ფერია.


მე საპასუხოდ ასეთი კაფია დაუწერე:

ქალო რას მერჩი, რა გინდა,
ჩემზე ლექს დაგიწერია,
წელსზემოდ დაგიხატივარ,
დაგირქმევია ბერია.
დამხატე წელსქვემოთაცა,
ჩამამაყოლე ხელია,
იქა მაქ ქალო ნომერი,
სერიაც ზედა წერია.
თუ გინდა კიდეც გაჩვენებ,
კი არ წაგიცდეს ხელია,
არც ძაან ახლოს მიხვიდე,
დედაკაცებისა მტერია.
რო გნახავს დაიზიდება,
გახდება დასაბმელია,
ეს მამინათლე ქალბნელო,
ემას დაარქვი ბერია.
1995წ.
* * *

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 22 ოქტ 2007, 13:48
by meore monadire
tama
:)

მაგარი ლექსია

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 23 ოქტ 2007, 03:05
by gobe
tama,

მაგარია :D

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 29 ოქტ 2007, 13:15
by namcecuna
კიდევ ერთი საჩემო ადგილი ვიპოვნე...
:)

ბუნების შთაგონებით ეს პატარა ლექსი მაქვს მხოლოდ, გაგიზიარებთ:roll:

ფარავანი


გზა-ხელის გულზე,
გზის პირას-მიწა,
მიწაზე -მთები,
მთებზე-ზეცაა...
ზეცის ქვეშ-წყალი,
წყალში-ღრუბლები,
ღრუბლებში-მზე ან
მზის ჩაკეცვაა...
ტბა-ღამის ფსკერით,
მთვარის ბილიკით-
შიშველ ტერფებით
უხმოდ სავალი...
ფსკერი-დაღლილი
ღამის სიმძიმით
და
ვარსკვლავების მყუდრო სავანე...

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 29 ოქტ 2007, 13:21
by meore monadire
ვიყავი ჯუთელი ხათუთა
მიყვარდა არხოტელი თორელი
ზიზო ბურდული

შენ გახსოვს და გულით ნატრულობ
წინაპართ საძვლეს და სახატეს
ნატრულობ დარდებიც მატულობს
რაც ნახე რაც ლექსით დახატე

ხატისკარ ხევსურთა ფერხისა
კაფია შემთვრალი ვაჟების
ელვაო იმ ცისპირ ტეხისა
ცისკარო იმ გარიჟრაჟების

იქ სადაც იყავი ხათუთა
თუნგით რო გივლია წყაროზე
ეგ მზერა გულს მოესათუთა
მზერითაც არ მიავგაროზე

მეც გულში კელაპტად მინთია
ასული სიფითრის მთოველი
ხოგაის ძე ვიყავ მინდია
შენ საით გეგონე თორელი

უშენოდ ერთ დღესაც ვერ ვძლებდი
წყაროს წყალს გაფერე კისკისას
ღილღველთა კოშკებშიც გეძებდი
ნატყვევარს მოსისხლე ქისტისას

უწყალოდ ვლეწავდი ციხეებს მიზგითებს
დავსისხლე ქვიშა თუ ბალახი
და ჩემგან მხარმოჭრილ ჯიგიტებს
თვლითაც ვერ ითვლიდა ალახი

არხოტში დამწვი და დამდაგე
ირემო გულს გამოსაბმელო
ჯანდაბას მთაში თუ დამკარგე
ბარად ხომ შამამხვდი ქალბნელო

თამაზ წიკლაური